კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
108 გარდაცვლილი - პროფესიები საქართველოში, რომელიც "მსხვერპლს ითხოვს"
108 გარდაცვლილი - პროფესიები საქართველოში, რომელიც "მსხვერპლს ითხოვს"

2011-13 წლებ­ში სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლო­ში 108 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მძი­მე სა­წარ­მოო ტრავ­მა კი 429 ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო. მსოფ­ლი­ო­ში სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ყო­ველ­დღი­უ­რად რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნი სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბას იღებს, 3 ათა­სამ­დე კი - იღუ­პე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას გარ­დაც­ვლილ­თა და და­ზა­რა­ლე­ბულ­თა რი­ცხვი ბოლო წლებ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნა­დაა გაზ­რდი­ლი. იმი­სათ­ვის, რომ ობი­ექ­ტებ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი და­ცუ­ლი იყოს, სა­ჭი­როა, არ­სე­ბობ­დეს ისე­თი უწყე­ბა, რო­მე­ლიც ამას გა­ა­კონ­ტრო­ლებს. პროფ­კავ­ში­რებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის აღ­დგე­ნამ­დე "ობი­ექ­ტებ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი და­ცუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა".

ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბი­სას სულ 531 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, 150 კი - და­ი­ღუ­პა. 2010 წელს სა­მუ­შაო შეს­რუ­ლე­ბი­სას და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა იყო - 102, გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა - 42; 2011 წელს და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 137 შე­ად­გი­ნა, გარ­დაც­ვლილ­თა - 54; 2012 წელს სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბი­სას 131 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, 21 კი - და­ი­ღუ­პა; 2013 წელს და­შავ­და 161 ადა­მი­ა­ნი, 33 კი - გარ­და­იც­ვა­ლა. თუ სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის ბა­ზარ­ზე და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ეს საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

2013 წლის ქრო­ნი­კა კი ასე­თია: 2013 წლის 27 მა­ი­სი - ფო­თის პორ­ტში ტვირ­თის გად­მო­ზიდ­ვის შე­დე­გად ერთი მუშა და­ი­ღუ­პა. ინ­ცი­დენ­ტი მე-4 ნავ­მი­სად­გომ­თან მოხ­და.

2013 წლის 14 ივ­ნი­სი - ფო­თის დევ­ნილ­თა ახალ რა­ი­ონ­ში კორ­პუ­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე 42 წლის მუშა და­ი­ღუ­პა. ის მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სი­დან ჩა­მო­ვარ­და.

2013 წლის 15 ივ­ნი­სი - ჭი­ა­თუ­რა­ში, შუქ­რუ­თის მა­ღა­რო­ში გვი­რა­ბის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად ერთი მუშა და­ი­ღუ­პა.

2013 წლის 13 ოქ­ტომ­ბე­რი - ტყი­ბუ­ლის მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის მა­ღა­რო­ში 35 წლის მუშა და­ი­ღუ­პა.

ეს არის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იმ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი­სა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 2013 წელს და­ფიქ­სირ­და, ფაქ­ტე­ბი კი უამ­რა­ვია, რა­ზეც პროფ­კავ­ში­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კაც მე­ტყვე­ლებს. ამის მი­ზე­ზი კი, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, არ­სე­ბუ­ლი "შრო­მის კო­დექ­სი" და გა­უქ­მე­ბუ­ლი შრო­მის ინ­სპექ­ცი­აა.

იმი­სათ­ვის, რომ ობი­ექ­ტებ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი და­ცუ­ლი იყოს, სა­ჭი­როა, არ­სე­ბობ­დეს ისე­თი უწყე­ბა, რო­მე­ლიც ამას გა­ა­კონ­ტრო­ლებს. 2006 წლამ­დე არ­სე­ბობ­და შრო­მის დაც­ვის ინ­სპექ­ცია, თუმ­ცა შემ­დეგ, რო­დე­საც "შრო­მის კო­დექსში" ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და, ეს სამ­სა­ხუ­რი გა­ა­უქ­მეს. ინ­სპექ­ცი­ის აღ­დგე­ნამ­დე კი, რო­გორც პროფ­კავ­ში­რებ­ში აცხა­დე­ბენ, "ობი­ექ­ტებ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი და­ცუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა".

"იმი­სათ­ვის, რომ ჩვენ­თან არაა შრო­მის ინ­სპექ­ცია, დი­ნა­მი­კაც მზარ­დია. ვიდ­რე შრო­მის კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­დო­და, პროფ­კავ­ში­რე­ბი ვი­თხოვ­დით შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის ან მსგავ­სი უწყე­ბის შექ­მნას ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­ნი­ტო­რინ­გი უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო, მე­ო­რე­თი კი - უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის კონ­ტრო­ლი.

მი­ვი­ღეთ და­პი­რე­ბა, რომ ეს მე­ო­რე ეტაპ­ზე მოხ­დე­ბო­და, მაგ­რამ ეს მე­ო­რე ეტა­პი არა­და არ დად­გა. მი­უ­ხე­და­ვად იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის და­პი­რე­ბი­სა, რომ შრო­მის კო­დექსში ეს ცვლი­ლე­ბე­ბი 2014 წლამ­დე შე­ვი­დო­და, რო­გორც ხე­დავთ, დღეს­დღე­ო­ბით პრობ­ლე­მა მოგ­ვა­რე­ბუ­ლი არ არის", - გა­ნუ­ცხა­და "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნანსს" პროფ­კავ­ში­რე­ბის თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი პეტ­რი­აშ­ვილ­მა.

იმი­სათ­ვის, რომ სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას და­ზა­რა­ლე­ბულ­თა და და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი შემ­ცირ­დეს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია პროფ­კავ­ში­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით დამ­საქ­მე­ბელ­თან ერ­თად სა­ხელ­მწი­ფო შრო­მის ინ­სპექ­ცია შე­იქ­მნას, სა­დაც მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­დაც­დო­მის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცე­მენ.

"ანუ ისი­ნი არ მოგ­ვცე­მენ ჩვენ პო­პუ­ლიზ­მი­სა და დე­მა­გო­გი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას, ჩვენ კი არ მივ­ცემთ მათ გა­დაც­დო­მი­სა და კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბა­ში შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას დამ­საქ­მებ­ლებ­თან. ეს უწყე­ბა უნდა იყოს სო­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რო­ბის სამმხრი­ვი კო­მი­სი­ის ქვემ­დე­ბა­რე. ეს არის გა­მო­სა­ვა­ლი, სხვა­ნა­ი­რად პრობ­ლე­მა ვერ მოგ­ვარ­დე­ბა", - დას­ძი­ნა პეტ­რი­აშ­ვილ­მა.

ქვე­ყა­ნა­ში შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა რამ­დე­ნი­მე თვის წინ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მაც გა­ა­კე­თა. ნა­ნუ­აშ­ვილ­მა, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის გამო, მთავ­რო­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ი­თაც მი­მარ­თა. რე­კომ­ნე­და­ცი­ა­ში სა­უ­ბა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბის კუ­თხით, რო­გო­რი­ცაა ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლუ­რი ქარ­ტი­ის მე-3 მუხ­ლი (უსაფრ­თხო და ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა) და შრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის #81 (შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის შე­სა­ხებ), #129 (სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის შე­სა­ხებ), #155 (შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ჰი­გი­ე­ნის შე­სა­ხებ) კონ­ვენ­ცი­ე­ბი.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რე­კომ­ნე­და­ცია შრო­მის უსაფრ­თხო გა­რე­მოს მო­ნი­ტო­რინგზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ის (მა­გა­ლი­თად, შრო­მის ინ­სპექ­ცია) შექ­მნა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

"ეს უზ­რუნ­ველ­ყოფს, ერთი მხრივ, და­საქ­მე­ბუ­ლებს მაქ­სი­მა­ლუ­რად უსაფრ­თხო სა­მუ­შაო გა­რე­მო­თი, ხოლო მე­ო­რე მხრივ, ხელს შე­უ­წყობს ევ­რო­კაშ­ვი­რის სტან­დარ­ტებ­თან ჩვე­ნი ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის და­ახ­ლო­ე­ბას", - აცხა­დებ­დნენ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფის­ში.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, შრო­მის უფ­ლე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი კომ­პო­ნენ­ტია და­საქ­მე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს შრო­მის მაქ­სი­მა­ლუ­რად უსაფრ­თხო და ჯან­სა­ღი გა­რე­მო­თი. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზე არ არის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სა­მუ­შაო გა­რე­მოს შე­სა­ხებ თან­მიმ­დევ­რუ­ლი ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კა და, შე­სა­ბა­მი­სად, არ არ­სე­ბობს მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მი, რამ­დე­ნად არის და­ცუ­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე უსაფრ­თხო გა­რე­მო. შრო­მის კო­დექსში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და და­საქ­მე­ბულ­თა ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხი კვლავ ღი­ა­დაა და­ტო­ვე­ბუ­ლი.

შრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას 1 მლნ 200 ათა­სი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად კი მათი რი­ცხვი 3 ათა­სამ­დეა. ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­წარ­მოო ტრავ­მას ყო­ველ­წლი­უ­რად 250 ათა­სი ადა­მი­ა­ნი იღებს, ხოლო 160 მი­ლი­ო­ნი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ავად­დე­ბა.

ელზა წიკ­ლა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

108 გარდაცვლილი - პროფესიები საქართველოში, რომელიც "მსხვერპლს ითხოვს"

108 გარდაცვლილი - პროფესიები საქართველოში, რომელიც "მსხვერპლს ითხოვს"

2011-13 წლებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საქართველოში 108 ადამიანი დაიღუპა, მძიმე საწარმოო ტრავმა კი 429 ადამიანმა მიიღო. მსოფლიოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანი სხეულის დაზიანებას იღებს, 3 ათასამდე კი - იღუპება.

საქართველოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილთა და დაზარალებულთა რიცხვი ბოლო წლებში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. იმისათვის, რომ ობიექტებზე უსაფრთხოების წესები დაცული იყოს, საჭიროა, არსებობდეს ისეთი უწყება, რომელიც ამას გააკონტროლებს. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ შრომის ინსპექციის აღდგენამდე "ობიექტებზე უსაფრთხოების წესები დაცული ვერ იქნება".

ბოლო 4 წლის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას სულ 531 ადამიანი დაშავდა, 150 კი - დაიღუპა. 2010 წელს სამუშაო შესრულებისას დაშავებულთა რაოდენობა იყო - 102, გარდაცვლილთა რაოდენობა - 42; 2011 წელს დაშავებულთა რაოდენობამ 137 შეადგინა, გარდაცვლილთა - 54; 2012 წელს სამუშაოს შესრულებისას 131 ადამიანი დაშავდა, 21 კი - დაიღუპა; 2013 წელს დაშავდა 161 ადამიანი, 33 კი - გარდაიცვალა. თუ საქართველოს შრომის ბაზარზე დასაქმებულთა რაოდენობას გავითვალისწინებთ, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

2013 წლის ქრონიკა კი ასეთია: 2013 წლის 27 მაისი - ფოთის პორტში ტვირთის გადმოზიდვის შედეგად ერთი მუშა დაიღუპა. ინციდენტი მე-4 ნავმისადგომთან მოხდა.

2013 წლის 14 ივნისი - ფოთის დევნილთა ახალ რაიონში კორპუსების მშენებლობაზე 42 წლის მუშა დაიღუპა. ის მრავალსართულიანი კორპუსიდან ჩამოვარდა.

2013 წლის 15 ივნისი - ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ერთი მუშა დაიღუპა.

2013 წლის 13 ოქტომბერი - ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში 35 წლის მუშა დაიღუპა.

ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ უბედური შემთხვევებისა, რომელიც საქართველოში 2013 წელს დაფიქსირდა, ფაქტები კი უამრავია, რაზეც პროფკავშირების ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს. ამის მიზეზი კი, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, არსებული "შრომის კოდექსი" და გაუქმებული შრომის ინსპექციაა.

იმისათვის, რომ ობიექტებზე უსაფრთხოების წესები დაცული იყოს, საჭიროა, არსებობდეს ისეთი უწყება, რომელიც ამას გააკონტროლებს. 2006 წლამდე არსებობდა შრომის დაცვის ინსპექცია, თუმცა შემდეგ, როდესაც "შრომის კოდექსში" ცვლილებები შევიდა, ეს სამსახური გააუქმეს. ინსპექციის აღდგენამდე კი, როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, "ობიექტებზე უსაფრთხოების წესები დაცული ვერ იქნება".

"იმისათვის, რომ ჩვენთან არაა შრომის ინსპექცია, დინამიკაც მზარდია. ვიდრე შრომის კოდექსში ცვლილებები შევიდოდა, პროფკავშირები ვითხოვდით შრომის ინსპექციის ან მსგავსი უწყების შექმნას ორი მიმართულებით. ერთი მიმართულებით მონიტორინგი უნდა განხორციელებულიყო, მეორეთი კი - უსაფრთხოების ნორმების კონტროლი.

მივიღეთ დაპირება, რომ ეს მეორე ეტაპზე მოხდებოდა, მაგრამ ეს მეორე ეტაპი არადა არ დადგა. მიუხედავად იუსტიციის მინისტრის დაპირებისა, რომ შრომის კოდექსში ეს ცვლილებები 2014 წლამდე შევიდოდა, როგორც ხედავთ, დღესდღეობით პრობლემა მოგვარებული არ არის", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.

იმისათვის, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებულთა და დაღუპულთა რიცხვი შემცირდეს, აუცილებელია პროფკავშირების მონაწილეობით დამსაქმებელთან ერთად სახელმწიფო შრომის ინსპექცია შეიქმნას, სადაც მხარეები ერთმანეთს გადაცდომის საშუალებას არ მისცემენ.

"ანუ ისინი არ მოგვცემენ ჩვენ პოპულიზმისა და დემაგოგიის საშუალებას, ჩვენ კი არ მივცემთ მათ გადაცდომისა და კორუფციული გარიგებაში შესვლის საშუალებას დამსაქმებლებთან. ეს უწყება უნდა იყოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ქვემდებარე. ეს არის გამოსავალი, სხვანაირად პრობლემა ვერ მოგვარდება", - დასძინა პეტრიაშვილმა.

ქვეყანაში შრომის უსაფრთხოებაზე სპეციალური განცხადება რამდენიმე თვის წინ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც გააკეთა. ნანუაშვილმა, შემაშფოთებელი მონაცემების გამო, მთავრობას რეკომენდაციითაც მიმართა. რეკომნედაციაში საუბარია, რომ საქართველომ დაიწყო მუშაობა ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონვენციების რატიფიცირების კუთხით, როგორიცაა ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლი (უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #81 (შრომის ინსპექციის შესახებ), #129 (სოფლის მეურნეობაში შრომის ინსპექციის შესახებ), #155 (შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ) კონვენციები.

სახალხო დამცველის რეკომნედაცია შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუციის (მაგალითად, შრომის ინსპექცია) შექმნასაც ითვალისწინებდა.

"ეს უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, დასაქმებულებს მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ევროკაშვირის სტანდარტებთან ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის დაახლოებას", - აცხადებდნენ სახალხო დამცველის ოფისში.

სპეციალისტების თქმით, შრომის უფლების განუყოფელი კომპონენტია დასაქმებულის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს შრომის მაქსიმალურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოთი. სამწუხაროდ, საქართველოში სახელმწიფო დონეზე არ არის შემუშავებული შრომის, ჯანმრთელობისა და სამუშაო გარემოს შესახებ თანმიმდევრული ეროვნული პოლიტიკა და, შესაბამისად, არ არსებობს მონიტორინგის მექანიზმი, რამდენად არის დაცული სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო გარემო. შრომის კოდექსში შესული ცვლილებების მიუხედავად, უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა ჯანმრთელობის საკითხი კვლავ ღიადაა დატოვებული.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 1 მლნ 200 ათასი ადამიანი იღუპება, ყოველდღიურად კი მათი რიცხვი 3 ათასამდეა. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, საწარმოო ტრავმას ყოველწლიურად 250 ათასი ადამიანი იღებს, ხოლო 160 მილიონი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ავადდება.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია