კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეთავსება ტყუპები ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის საუკეთესო პარტნიორი თქვენთვის და ვის უნდა ერიდოთ
როგორ ეთავსება ტყუპები ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის საუკეთესო პარტნიორი თქვენთვის და ვის უნდა ერიდოთ
  • ტყუ­პე­ბი და ვერ­ძი

ბაგა-ბაღი. ორი გულ­ღია, კე­თი­ლი და მხი­ა­რუ­ლი არ­სე­ბა, რო­მელ­საც ასე პას­კა-პას­კა გა­მო­ცხვის ძა­ხილ­ში შე­უძ­ლი­ათ კუნ­ტრუშ-კუნ­ტრშუშ­ში და­ქორ­წინ­დნენ, გა­ზარ­დონ ბავ­შვე­ბი და შე­ა­ბერ­დნენ ერ­თმა­ნეთს. ისი­ნი ბევ­რს არ ფიქ­რო­ბენ, ორი­ვე მიმ­ნდო­ბია და სპონ­ტა­ნუ­რი. ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მალე ხდე­ბა, წი­ნას­წა­რი გათ­ვლე­ბის გა­რე­შე და მა­ინც უმარ­თლებთ. ვერ­ძი რთუ­ლად იმათ ეჩ­ვე­ნე­ბათ, ვი­საც ად­ვი­ლად სწყინს მისი იმ­პულ­სუ­რი გა­მოხ­დო­მე­ბი, ტყუ­პი კი ამ ყვე­ლა­ფერს სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­ვამს. ვერ­ძი ჩხუ­ბობს, ტყუ­პი ეკა­ი­ფე­ბა. ეგ კი არა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თვის ჩხუბ­შიც კი შე­იძ­ლე­ბა აჰ­ყვეს, თუმ­ცა გულ­ში არ­ცერ­თი არა­ფერს იდებს და მე­ო­რე დღეს არც ემახ­სოვ­რე­ბათ. რაზე შე­იძ­ლე­ბა იჩხუ­ბონ? ტყუ­პებს იდე­ე­ბის გან­ხილ­ვა მოს­წონთ, რატ­რა­ტი, ვერძს კი ამის ნერ­ვე­ბი არ აქვს, სად სცა­ლია სა­ლაყ­ბოდ, თუმ­ცა ორი­ვე აძ­ლევს ერ­თმა­ნეთს უფ­ლე­ბას იყოს ის, რაც არის. მოკ­ლედ, შე­სა­ნიშ­ნა­ვი წყვი­ლია.

  • ტყუ­პე­ბი და კურო

ხარი და ოინ­ბა­ზი ტო­რე­ა­დო­რი, რო­მე­ლიც ისე­თი სის­წრა­ფით აფ­რი­ა­ლებს წი­თელ ნა­ჭერს მშვი­დი და უწყი­ნა­რი ცხო­ვე­ლიც კი შე­იძ­ლე­ბა წყო­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნოს. ეს წი­თე­ლი ნა­ჭე­რი ტყუ­პე­ბის ლო­გი­კაა, რო­მელ­საც კურო არ ენ­დო­ბა, რად­გან მას­თან და­წე­ვას ვერ ახერ­ხებს, თუმ­ცა სა­უ­ბე­დუ­როდ მა­ინც დას­დევს და თა­ნაც ჩვე­უ­ლი, კუ­რო­სე­უ­ლი სტა­ბი­ლუ­რი ერ­თგუ­ლე­ბით. ეს კავ­ში­რი ად­ვი­ლი არ არის. სხარ­ტი და თავ­ქა­რი­ა­ნი ტყუ­პე­ბის­თვის ჰა­ე­რი­ვით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფლირ­ტი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­ნაც­ნო­ბო წრე, იგი თა­ვის თავ­საც კი ეპ­რან­ჭე­ბა, რისი ატა­ნაც მე­სა­კუთ­რე კუ­როს, რო­მელ­საც მხო­ლოდ თა­ვის­თვის უნდა ტყუ­პე­ბი, რამ­დე­ნი მეც არ უნდა ჰქონ­დეს მას, არ შე­უძ­ლია. არ შე­უძ­ლია არც ტყუპს ამის ატა­ნა, თუმ­ცა კუ­როს­გან გან­სხვა­ვე­ბით იგი პირ­და­პირ არ გა­მო­ხა­ტავს, რო­გორც კი შე­ზღუდ­ვებს და­უ­წე­სე­ბენ, ტყუ­ი­ლე­ბის მო­გო­ე­ნე­ბას იწყებს. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან ბევ­რი გა­უ­გებ­რო­ბა იქ­ნე­ბა, პი­როვ­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც, ინ­ტე­რე­სე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც, ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც და თუ მა­ინც ერ­თად დარ­ჩე­ნას მო­ა­ხერ­ხე­ბენ, ისევ და ისევ პი­რად ჰო­როს­კოპ­ში სხვა ნიშ­ნე­ბის გავ­ლე­ნით და იმ სიყ­ვა­რუ­ლით, რო­მე­ლიც ბრმაა.

  • ტყუ­პე­ბი და ტყუ­პე­ბი

ტყუ­პებ­ზე სულ ერთი ანეგ­დო­ტი მახ­სენ­დე­ბა: გუ­რულს ეუბ­ნე­ბი­ან რა საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვე­ბი გყავ­სო, ხოდა პა­სუ­ხობს – "ბაღ­ნე­ბი კი არა, მაგი ერ­თია, უბ­რა­ლოდ სწრა­ფად დარ­ბი­სო". ახლა წარ­მო­იდ­გი­ნეთ ორი ცალი ასე­თი, ეს წყვი­ლი კი არა მთე­ლი გუნ­დია, რომ­ლის წევ­რე­ბიც მთელს სახ­ლს არი­ან მო­დე­ბუ­ლი და ერ­თდრო­უ­ლად შე­უძ­ლი­ათ იკი­თხონ, იჩა­თა­ონ (შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნეთ­საც ეჩა­თა­ონ სხვა­დას­ხვა ოთა­ხე­ბი­დან), ტე­ლე­ფონ­ზე ილა­პა­რა­კონ, ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რონ და ერ­თმა­ნეთ­საც მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა. მათი სახ­ლი ჰოს­ტელს ჰგავს, მათი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა თი­ნე­ი­ჯე­რულ წვე­უ­ლე­ბას. ისი­ნი მშვე­ნივ­რად უგე­ბენ ერ­თმა­ნეთს, პრობ­ლე­მად სა­მად- სამი რამ შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს -1. ორი­ვეს ად­ვი­ლად სწყინ­დე­ბა, 2. ორი­ვეს ად­ვი­ლად შე­უძ­ლია მი­ტო­ვე­ბა და სხვა­ზე გა­დარ­თვა, როცა რამე რთულ­დე­ბა და 3. ორი­ვე უფრო მეტს ფიქ­რობს, ვიდ­რე გრძნობს. რე­ა­ლუ­რად ამ მა­სა­ლის­გან ხან­გრძლი­ვი და სტა­ბი­ლუ­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის გა­მო­ჭედ­ვა ძა­ლი­ან რთუ­ლია, თუმ­ცა თუ სამ­ყა­რომ მათ პი­რად რუ­კა­ზე რამე სხვა უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი ნიშ­ნე­ბის გავ­ლე­ნაც გა­მო­ი­მე­ტა, შე­საძ­ლე­ბე­ლი.

  • ტყუ­პე­ბი და კირჩხი­ბი

დე­დი­კო და შვი­ლი­კო! სქესს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს… თუნ­დაც ბიჭი იყოს კირჩხი­ბი, იგი დე­დი­კოს როლ­ში იქ­ნე­ბა. დე­დი­კოს, რო­მელ­საც მის­თვის ყოვ­ლად გა­უ­გე­ბა­რი, მაგ­რამ მა­ინც სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი ბავ­შვი "შე­ე­ძი­ნა" მა­შინ, როცა თა­ვა­დაც ჯერ კი­დევ ბავ­შვი იყო. ამი­ტო­მაც არის როლ­ში. სი­ნამ­დვი­ლე­ში ისიც პა­ტა­რაა – ბუ­ტია და მგრძნო­ბი­ა­რე არ­სე­ბა, მაგ­რამ რად­გან ბუ­ნე­ბით არის ტყუ­პებ­ზე მე­ტად მზრუნ­ვე­ლი, ფრთხი­ლი, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, მო­უ­წია ამ ფუნ­ქცი­ის შე­თავ­სე­ბა. ერთი მე­სა­კუთ­რეა და თა­ვის თავ­ში ჩა­კე­ტი­ლი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ძა­ლი­ან არა­სო­ცი­ა­ლუ­რიც კი (თუ ხა­სი­ათ­ზე არ არის), მე­ო­რე თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი პე­პე­ლა, ყვა­ვი­ლი­დან ყვა­ვილ­ზე გა­დაჯ­დო­მით რომ საზ­რდო­ობს და თუ ერთ ად­გილ­ზე გა­მო­კე­ტე ფან­ჯრებს აწყდე­ბა. ერთს ყვე­ლა­ფე­რი სახ­ლში მო­აქვს, მე­ო­რეს ყვე­ლა­ფე­რი გა­რეთ გა­აქვს და იმ დღეს გაც­ნო­ბი­ლებ­თან ახურ­და­ვებს. კირჩხი­ბი იტან­ჯე­ბა იმა­ზე ფიქ­რით, რას ფიქ­რობს ტყუ­პე­ბი, ტყუ­პე­ბი კი ვე­რაფ­რით იგებს რა უნდა კირჩხიბს. ერ­თა­დერ­თი რაც მათ სა­ერ­თო აქვთ, ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თია – ორი­ვეს ხში­რად ეც­ვლე­ბა გან­წყო­ბა და თუ ამ ცვა­ლე­ბა­დო­ბის ბი­ო­რიტ­მი ერ­თმა­ნეთს და­ამ­თხვი­ეს, ხომ კარ­გი -ერ­თად იცი­ნე­ბენ, ერ­თად იტი­რე­ბენ, ერ­თად იკინ­კლა­ვე­ბენ, მაგ­რამ თუ ეს ვერ მო­ხერ­ხდა, მა­შინ პე­პე­ლა სახ­ლი­დან გაფ­რინ­დე­ბა, ჩვე­ნი კიბო კი იჯ­დე­ბა სახ­ლში და გულ­და­თუთ­ქუ­ლი და­ე­ლო­დე­ბა მის უკან დაბ­რუ­ნე­ბას. პე­პე­ლაც ბრუნ­დე­ბა, არც პა­ტი­ე­ბის თხოვ­ნა უჭირს, კიბო კი "უძღებ შვილს" გულ­ში ჩა­იკ­რავს და მის გარ­შე­მო ფუს­ფუსს და­ი­წყებს. ეს არის ყვე­ლა­ზე პა­რა­დოქ­სუ­ლი წყვი­ლი, რო­მელ­საც ერ­თმა­ნე­თის არ ეს­მის, მაგ­რამ მა­ინც ძა­ლი­ან უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი და ალ­ბათ ისევ კირჩხი­ბის მა­ზო­ხის­ტუ­რი ბუ­ნე­ბის ხარ­ჯზე. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

როგორ ეთავსება ტყუპები ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის საუკეთესო პარტნიორი თქვენთვის და ვის უნდა ერიდოთ

როგორ ეთავსება ტყუპები ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის საუკეთესო პარტნიორი თქვენთვის და ვის უნდა ერიდოთ
  • ტყუპები და ვერძი

ბაგა-ბაღი. ორი გულღია, კეთილი და მხიარული არსება, რომელსაც ასე პასკა-პასკა გამოცხვის ძახილში შეუძლიათ კუნტრუშ-კუნტრშუშში დაქორწინდნენ, გაზარდონ ბავშვები და შეაბერდნენ ერთმანეთს. ისინი ბევრს არ ფიქრობენ, ორივე მიმნდობია და სპონტანური. ყველაფერი ძალიან მალე ხდება, წინასწარი გათვლების გარეშე და მაინც უმართლებთ. ვერძი რთულად იმათ ეჩვენებათ, ვისაც ადვილად სწყინს მისი იმპულსური გამოხდომები, ტყუპი კი ამ ყველაფერს სერიოზულად არ აღიქვამს. ვერძი ჩხუბობს, ტყუპი ეკაიფება. ეგ კი არა მრავალფეროვნებისთვის ჩხუბშიც კი შეიძლება აჰყვეს, თუმცა გულში არცერთი არაფერს იდებს და მეორე დღეს არც ემახსოვრებათ. რაზე შეიძლება იჩხუბონ? ტყუპებს იდეების განხილვა მოსწონთ, რატრატი, ვერძს კი ამის ნერვები არ აქვს, სად სცალია სალაყბოდ, თუმცა ორივე აძლევს ერთმანეთს უფლებას იყოს ის, რაც არის. მოკლედ, შესანიშნავი წყვილია.

  • ტყუპები და კურო

ხარი და ოინბაზი ტორეადორი, რომელიც ისეთი სისწრაფით აფრიალებს წითელ ნაჭერს მშვიდი და უწყინარი ცხოველიც კი შეიძლება წყობიდან გამოიყვანოს. ეს წითელი ნაჭერი ტყუპების ლოგიკაა, რომელსაც კურო არ ენდობა, რადგან მასთან დაწევას ვერ ახერხებს, თუმცა საუბედუროდ მაინც დასდევს და თანაც ჩვეული, კუროსეული სტაბილური ერთგულებით. ეს კავშირი ადვილი არ არის. სხარტი და თავქარიანი ტყუპებისთვის ჰაერივით მნიშვნელოვანია ფლირტი და მრავალფეროვანი სანაცნობო წრე, იგი თავის თავსაც კი ეპრანჭება, რისი ატანაც მესაკუთრე კუროს, რომელსაც მხოლოდ თავისთვის უნდა ტყუპები, რამდენი მეც არ უნდა ჰქონდეს მას, არ შეუძლია. არ შეუძლია არც ტყუპს ამის ატანა, თუმცა კუროსგან განსხვავებით იგი პირდაპირ არ გამოხატავს, როგორც კი შეზღუდვებს დაუწესებენ, ტყუილების მოგოენებას იწყებს. მოკლედ, ძალიან ბევრი გაუგებრობა იქნება, პიროვნული თვალსაზრისითაც, ინტერესების თვალსაზრისითაც, ფინანსური თვალსაზრისითაც და თუ მაინც ერთად დარჩენას მოახერხებენ, ისევ და ისევ პირად ჰოროსკოპში სხვა ნიშნების გავლენით და იმ სიყვარულით, რომელიც ბრმაა.

  • ტყუპები და ტყუპები

ტყუპებზე სულ ერთი ანეგდოტი მახსენდება: გურულს ეუბნებიან რა საყვარელი ბავშვები გყავსო, ხოდა პასუხობს – “ბაღნები კი არა, მაგი ერთია, უბრალოდ სწრაფად დარბისო”. ახლა წარმოიდგინეთ ორი ცალი ასეთი, ეს წყვილი კი არა მთელი გუნდია, რომლის წევრებიც მთელს სახლს არიან მოდებული და ერთდროულად შეუძლიათ იკითხონ, იჩათაონ (შეიძლება ერთმანეთსაც ეჩათაონ სხვადასხვა ოთახებიდან), ტელეფონზე ილაპარაკონ, ტელევიზორს უყურონ და ერთმანეთსაც მიაქციონ ყურადღება. მათი სახლი ჰოსტელს ჰგავს, მათი ოჯახური ცხოვრება თინეიჯერულ წვეულებას. ისინი მშვენივრად უგებენ ერთმანეთს, პრობლემად სამად- სამი რამ შეიძლება იქცეს -1. ორივეს ადვილად სწყინდება, 2. ორივეს ადვილად შეუძლია მიტოვება და სხვაზე გადართვა, როცა რამე რთულდება და 3. ორივე უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე გრძნობს. რეალურად ამ მასალისგან ხანგრძლივი და სტაბილური თანაცხოვრების გამოჭედვა ძალიან რთულია, თუმცა თუ სამყარომ მათ პირად რუკაზე რამე სხვა უფრო სერიოზული ნიშნების გავლენაც გამოიმეტა, შესაძლებელი.

  • ტყუპები და კირჩხიბი

დედიკო და შვილიკო! სქესს მნიშვნელობა არ აქვს… თუნდაც ბიჭი იყოს კირჩხიბი, იგი დედიკოს როლში იქნება. დედიკოს, რომელსაც მისთვის ყოვლად გაუგებარი, მაგრამ მაინც სათაყვანებელი ბავშვი “შეეძინა” მაშინ, როცა თავადაც ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ამიტომაც არის როლში. სინამდვილეში ისიც პატარაა – ბუტია და მგრძნობიარე არსება, მაგრამ რადგან ბუნებით არის ტყუპებზე მეტად მზრუნველი, ფრთხილი, დაკვირვებული და ყურადღებიანი, მოუწია ამ ფუნქციის შეთავსება. ერთი მესაკუთრეა და თავის თავში ჩაკეტილი, შეიძლება ითქვას ძალიან არასოციალურიც კი (თუ ხასიათზე არ არის), მეორე თავისუფლების მოყვარული პეპელა, ყვავილიდან ყვავილზე გადაჯდომით რომ საზრდოობს და თუ ერთ ადგილზე გამოკეტე ფანჯრებს აწყდება. ერთს ყველაფერი სახლში მოაქვს, მეორეს ყველაფერი გარეთ გააქვს და იმ დღეს გაცნობილებთან ახურდავებს. კირჩხიბი იტანჯება იმაზე ფიქრით, რას ფიქრობს ტყუპები, ტყუპები კი ვერაფრით იგებს რა უნდა კირჩხიბს. ერთადერთი რაც მათ საერთო აქვთ, ცვალებადი ხასიათია – ორივეს ხშირად ეცვლება განწყობა და თუ ამ ცვალებადობის ბიორიტმი ერთმანეთს დაამთხვიეს, ხომ კარგი -ერთად იცინებენ, ერთად იტირებენ, ერთად იკინკლავებენ, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ პეპელა სახლიდან გაფრინდება, ჩვენი კიბო კი იჯდება სახლში და გულდათუთქული დაელოდება მის უკან დაბრუნებას. პეპელაც ბრუნდება, არც პატიების თხოვნა უჭირს, კიბო კი “უძღებ შვილს” გულში ჩაიკრავს და მის გარშემო ფუსფუსს დაიწყებს. ეს არის ყველაზე პარადოქსული წყვილი, რომელსაც ერთმანეთის არ ესმის, მაგრამ მაინც ძალიან უყვართ ერთმანეთი და ალბათ ისევ კირჩხიბის მაზოხისტური ბუნების ხარჯზე. წაიკითხეთ სრულად

როგორ ეთავსება კურო ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს და ვისთან რა აქვს სასწავლი

როგორ ეთავსება ვერძი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის თქვენთვის საუკეთესო პარტნიორი ან "მოსისხლე მტერი"

24 მარტივი საქციელი, რომლითაც ნებისმიერ გოგოს "დაადნობთ"