საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასტიკი თავდასხმის შემდეგ იულია ვანი პირველად აქვეყნებს მისი და მიხეილ ხუბუტიას ერთობლივ ფოტოებს - ბიზნესმენი დანაშაულს უარყოფს: ახალი დეტალები
სასტიკი თავდასხმის შემდეგ იულია ვანი პირველად აქვეყნებს მისი და მიხეილ ხუბუტიას ერთობლივ ფოტოებს - ბიზნესმენი დანაშაულს უარყოფს: ახალი დეტალები

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი, მოს­კო­ვის ოლ­ქის ვაჭ­რო­ბის ექს-მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტია, ღა­მით შე­იჭ­რა თა­ვი­სი ყო­ფი­ლი რჩე­უ­ლის, იუ­ლია ვა­ნის სახ­ლში და სას­ტი­კად სცე­მა იგი.

  • ამ­ჟა­მად იუ­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა. გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აპი­რებს ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს იმი­სათ­ვის, რომ 58 წლის ექს-ჩი­ნოვ­ნი­კი კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით და­ი­სა­ჯოს. პირ­ველ რიგ­ში, ვანს სურს ტრა­გე­დია მაქ­სი­მა­ლუ­რად სა­ჯა­რო გახ­დეს.

"მე­ში­ნია! მაგ­რამ ბო­ლომ­დე მივ­ყვე­ბი! გთხოვთ, არ მი­მა­ტო­ვოთ! გა­ახ­მა­უ­რეთ ეს ამ­ბა­ვი! მთე­ლი ქვე­ყა­ნა ჩემ­თა­ნაა. გმად­ლობთ მხარ­და­ჭე­რის­თვის“, - და­წე­რა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა პი­რად ბლოგ­ზე.

ყო­ფი­ლი წყვილს სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ. სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს გო­გო­ნას მე­ზო­ბელ ოთახ­ში ეძი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტი­ას, ის უარ­ყოფს ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ექს-მი­ნის­ტრი ამ­ტკი­ცებს, რომ თავ­დას­ხმის დროს სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და. თუმ­ცა, იუ­ლია ვანი არ ნებ­დე­ბა. მან უკვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ცე­მის შემ­დეგ გა­და­ღე­ბუ­ლი შემ­ზა­რა­ვი კად­რე­ბი, სა­დაც სის­ხლშია მოს­ვრი­ლი. ქალ­მა ასე­ვე დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა, რის გამო შე­იძ­ლე­ბა ეცე­მა ასე სას­ტი­კად ხუ­ბუ­ტი­ას.

„დღეს ღა­მით ჩემი მკვლე­ლო­ბის სცა­დეს. და­ახ­ლო­ე­ბით 23:00 სა­ათ­ზე ჩემს სახ­ლში ცუ­ლით შე­მო­იჭ­რა მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტია ჩემს სა­ძი­ნე­ბელ­ში, დამ­ჭრა ფე­ხებ­ში, მირ­ტყა თავ­ში. ამ დროს მე­ზო­ბელ ოთახ­ში ეძი­ნათ ჩვენს ქა­ლიშ­ვილს და ძი­ძას. 2018 წლი­დან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ვი­ყა­ვით, გვყავს სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი. 2024 წლის დე­კემ­ბერ­ში დავ­შორ­დით, რის შემ­დე­გაც ის გა­მუდ­მე­ბით მე­მუქ­რე­ბო­და ბავ­შვის წარ­თმე­ვით, მთე­ლი ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით, ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჩა­კეტვით, არა­ერ­თხელ უთ­ქვამს, რომ ბავ­შვი არ სჭირ­დე­ბა, და­ლე­წა და და­ა­ზი­ა­ნა ჩემი პი­რა­დი ნივ­თე­ბი. ახლა ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ვიმ­ყო­ფე­ბი, ხე­ლებ­სა და ფე­ხებ­ზე ღრმა ჭრი­ლო­ბე­ბი მაქვს, რო­მე­ლიც გა­კე­რეს. გთხოვთ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ა­ზი­ა­როთ ჩემი ამ­ბა­ვი, მხო­ლოდ ასე არ დარ­ჩე­ბა ეს საქ­მე და­უს­ჯე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და იუ­ლი­ამ.

ვანს ბევ­რი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი უჭერს მხარს. ისი­ნი ამ­ხნე­ვე­ბენ.

"იუ­ლია, რა სა­ში­ნე­ლე­ბა და კოშ­მა­რია! შოკი ეს სი­ტყვაც კი საკ­მა­რი­სი არ არის! ამ ადა­მი­ან­მა ამის­თვის პა­სუ­ხი უნდა აგოს!“; „რა სა­ში­ნე­ლე­ბაა! სას­წრა­ფოდ აღიძ­რას მის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე, სხვა შემ­თხვე­ვა­ში მოგ­კლავს. მი­მარ­თეთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტს გან­ცხა­დე­ბით!“; „იმე­დია, მისი ქა­ლიშ­ვი­ლი მას არას­დროს და­უ­ძა­ხებს მა­მას“;“ - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

მომ­ხდა­რის მი­უ­ხე­და­ვად, ამ დრო­ის­თვის მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტია ჯერ­ჯე­რო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის. კაცი, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებ­და, რომ არც იცო­და იუ­ლია ვანი ვინ იყო, ფო­ტო­ებ­ში ქალ­თან და მის ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

სასტიკი თავდასხმის შემდეგ იულია ვანი პირველად აქვეყნებს მისი და მიხეილ ხუბუტიას ერთობლივ ფოტოებს - ბიზნესმენი დანაშაულს უარყოფს: ახალი დეტალები

სასტიკი თავდასხმის შემდეგ იულია ვანი პირველად აქვეყნებს მისი და მიხეილ ხუბუტიას ერთობლივ ფოტოებს - ბიზნესმენი დანაშაულს უარყოფს: ახალი დეტალები

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენი, მოსკოვის ოლქის ვაჭრობის ექს-მინისტრი მიხეილ ხუბუტია, ღამით შეიჭრა თავისი ყოფილი რჩეულის, იულია ვანის სახლში და სასტიკად სცემა იგი.

  • ამჟამად იულია საავადმყოფოში იმყოფება. გაუარესებული ჯანმრთელობის მიუხედავად, აპირებს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ 58 წლის ექს-ჩინოვნიკი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს. პირველ რიგში, ვანს სურს ტრაგედია მაქსიმალურად საჯარო გახდეს.

"მეშინია! მაგრამ ბოლომდე მივყვები! გთხოვთ, არ მიმატოვოთ! გაახმაურეთ ეს ამბავი! მთელი ქვეყანა ჩემთანაა. გმადლობთ მხარდაჭერისთვის“, - დაწერა დაზარალებულმა პირად ბლოგზე.

ყოფილი წყვილს საერთო ქალიშვილი ჰყავთ. საბედისწერო ღამეს გოგონას მეზობელ ოთახში ეძინა.

რაც შეეხება მიხეილ ხუბუტიას, ის უარყოფს ცემაში მონაწილეობას.

ექს-მინისტრი ამტკიცებს, რომ თავდასხმის დროს საზღვარგარეთ იმყოფებოდა. თუმცა, იულია ვანი არ ნებდება. მან უკვე გამოაქვეყნა ცემის შემდეგ გადაღებული შემზარავი კადრები, სადაც სისხლშია მოსვრილი. ქალმა ასევე დეტალურად აღწერა, რის გამო შეიძლება ეცემა ასე სასტიკად ხუბუტიას.

„დღეს ღამით ჩემი მკვლელობის სცადეს. დაახლოებით 23:00 საათზე ჩემს სახლში ცულით შემოიჭრა მიხეილ ხუბუტია ჩემს საძინებელში, დამჭრა ფეხებში, მირტყა თავში. ამ დროს მეზობელ ოთახში ეძინათ ჩვენს ქალიშვილს და ძიძას. 2018 წლიდან ურთიერთობაში ვიყავით, გვყავს საერთო ქალიშვილი. 2024 წლის დეკემბერში დავშორდით, რის შემდეგაც ის გამუდმებით მემუქრებოდა ბავშვის წართმევით, მთელი ქონების ჩამორთმევით, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჩაკეტვით, არაერთხელ უთქვამს, რომ ბავშვი არ სჭირდება, დალეწა და დააზიანა ჩემი პირადი ნივთები. ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფები, ხელებსა და ფეხებზე ღრმა ჭრილობები მაქვს, რომელიც გაკერეს. გთხოვთ მაქსიმალურად გააზიაროთ ჩემი ამბავი, მხოლოდ ასე არ დარჩება ეს საქმე დაუსჯელი“, - განაცხადა იულიამ.

ვანს ბევრი ინტერნეტმომხმარებელი უჭერს მხარს. ისინი ამხნევებენ.

"იულია, რა საშინელება და კოშმარია! შოკი ეს სიტყვაც კი საკმარისი არ არის! ამ ადამიანმა ამისთვის პასუხი უნდა აგოს!“; „რა საშინელებაა! სასწრაფოდ აღიძრას მის წინააღმდეგ საქმე, სხვა შემთხვევაში მოგკლავს. მიმართეთ საგამოძიებო კომიტეტს განცხადებით!“; „იმედია, მისი ქალიშვილი მას არასდროს დაუძახებს მამას“;“ - წერენ კომენტარებში.

მომხდარის მიუხედავად, ამ დროისთვის მიხეილ ხუბუტია ჯერჯერობით დაკავებული არ არის. კაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ არც იცოდა იულია ვანი ვინ იყო, ფოტოებში ქალთან და მის ქალიშვილთან ერთად არის გადაღებული.

წაიკითხეთ ასევე: