კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისში 88 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გაძარცვეს და აწამეს
ქუთაისში 88 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გაძარცვეს და აწამეს

ქუ­თა­ის­ში ზუ­რაბ ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი, 88 წლის გოგი გრძე­ლი­ძე გა­ძარ­ცვეს და აწა­მეს. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მა newpress.ge ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მე­ზობ­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ მძარ­ცველ­მა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის ჭიშ­კა­რი გა­ტე­ხა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი რკი­ნის ბლაგ­ვი ია­რა­ღით სას­ტი­კად სცე­მა და მი­ი­მა­ლა. მე­ზობ­ლე­ბის თქმით, და­სახ­მა­რებ­ლად მათ და­ზა­რა­ლე­ბულ­მა მძარ­ცვე­ლის მი­მალ­ვის შემ­დეგ მი­მარ­თა. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ მძარ­ცვე­ლიც მათ მე­ზო­ბე­ლად ცხოვ­რობს.

"არ ვიცი რა მო­ტი­ვით გა­ა­კე­თა ეს. წლე­ბის წინ მო­ხუც­თან ნა­ჩხუ­ბა­რი იყო. ჩვენ საშ­ვე­ლად თვი­თონ მო­ხუც­მა დაგ­ვი­ძა­ხა და მე რომ გა­ვი­გე უკვე ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იყ­ვნენ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. რო­გორც ვიცი მძარ­ცვე­ლი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. მუ­ხუ­ცი სას­ტი­კად ნა­წა­მე­ბი და და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. მო­ხუ­ცის ნათ­ქვა­მით, მან თავი მო­აჩ­ვე­ნა, თით­ქოს, მკვდა­რი იყო და ამის შემ­დეგ მძარ­ცველ­მა გრძე­ლი­ძის ქათ­მე­ბი მო­ი­პა­რა. ეს მან თა­ვი­სი თვა­ლით და­ი­ნა­ხა", - ამ­ბობს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მე­ზო­ბე­ლი ირი­ნა ფე­ტი­სო­ვა.

მი­სი­ვე თქმით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ამ დრო­ის­თვის, სა­ვა­რა­უ­დოდ, თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბა, ხოლო მძარ­ცვე­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის. და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტი 17 მარტს, ღა­მის სა­ა­თებ­ში მოხ­და.

"სამი დღე და­დი­ო­და აქ გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და დამ­ნა­შა­ვე შემ­დეგ გა­მო­უშ­ვეს იმი­ტომ, რომ რო­გორც ვი­ცით ოჯახს სა­ჩი­ვა­რი არ აქვს შე­ტა­ნი­ლი. რაც წა­ი­ღო სახ­ლი­დან ძარ­ცვის დროს, და­აბ­რუ­ნე­ბი­ნეს უკან. რო­გორც გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა თქვა, დამ­ნა­შა­ვეს ნა­სა­მარ­თლე­ო­ბა მა­ინც ექ­ნე­ბა და მას მძი­მე მუხ­ლით გა­ა­სა­მარ­თლე­ბენ", - ამ­ბობს გრძე­ლი­ძის მე­ზო­ბე­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

"ახა­ლი გა­ზე­თი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ქუთაისში 88 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გაძარცვეს და აწამეს

ქუთაისში 88 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გაძარცვეს და აწამეს

ქუთაისში ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩაზე მცხოვრები, სოციალურად დაუცველი, 88 წლის გოგი გრძელიძე გაძარცვეს და აწამეს. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა newpress.ge ავრცელებს.

გამოცემა დაზარალებულის მეზობლებზე დაყრდნობით წერს, რომ მძარცველმა სოციალურად დაუცველის ჭიშკარი გატეხა, დაზარალებული რკინის ბლაგვი იარაღით სასტიკად სცემა და მიიმალა. მეზობლების თქმით, დასახმარებლად მათ დაზარალებულმა მძარცველის მიმალვის შემდეგ მიმართა. ისინი ამბობენ, რომ მძარცველიც მათ მეზობელად ცხოვრობს.

"არ ვიცი რა მოტივით გააკეთა ეს. წლების წინ მოხუცთან ნაჩხუბარი იყო. ჩვენ საშველად თვითონ მოხუცმა დაგვიძახა და მე რომ გავიგე უკვე ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. როგორც ვიცი მძარცველი ნასვამ მდგომარეობაში იყო. მუხუცი სასტიკად ნაწამები და დასისხლიანებული იყო. მოხუცის ნათქვამით, მან თავი მოაჩვენა, თითქოს, მკვდარი იყო და ამის შემდეგ მძარცველმა გრძელიძის ქათმები მოიპარა. ეს მან თავისი თვალით დაინახა", - ამბობს დაზარალებულის მეზობელი ირინა ფეტისოვა.

მისივე თქმით, დაზარალებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ დროისთვის, სავარაუდოდ, თბილისში იმყოფება, ხოლო მძარცველი დაკავებული არ არის. დანაშაულის ფაქტი 17 მარტს, ღამის საათებში მოხდა.

"სამი დღე დადიოდა აქ გამომძიებელი და დამნაშავე შემდეგ გამოუშვეს იმიტომ, რომ როგორც ვიცით ოჯახს საჩივარი არ აქვს შეტანილი. რაც წაიღო სახლიდან ძარცვის დროს, დააბრუნებინეს უკან. როგორც გამომძიებელმა თქვა, დამნაშავეს ნასამართლეობა მაინც ექნება და მას მძიმე მუხლით გაასამართლებენ", - ამბობს გრძელიძის მეზობელი.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია