პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს მთავრობის კანცელარია მთავრობის ადმინისტრაციად გარდაიქმნა
საქართველოს მთავრობის კანცელარია მთავრობის ადმინისტრაციად გარდაიქმნა

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რია მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ად გარ­და­იქ­მნა. შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღო.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია კან­ცე­ლა­რი­ის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან, გა­ე­რო-სა და USAID-თან ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ტი­პის დე­ბუ­ლე­ბა. გარ­და ამი­სა, შექ­მნი­ლია სა­მუ­შაო აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი კად­რე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და უახ­ლო­ე­სი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ის და­სა­კა­ვებ­ლად მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ღია კონ­კურ­სე­ბი გა­მო­ცხად­დე­ბა. კონ­კურ­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის ბი­უ­როს ვებგ­ვერ­დზეც გან­თავ­სდე­ბა.

"პრე­მი­ე­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას­თან ერ­თად სა­ჭი­რო გახ­და ისე­თი რგო­ლის არ­სე­ბო­ბა, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ გა­უ­წევ­და კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის სამ­თავ­რო­ბო გეგ­მებს და შემ­დეგ სამ­თავ­რო­ბო გეგ­მე­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე მო­ნი­ტო­რინგს უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. ჩვენ გა­დავ­დი­ვართ ევ­რო­პუ­ლი სტი­ლის მო­წყო­ბა­ზე. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ვა­კე­თეთ პო­ლი­ტი­კის ანა­ლი­ზის, სტრა­ტე­გი­უ­ლი და­გეგ­მვის და მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ გა­ა­ერ­თი­ა­ნებს ყვე­ლა სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბის რო­გორც მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი, ისე გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მებს. უშუ­ა­ლოდ ჩვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მათ­თან მუ­შა­ო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ მო­ნი­ტო­რინგს სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ზე. ასე­ვე ვა­ყა­ლი­ბებთ ინო­ვა­ცი­ე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს პრე­მი­ე­რის ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ინი­ცი­ა­ტი­ვის შეს­რუ­ლე­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას და პრო­ექ­ტის წა­მო­წე­ვას. გა­ერ­თი­ან­და და და­ი­ყო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი და უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან მთავ­რო­ბის კო­მუ­ნი­კა­ცია. დე­პარ­ტა­მენ­ტი კო­ორ­დი­ნა­ცი­ას გა­უ­წევს სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბის სა­ზო­გა­დე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას, რაც ხელს შე­უ­წყობს სამ­თავ­რო­ბო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის დრო­უ­ლად აღ­სრუ­ლე­ბას, ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის­თვის, ასე­ვე ასე­თი ტი­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მო­წყო­ბა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ქვეყ­ნის მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ოპე­რა­ტი­ულ მარ­თვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა", -

აღ­ნიშ­ნა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ნინო კო­ბა­ხი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

საქართველოს მთავრობის კანცელარია მთავრობის ადმინისტრაციად გარდაიქმნა

საქართველოს მთავრობის კანცელარია მთავრობის ადმინისტრაციად გარდაიქმნა

საქართველოს მთავრობის კანცელარია მთავრობის ადმინისტრაციად გარდაიქმნა. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარიის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით უცხოელ პარტნიორებთან, გაერო-სა და USAID-თან ორი თვის განმავლობაში მუშაობდა. ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით შემუშავებულია ევროპული ქვეყნების ტიპის დებულება. გარდა ამისა, შექმნილია სამუშაო აღწერილობები კადრების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციის დასაკავებლად მთავრობის ადმინისტრაციაში ღია კონკურსები გამოცხადდება. კონკურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზეც განთავსდება.

"პრემიერის უფლებამოსილებების გაფართოებასთან ერთად საჭირო გახდა ისეთი რგოლის არსებობა, რომელიც უშუალოდ გაუწევდა კოორდინაციას ნებისმიერი ტიპის სამთავრობო გეგმებს და შემდეგ სამთავრობო გეგმებისა და პროექტების შესრულებაზე მონიტორინგს უზრუნველყოფდა. ჩვენ გადავდივართ ევროპული სტილის მოწყობაზე. ადმინისტრაციაში გავაკეთეთ პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვის და მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც უშუალოდ გააერთიანებს ყველა სამთავრობო უწყების როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმებს. უშუალოდ ჩვენი მონაწილეობით, მათთან მუშაობის საფუძველზე შესაძლებელი გახდება ქვეყნის განვითარების ერთიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება და განვახორციელებთ მონიტორინგს სამინისტროების მუშაობის პროცესზე. ასევე ვაყალიბებთ ინოვაციების სამმართველოს, რომელიც მიზნად ისახავს პრემიერის ნებისმიერი ტიპის ინიციატივის შესრულებაზე ზედამხედველობას და პროექტის წამოწევას. გაერთიანდა და დაიყო საზოგადოებასთან კომუნიკაციის დეპარტამენტი და უფრო ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებასთან მთავრობის კომუნიკაცია. დეპარტამენტი კოორდინაციას გაუწევს სამთავრობო უწყებების საზოგადებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების საქმიანობას, რაც ხელს შეუწყობს სამთავრობო გადაწყვეტილებების დროულად აღსრულებას, ეფექტური იქნება გუნდური მუშაობისთვის, ასევე ასეთი ტიპის ადმინისტრაციული მოწყობა პრემიერ-მინისტრს ქვეყნის მიზნებიდან გამომდინარე ოპერატიულ მართვაში დაეხმარება", -

აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა