სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ შეგიყვარდათ ის და არავინ სხვა? - პასუხები მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რატომ შეგიყვარდათ ის და არავინ სხვა? - პასუხები მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ერთხელ მა­ინც არ უკი­თხავს: "რა­ტომ მიყ­ვარს?" ან "სამ­ყა­რო­ში უამ­რა­ვი მა­მა­კა­ცია/ქა­ლია, რა­ტომ შე­მიყ­ვარ­და მა­ინ­ცდა­მა­ინც ის?" პა­სუხს ას­ტრო­ლო­გია გაგ­ცემთ.

თუ ის ვერ­ძია...

პირ­ველ რიგ­ში, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბით მოგ­ხიბ­ლათ. ვერძს ნამ­დვი­ლად სჯე­რა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, იმ­დე­ნად, რომ თქვენც და­გარ­წმუ­ნათ თა­ვის ყოვ­ლის­შემ­ძლე­ო­ბა­ში, ამი­ტომ მი­ენ­დეთ... და­ი­ჯე­რეთ - და სწო­რა­დაც მო­ი­ქე­ცით - რომ ის თქვე­ნი ყვე­ლა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას შეძ­ლებს. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გიყ­ვართ მისი ში­ნა­გა­ნი (ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ფი­ზი­კუ­რი) ძა­ლის, ამ­ტა­ნო­ბის, მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბი­სა და თვითრწმე­ნის გამო.

თუ ის კუ­როა...

იმის შემ­დეგ რაც კურო ურ­თი­ერ­თო­ბას სტა­ტუსს მი­ა­ნი­ჭებს, ყუ­რებ­ზეც გა­ივ­ლის, ოღონდ პარტნი­ორს ასი­ა­მოვ­ნოს. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გიყ­ვართ იმი­ტომ, რომ მათ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თქვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბაა და შე­უძ­ლი­ათ უკა­ნა პლან­ზე გა­დას­წი­ონ თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლე­ბი და მის­წრა­ფე­ბე­ბი.

თუ ის ტყუ­პია...

ამ ნიშ­ნით ყვე­ლა­ზე მხი­ა­რუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი იბა­დე­ბი­ან. ვერ შეხ­ვდე­ბით ადა­მი­ანს, რო­მელ­თან ერ­თა­დაც უკე­თეს დროს გა­ა­ტა­რებთ. ის ყო­ველ­თვის მზა­დაა ხელი ჩა­გავ­ლოთ და წვე­უ­ლე­ბა­ზე გა­იქ­ცეს ან მო­სა­წყე­ნი სი­ტუ­ა­ცია თავ­გა­და­სავ­ლად აქ­ცი­ოს... აი, რა­ტომ გიყ­ვართ ტყუ­პი.

თუ ის კირჩხი­ბია...

კირჩხი­ბი მთე­ლი სხე­უ­ლით, გო­ნე­ბი­თა და გუ­ლით ერ­თვე­ბა ნე­ბის­მი­ერ საქ­მე­ში, რო­მელ­საც ხელს მო­კი­დებს, ისვე რო­გორც ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. თქვენ გიყ­ვართ მისი უნა­რი - თავი მი­უ­ძღვნას იდე­ებ­სა და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლი­საც სჯე­რა, სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, გიყ­ვართ ის, რომ იდე­ა­ლის­ტი და მე­ოც­ნე­ბეა. რა და­სა­მა­ლია, გიყ­ვართ ისიც, რომ ყვე­ლა­ფერ­ში წარ­მა­ტე­ბას აღ­წევს, რა­საც კი მიზ­ნად და­ი­სა­ხავს. ამ ნიშ­ნის პარტნი­ო­რი თქვე­ნი მო­ტი­ვა­ტო­რია და სი­ცო­ცხლეს გი­ფე­რა­დებთ!

თუ ის ლო­მია...

ამ ნიშ­ნით ნამ­დვი­ლი ოპ­ტი­მის­ტე­ბი იბა­დე­ბი­ან! ლო­მე­ბი ყო­ველ­თვის ახერ­ხე­ბენ სა­ში­ნელ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში პო­ზი­ტი­უ­რი მხა­რის და­ნახ­ვას. ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­შიც კი გარ­წმუ­ნებთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა - აი, რა­ტომ შე­გიყ­ვარ­დათ. ლო­მებს არაფ­რის ეში­ნი­ათ, მისი სი­მა­მა­ცეც ერთ-ერთი მი­ზე­ზია, რის გა­მოც ასე­თი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხართ!

თუ ის ქალ­წუ­ლია...

ქალ­წუ­ლი მზად არის თქვე­ნი გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მეც კი იკის­როს, ცხოვ­რე­ბა რომ შე­გიმ­სუ­ბუ­ქოთ. არ იშუ­რებს ჭკვი­ა­ნურ რჩე­ვებს, მაგ­რამ მხო­ლოდ სი­ტყვე­ბით არას­დროს გეხ­მა­რე­ბათ. ქალ­წუ­ლი სწო­რედ ის ნი­შა­ნია, რო­მე­ლიც იშ­ვი­ა­თად ამ­ბობს "მე შენ მიყ­ვარ­ხარ", მაგ­რამ ყო­ველ­დღი­უ­რად გარ­წმუ­ნებთ თა­ვი­სი გრძნო­ბე­ბის სიძ­ლი­ე­რე­ში. მგო­ნი, გა­საკ­ვი­რი არც არის, რომ შე­გიყ­ვარ­დათ.

თუ ის სას­წო­რია...

სას­წო­რის შეყ­ვა­რე­ბის პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი მისი თქვენ­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. ის მთე­ლი გუ­ლით ეც­დე­ბა არას­დროს გა­წყე­ნი­ნოთ და გა­უფრ­თხილ­დეს თქვენს ნაზ გრძნო­ბებს. ამ ნიშ­ნით იბა­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თქვენ გა­რე­შე არას­დროს ივახ­შმე­ბენ და, თუ გემ­რი­ე­ლი ნამ­ცხვრის ბოლო ნა­ჭე­რი დარ­ჩე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ი­ნა­ხა­ვენ თქვენ­თვის.

თუ ის მო­რი­ე­ლია...

თქვენ მო­რი­ე­ლის გრძნო­ბე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბა გიყ­ვართ - თუ გულ­ში შე­გიშ­ვათ, იქი­დან არას­დროს გა­მო­გა­ძე­ვებთ. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფერს მო­ი­მოქ­მე­დებს ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, რა­ო­დენ რთუ­ლი პე­რი­ო­დიც არ უნდა და­გიდ­გეთ, თქვენ ეს კარ­გად იცით და მუდ­მი­ვად შფოთ­ვა არ გი­წევთ, ხომ არ დამ­შორ­დე­ბაო?

თუ ის მშვილ­დო­სა­ნია...

მშვილ­დო­სა­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი­თაა სავ­სე! მას შე­უძ­ლია ღა­მით გა­გაღ­ვი­ძოთ და სა­მოგ­ზა­უ­როდ წა­გიყ­ვა­ნოთ ან მან­ქა­ნა გა­ყი­დოს ვე­ლო­სი­პე­დე­ბის კო­ლექ­ცი­ის შე­სა­ძე­ნად. თქვენ არას­დროს იცით რა გე­ლო­დე­ბათ ხვალ მას­თან ერ­თად, სწო­რედ ამი­ტომ გიყ­ვართ.

თუ ის თხის რქაა...

თხის რქა სწრა­ფად უღებს ალ­ღოს თქვენს სურ­ვი­ლებს და მო­თხოვ­ნებს, თუკი ის მა­ტე­რი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­სა­ხოს. მა­შინ როცა შე­სა­ბა­მი­სი თან­ხა არ აქვს, დღეს და ღა­მეს გა­და­ა­თე­ნებს, შე­აგ­რო­ვებს და გი­ყი­დით იმას, რაც სთხო­ვეთ. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი გიყ­ვართ იმი­ტომ რომ, თქვენ­თვის ჯა­დოს­ნუ­რი ფე­რი­ა­ცაა, ჯი­ნიც და ოქ­როს თევ­ზიც.

თუ ის მერ­წყუ­ლია...

მერ­წყულს ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბა და ბო­დი­შის მოხ­და, რაც ასე­ო­დენ უჭირთ სხვა ადა­მი­ა­ნებს, სწო­რედ ეს თვი­სე­ბა გიყ­ვართ მას­ში. ასე­ვე მერ­წყუ­ლი ნე­ბის­მი­ერ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თავს ისე გაგ­რძნო­ბი­ნებთ, თით­ქოს წე­სებს თქვენ ად­გენთ და არა სო­ცი­უ­მი. ეს გა­ნი­ჭებთ ში­ნა­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

თუ ის თევ­ზია...

გიყ­ვართ იმი­ტომ, რომ თქვე­ნი უსი­ტყვოდ ეს­მის, უყუ­რა­დღე­ბოდ არ რჩე­ბა არც ერთი დე­ტა­ლი, უღ­რმავ­დე­ბა თქვენს აზ­რებ­სა და სურ­ვი­ლებს, გი­ჭერთ მხარს, ყო­ველ­თვის შე­მო­დის თქვენს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და გი­ღებთ უამ­რა­ვი ნაკ­ლით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

რატომ შეგიყვარდათ ის და არავინ სხვა? - პასუხები მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რატომ შეგიყვარდათ ის და არავინ სხვა? - პასუხები მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავისთვის ერთხელ მაინც არ უკითხავს: "რატომ მიყვარს?" ან "სამყაროში უამრავი მამაკაცია/ქალია, რატომ შემიყვარდა მაინცდამაინც ის?" პასუხს ასტროლოგია გაგცემთ.

თუ ის ვერძია...

პირველ რიგში, თავდაჯერებულობით მოგხიბლათ. ვერძს ნამდვილად სჯერა საკუთარი შესაძლებლობების, იმდენად, რომ თქვენც დაგარწმუნათ თავის ყოვლისშემძლეობაში, ამიტომ მიენდეთ... დაიჯერეთ - და სწორადაც მოიქეცით - რომ ის თქვენი ყველა პრობლემის მოგვარებას შეძლებს. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი გიყვართ მისი შინაგანი (ზოგ შემთხვევაში ფიზიკური) ძალის, ამტანობის, მიზანდასახულობისა და თვითრწმენის გამო.

თუ ის კუროა...

იმის შემდეგ რაც კურო ურთიერთობას სტატუსს მიანიჭებს, ყურებზეც გაივლის, ოღონდ პარტნიორს ასიამოვნოს. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი გიყვართ იმიტომ, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი ბედნიერებაა და შეუძლიათ უკანა პლანზე გადასწიონ თავიანთი სურვილები და მისწრაფებები.

თუ ის ტყუპია...

ამ ნიშნით ყველაზე მხიარული და საინტერესო ადამიანები იბადებიან. ვერ შეხვდებით ადამიანს, რომელთან ერთადაც უკეთეს დროს გაატარებთ. ის ყოველთვის მზადაა ხელი ჩაგავლოთ და წვეულებაზე გაიქცეს ან მოსაწყენი სიტუაცია თავგადასავლად აქციოს... აი, რატომ გიყვართ ტყუპი.

თუ ის კირჩხიბია...

კირჩხიბი მთელი სხეულით, გონებითა და გულით ერთვება ნებისმიერ საქმეში, რომელსაც ხელს მოკიდებს, ისვე როგორც ურთიერთობაში. თქვენ გიყვართ მისი უნარი - თავი მიუძღვნას იდეებსა და ადამიანებს, რომლისაც სჯერა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, გიყვართ ის, რომ იდეალისტი და მეოცნებეა. რა დასამალია, გიყვართ ისიც, რომ ყველაფერში წარმატებას აღწევს, რასაც კი მიზნად დაისახავს. ამ ნიშნის პარტნიორი თქვენი მოტივატორია და სიცოცხლეს გიფერადებთ!

თუ ის ლომია...

ამ ნიშნით ნამდვილი ოპტიმისტები იბადებიან! ლომები ყოველთვის ახერხებენ საშინელ სიტუაციებში პოზიტიური მხარის დანახვას. ურთულეს პერიოდშიც კი გარწმუნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება - აი, რატომ შეგიყვარდათ. ლომებს არაფრის ეშინიათ, მისი სიმამაცეც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ასეთი შეყვარებული ხართ!

თუ ის ქალწულია...

ქალწული მზად არის თქვენი გასაკეთებელი საქმეც კი იკისროს, ცხოვრება რომ შეგიმსუბუქოთ. არ იშურებს ჭკვიანურ რჩევებს, მაგრამ მხოლოდ სიტყვებით არასდროს გეხმარებათ. ქალწული სწორედ ის ნიშანია, რომელიც იშვიათად ამბობს "მე შენ მიყვარხარ“, მაგრამ ყოველდღიურად გარწმუნებთ თავისი გრძნობების სიძლიერეში. მგონი, გასაკვირი არც არის, რომ შეგიყვარდათ.

თუ ის სასწორია...

სასწორის შეყვარების პირველი მიზეზი მისი თქვენდამი დამოკიდებულებაა. ის მთელი გულით ეცდება არასდროს გაწყენინოთ და გაუფრთხილდეს თქვენს ნაზ გრძნობებს. ამ ნიშნით იბადებიან ადამიანები, რომლებიც თქვენ გარეშე არასდროს ივახშმებენ და, თუ გემრიელი ნამცხვრის ბოლო ნაჭერი დარჩება, აუცილებლად გადაინახავენ თქვენთვის.

თუ ის მორიელია...

თქვენ მორიელის გრძნობების სტაბილურობა გიყვართ - თუ გულში შეგიშვათ, იქიდან არასდროს გამოგაძევებთ. ამ ნიშნით დაბადებული ყველაფერს მოიმოქმედებს ურთიერთობის შესანარჩუნებლად, რაოდენ რთული პერიოდიც არ უნდა დაგიდგეთ, თქვენ ეს კარგად იცით და მუდმივად შფოთვა არ გიწევთ, ხომ არ დამშორდებაო?

თუ ის მშვილდოსანია...

მშვილდოსანი მოულოდნელობებითაა სავსე! მას შეუძლია ღამით გაგაღვიძოთ და სამოგზაუროდ წაგიყვანოთ ან მანქანა გაყიდოს ველოსიპედების კოლექციის შესაძენად. თქვენ არასდროს იცით რა გელოდებათ ხვალ მასთან ერთად, სწორედ ამიტომ გიყვართ.

თუ ის თხის რქაა...

თხის რქა სწრაფად უღებს ალღოს თქვენს სურვილებს და მოთხოვნებს, თუკი ის მატერიაში შეიძლება გამოისახოს. მაშინ როცა შესაბამისი თანხა არ აქვს, დღეს და ღამეს გადაათენებს, შეაგროვებს და გიყიდით იმას, რაც სთხოვეთ. ამ ნიშნით დაბადებული გიყვართ იმიტომ რომ, თქვენთვის ჯადოსნური ფერიაცაა, ჯინიც და ოქროს თევზიც.

თუ ის მერწყულია...

მერწყულს ყოველთვის შეუძლია შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა, რაც ასეოდენ უჭირთ სხვა ადამიანებს, სწორედ ეს თვისება გიყვართ მასში. ასევე მერწყული ნებისმიერ საზოგადოებაში თავს ისე გაგრძნობინებთ, თითქოს წესებს თქვენ ადგენთ და არა სოციუმი. ეს განიჭებთ შინაგან თავისუფლებას.

თუ ის თევზია...

გიყვართ იმიტომ, რომ თქვენი უსიტყვოდ ესმის, უყურადღებოდ არ რჩება არც ერთი დეტალი, უღრმავდება თქვენს აზრებსა და სურვილებს, გიჭერთ მხარს, ყოველთვის შემოდის თქვენს მდგომარეობაში და გიღებთ უამრავი ნაკლით.