კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უგულავა პროკურატურაში დაბარებულ სააკაშვილს რჩევებს საჯაროდ აძლევს
უგულავა პროკურატურაში დაბარებულ სააკაშვილს რჩევებს საჯაროდ აძლევს

გიგი უგუ­ლა­ვა ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ურ­ჩევს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არ მი­ვი­დეს. ამის შე­სა­ხებ გიგი უგუ­ლა­ვამ დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი, არ უნდა მი­ვი­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

"ჩემი აზ­რით, მე ვურ­ჩევ მი­შას, რომ რა თქმა უნდა, ის არ უნდა მი­ვი­დეს და არ უნდა ითა­ნამ­შრომ­ლოს. არ ვი­ტყვი სი­ტყვა "გა­მო­ძი­ე­ბას­თან", რად­გან რო­დე­საც ადა­მი­ანს 30 სა­კი­თხზე იბა­რე­ბენ, ეს უკვე აღარ არის გა­მო­ძი­ე­ბა. მან არ უნდა გა­დად­გას ეს ნა­ბი­ჯი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმი­ტომ, რომ თუ ჩვენ შე­ვე­დით ამ სპი­რალ­ში ქვე­ყა­ნა მივა სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე და ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არის მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი - ეს არის ში­ზოფ­რე­ნი­კი ივა­ნიშ­ვი­ლი. ამი­ტომ, ჩვე­ნი პა­სუ­ხი ამ სიშ­ლე­გე­ზე უნდა იყოს მხო­ლოდ სიმ­შვი­დე და 15 ივ­ნისს, ერ­თად უნდა ავ­ლაგ­მოთ ამ გა­თავ­ხე­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის სი­გი­ჟე­ე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში", - გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ღა­რი­ბაშ­ვი­ლის დაკ­ვე­თებს ას­რუ­ლებს და ივა­ნიშ­ვილს ქვე­ყა­ნა მი­ყავს სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე.

"ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ეს სცე­ნა­რი არ გა­მო­ვი­დეს. პი­რა­დად მეც და ბევ­რს ბო­ლომ­დე არ გვჯე­რო­და და ეჭვი გვე­პა­რე­ბო­და იმა­ში, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის ქმე­დე­ბე­ბი პირ­და­პირ რუ­სე­თის წის­ქვილ­ზე ას­ხამ­და წყალს. დღეს რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი იმ გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის ფონ­ზე, რაც რე­გი­ონ­ში ხდე­ბა, რო­დე­საც რუ­სე­თის აგ­რე­სია ძა­ლი­ან თვალ­სა­ჩი­ნო სა­ხეს იღებს უკ­რა­ი­ნა­ში, მოლ­დო­ვა­ში და ამ რიგ­ში არის სა­ქარ­თვე­ლოც, ყვე­ლა ნა­ბი­ჯი, გა­დად­გმუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო კონფრონ­ტა­ცი­ის­კენ მხო­ლოდ ქვეყ­ნის რუ­სე­თის­თვის ჩა­ბა­რე­ბას ნიშ­ნავს. სა­კი­თხი, რაც დღეს ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან, რო­დე­საც ადა­მი­ანს იბა­რე­ბენ 30 სა­კი­თხზე ერ­თად, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ცდე­ბა სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ებს და მი­უ­თი­თებს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა არის ბრმა პო­ლი­ტი­კუ­რი ია­რა­ღი, შტეფ­სელ­ში უინ­სტრუქ­ცი­ოდ შე­ერ­თე­ბუ­ლი ია­რა­ღი ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხელ­ში", - გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.

ამას­თან, კი­თხვა­ზე ესა­უბ­რა თუ არა ის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მას შემ­დეგ, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, უგუ­ლა­ვამ აღ­ნიშ­ნა, რომ მას სა­ა­კაშ­ვილ­თან არ უსა­უბ­რია.

27 მარტს, 13:00 სა­ათ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მოწ­მის სა­ხით და­სა­კი­თხად და­ბა­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

უგულავა პროკურატურაში დაბარებულ სააკაშვილს რჩევებს საჯაროდ აძლევს

უგულავა პროკურატურაში დაბარებულ სააკაშვილს რჩევებს საჯაროდ აძლევს

გიგი უგულავა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ურჩევს პროკურატურაში არ მივიდეს. ამის შესახებ გიგი უგულავამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი, არ უნდა მივიდეს პროკურატურაში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

"ჩემი აზრით, მე ვურჩევ მიშას, რომ რა თქმა უნდა, ის არ უნდა მივიდეს და არ უნდა ითანამშრომლოს. არ ვიტყვი სიტყვა "გამოძიებასთან", რადგან როდესაც ადამიანს 30 საკითხზე იბარებენ, ეს უკვე აღარ არის გამოძიება. მან არ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ თუ ჩვენ შევედით ამ სპირალში ქვეყანა მივა სამოქალაქო დაპირისპირებამდე და ამაზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ ერთი ადამიანი - ეს არის შიზოფრენიკი ივანიშვილი. ამიტომ, ჩვენი პასუხი ამ სიშლეგეზე უნდა იყოს მხოლოდ სიმშვიდე და 15 ივნისს, ერთად უნდა ავლაგმოთ ამ გათავხედებული ადამიანის სიგიჟეები ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, პროკურატურა ივანიშვილისა და ღარიბაშვილის დაკვეთებს ასრულებს და ივანიშვილს ქვეყანა მიყავს სამოქალაქო დაპირისპირებამდე.

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სცენარი არ გამოვიდეს. პირადად მეც და ბევრს ბოლომდე არ გვჯეროდა და ეჭვი გვეპარებოდა იმაში, რომ ივანიშვილის ქმედებები პირდაპირ რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს. დღეს რეგიონში მიმდინარე პროცესები იმ გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რაც რეგიონში ხდება, როდესაც რუსეთის აგრესია ძალიან თვალსაჩინო სახეს იღებს უკრაინაში, მოლდოვაში და ამ რიგში არის საქართველოც, ყველა ნაბიჯი, გადადგმული სამოქალაქო კონფრონტაციისკენ მხოლოდ ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარებას ნიშნავს. საკითხი, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ პროკურატურისგან, როდესაც ადამიანს იბარებენ 30 საკითხზე ერთად, აბსოლუტურად ცდება სამართლებრივ ჩარჩოებს და მიუთითებს, რომ პროკურატურა არის ბრმა პოლიტიკური იარაღი, შტეფსელში უინსტრუქციოდ შეერთებული იარაღი ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ხელში", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ამასთან, კითხვაზე ესაუბრა თუ არა ის მიხეილ სააკაშვილს მას შემდეგ, რაც პროკურატურამ გააკეთა განცხადება, უგულავამ აღნიშნა, რომ მას სააკაშვილთან არ უსაუბრია.

27 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად დაბარებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა