კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უმკლავდება მსმენელების იუმორისტულ შეტევებს ''პალიტრა TV''-ს წამყვანი
როგორ უმკლავდება მსმენელების იუმორისტულ შეტევებს ''პალიტრა TV''-ს წამყვანი

მარ­კე­ტო­ლო­გი გუ­რამ შე­რო­ზია "პა­ლიტ­რა TV"-ის ეთერ­ში ბიზ­ნე­სის შე­სა­ხებ გა­და­ცე­მას უძღვე­ბა. რა­დი­ომსმე­ნელ­სა და ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელს ყო­ველ პა­რას­კევს მცი­რე თუ სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის სა­ინ­ტე­რე­სო წარ­მო­მად­გენ­ლებს აც­ნობს და მათ ის­ტო­რი­ებს უყ­ვე­ბა. ამას წი­ნათ მისი ორი გა­და­ცე­მის ორი ეპი­ზო­დი ინ­ტერ­ნე­ტ­ჰი­ტად იქცა. ორი­ვე გა­და­ცე­მა­ში გუ­რა­მი სრუ­ლი­ად სე­რი­ო­ზულ სა­კი­თხებ­ზე ლა­პა­რა­კობ­და, როცა მსმე­ნე­ლი ეთერ­ში შე­ვი­და და პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში მისი შე­კი­თხვა "ჭამე, ნო­და­რის" ფრა­ზით დაგ­ვირ­გვინ­და, მე­ო­რედ კი ქალ­ბა­ტონ­მა მეგ­რუ­ლი კი­ლო­თი იკი­თხა, ჰო­ტე­ლი და მო­ტე­ლი ვიცი რა არის, მაგ­რამ ჰოს­ტე­ლი რა­ღა­აო. გუ­რამს ეთერ­ში არ გა­ღი­მე­ბია, მაგ­რამ შემ­დეგ, გა­და­ცე­მებს გან­მე­ო­რე­ბით რომ უყუ­რებ­და, ღი­მილს ვერ იკა­ვებ­და. ურ­ჩევ­ნია, ბიზ­ნეს­თე­მე­ბით გახ­დეს პო­პუ­ლა­რუ­ლი, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე ფიქ­რობს, რომ ათას­ში ერთხელ ასე­თი "პრი­კო­ლე­ბი" გა­და­ცე­მას ძა­ლი­ან ახა­ლი­სებს. გუ­რამს ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტო­ბის გარ­და ბევ­რი სხვა გა­ტა­ცე­ბაც აქვს, მას სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- "პა­ლიტ­რა მე­დი­ა­ში" მო­ვე­დი ორი პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად, პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტი არ გახ­ლა­ვართ, ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის სპე­ცი­ა­ლის­ტი, მარ­კე­ტო­ლო­გი ვარ. შემ­დეგ ვნა­ხე, რომ გა­და­ცე­მა "ბიზ­ნეს­ფა­ი­ლი" ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო თე­მა­ტუ­რად ჩემ­თან და მე და მის­მა წამ­ყვან­მა ემა ტუ­ხი­აშ­ვილ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, ერ­თობ­ლი­ვად მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა ის. ამ დრომ­დე, ანუ იან­ვრამ­დე, როცა ღია ეთერ­ში პირ­ვე­ლად დავ­ჯე­ქი, ჟურ­ნა­ლის­ტი­კას­თან შე­ხე­ბა მხო­ლოდ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის დო­ნე­ზე მქო­ნია. როცა მი­თხრეს, რომ პირ­ვე­ლი­ვე დღეს ლა­ივ­ში უნდა დავ­მჯდა­რი­ყა­ვი, მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ჩემ­თვის, თუმ­ცა ერთხელ ხომ უნდა გა­დად­გა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი. და­მეხ­მა­რა ის, რომ ლექ­ცი­ებს ვკი­თხუ­ლობ, ტრე­ნე­რი ვარ და დიდ აუ­დი­ტო­რი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია არ მი­ჭირს. არც სა­უბ­რის პრობ­ლე­მა მაქვს. ვღე­ლავ­დი მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ღია ეთე­რი იყო.

- რო­გორ მო­გე­წო­ნა?

- პირ­ვე­ლი­ვე გა­და­ცე­მა­ზე მივ­ხვდი, რომ ეს ჩემი მო­წო­დე­ბაა და უნდა გან­ვა­ვი­თა­რო. უბ­რა­ლოდ, გა­და­ცე­მას ეთერ­ში გას­ვლის შემ­დეგ სულ ვუ­ყუ­რებ­დი და იმ დე­ტა­ლებს ვამ­ჩნევ­დი, რო­მელ­თა გა­მოს­წო­რე­ბაც მინ­დო­და. მე­ო­რე-მე­სა­მე გა­და­ცე­მა­ში უკვე გა­მო­ვას­წო­რე. ახლა იმ­დე­ნად დიდ აზარ­ტში შევ­დი­ვარ ხოლ­მე, რომ ზოგ­ჯერ სა­ერ­თოდ მა­ვი­წყდე­ბა, რომ კა­მე­რე­ბის წინ ვარ.

- "ბიზ­ნეს­ფა­ი­ლი" რო­მელ დღე­ებ­ში გა­დის ეთერ­ში?

- ვიწ­ვევთ მცი­რე, სა­შუ­ა­ლო და შემ­დგა­რი ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს და ვა­ყო­ლებთ მათ, რო­გორ და­ი­წყეს სა­კუ­თა­რი საქ­მე. მსმე­ნე­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა მათ მიერ გან­ვლი­ლი გზა, მე­ო­რე ნა­წილ­ში კი პრაქ­ტი­კუ­ლი მხა­რე გვაქვს ჩარ­თუ­ლი და მომ­ხმა­რე­ბე­ლი კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­სა­ხებ იღებს დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას. გა­დის სამ­შა­ბათ­სა და პა­რას­კევს, 15 სა­ათ­სა და 10 წუთ­ზე, რა­დიო "პა­ლიტ­რი­სა" და "პა­ლიტ­რა TV"-ის ეთერ­ში, სამ­შა­ბათს მიჰ­ყავს ემა ტუ­ხი­აშ­ვილს, პა­რას­კევს გა­და­ცე­მას მე ვუ­ძღვე­ბი.

- რო­მე­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია მო­გის­მე­ნია შენი რეს­პონ­დენ­ტის­გან?

- ასე­თი ბევ­რი ყო­ფი­ლა. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის მფლო­ბელ­მა გვი­ამ­ბო, რო­გორ და­გეგ­მა მე­გობ­რებ­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რო­ბა და ყვე­ლას ჩა­ურ­ტყეს ვიზა მის გარ­და. ამის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა ამ სფე­რო­ში სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბა (იღი­მის). დღეს საკ­მა­ოდ დიდი ტუ­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია აქვს. ზო­გა­დად, ბიზ­ნე­სი წარ­მა­ტე­ბით ეწყო­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა თა­ვად გაქვს გა­მოც­დი­ლე­ბა იმ საქ­მე­ში, რო­მელ­საც იწყებ, ასე­ვე უნდა იც­ნობ­დე ბა­ზარს და გქონ­დეს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვა. ამას სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­და­ნაც ვამ­ბობ, რად­გან ჩემ­მა პირ­ველ­მა ბიზ­ნეს­მა არ გა­ა­მარ­თლა და და­არ­სე­ბი­დან ერთ წე­ლი­წად­ში დავ­ხუ­რე, მე­ო­რე კი დღე­საც საკ­მა­ოდ კარ­გად დგას ფეხ­ზე. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია და­ვა­არ­სე ისე, რომ არა­ნა­ი­რი კვლე­ვა არ ჩა­მი­ტა­რე­ბია. თა­ნაც, ხუთი მე­გო­ბა­რი ვი­ყა­ვით ერ­თად, ხუ­თი­ვე მე­ნე­ჯე­რი და არ გვყავ­და არც ერთი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი. კონ­სალ­ტინ­გუ­რი კომ­პა­ნია კი მარ­ტომ და­ვა­არ­სე და მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი მყავს დამ­ხმა­რედ.

- ვიცი, რომ კი­თხუ­ლობ ლექ­ცი­ებს, მიგ­ყავს გა­და­ცე­მა. კი­დევ რით ხარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი?

- ვწერ ლექ­სებს. მქო­ნია პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო. გან­სხვა­ვე­ბულ ჟანრ­ში ვწერ­დი, არ იყო მიყ­ვარ­ხარ, გიყ­ვარ­ვარ. ახლა ცოტა ჩა­მოვ­შორ­დი ამ საქ­მი­ა­ნო­ბას, გარ­და ამი­სა, პრო­ზა­ში მუ­შა­ო­ბის­თვის დრო არ მაქვს, თუმ­ცა ბლო­გებს ვწერ და ვაქ­ვეყ­ნებ, რომ­ლებ­საც ბევ­რი აგ­რე­სი­უ­ლი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად, გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე ბლო­გი სა­თა­უ­რით "ფე­ის­ბუ­ქის მარ­გა­ლი­ტე­ბის ტოპ-ხუ­თე­უ­ლი", ანუ რო­გორ იყე­ნე­ბენ სო­ცი­ა­ლურ ქსელს არა­მიზ­ნობ­რი­ვად. ალ­ბათ, გი­ნა­ხავთ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს რომ აქვთ ხოლ­მე სა­ერ­თო "ფე­ის­ბუქ"-გვერ­დე­ბი ან თა­ვი­ანთ თი­თო­ე­ულ ნა­ბიჯს რომ აშე­ა­რე­ბენ ხოლ­მე. კი­დევ და­მი­წე­რია "სე­ლებ­რი­თი ქარ­თუ­ლად", ანუ რო­გორ უნდა მო­იხ­ვე­ჭო პო­პუ­ლა­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

როგორ უმკლავდება მსმენელების იუმორისტულ შეტევებს ''პალიტრა TV''-ს წამყვანი

როგორ უმკლავდება მსმენელების იუმორისტულ შეტევებს ''პალიტრა TV''-ს წამყვანი

მარკეტოლოგი გურამ შეროზია ''პალიტრა TV''-ის ეთერში ბიზნესის შესახებ გადაცემას უძღვება. რადიომსმენელსა და ტელემაყურებელს ყოველ პარასკევს მცირე თუ საშუალო ბიზნესის საინტერესო წარმომადგენლებს აცნობს და მათ ისტორიებს უყვება. ამას წინათ მისი ორი გადაცემის ორი ეპიზოდი ინტერნეტჰიტად იქცა. ორივე გადაცემაში გურამი სრულიად სერიოზულ საკითხებზე ლაპარაკობდა, როცა მსმენელი ეთერში შევიდა და პირველ შემთხვევაში მისი შეკითხვა ''ჭამე, ნოდარის'' ფრაზით დაგვირგვინდა, მეორედ კი ქალბატონმა მეგრული კილოთი იკითხა, ჰოტელი და მოტელი ვიცი რა არის, მაგრამ ჰოსტელი რაღააო. გურამს ეთერში არ გაღიმებია, მაგრამ შემდეგ, გადაცემებს განმეორებით რომ უყურებდა, ღიმილს ვერ იკავებდა. ურჩევნია, ბიზნესთემებით გახდეს პოპულარული, მაგრამ ამასთანავე ფიქრობს, რომ ათასში ერთხელ ასეთი ''პრიკოლები'' გადაცემას ძალიან ახალისებს. გურამს ტელეჟურნალისტობის გარდა ბევრი სხვა გატაცებაც აქვს, მას სხვადასხვა თემაზე ვესაუბრეთ.

- ''პალიტრა მედიაში'' მოვედი ორი პროექტის ხელმძღვანელად, პროფესიით ჟურნალისტი არ გახლავართ, ეკონომიკისა და ბიზნესის სპეციალისტი, მარკეტოლოგი ვარ. შემდეგ ვნახე, რომ გადაცემა ''ბიზნესფაილი'' ძალიან ახლოს იყო თემატურად ჩემთან და მე და მისმა წამყვანმა ემა ტუხიაშვილმა გადავწყვიტეთ, ერთობლივად მოგვემზადებინა ის. ამ დრომდე, ანუ იანვრამდე, როცა ღია ეთერში პირველად დავჯექი, ჟურნალისტიკასთან შეხება მხოლოდ ინტერვიუების დონეზე მქონია. როცა მითხრეს, რომ პირველივე დღეს ლაივში უნდა დავმჯდარიყავი, მოულოდნელი იყო ჩემთვის, თუმცა ერთხელ ხომ უნდა გადადგა პირველი ნაბიჯი. დამეხმარა ის, რომ ლექციებს ვკითხულობ, ტრენერი ვარ და დიდ აუდიტორიასთან ურთიერთობა, კომუნიკაცია არ მიჭირს. არც საუბრის პრობლემა მაქვს. ვღელავდი მხოლოდ იმიტომ, რომ ღია ეთერი იყო.

- როგორ მოგეწონა?

- პირველივე გადაცემაზე მივხვდი, რომ ეს ჩემი მოწოდებაა და უნდა განვავითარო. უბრალოდ, გადაცემას ეთერში გასვლის შემდეგ სულ ვუყურებდი და იმ დეტალებს ვამჩნევდი, რომელთა გამოსწორებაც მინდოდა. მეორე-მესამე გადაცემაში უკვე გამოვასწორე. ახლა იმდენად დიდ აზარტში შევდივარ ხოლმე, რომ ზოგჯერ საერთოდ მავიწყდება, რომ კამერების წინ ვარ.

- ''ბიზნესფაილი'' რომელ დღეებში გადის ეთერში?

- ვიწვევთ მცირე, საშუალო და შემდგარი ბიზნესის წარმომადგენლებს და ვაყოლებთ მათ, როგორ დაიწყეს საკუთარი საქმე. მსმენელისთვის საინტერესოა მათ მიერ განვლილი გზა, მეორე ნაწილში კი პრაქტიკული მხარე გვაქვს ჩართული და მომხმარებელი კონკრეტული პროდუქციის შესახებ იღებს დეტალურ ინფორმაციას. გადის სამშაბათსა და პარასკევს, 15 საათსა და 10 წუთზე, რადიო ''პალიტრისა'' და ''პალიტრა TV''-ის ეთერში, სამშაბათს მიჰყავს ემა ტუხიაშვილს, პარასკევს გადაცემას მე ვუძღვები.

- რომელი საინტერესო ისტორია მოგისმენია შენი რესპონდენტისგან?

- ასეთი ბევრი ყოფილა. მაგალითად, ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის მფლობელმა გვიამბო, როგორ დაგეგმა მეგობრებთან ერთად მოგზაურობა და ყველას ჩაურტყეს ვიზა მის გარდა. ამის შემდეგ გადაწყვიტა ამ სფეროში საკუთარი ბიზნესის წამოწყება (იღიმის). დღეს საკმაოდ დიდი ტურისტული ორგანიზაცია აქვს. ზოგადად, ბიზნესი წარმატებით ეწყობა იმ შემთხვევაში, როცა თავად გაქვს გამოცდილება იმ საქმეში, რომელსაც იწყებ, ასევე უნდა იცნობდე ბაზარს და გქონდეს ჩატარებული შესაბამისი კვლევა. ამას საკუთარი გამოცდილებიდანაც ვამბობ, რადგან ჩემმა პირველმა ბიზნესმა არ გაამართლა და დაარსებიდან ერთ წელიწადში დავხურე, მეორე კი დღესაც საკმაოდ კარგად დგას ფეხზე. პირველ შემთხვევაში ტურისტული კომპანია დავაარსე ისე, რომ არანაირი კვლევა არ ჩამიტარებია. თანაც, ხუთი მეგობარი ვიყავით ერთად, ხუთივე მენეჯერი და არ გვყავდა არც ერთი დაქვემდებარებული თანამშრომელი. კონსალტინგური კომპანია კი მარტომ დავაარსე და მხოლოდ ერთი ადამიანი მყავს დამხმარედ.

- ვიცი, რომ კითხულობ ლექციებს, მიგყავს გადაცემა. კიდევ რით ხარ გატაცებული?

- ვწერ ლექსებს. მქონია პოეზიის საღამო. განსხვავებულ ჟანრში ვწერდი, არ იყო მიყვარხარ, გიყვარვარ. ახლა ცოტა ჩამოვშორდი ამ საქმიანობას, გარდა ამისა, პროზაში მუშაობისთვის დრო არ მაქვს, თუმცა ბლოგებს ვწერ და ვაქვეყნებ, რომლებსაც ბევრი აგრესიული კომენტარი მოჰყვება ხოლმე. მაგალითად, გამოვაქვეყნე ბლოგი სათაურით ''ფეისბუქის მარგალიტების ტოპ-ხუთეული'', ანუ როგორ იყენებენ სოციალურ ქსელს არამიზნობრივად. ალბათ, გინახავთ, შეყვარებულებს რომ აქვთ ხოლმე საერთო ''ფეისბუქ''-გვერდები ან თავიანთ თითოეულ ნაბიჯს რომ აშეარებენ ხოლმე. კიდევ დამიწერია ''სელებრითი ქართულად'', ანუ როგორ უნდა მოიხვეჭო პოპულარობა საქართველოში.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია