სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
100-მდე დაღუპული - მათ შორის: ცნობილი ბეისბოლისტი და ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორი. რუბი პერესი, რომლის კონცერტზეც ღამის კლუბის სახურავის ჩამოიქცა, ნანგრევებშია მოყოლილი
100-მდე დაღუპული - მათ შორის: ცნობილი ბეისბოლისტი და ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორი. რუბი პერესი, რომლის კონცერტზეც ღამის კლუბის სახურავის ჩამოიქცა, ნანგრევებშია მოყოლილი

დო­მი­ნი­კის რეს­პუბ­ლი­კის ღა­მის კლუბ­ში სა­ხუ­რა­ვის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 98-მდე გა­ი­ზარ­და, 150-ზე მეტი კი და­შავ­და - აცხა­დებს ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

და­ღუ­პულ­თა შო­რის არის ცნო­ბი­ლი ბე­ის­ბო­ლის­ტი ოქ­ტა­ვიო დო­ტე­ლი. მაშ­ვე­ლებ­მა ის ნან­გრე­ვე­ბი­დან ამო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა სა­ა­ვად­მყო­ფოს­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ოქ­ტა­ვიო დო­ტე­ლი

ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი ლუის აბი­ნა­დე­რი მი­ვი­და და და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს მი­უ­სამ­ძიმ­რა.

8 აპ­რი­ლის ღა­მეს, სან­ტო დო­მინ­გო­ში მდე­ბა­რე ღა­მის კლუბ Jet Set - ის სა­ხუ­რა­ვი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩა­მო­ინ­გრა ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლის რუბი პე­რე­სის კონ­ცერ­ტის დროს.

რუბი პე­რე­სი

მუ­სი­კო­სის ქა­ლიშ­ვი­ლის თქმით, მა­მა­მი­სიც ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ მოყ­ვა, მაშ­ვე­ლებ­მა მისი პოვ­ნა ჯერ ვერ შეძ­ლეს.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იუ­წყე­ბა, რომ ნგრე­ვის დროს ღა­მის კლუბ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და.

სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რის, ხუან მა­ნუ­ელ მენ­დე­სის თქმით, და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი შე­იძ­ლე­ბა კი­დევ გა­ი­ზარ­დოს. მისი თქმით, ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ ჯერ კი­დევ ბევ­რი ადა­მი­ა­ნია.

რუბი პე­რე­სის კონ­ცერ­ტზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ:პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, სპორ­ტსმე­ნე­ბი და სხვა ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი.

და­ღუ­პულ­თა შო­რის არის მონ­ტე კრის­ტის პრო­ვინ­ცი­ის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ნელ­სი კრუ­ზი, რო­მე­ლიც მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ნელ­სი კრუ­ზი

სა­ხუ­რა­ვის ჩა­მონ­გრე­ვამ­დე ცოტა ხნით ადრე კლუბ­ში გა­და­ღე­ბულ ვი­დეო კად­რებ­ში ჩანს ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც სცე­ნის წინ მა­გი­დებ­თან ზის, ზოგი კი ცეკ­ვავს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში ის­მის, რომ ვი­ღაც სა­ხუ­რავ­ზე მი­უ­თი­თებს და ამ­ბობს, რომ ჭე­რი­დან რა­ღაც ჩა­მო­ვარ­და. ვი­დე­ო­ში ასე­ვე ჩანს, რომ რუბი პე­რე­სი იმა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით იყუ­რე­ბა, სა­ი­თაც მა­ყუ­რე­ბე­ლი მი­უ­თი­თებ­და.

30 წამ­ზე ნაკ­ლე­ბის შემ­დეგ ის­მის ძლი­ე­რი ხმა­უ­რი, რის შემ­დე­გაც ვი­დე­ო­ში ჩანს მხო­ლოდ შავი ფონი. ის­მის ქა­ლის ხმა: "მამა, რა და­გე­მარ­თა?"

რო­გორც რუბი პე­რეს­თან ერ­თად გა­მომ­სვლელ­მა ერთ-ერ­თმა მუ­სი­კოს­მა გა­ნუ­ცხა­და ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას, სა­ხუ­რა­ვი ჩა­მო­ინ­გრა 8 აპ­რილს, ღა­მის 1-ელ სა­ათ­ზე. ”მე­გო­ნა, მი­წისძვრა იყო", - თქვა მან.

დო­მი­ნი­კის რეს­პუბ­ლი­კა კა­რი­ბის ზღვის აუ­ზის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ქვე­ყა­ნაა. გა­სულ წელს, ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას და­ახ­ლო­ე­ბით 11 მი­ლი­ო­ნი ტუ­რის­ტი ეწ­ვია.

ქვე­ყა­ნა­ში სამდღი­ა­ნი გლო­ვა გა­მო­ცხად­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

100-მდე დაღუპული - მათ შორის: ცნობილი ბეისბოლისტი და ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორი. რუბი პერესი, რომლის კონცერტზეც ღამის კლუბის სახურავის ჩამოიქცა, ნანგრევებშია მოყოლილი

100-მდე დაღუპული - მათ შორის: ცნობილი ბეისბოლისტი და ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორი. რუბი პერესი, რომლის კონცერტზეც ღამის კლუბის სახურავის ჩამოიქცა, ნანგრევებშია მოყოლილი

დომინიკის რესპუბლიკის ღამის კლუბში სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა, 150-ზე მეტი კი დაშავდა - აცხადებს ქვეყნის ხელისუფლება.

დაღუპულთა შორის არის ცნობილი ბეისბოლისტი ოქტავიო დოტელი. მაშველებმა ის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, თუმცა საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.

ოქტავიო დოტელი

ტრაგედიის ადგილზე ქვეყნის პრეზიდენტი ლუის აბინადერი მივიდა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

8 აპრილის ღამეს, სანტო დომინგოში მდებარე ღამის კლუბ Jet Set - ის სახურავი მოულოდნელად ჩამოინგრა ცნობილი მომღერლის რუბი პერესის კონცერტის დროს.

რუბი პერესი

მუსიკოსის ქალიშვილის თქმით, მამამისიც ნანგრევების ქვეშ მოყვა, მაშველებმა მისი პოვნა ჯერ ვერ შეძლეს.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ნგრევის დროს ღამის კლუბში დაახლოებით ათასი ადამიანი იქნებოდა.

სამაშველო სამსახურის დირექტორის, ხუან მანუელ მენდესის თქმით, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს. მისი თქმით, ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია.

რუბი პერესის კონცერტზე იმყოფებოდნენ:პოლიტიკოსები, სპორტსმენები და სხვა ცნობილი სახეები.

დაღუპულთა შორის არის მონტე კრისტის პროვინციის გუბერნატორი ნელსი კრუზი, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ნელსი კრუზი

სახურავის ჩამონგრევამდე ცოტა ხნით ადრე კლუბში გადაღებულ ვიდეო კადრებში ჩანს ხალხი, რომლებიც სცენის წინ მაგიდებთან ზის, ზოგი კი ცეკვავს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოში ისმის, რომ ვიღაც სახურავზე მიუთითებს და ამბობს, რომ ჭერიდან რაღაც ჩამოვარდა. ვიდეოში ასევე ჩანს, რომ რუბი პერესი იმავე მიმართულებით იყურება, საითაც მაყურებელი მიუთითებდა.

30 წამზე ნაკლების შემდეგ ისმის ძლიერი ხმაური, რის შემდეგაც ვიდეოში ჩანს მხოლოდ შავი ფონი. ისმის ქალის ხმა: "მამა, რა დაგემართა?"

როგორც რუბი პერესთან ერთად გამომსვლელმა ერთ-ერთმა მუსიკოსმა განუცხადა ადგილობრივ მედიას, სახურავი ჩამოინგრა 8 აპრილს, ღამის 1-ელ საათზე. ”მეგონა, მიწისძვრა იყო", - თქვა მან.

დომინიკის რესპუბლიკა კარიბის ზღვის აუზის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ქვეყანაა. გასულ წელს, ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, მას დაახლოებით 11 მილიონი ტურისტი ეწვია.

ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

იხილეთ ასევე: