კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანზორ ქოქოლაძე საკუთარი დანაშაულის დაფარვას დეზინფორმაციის გზით ცდილობს
ანზორ ქოქოლაძე საკუთარი დანაშაულის დაფარვას დეზინფორმაციის გზით ცდილობს

"თი­ბი­სი ბან­კი" აცხა­დებს, რომ კომ­პა­ნია "ელიტ-ელექტრო­ნიქ­სი" ახა­ლი მე­ნე­ჯმენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით სტა­ბი­ლუ­რად ვი­თარ­დე­ბა, და­უბ­რკო­ლებ­ლად აფარ­თო­ებს ქსელს და შე­უ­ფერ­ხებ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს.

კომ­პა­ნია უნაკ­ლოდ ას­რუ­ლებს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის რე­ჟი­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ყვე­ლა პი­რო­ბას და ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა, რაც დღეს­დღე­ო­ბით ამ კომ­პა­ნი­ას აქვს, არის მხო­ლოდ 2007 წელს ქო­ქო­ლა­ძის მე­ნე­ჯმენ­ტის მიერ ჩა­დე­ნი­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო დარ­ღვე­ვე­ბი და მათ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ას ახ­ლა­ხან და­ე­კის­რა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­უ­ბა­რი ამ კომ­პა­ნი­ის წი­ნა­შე არ­სე­ბულ "გა­და­უ­ლა­ხავ სიძ­ნე­ლე­ებ­ზე" ემ­სა­ხუ­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ზანს და ეს არის ბა­ტო­ნი ქო­ქო­ლა­ძის მო­რი­გი მო­ნაჩ­მა­ხი!

ქო­ქო­ლა­ძეს სიც­რუ­ის გავ­რცე­ლე­ბა და უხამ­სი პიარ კამ­პა­ნია სა­ვა­რა­უ­დოდ ორი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად სჭირ­დე­ბა: 1) იმ და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბის გა­და­სა­ფა­რად, რო­მე­ლიც 2007 წელს და, ზო­გა­დად, "ელიტ-ელექტრო­ნიქსში" მისი მმარ­თვე­ლო­ბის დროს იქნა ჩა­დე­ნი­ლი და რომ­ლის გამო დღე­ვან­დელ­მა სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხურ­მა ცოტა ხნის წინ ჯა­რი­მა და­ა­კის­რა კომ­პა­ნი­ას; 2) შე­საძ­ლე­ბე­ლია თა­ვად "ტექ­ნო­ბუ­მის" ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­სა­ფა­რად, რო­მე­ლიც გარ­და­უ­ვა­ლია მისი მარ­თვის სტი­ლი­დან და მე­თო­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

სა­გა­და­სა­ხა­დო და შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად დას­ტურ­დე­ბა ბა­ტო­ნი ქო­ქო­ლა­ძის მიერ ჩა­დე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბი და თაღ­ლი­თუ­რი ქმე­დე­ბე­ბი. ამ ვი­თა­რე­ბა­ში ქო­ქო­ლა­ძეს სხვა გზა აღარ რჩე­ბა, გარ­და იმი­სა, რომ სიც­რუ­ე­ზე აგე­ბუ­ლი პი­ა­რით და ახა­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ით გა­და­ფა­როს თა­ვი­სი და­ნა­შა­უ­ლი და, "ქველ­მოქ­მე­დის" ქურ­ქში გახ­ვე­უ­ლი, შე­ე­ცა­დოს სა­კუ­თა­რი რე­პუ­ტა­ცი­ის აღ­დგე­ნას.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ანზორ ქოქოლაძე საკუთარი დანაშაულის დაფარვას დეზინფორმაციის გზით ცდილობს

ანზორ ქოქოლაძე საკუთარი დანაშაულის დაფარვას დეზინფორმაციის გზით ცდილობს

"თიბისი ბანკი" აცხადებს, რომ კომპანია "ელიტ-ელექტრონიქსი" ახალი მენეჯმენტის ხელმძღვანელობით სტაბილურად ვითარდება, დაუბრკოლებლად აფართოებს ქსელს და შეუფერხებლად ემსახურება საბანკო ვალდებულებებს.

კომპანია უნაკლოდ ასრულებს რეაბილიტაციის რეჟიმით გათვალისწინებულ ყველა პირობას და ერთადერთი პრობლემა, რაც დღესდღეობით ამ კომპანიას აქვს, არის მხოლოდ 2007 წელს ქოქოლაძის მენეჯმენტის მიერ ჩადენილი საგადასახადო დარღვევები და მათზე გავრცელებული ფინანსური სანქციები, რომელიც კომპანიას ახლახან დაეკისრა. შესაბამისად, საუბარი ამ კომპანიის წინაშე არსებულ "გადაულახავ სიძნელეებზე" ემსახურება მოსახლეობის დეზინფორმაციის მიზანს და ეს არის ბატონი ქოქოლაძის მორიგი მონაჩმახი!

ქოქოლაძეს სიცრუის გავრცელება და უხამსი პიარ კამპანია სავარაუდოდ ორი მიზნის მისაღწევად სჭირდება: 1) იმ დანაშაულებების გადასაფარად, რომელიც 2007 წელს და, ზოგადად, "ელიტ-ელექტრონიქსში" მისი მმართველობის დროს იქნა ჩადენილი და რომლის გამო დღევანდელმა საგადასახადო სამსახურმა ცოტა ხნის წინ ჯარიმა დააკისრა კომპანიას; 2) შესაძლებელია თავად "ტექნობუმის" ფინანსური პრობლემების გადასაფარად, რომელიც გარდაუვალია მისი მართვის სტილიდან და მეთოდებიდან გამომდინარე.

საგადასახადო და შესაბამისი სამსახურების მიერ ოფიციალურად დასტურდება ბატონი ქოქოლაძის მიერ ჩადენილი დარღვევები და თაღლითური ქმედებები. ამ ვითარებაში ქოქოლაძეს სხვა გზა აღარ რჩება, გარდა იმისა, რომ სიცრუეზე აგებული პიარით და ახალი დეზინფორმაციით გადაფაროს თავისი დანაშაული და, "ქველმოქმედის" ქურქში გახვეული, შეეცადოს საკუთარი რეპუტაციის აღდგენას.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი