კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 ქალი, რომელსაც ზოდიაქოს ნიშანი პირად ბედნიერებაში ხელს უშლის
3 ქალი, რომელსაც ზოდიაქოს ნიშანი პირად ბედნიერებაში ხელს უშლის

არ უნდა იყოს ხში­რია ფაქ­ტე­ბი, როცა პი­როვ­ნე­ბა ვერ ახერ­ხებს თა­ვი­სი ად­გი­ლის სწო­რად პოვ­ნას ცხოვ­რე­ბა­ში, ვერ პო­უ­ლობს შე­სა­ფე­რის მე­ო­რე ნა­ხე­ვარს ან იდე­ა­ლის დევ­ნა­ში სა­ბო­ლო­ოდ მარ­ტო რჩე­ბა. ას­ტრო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი, რო­მე­ლიც მარ­ტო­ხე­ლა ქა­ლებ­ზე ჩა­ტარ­და და მათი მარ­ტო­ო­ბის ძი­რი­თად გან­პი­რო­ბე­ბელ ფაქ­ტო­რებ­ზე ძი­ე­ბას და­ეთ­მო, სა­ბო­ლო­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო შე­დე­გამ­დე მი­ვი­და. გთა­ვა­ზობთ იმ ქა­ლე­ბის ტოპ­სა­მე­ულს ვი­საც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­აჩ­ნია პრობ­ლე­მე­ბი, სა­კუ­თა­რი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის ნე­გა­ტი­უ­რი თვი­სე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

  • ვერ­ძი

მისი პრობ­ლე­მა ზედ­მე­ტად აგ­რე­სი­უ­ლი ხა­სი­ა­თი, მო­უთ­მენ­ლო­ბა და სი­ფი­ცხეა. ვერ­ძი ჯერ ამ­ბობს (მოქ­მე­დებს) და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იაზ­რებს რა ჩა­ი­დი­ნა ან თქვა. გაბ­რა­ზე­ბულ გულ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დან­გრე­ვა შე­უძ­ლია, თუმ­ცა შემ­დგომ­ში ხში­რად უხ­დე­ბა სა­ნა­ნებ­ლად ეს. მისი ეჭ­ვი­ა­ნო­ბაც არა­ერ­თგზი­საა სა­პი­რის­პი­რო სქეს­თან პრობ­ლე­მე­ბის სა­თა­ვე. ქალი ვერ­ძი სკან­და­ლე­ბის დი­დოს­ტა­ტია. ამი­ტომ უპ­რობ­ლე­მოდ შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ მამრს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა შე­უ­ლა­ხოს სა­ხალ­ხოდ გა­მარ­თუ­ლი ჩხუ­ბი­თა და აყალ­მა­ყა­ლით. იგი იმ­პულ­სუ­რი და ზედ­მე­ტად პირ­და­პი­რია, არ ფლობს ქა­ლურ ეშ­მა­კო­ბას და დიპ­ლო­მა­ტი­ას, რის გა­მოც ხში­რად ენგრე­ვა ერთი შე­ხედ­ვით ძალ­ზე პერ­სპექ­ტი­უ­ლად შექ­მნი­ლი ოჯა­ხი. მა­მა­კაცს ძა­ლი­ან ღლის მისი ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რი, აგ­რე­სი­უ­ლი და ფი­ცხი ხა­სი­ა­თი.

  • ქალ­წუ­ლი

პრე­ტენ­ზი­უ­ლი, მეწვრილ­მა­ნე და ძუნ­წია. ქალ­წუ­ლის გრძნო­ბე­ბი ყო­ველ­თვის გო­ნე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ამი­ტომ ყვე­ლა­ზე დიდი სიყ­ვა­რუ­ლის დრო­საც კი (თუ ასე­თი არ­სე­ბობს მის ცხოვ­რე­ბა­ში) გო­ნე­ბით სა­ზღვრავს რაში გა­მო­ად­გე­ბა მას ამ კონ­კრე­ტულ მა­მა­კაც­თან კავ­ში­რი და ღირს თუ არა სა­მო­მავ­ლოდ მას ცხოვ­რე­ბა ხან­გრძლი­ვი ვა­დით და­უ­კავ­ში­როს. ხში­რად ისეც ხდე­ბა, რომ ზედ­მე­ტი პრე­ტენ­ზი­უ­ლო­ბის გამო ამ­ბობს უარს ვინ­მეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. ზო­გი­ერ­თი მა­მა­კა­ცის კბი­ლე­ბი არ მოს­წონს, ზო­გის – ხმის ტემ­ბრი ან მა­ნე­რე­ბი ჭა­მის დროს. ამ ქალს ზოგ­ჯერ ისე­თი წვრილ­მა­ნე­ბი აღი­ზი­ა­ნებს გარ­შე­მო მყო­ფე­ბის ხა­სი­ათ­ში, რომ შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კვლე­ვის ხარ­ჯზეც კი ვერ გა­არ­კვი­ოთ თუ კონ­კრე­ტუ­ლად რის გამო და­გი­წუ­ნათ და აღარ გა­აგ­რძე­ლა თქვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. მას ძა­ლი­ან უჭირს ზო­გა­დად, ვინ­მეს მი­ღე­ბა. თუმ­ცა თუ ადა­მი­ა­ნი ბევ­რი ფიქ­რი­სა და აწონ-და­წონ­ვის შემ­დეგ შე­მო­უშ­ვა სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ში, შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა­ში გა­და­ვარ­დეს და სე­რი­ო­ზუ­ლი უთან­ხმო­ე­ბე­ბის შემ­დე­გაც არ მის­ცეს მას წას­ვლის და თა­ვი­სუფ­ლად სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბა.

  • თხის რქა

მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი "ყი­ნუ­ლის დე­დო­ფა­ლი" - შე­იძ­ლე­ბა ასე და­ვა­ხა­სი­ა­თოთ ზო­გი­ერ­თი ქალი თხის რქა. თხის რქა, მი­წის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და მისი მფარ­ვე­ლი პირ­ქუ­ში, მკაც­რი პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნია. ამი­ტომ თხის რქის ხა­სი­ათ­ში მყა­რა­დაა გამ­ჯდა­რი წეს­რი­გი­სა და დის­ციპ­ლი­ნის სიყ­ვა­რუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ქალი თხის რქა მის­თვის გა­სა­გე­ბი ცხოვ­რე­ბის წე­სით ცხოვ­რობს, იშ­ვი­ა­თად იც­ვლის აზრს და კი­დევ უფრო იშ­ვი­ა­თად ახა­სი­ა­თებს მა­მა­კაც­თან მი­მარ­თე­ბა­ში კომ­პრო­მის­ზე წას­ვლა.

ამ ქა­ლის პრობ­ლე­მა ემო­ცი­უ­რი სი­ცი­ვეც გახ­ლავთ. პარტნი­ო­რე­ბი ხში­რად იც­რუ­ე­ბენ გულს მისი მი­სა­მარ­თით იმის გამო, რომ მას ნაკ­ლე­ბად ეხერ­ხე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის და სით­ბოს აშ­კა­რად აფი­ში­რე­ბა. გარ­და ამი­სა, იგი ძა­ლი­ან დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს რას იტყვის დედა, ბე­ბია, ბი­ცო­ლა ან ბი­ცო­ლის ნა­თე­სა­ვი მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ. ზო­გა­დად თხის რქის­თვის ოჯა­ხი და ტრა­დი­ცი­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ ფე­ტიშს წარ­მო­ად­გენს ცხოვ­რე­ბა­ში. ამი­ტომ არ­ჩე­ვანს პი­რა­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა თუ ნა­თე­სა­ვე­ბი და მათი აზრი, ქალი თხის რქა ხში­რად ამ უკა­ნას­კნელ­თა სა­სარ­გებ­ლოდ აკე­თებს. საკ­მა­ოდ ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით დაბ­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად მსხვერ­პლად ეწი­რე­ბი­ან ოჯა­ხი­სა და სა­ნა­თე­სა­ოს ინ­ტე­რე­სებს. ამას აქვს რა თქმა უნდა თა­ვი­სი პლუ­სე­ბი, თუმ­ცა მსგავ­სი თავ­და­დე­ბის ხარ­ჯზე ქალ თხის რქას ხში­რად უწევს პი­რა­დი ბედ­ნი­ე­რე­ბის შან­სის ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

3 ქალი, რომელსაც ზოდიაქოს ნიშანი პირად ბედნიერებაში ხელს უშლის

3 ქალი, რომელსაც ზოდიაქოს ნიშანი პირად ბედნიერებაში ხელს უშლის

არ უნდა იყოს ხშირია ფაქტები, როცა პიროვნება ვერ ახერხებს თავისი ადგილის სწორად პოვნას ცხოვრებაში, ვერ პოულობს შესაფერის მეორე ნახევარს ან იდეალის დევნაში საბოლოოდ მარტო რჩება. ასტროლოგიური კვლევები, რომელიც მარტოხელა ქალებზე ჩატარდა და მათი მარტოობის ძირითად განპირობებელ ფაქტორებზე ძიებას დაეთმო, საბოლოოდ საინტერესო შედეგამდე მივიდა. გთავაზობთ იმ ქალების ტოპსამეულს ვისაც პირად ცხოვრებაში ყველაზე ხშირად გააჩნია პრობლემები, საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის ნეგატიური თვისებებიდან გამომდინარე.

  • ვერძი

მისი პრობლემა ზედმეტად აგრესიული ხასიათი, მოუთმენლობა და სიფიცხეა. ვერძი ჯერ ამბობს (მოქმედებს) და მხოლოდ ამის შემდეგ იაზრებს რა ჩაიდინა ან თქვა. გაბრაზებულ გულზე ნებისმიერი ურთიერთობის დანგრევა შეუძლია, თუმცა შემდგომში ხშირად უხდება სანანებლად ეს. მისი ეჭვიანობაც არაერთგზისაა საპირისპირო სქესთან პრობლემების სათავე. ქალი ვერძი სკანდალების დიდოსტატია. ამიტომ უპრობლემოდ შეუძლია ნებისმიერ მამრს თავმოყვარეობა შეულახოს სახალხოდ გამართული ჩხუბითა და აყალმაყალით. იგი იმპულსური და ზედმეტად პირდაპირია, არ ფლობს ქალურ ეშმაკობას და დიპლომატიას, რის გამოც ხშირად ენგრევა ერთი შეხედვით ძალზე პერსპექტიულად შექმნილი ოჯახი. მამაკაცს ძალიან ღლის მისი ჰიპერაქტიური, აგრესიული და ფიცხი ხასიათი.

  • ქალწული

პრეტენზიული, მეწვრილმანე და ძუნწია. ქალწულის გრძნობები ყოველთვის გონებას ექვემდებარება. ამიტომ ყველაზე დიდი სიყვარულის დროსაც კი (თუ ასეთი არსებობს მის ცხოვრებაში) გონებით საზღვრავს რაში გამოადგება მას ამ კონკრეტულ მამაკაცთან კავშირი და ღირს თუ არა სამომავლოდ მას ცხოვრება ხანგრძლივი ვადით დაუკავშიროს. ხშირად ისეც ხდება, რომ ზედმეტი პრეტენზიულობის გამო ამბობს უარს ვინმესთან ურთიერთობაზე. ზოგიერთი მამაკაცის კბილები არ მოსწონს, ზოგის – ხმის ტემბრი ან მანერები ჭამის დროს. ამ ქალს ზოგჯერ ისეთი წვრილმანები აღიზიანებს გარშემო მყოფების ხასიათში, რომ შეიძლება სერიოზული საგამოძიებო კვლევის ხარჯზეც კი ვერ გაარკვიოთ თუ კონკრეტულად რის გამო დაგიწუნათ და აღარ გააგრძელა თქვენთან ურთიერთობა. მას ძალიან უჭირს ზოგადად, ვინმეს მიღება. თუმცა თუ ადამიანი ბევრი ფიქრისა და აწონ-დაწონვის შემდეგ შემოუშვა საკუთარ ცხოვრებაში, შეიძლება მეორე უკიდურესობაში გადავარდეს და სერიოზული უთანხმოებების შემდეგაც არ მისცეს მას წასვლის და თავისუფლად სუნთქვის საშუალება.

  • თხის რქა

მოდერნიზებული "ყინულის დედოფალი" - შეიძლება ასე დავახასიათოთ ზოგიერთი ქალი თხის რქა. თხის რქა, მიწის სტიქიის წარმომადგენელია და მისი მფარველი პირქუში, მკაცრი პლანეტა სატურნია. ამიტომ თხის რქის ხასიათში მყარადაა გამჯდარი წესრიგისა და დისციპლინის სიყვარული. შესაბამისად, ქალი თხის რქა მისთვის გასაგები ცხოვრების წესით ცხოვრობს, იშვიათად იცვლის აზრს და კიდევ უფრო იშვიათად ახასიათებს მამაკაცთან მიმართებაში კომპრომისზე წასვლა.

ამ ქალის პრობლემა ემოციური სიცივეც გახლავთ. პარტნიორები ხშირად იცრუებენ გულს მისი მისამართით იმის გამო, რომ მას ნაკლებად ეხერხება სიყვარულის და სითბოს აშკარად აფიშირება. გარდა ამისა, იგი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს რას იტყვის დედა, ბებია, ბიცოლა ან ბიცოლის ნათესავი მისი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგადად თხის რქისთვის ოჯახი და ტრადიციები განსაკუთრებულ ფეტიშს წარმოადგენს ცხოვრებაში. ამიტომ არჩევანს პირადი ბედნიერება თუ ნათესავები და მათი აზრი, ქალი თხის რქა ხშირად ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ აკეთებს. საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როცა ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბდებული ქალები, ფაქტობრივად მსხვერპლად ეწირებიან ოჯახისა და სანათესაოს ინტერესებს. ამას აქვს რა თქმა უნდა თავისი პლუსები, თუმცა მსგავსი თავდადების ხარჯზე ქალ თხის რქას ხშირად უწევს პირადი ბედნიერების შანსის ხელიდან გაშვება.

"ამ დროს წამოწყებული ურთიერთობა ხანმოკლე იქნება და დიდ სიყვარულში არ გადაიზრდება" - რას უნდა უფრთხილდნენ ზოდიაქოს ნიშნები 2 ივნისამდე

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელსაც აპრილში არ გაუმართლებს - აი, რაზე გაფრთხილებენ ასტროლოგები!

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც აპრილში სიყვარულში გაუმართლებს