სოციალურ ქსელებში კიევში დაღუპული ქართველის, დათო ყიფიანის ფოტო გავრცელდა. ფოტო ვახტანგ ყიფიანმა გამოაქვეყნა თანდართული წარწერით: "Дато Кіпіані, вбитий януковичами в Києві. Його синові зараз - рік..." (დათო ყიფიანი, მოკლა იანუკოვიჩმა კიევში. ახლა მისი შვილი 1 წლის არის)
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ყიფიანის ცხედარი კრეშატნიკის მოედანზე იპოვეს და მას სნაიპერის ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.
შეგახსენებთ, რომ დათო ყიფიანის გარდაცვალებას გამოეხმაურა საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.