კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო MAP-ს ყირიმის ოკუპაციის სანაცვლოდ მიიღებს - რუსული "კომერსანტი"
საქართველო MAP-ს ყირიმის ოკუპაციის სანაცვლოდ მიიღებს - რუსული "კომერსანტი"

რუ­სუ­ლი "კო­მერ­სან­ტი"- თუ რუ­სე­თი ყი­რიმს შე­ი­ერ­თებს, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის MAP-ის მი­ცე­მა ფაქ­ტობ­რი­ვად გა­და­წყვე­ტი­ლი იქ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს შე­საძ­ლოა, უკვე სექ­ტემ­ბერ­ში მი­ე­ცეს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა (MAP). ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა "კო­მერ­სან­ტი" ავ­რცე­ლებს ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში სა­კუ­თარ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით.

"მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ სა­კი­თხის სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტა უკ­რა­ი­ნა­ში კრი­ზი­სის შე­დეგ­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი", - ნათ­ქვა­მია "კო­მერ­სან­ტის" სტა­ტი­ა­ში.

ამას­თან, რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ თუ 16 მარ­ტის რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გად, ყი­რი­მი რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გა­წევ­რი­ან­დე­ბა, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, სექ­ტემ­ბერ­ში და­გეგ­მილ ნატო-ს სა­მიტ­ზე სა­ქარ­თვე­ლო ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მას მი­ი­ღებს.

რო­გორც "კო­მერ­სან­ტი" წერს, ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის 2008 წელს, ბუ­ქა­რეს­ტში გა­მარ­თუ­ლი ალი­ან­სის სა­მი­ტის დროს გაჩ­ნდა.

ამას­თან, გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ გერ­მა­ნი­ი­სა და საფ­რან­გე­თის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბამ ხელი შე­უ­შა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის MAP-ის მი­ცე­მას, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს და­პირ­დნენ, რომ მო­მა­ვალ­ში შეძ­ლებ­და ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რის თქმით, 2008 წლის ომის შემ­დეგ და რუ­სე­თის მიერ აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კი­თხი დღის წეს­რი­გი­დან გაქ­რა – 2012 წლის ჩი­კა­გოს სა­მიტ­ზე მხო­ლოდ ის აღ­ნიშ­ნეს, რომ ნატო-ს კარი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ღიაა.

"უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ქმე­დე­ბებ­მა აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში ალი­ან­სის უფრო გა­დამ­წყვე­ტი პო­ლი­ტი­კის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი დე­ბა­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა გა­მო­იწ­ვია. იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნა­ცხა­დი ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა­ზე უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს, იმ სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ალა­პა­რაკ­დნენ, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ ცოტა ხნის წინ გა­მო­დი­ოდ­ნენ მო­წო­დე­ბით, არ მო­ეხ­დი­ნათ ამ სა­კი­თხის ფორ­სი­რე­ბა", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ნატო-ში სა­კუ­თა­რი წყა­როს კო­მენ­ტარს.

ამას­თან, სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში სა­კუ­თარ­მა წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და, რომ ცოტა ხნის წინ, ვა­შინგტონ­ში ვი­ზი­ტად მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს თეთ­რი სახ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის მხარ­და­ჭე­რას შე­პირ­დნენ.

"თა­ვად ბა­ტონ­მა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა კი ვა­შინგტონ­ში, "ატ­ლან­ტი­კურ საბ­ჭო­ში" სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ნა­თე­ლი გა­ხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბებს გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მის­წრა­ფე­ბებ­ზე", - ნათ­ქვა­მია "კო­მერ­სან­ტის" სტა­ტი­ა­ში.

ამას­თან, სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ცი­ტი­რებს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­ტყვებს, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო აშშ-ს ალი­ან­სი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი მსოფ­ლი­ოს უპი­რო­ბო ლი­დე­რად მი­იჩ­ნევს.

"მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა, აშშ მხარს უჭერ­და ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და დე­მოკ­რა­ტი­ას", - ცი­ტი­რებს ავ­ტო­რი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­ტყვებს.

ამას­თან, სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ რუ­სე­თი სა­კუ­თარ სა­ზღვრებ­თან ნატო-ს მი­ახ­ლო­ე­ბის პერ­სპექ­ტი­ვებს მი­უ­ღებ­ლად მი­იჩ­ნევს. ავ­ტო­რი ცი­ტი­რებს რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის სერ­გეი ლავ­რო­ვის სი­ტყვებს, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ ალი­ან­სის გა­ფარ­თო­ე­ბა ცივი ომის ეპო­ქის ძვე­ლი ლო­გი­კის გაგ­რძე­ლე­ბაა.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რის თქმით, რო­გორც "კო­მერ­სანტს" აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და, თუ რუ­სე­თი ყი­რიმს შე­ი­ერ­თებს, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის MAP-ის მი­ცე­მა ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­და­წყვე­ტი­ლი იქ­ნე­ბა.

"სი­ტყვა "ფაქ­ტობ­რი­ვად" წყა­რომ იმით ახ­სნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის მი­ცე­მას ხელი შე­საძ­ლოა, მხო­ლოდ გერ­მა­ნი­ამ შე­უ­შა­ლოს, რომ­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­საც ისე­ვე, რო­გორც 2008 წელს, დღე­საც მოს­კო­ვი­სად­მი ლო­ი­ა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი ფრანკ-ვალ­ტერ შტა­ინ­მა­ი­ე­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობს", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ელე­ნა ჩერ­ნენ­კო.

ამას­თან, "კო­მერ­სან­ტის" წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბერ­ლი­ნი­სა და სხვა სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბი­ლი ქვეყ­ნე­ბის აზრი შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს, რად­გან რუ­სეთ­თან ყი­რი­მის შე­ერ­თე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ არის მი­სა­ღე­ბი.

"ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე სა­უბ­რი­სას, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვერდს უვ­ლის სა­კითხს, თუ რა ბედი ეწ­ვე­ვა აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთს ასეთ შემ­თხვე­ვა­ში", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

ამას­თან, სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ცი­ტი­რებს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­ტყვებს, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ ხუთი-ათი წლის შემ­დეგ, აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა ნათ­ლად და­ი­ნა­ხავს და თა­ვად გა­და­წყვეტს – სიბ­ნე­ლე­ში ურ­ჩევ­ნი­ათ ცხოვ­რე­ბა თუ ნა­თე­ლი მო­მავ­ლის­კენ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა.

რო­გორც "კო­მერ­სან­ტის" სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიდ­გო­მამ რუ­სე­თი­სად­მი.

"ბა­ტონ­მა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ასე­ვე შეგ­ვახ­სე­ნა ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი პო­ლი­ტი­კის მხარ­და­ჭე­რა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც რუ­სეთ­მა სა­პა­სუ­ხო კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა და­ი­წყო", - ნათ­ქვა­მია "კო­მერ­სან­ტის" სტა­ტი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

საქართველო MAP-ს ყირიმის ოკუპაციის სანაცვლოდ მიიღებს - რუსული "კომერსანტი"

საქართველო MAP-ს ყირიმის ოკუპაციის სანაცვლოდ მიიღებს - რუსული "კომერსანტი"

რუსული "კომერსანტი"- თუ რუსეთი ყირიმს შეიერთებს, საქართველოსთვის MAP-ის მიცემა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იქნება. საქართველოს შესაძლოა, უკვე სექტემბერში მიეცეს ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP). ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა "კომერსანტი" ავრცელებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

"მათი ინფორმაციით, ამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტა უკრაინაში კრიზისის შედეგზე იქნება დამოკიდებული", - ნათქვამია "კომერსანტის" სტატიაში.

ამასთან, რუსული გამოცემა აღნიშნავს, რომ თუ 16 მარტის რეფერენდუმის შედეგად, ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში გაწევრიანდება, დიდ ბრიტანეთში, სექტემბერში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე საქართველო ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას მიიღებს.

როგორც "კომერსანტი" წერს, ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა საქართველოსთვის 2008 წელს, ბუქარესტში გამართული ალიანსის სამიტის დროს გაჩნდა.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ გერმანიისა და საფრანგეთის წინააღმდეგობამ ხელი შეუშალა საქართველოსთვის MAP-ის მიცემას, მაგრამ საქართველოს დაპირდნენ, რომ მომავალში შეძლებდა ალიანსში გაწევრიანებას.

სტატიის ავტორის თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან გაქრა – 2012 წლის ჩიკაგოს სამიტზე მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ნატო-ს კარი საქართველოსთვის ღიაა.

"უკრაინაში რუსეთის ქმედებებმა აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის უფრო გადამწყვეტი პოლიტიკის განახლებული დებატების საჭიროება გამოიწვია. იმაზე, რომ საქართველოს განაცხადი ნატო-ში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უნდა დაკმაყოფილდეს, იმ სახელმწიფოს წარმომადგენლებიც ალაპარაკდნენ, რომლებიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ გამოდიოდნენ მოწოდებით, არ მოეხდინათ ამ საკითხის ფორსირება", - ციტირებს სტატიის ავტორი ნატო-ში საკუთარი წყაროს კომენტარს.

ამასთან, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საკუთარმა წყარომ განუცხადა, რომ ცოტა ხნის წინ, ვაშინგტონში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თეთრი სახლის წარმომადგენლები საქართველოს ნატო-ში ინტეგრირების მხარდაჭერას შეპირდნენ.

"თავად ბატონმა ღარიბაშვილმა კი ვაშინგტონში, "ატლანტიკურ საბჭოში" სიტყვით გამოსვლისას ნათელი გახადა, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებებს გავლენა არ მოუხდენია ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე", - ნათქვამია "კომერსანტის" სტატიაში.

ამასთან, სტატიის ავტორი ციტირებს ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო აშშ-ს ალიანსისა და თავისუფალი მსოფლიოს უპირობო ლიდერად მიიჩნევს.

"მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, აშშ მხარს უჭერდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებასა და დემოკრატიას", - ციტირებს ავტორი ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს.

ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ნატო-ს მიახლოების პერსპექტივებს მიუღებლად მიიჩნევს. ავტორი ციტირებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ ალიანსის გაფართოება ცივი ომის ეპოქის ძველი ლოგიკის გაგრძელებაა.

სტატიის ავტორის თქმით, როგორც "კომერსანტს" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წყარომ განუცხადა, თუ რუსეთი ყირიმს შეიერთებს, საქართველოსთვის MAP-ის მიცემა ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იქნება.

"სიტყვა "ფაქტობრივად" წყარომ იმით ახსნა, რომ საქართველოსთვის ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემას ხელი შესაძლოა, მხოლოდ გერმანიამ შეუშალოს, რომლის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც ისევე, როგორც 2008 წელს, დღესაც მოსკოვისადმი ლოიალურად განწყობილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ხელმძღვანელობს", - წერს სტატიის ავტორი ელენა ჩერნენკო.

ამასთან, "კომერსანტის" წყაროს ინფორმაციით, ბერლინისა და სხვა სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნების აზრი შეიძლება შეიცვალოს, რადგან რუსეთთან ყირიმის შეერთება ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ არის მისაღები.

"ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებზე საუბრისას, საქართველოს ხელისუფლება გვერდს უვლის საკითხს, თუ რა ბედი ეწვევა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ასეთ შემთხვევაში", - წერს სტატიის ავტორი.

ამასთან, სტატიის ავტორი ციტირებს ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ ხუთი-ათი წლის შემდეგ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ნათლად დაინახავს და თავად გადაწყვეტს – სიბნელეში ურჩევნიათ ცხოვრება თუ ნათელი მომავლისკენ ნაბიჯის გადადგმა.

როგორც "კომერსანტის" სტატიაშია ნათქვამი, თებერვლის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საქართველოს დიდი ზიანი მიაყენა წინა ხელისუფლების მიდგომამ რუსეთისადმი.

"ბატონმა ღარიბაშვილმა ასევე შეგვახსენა ევროპელი ლიდერების მიერ საქართველოს ახალი პოლიტიკის მხარდაჭერა, რომლის შედეგადაც რუსეთმა საპასუხო კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო", - ნათქვამია "კომერსანტის" სტატიაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა