Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეთავსება სასწორი ზოდიაქოს სხვა ნიშნებს - რომელია საუკეთესო პარტნიორი, საუკეთესო მეგობარი და ნიშნები, რომლებსაც უნდა უფრთხილდეთ
როგორ ეთავსება სასწორი ზოდიაქოს სხვა ნიშნებს - რომელია საუკეთესო პარტნიორი, საუკეთესო მეგობარი და ნიშნები, რომლებსაც უნდა უფრთხილდეთ
  • ვერ­ძი და სას­წო­რი

ეს ოპო­ზი­ცი­უ­რი ნიშ­ნე­ბია, ორი უკი­დუ­რე­სო­ბა, რო­მელ­თაც ერ­თმა­ნე­თის­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტის სწავ­ლე­ბა შე­უძ­ლი­ათ. ვერ­ძი ეგო­ის­ტია, უფრო მე­ტად სა­კუ­თარ თავ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ფე­ხებ­ზე ჰკი­დია სხვე­ბის აზრი, მა­შინ როცა სას­წორს ეგო ქვეც­ნო­ბი­ერ­ში აქვს გა­ტყორ­ცნი­ლი და მთლი­ა­ნად სხვებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. იგი ცდი­ლობს მაქ­სი­მა­ლუ­რად ობი­ექ­ტუ­რი იყოს და მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს სხვე­ბის რჩე­ვე­ბი. ერთი პირ­და­პირ მი­დის რქე­ბით, მე­ო­რე სა­ნამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებ­დეს, ძა­ლი­ან ბევ­რს ფიქ­რობს და ყოყ­მა­ნობს. ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში რო­გორც წესი სას­წო­რი უფრო მეტს თმობს, იმი­ტომ კი არა რომ ვერ­ძი მარ­თა­ლია, იმი­ტომ რომ სას­წო­რი უფრო გო­ნი­ე­რია და ეს ორი­ვემ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს. ვერძმა სას­წო­რის­გან კომ­პრო­მი­სი უნდა ის­წავ­ლოს და სხვი­სი აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, სას­წორ­მა კი ვერ­ძის­გან – ბრძო­ლა და თა­ვი­სი აზ­რის გა­ტა­ნა. მათ ერ­თმა­ნეთს უნდა გა­უ­გონ, თო­რემ ერთ დღეს სას­წო­რი იფიქ­რებს რომ ვერ­ძი თავ­ხე­დი ეგო­ის­ტია, ვერ­ძი კი მას სუსტ და ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბელ პი­როვ­ნე­ბად ჩათ­ვლის. თუკი მო­ა­ხერ­ხეს სა­კუ­თარ სი­სუს­ტე­ებ­ზე მაღ­ლა დად­გო­მა და გა­აც­ნო­ბი­ე­რეს რომ ერ­თმა­ნე­თი და­სა­ბალ­ნა­სებ­ლად ორი­ვეს სჭირ­დე­ბა, აქე­დან იდე­ა­ლუ­რი წყვი­ლი დად­გე­ბა.

  • კურო და სას­წო­რი

აი, ძა­ლი­ან მინ­და ლე­ნო­ნის "imagine" ჩა­გირ­თოთ და მო­გას­მე­ნი­ნოთ… ეს ორი მშვი­დო­ბის­მოყ­ვა­რე, რბი­ლი, თა­ვა­ზი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ერ­თად ძა­ლი­ან კარ­გად გრძნობს თავს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერთი მი­წა­ზე მყა­რად დგას, მე­ო­რეს კი ცო­ტას აქეთ იქეთ აყან­ყა­ლებს ქარი. ორი­ვეს ცოტა დრო სჭირ­დე­ბა იმის­თვის რომ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს რა უნდა, ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა სა­წყის ეტაპ­ზე საქ­მე ცოტა გა­ჯან­ჯლ­დეს, მაგ­რამ თუკი გა­და­წყვი­ტეს ერ­თად ყოფ­ნა, მერე უკვე ეჭვქვეშ აღა­რა­ფერს და­ა­ყე­ნე­ბენ. რა თქმა უნდა, გან­სხვა­ვე­ბე­ბიც არის ამ ასადს მიღ­მა. სას­წო­რი უფრო მე­ტად სხვებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ლა­პა­რა­კი, გარ­თო­ბა უყ­ვარს, კუ­როს კი­დევ თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს, თა­ვი­სი ჰობი, თუმ­ცა რად­გან კომ­პრო­მი­სი შე­უძ­ლი­ათ და ზღვარს არ გა­და­დი­ან, ზედ­მე­ტი დრა­მა­ტიზ­მის გა­რე­შე გვარ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. მათ კარ­გად იცი­ან ერ­თმა­ნე­თის ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი და მარ­ტი­ვად ახერ­ხე­ბენ გა­და­ი­ნა­წი­ლონ ფუნ­ქცი­ე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი ოჯახ­ში.

  • ტყუ­პე­ბი და სას­წო­რი

სა­ნამ სას­წო­რი გა­და­წყვეტს, ღირს თუ არა ურ­თი­ერ­თო­ბა, ტყუ­პებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ფიქ­რონ და ეს დიდი ტრა­გე­დი­აა, რად­გან სას­წორს თვი­თო­ნაც ძა­ლი­ან უჭირს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა და თუ გა­და­წყვი­ტა, მერე ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეს ძა­ლი­ან ჰარ­მო­ნი­უ­ლი წყვი­ლია. მსგავ­სე­ბა ჰყოფ­ნით იმის­თვის, რომ ერ­თმა­ნეთს გა­უ­გონ, გან­სხვა­ვე­ბა კი იმის­თვის, რომ სა­ინ­ტე­რე­სო­ე­ბი იყ­ვნენ ერ­თმა­ნე­თის­თვის. ტყუ­პე­ბი ბევრ რა­მე­ზე ფიქ­რობს, ათა­სი გეგ­მა აქვს, რო­მელ­შიც სა­ვა­რა­უ­დოდ ქორ­წი­ნე­ბა არც შე­დის, მაგ­რამ სას­წო­რი, თან­და­ყო­ლი­ლი ვერ­ბა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის წყა­ლო­ბით ახერ­ხებს რომ ტყუ­პებს თა­ვის აზ­რე­ბი მის აზ­რე­ბად შე­ა­სა­ღოს. სას­წო­რი ტყუ­პებს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი უნა­რე­ბით სჯობს და ამ გზით, სხვა ნიშ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ერ­თა­დერ­თია, ვინც მის მარ­თვას ახერ­ხებს. ეს ურ­თი­ერ­თო­ბა პინგ-პონ­გის თა­მაშს ჰგავს და თა­ნაც ისეთ თა­მაშს, სა­დაც პარტნი­ო­რე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეწყო­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. დრო­დად­რო შე­იძ­ლე­ბა სხვებ­საც ეთა­მა­შონ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც საყ­ვა­რელ მე­წყვი­ლეს უბ­რუნ­დე­ბი­ან. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

როგორ ეთავსება სასწორი ზოდიაქოს სხვა ნიშნებს - რომელია საუკეთესო პარტნიორი, საუკეთესო მეგობარი და ნიშნები, რომლებსაც უნდა უფრთხილდეთ

როგორ ეთავსება სასწორი ზოდიაქოს სხვა ნიშნებს - რომელია საუკეთესო პარტნიორი, საუკეთესო მეგობარი და ნიშნები, რომლებსაც უნდა უფრთხილდეთ
  • ვერძი და სასწორი

ეს ოპოზიციური ნიშნებია, ორი უკიდურესობა, რომელთაც ერთმანეთისთვის ყველაზე მეტის სწავლება შეუძლიათ. ვერძი ეგოისტია, უფრო მეტად საკუთარ თავზე ორიენტირებული და ფეხებზე ჰკიდია სხვების აზრი, მაშინ როცა სასწორს ეგო ქვეცნობიერში აქვს გატყორცნილი და მთლიანად სხვებზეა ორიენტირებული. იგი ცდილობს მაქსიმალურად ობიექტური იყოს და მაქსიმალურად გაითვალისწინოს სხვების რჩევები. ერთი პირდაპირ მიდის რქებით, მეორე სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეს, ძალიან ბევრს ფიქრობს და ყოყმანობს. ამ ურთიერთობაში როგორც წესი სასწორი უფრო მეტს თმობს, იმიტომ კი არა რომ ვერძი მართალია, იმიტომ რომ სასწორი უფრო გონიერია და ეს ორივემ უნდა გააცნობიეროს. ვერძმა სასწორისგან კომპრომისი უნდა ისწავლოს და სხვისი აზრის გათვალისწინება, სასწორმა კი ვერძისგან – ბრძოლა და თავისი აზრის გატანა. მათ ერთმანეთს უნდა გაუგონ, თორემ ერთ დღეს სასწორი იფიქრებს რომ ვერძი თავხედი ეგოისტია, ვერძი კი მას სუსტ და ჩამოუყალიბებელ პიროვნებად ჩათვლის. თუკი მოახერხეს საკუთარ სისუსტეებზე მაღლა დადგომა და გააცნობიერეს რომ ერთმანეთი დასაბალნასებლად ორივეს სჭირდება, აქედან იდეალური წყვილი დადგება.

  • კურო და სასწორი

აი, ძალიან მინდა ლენონის “imagine” ჩაგირთოთ და მოგასმენინოთ… ეს ორი მშვიდობისმოყვარე, რბილი, თავაზიანი ადამიანი ერთად ძალიან კარგად გრძნობს თავს მიუხედავად იმისა, რომ ერთი მიწაზე მყარად დგას, მეორეს კი ცოტას აქეთ იქეთ აყანყალებს ქარი. ორივეს ცოტა დრო სჭირდება იმისთვის რომ ჩამოყალიბდეს რა უნდა, ამიტომ შეიძლება ურთიერთობა საწყის ეტაპზე საქმე ცოტა გაჯანჯლდეს, მაგრამ თუკი გადაწყვიტეს ერთად ყოფნა, მერე უკვე ეჭვქვეშ აღარაფერს დააყენებენ. რა თქმა უნდა, განსხვავებებიც არის ამ ასადს მიღმა. სასწორი უფრო მეტად სხვებზეა ორიენტირებული, ლაპარაკი, გართობა უყვარს, კუროს კიდევ თავისი ინტერესები აქვს, თავისი ჰობი, თუმცა რადგან კომპრომისი შეუძლიათ და ზღვარს არ გადადიან, ზედმეტი დრამატიზმის გარეშე გვარდება ყველაფერი. მათ კარგად იციან ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეები და მარტივად ახერხებენ გადაინაწილონ ფუნქციები და მოვალეობები ოჯახში.

  • ტყუპები და სასწორი

სანამ სასწორი გადაწყვეტს, ღირს თუ არა ურთიერთობა, ტყუპებმა შეიძლება გადაიფიქრონ და ეს დიდი ტრაგედიაა, რადგან სასწორს თვითონაც ძალიან უჭირს გადაწყვეტილებების მიღება და თუ გადაწყვიტა, მერე ამ გადაწყვეტილების ერთგული რჩება. მიუხედავად ამისა, ეს ძალიან ჰარმონიული წყვილია. მსგავსება ჰყოფნით იმისთვის, რომ ერთმანეთს გაუგონ, განსხვავება კი იმისთვის, რომ საინტერესოები იყვნენ ერთმანეთისთვის. ტყუპები ბევრ რამეზე ფიქრობს, ათასი გეგმა აქვს, რომელშიც სავარაუდოდ ქორწინება არც შედის, მაგრამ სასწორი, თანდაყოლილი ვერბალური შესაძლებლობების წყალობით ახერხებს რომ ტყუპებს თავის აზრები მის აზრებად შეასაღოს. სასწორი ტყუპებს დიპლომატიური უნარებით სჯობს და ამ გზით, სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, ერთადერთია, ვინც მის მართვას ახერხებს. ეს ურთიერთობა პინგ-პონგის თამაშს ჰგავს და თანაც ისეთ თამაშს, სადაც პარტნიორები შესანიშნავად ეწყობიან ერთმანეთს. დროდადრო შეიძლება სხვებსაც ეთამაშონ, მაგრამ საბოლოოდ მაინც საყვარელ მეწყვილეს უბრუნდებიან. წაიკითხეთ სრულად

როგორ ეთავსება ქალწული ზოდიაქოს სხვა ნიშნებს - ეს ყველა ქალწულმა უნდა გაითვალისწინოს

როგორ ეთავსება ლომი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის მისი იდეალური პარტნიორი და რა უნდა გაითვალისწინოს მან

როგორ ეთავსება კირჩხიბი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვისთან ქმნის ის ჰარმონიულ წყვილს და ვის უნდა ერიდოს