კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადამიანები, რომლებმაც მოგებული ჯეკპოტი ღარიბებსა და ეკლესიებს შესწირეს
ადამიანები, რომლებმაც მოგებული ჯეკპოტი ღარიბებსა და ეკლესიებს შესწირეს

ეს კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვენს გვერ­დით ცხოვ­რო­ბენ. მათი წყა­ლო­ბით, უამ­რავ ადა­მი­ანს მძი­მე, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა შე­უმ­სუ­ბუქ­და. მათ ლა­ტა­რე­ა­ში დიდი ფული მო­ი­გეს, მაგ­რამ სრუ­ლი­ად უან­გა­როდ თან­ხა სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის, ეკ­ლე­სი­ე­ბის და გა­ჭირ­ვე­ბულ­თა დახ­მა­რე­ბის ფონ­დებ­ში გა­და­რი­ცხეს. ისი­ნი ჩრდილ­ში ყოფ­ნას ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ. მათი კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ინ­ფორ­მა­ცია სხვა­დას­ხვა ფონ­დე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მი­ა­წო­დეს.

ალე­ნი და ვი­ო­ლე­ტი: კა­ნა­და­ში მცხოვ­რე­ბი ალე­ნი და ვი­ო­ლე­ტი ლა­ტა­რე­ა­ში მო­გე­ბუ­ლი 11.2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს და­ეხ­მარ­ნენ. თან­ხა ეკ­ლე­სი­ე­ბის, სა­საფ­ლა­ო­ე­ბი­სა და სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის ფონდში, ასე­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­რი­ცხეს. დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხა კი ოჯა­ხის წევ­რებს გა­უ­ნა­წი­ლეს.

"რაც არას­დროს გე­კუთ­ვნო­და, არას­დროს მო­გე­ნატ­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ვი­ო­ლეტ­მა.

რეი და ბარ­ბა­რა ვრო­გე­ბი: ინ­გლის­ში მცხოვ­რებ­მა რეი და ბარ­ბა­რა ვრო­გებ­მა 15 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მო­ი­გეს. მათ თან­ხა ად­გი­ლობ­რი­ვი ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფოს ფონდში გა­და­რი­ცხეს. ამას­თან, მო­გე­ბუ­ლი თან­ხით 50 ვე­ტე­რა­ნის იტა­ლი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის თან­ხა და­ფა­რეს.

შელა რა­ი­ა­ნი: მან 1988 წელს ფლო­რი­და­ში 55.2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მო­ი­გო. 1994 წლამ­დე, ვიდ­რე კი­ბო­თი არ გარ­და­იც­ვა­ლა, მო­გე­ბუ­ლი თან­ხა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა­ში და­ხარ­ჯა. მის­მა საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ Ryan Foundation აა­შე­ნა თავ­შე­სა­ფა­რი, სა­დაც ქი­რას მარ­ტო­ხე­ლა დე­დებ­სა და გა­ჭირ­ვე­ბულ ბავ­შვებს უხ­დი­და. ამას­თან, მის­მა ფონდმა უსახ­ლკა­რო კა­ტე­ბი შე­ი­ფა­რა.

"ღმერ­თის სურ­ვი­ლით თან­ხა მო­ვი­გე. გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ არ­სე­ბობ­და მი­ზე­ზი რის­თვი­საც უფალ­მა თან­ხა მომ­ცა. სწო­რედ ამი­ტომ და­ვეხ­მა­რე ჩემს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს", - გა­ნა­ცხა­და შე­ლამ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

23 წლის ტა­ი­ვა­ნელ­მა ახალ­გაზ­რდამ ლა­ტა­რე­ა­ში 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მო­ი­გო. მან თან­ხა სხვა­დას­ხვა საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­და­რი­ცხა, ხოლო 1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­ჭირ­ვე­ბულ ბავ­შვებს და­უ­რი­გა. მის სურ­ვილს, რომ კე­თი­ლი საქ­მე ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, პა­ტი­ვი სცეს, შე­სა­ბა­მი­სად, საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ ახალ­გაზ­რდის სა­ხელ­სა და გვარს არ ასა­ხე­ლე­ბენ.

ჰილ­და ფლო­ი­დი: აშშ-ს შტატ აი­დაჰო­ში მცხოვ­რებ­მა ჰილ­და ფლო­იდ­მა 2011 წელს 1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მო­ი­გო. მო­გე­ბუ­ლი თან­ხის 90% ჰილ­დამ ოჯა­ხის წევ­რე­ბის, ეკ­ლე­სი­ი­სა და საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დახ­მა­რე­ბა­ში და­ხარ­ჯა. ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მო­გე­ბის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან იცო­და, რომ თან­ხას ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში და­ხარ­ჯავ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია time.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ადამიანები, რომლებმაც მოგებული ჯეკპოტი ღარიბებსა და ეკლესიებს შესწირეს

ადამიანები, რომლებმაც მოგებული ჯეკპოტი ღარიბებსა და ეკლესიებს შესწირეს

ეს კეთილი ადამიანები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ. მათი წყალობით, უამრავ ადამიანს მძიმე, გაჭირვებული ცხოვრება შეუმსუბუქდა. მათ ლატარეაში დიდი ფული მოიგეს, მაგრამ სრულიად უანგაროდ თანხა საავადმყოფოების, ეკლესიების და გაჭირვებულთა დახმარების ფონდებში გადარიცხეს. ისინი ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ. მათი კეთილი საქმეების შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია სხვადასხვა ფონდებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

ალენი და ვიოლეტი: კანადაში მცხოვრები ალენი და ვიოლეტი ლატარეაში მოგებული 11.2 მილიონი დოლარით გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარნენ. თანხა ეკლესიების, სასაფლაოებისა და სახანძრო სამსახურის ფონდში, ასევე საავადმყოფოებში გადარიცხეს. დარჩენილი თანხა კი ოჯახის წევრებს გაუნაწილეს.

"რაც არასდროს გეკუთვნოდა, არასდროს მოგენატრება", - განაცხადა ვიოლეტმა.

რეი და ბარბარა ვროგები: ინგლისში მცხოვრებმა რეი და ბარბარა ვროგებმა 15 მილიონი დოლარი მოიგეს. მათ თანხა ადგილობრივი ბავშვთა საავადმყოფოს ფონდში გადარიცხეს. ამასთან, მოგებული თანხით 50 ვეტერანის იტალიაში მოგზაურობის თანხა დაფარეს.

შელა რაიანი: მან 1988 წელს ფლორიდაში 55.2 მილიონი დოლარი მოიგო. 1994 წლამდე, ვიდრე კიბოთი არ გარდაიცვალა, მოგებული თანხა გაჭირვებული ადამიანების დახმარებაში დახარჯა. მისმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ Ryan Foundation ააშენა თავშესაფარი, სადაც ქირას მარტოხელა დედებსა და გაჭირვებულ ბავშვებს უხდიდა. ამასთან, მისმა ფონდმა უსახლკარო კატები შეიფარა.

"ღმერთის სურვილით თანხა მოვიგე. გავაცნობიერე, რომ არსებობდა მიზეზი რისთვისაც უფალმა თანხა მომცა. სწორედ ამიტომ დავეხმარე ჩემს თანამოქალაქეებს", - განაცხადა შელამ ინტერვიუში.

23 წლის ტაივანელმა ახალგაზრდამ ლატარეაში 10 მილიონი დოლარი მოიგო. მან თანხა სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადარიცხა, ხოლო 1 მილიონი დოლარი გაჭირვებულ ბავშვებს დაურიგა. მის სურვილს, რომ კეთილი საქმე ანონიმურად დარჩენილიყო, პატივი სცეს, შესაბამისად, საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამ ახალგაზრდის სახელსა და გვარს არ ასახელებენ.

ჰილდა ფლოიდი: აშშ-ს შტატ აიდაჰოში მცხოვრებმა ჰილდა ფლოიდმა 2011 წელს 1 მილიონი დოლარი მოიგო. მოგებული თანხის 90% ჰილდამ ოჯახის წევრების, ეკლესიისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებაში დახარჯა. ინტერვიუში განაცხადა, რომ მოგების პირველივე წუთიდან იცოდა, რომ თანხას ქველმოქმედებაში დახარჯავდა.

მომზადებულია time.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს