კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცი, რომელმაც მეგობარი სიკვდილს ხელიდან გამოსტაცა - ამბები "ამბებისთვის"
კაცი, რომელმაც მეგობარი სიკვდილს ხელიდან გამოსტაცა - ამბები "ამბებისთვის"

კახა ჯა­ნაშ­ვი­ლი, გარ­და იმი­სა, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ოპე­რა­ტო­რია, "დიტო ცინ­ცა­ძის სა­ხე­ლო­ბის ფონ­დის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც არის. მან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ მე­გო­ბა­რი სიკ­ვდი­ლის­თვის ხე­ლი­დან გა­მო­ე­ტა­ცა. ეს კი მხარ­და­ჭე­რის, გა­ტა­ნის, გვერ­დში დგო­მის და სხვი­სი გა­სა­ჭი­რის გა­თა­ვი­სე­ბის თვალ­ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია. 

კა­ხას­თან მისი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეპი­ზო­დე­ბის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­რეთ.

- გა­ვი­ზარ­დე ოჯახ­ში, სა­დაც მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა იყო: ოჯა­ხის სიწ­მინ­დე, მე­გობ­რო­ბა, ნა­თე­სა­ო­ბა და და­ფა­სე­ბა. ამის­თვის დედ-მა­მის, უფ­რო­სი მე­გობ­რე­ბის მხრი­დან ბერი მა­გა­ლი­თი მქო­ნია. მე­გობ­რო­ბა, ერ­თმა­ნე­თის გა­ტა­ნა და სიყ­ვა­რუ­ლი ჩვენს უბან­შიც (ნა­ძა­ლა­დე­ვი), ყო­ველ­თვის მა­ღალ დო­ნე­ზე იყო. რო­დე­საც უბ­ნე­ლი ბიჭი გო­გოს­თან ერ­თად მო­დი­ო­და, იმ გო­გოს სხვა ბიჭი ვერ შე­ხე­დავ­და. მით უფრო, ვერც ვეფ­ლირ­ტა­ვე­ბო­დით. პი­რი­ქით, იმ გო­გოს მო­წი­წე­ბი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით ვე­პყრო­ბო­დით. ალ­ბათ, ამან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ცოლი 16 წლი­სამ მო­ვიყ­ვა­ნე, რუ­სი­კო დღემ­დე ჩემი მე­უღ­ლეა და სი­გი­ჟემ­დე მიყ­ვარს...

ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე იმის­თვის, რომ შვი­ლებს ღირ­სე­უ­ლი სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ღოთ. ხელ­ფა­სის 70% მა­ინც ამ საქ­მე­ში მაქვს ჩა­დე­ბუ­ლი და ვხარ­ჯავ დღე­საც, რომ იყ­ვნენ სრულ­ფა­სო­ვა­ნი, ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ბი­ჭის შემ­თხვე­ვა­ში უკვე მი­ვაღ­წიე, 22 წლის არის. ამას­თან, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი მე­გობ­რე­ბი, მათ გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­მიძ­ლია...

- კახა, სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნე იმი­სა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი მე­გო­ბარს გვერ­დით და­უდ­გეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, დიტო ცინ­ცა­ძეს ვგუ­ლის­ხმობ... პრაქ­ტი­კუ­ლად შენ ის სიკ­ვდილს გა­მოს­ტა­ცე...

- არას­დროს, არა­ნა­ირ დაბ­რკო­ლე­ბა­ზე უკან და­ხე­ვა არ მჩვე­ვია. დიტო ცინ­ცა­ძე ჩემი მე­გო­ბა­რია, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა მე და­ვა­წყე­ბი­ნე და რო­გორც ოპე­რა­ტო­რი გავ­ზარ­დე. დიტო გუ­რუ­ლია და კარ­გი იუ­მო­რის გრძნო­ბა აქვს, ამას­თან, ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ნია... 2009 წელს მას ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით (ყველ­გან ჯირ­კვლე­ბი გა­მო­უ­ვი­და) პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. ვთხო­ვე, ექიმ­თან წა­სუ­ლი­ყო და კონ­სულ­ტა­ცია გა­ევ­ლო. უმ­ძი­მე­სი დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, - სის­ხლის და­ა­ვა­დე­ბა. ეს იყო შოკი! მა­შინ­ვე ყვე­ლამ გა­მო­ი­ტი­რა და ხელი ჩა­იქ­ნია. იმ პე­რი­ოდ­ში ჩვე­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლი ("მო­ამ­ბის" მთავ­რი რე­დაქ­ტო­რი) ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი გახ­ლდათ, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ პირ­ვე­ლი ეტა­პი (ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი) წარ­მა­ტე­ბით გა­ევ­ლო და დიტო იმ პე­რი­ოდ­ში გა­დარ­ჩა...

მაგ­რამ იმის გამო რომ და­ა­ვა­დე­ბას რე­ცი­დი­ვე­ბი ახა­სი­ა­თებს, 2012 წელს გა­უ­მე­ო­რა. ეს ჩვენ­თვის მე­ო­რე დარ­ტყმა იყო. კი­დუ­რებს ვე­ღარ ამოძ­რა­ვებ­და, ანუ ვერ და­დი­ო­და. 2012 წლის ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი იწყე­ბო­და. მძი­მე პე­რო­დი იყო და ასე­თი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის არა­ვის ეცა­ლა. დიტო უკვე სიკ­ვდილ­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი სიკ­ვდი­ლის შვი­ლია, ზოგი ადრე მი­დის, ზოგი - გვი­ა­ნო. მივ­ხვდი, საქ­მე ძა­ლი­ან ცუ­დად იყო. ყვე­ლას მო­ვუ­წო­დე, რომ მის გა­და­სარ­ჩე­ნად უნდა გვებ­რძო­ლა...

აუ­ცი­ლე­ბე­ლი ქი­მი­ო­თე­რა­პია სჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ თან­ხა არ არ­სე­ბობ­და, ამი­ტომ, ჩემი ხელ­ფა­სის სა­შუ­ა­ლე­ბით, ბან­კი­დან სეს­ხი 9.800 ლარი ავი­ღე. ამას­თან, იყო უძ­ლი­ე­რე­სი წა­მა­ლი ("მაფ­ტე­რა"), რო­მე­ლიც დი­ტოს სჭირ­დე­ბო­და. იმ თან­ხის 45 პრო­ცენ­ტი მხო­ლოდ იმ წა­მალ­მა წა­ი­ღო.

შემ­დეგ ამის შე­სა­ხებ "მო­ამ­ბის" თან­მამ­შრომ­ლებ­მაც შე­ი­ტყვეს და ყვე­ლა გვერ­დით და­მიდ­გა იმა­ში, რომ ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ის კრე­დი­ტი და­მე­ფა­რა, ყვე­ლა მო­დი­ო­და და გარ­კვე­ულ თან­ხას მაძ­ლევ­და. დიტო გა­მო­კეთ­და, თან­ხაც გა­ვის­ტუმ­რე, ეს არ იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ, მაგ­რამ მთა­ვა­რი ის იყო, რომ დი­ტოს ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და. ექი­მე­ბის დას­კვნით, ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­და­ნერგვა სჭირ­დე­ბო­და. ამ ყვე­ლა­ფერს 150 ათა­სი ევრო უნ­დო­და. დიტო უი­მე­დოდ იყო, ვა­ტყობ­დი, რომ ხელი ჩაქ­ნე­უ­ლი ჰქონ­და, რად­გან ამ­ხე­ლა თან­ხა არა­ვის ჰქონ­და. ერთ დღე­საც, მას­თან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ვე­დი, ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დამ­ხვდა, სი­ცო­ცხლეს ებ­რძო­და. ვუ­თხა­რი, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, ოღონდ, შენი სი­ცო­ცხლის­თვის უნდა იბ­რძო­ლო-მეთ­ქი. ასე­თი სი­ტყვე­ბი მი­თხრა, - 36 წლის ვარ, მყავს ცოლი, შვი­ლე­ბი, რა­ღა­ცას მი­ვაღ­წიე, ამ ქვე­ყა­ნა­ზე რა­ღაც ვნა­ხე, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ყვე­ლა­ფერს თა­ვის დრო აქ­ვსო. რად ღირს ჩემი სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა, როცა გვერ­დით პა­ლა­ტა­ში სამი წლის პა­ტა­რა ბავ­შვი წევს, რო­მელ­საც ამ ქვე­ყა­ნა­ზე არა­ფე­რი უნა­ხავს და შე­იძ­ლე­ბა, და­ი­ღუ­პოს, რო­გორ ვი­ცო­ცხლოო.ჩემ წინ სულ­გრძე­ლი და ვაჟ­კა­ცი ადა­მი­ა­ნი იდგა... ხმის აწე­ვა დამ­ჭირ­და იმის­თვის, რომ დიტო მო­მებ­რუ­ნე­ბი­ნა, რომ მას უნდა ებ­რძო­ლა იმის­თვის, რათა პრობ­ლე­მა და­ეძ­ლია, ოპ­ტი­მის­ტუ­რად ყო­ფი­ლი­ყო. მერე იმ ცნო­ბილ ჟურ­ნა­ლის­ტებს, ვის­თა­ნაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე და დი­ტოს ნა­მუ­შე­ვა­რი გვქონ­და, ავუხ­სე­ნი, რომ ყვე­ლას ერ­თად უნდა გვეზ­რუ­ნა დი­ტოს გა­და­სარ­ჩე­ნად. დიდი მად­ლო­ბა მათ თა­ნად­გო­მის­თვის. "იავ­ნა­ნას" ყუ­თე­ბი ვთხო­ვეთ და "გუდ­ვილ­ში" მე­გობ­რის გა­და­სარ­ჩე­ნად მა­თხოვ­რო­ბა და­ვი­წეთ. იმ აქ­ცი­ებ­მა ის შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, რომ მას­ში ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, მათ შო­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც ჩა­ერ­თო და ასე­ვე ბევ­რი კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი. მე­რია, კახი კა­ლა­ძე (მა­შინ ფეხ­ბურ­თე­ლი იყო). თან­ხა ყვე­ლამ უან­გა­როდ გა­ი­ღო...

დიტო შარ­შან, იან­ვარ­ში გერ­მა­ნი­ა­ში გა­ვამ­გზავ­რეთ, სა­დაც ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი გა­და­უ­ნერ­გეს. იმის მერე, ფონდს, რო­მე­ლიც დი­ტოს გა­და­სარ­ჩე­ნად შევ­ქმე­ნი, გა­და­ვარ­ქვი სა­ხე­ლი და "დი­მიტ­რი ცინ­ცა­ძის სა­ხე­ლი" მი­ვა­ნი­ჭე. ამ ფონდმა კი პირ­ვე­ლი დახ­მა­რე­ბა 8 წლის თენ­გო ზა­კაშ­ვი­ლის აღ­მო­უ­ჩი­ნა, მორ­ჩე­ნი­ლი თან­ხე­ბი მის და­სახ­მა­რებ­ლად გა­და­ვი­ღეთ... თენ­გოც გა­დარ­ჩა...

დღეს­დღე­ო­ბით დი­მიტ­რი ცინ­ცა­ძის ფონდს 300.000 ლა­რამ­დე აქვს და­ხარ­ჯუ­ლი. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დახ­მა­რე­ბა 30 პა­ტა­რას გა­უ­წია. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მათ­გან 4 სრუ­ლად გა­ნი­კურ­ნა. 7 ბავ­შვი "დი­მიტ­რი ცინ­ცა­ძის სა­ხე­ლო­ბის ფონდმა" სიკ­ვდილს გა­მოგ­ლი­ჯა ხე­ლი­დან. სას­წა­რა­ფოდ სჭირ­დე­ბო­დათ წა­მა­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იშო­ვე­ბო­და. ფონდმა შე­უ­ძი­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, გარ­დაგ­ვეც­ვა­ლა ერთი პა­ტა­რა, ჩვე­ნი ნათ­ლუ­ლი. ვერ გა­და­ვარ­ჩი­ნეთ. ის იყო ბოლო წერ­ტი­ლი იმის­თვის, რომ პარ­ლა­მენ­ტის წინ აქ­ცია მოგ­ვე­წყო. აქ­ცი­ა­ზე ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი, და­ვით სერ­გი­ენ­კო მო­ვი­და. შეხ­ვედ­რა გვქონ­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­თან, ნო­დარ ხა­დურ­თა­ნაც. შეგ­ვპირ­დნენ, რომ 2014 წლის ბი­უ­ჯეტ­ში ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცე­ვა ამ პრობ­ლე­მას. ბი­უ­ჯეტ­ში უკვე გა­ი­წე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ლე­ი­კე­მი­ი­თა და ონ­კო­ლო­გი­უ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის ცენ­ტრი აშენ­დე­ბა. ბა­ტონ­მა და­ვით­მა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა და იგი მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ქვეყ­ნებს - გერ­მა­ნი­ას, ამე­რი­კას და ბრი­ტა­ნეთს და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც ჩვე­ნი მე­დი­კო­სე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა მოხ­დე­ბა, რომ ქარ­თველ­მა მე­დი­კო­სებ­მა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ტრე­ნინ­გე­ბი გა­ი­ა­რონ. ლა­პა­რა­კია იმა­ზეც, რომ დო­ნორ­თა ბან­კი შე­იქ­მნას.

ეს პრობ­ლე­მა უამ­რავ ადა­მი­ანს აქვს, მაგ­რამ ვერ ვეხ­მა­რე­ბით, რად­გან ფონდში იმ რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხე­ბი არ შე­მო­დის, რომ სრულ­ყო­ფი­ლი დახ­მა­რე­ბა გა­ვუ­წი­ოთ. ამი­ტომ, ვინც გა­და­უ­დე­ბე­ლია, პირ­ვე­ლად იმას ვეხ­მა­რე­ბით. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბი: "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" და "რუს­თა­ვი 2", საქპა­ტენ­ტი, სა­ჯა­რო რე­ესტრი, სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წი­ლი, ვი­საც რამ­დე­ნი შე­უძ­ლია, ხელ­ფა­სი­დან ყო­ველ­თვი­უ­რად ფონდში ვრი­ცხავთ. არა­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში 1.300.000 ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი და ყვე­ლამ რომ გა­ი­ღოს მცი­რე­დიც... ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, და­ვეხ­მა­როთ და გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი. ეს ის თა­ო­ბაა, რო­მელ­მაც ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბა უნდა გა­და­ი­ბა­რონ, ქვე­ყა­ნა მარ­თონ. თან, ეს სის­ხლის და­ა­ვა­დე­ბა ისე­თი რამ არის, ვის რო­დის და­ე­მარ­თე­ბა, არა­ვინ იცის. სა­ნამ ეს სა­ში­ნე­ლე­ბა, ვი­ნეს კარ­თან და­ი­ჩო­ქებს, ჯო­ბია, ვიბ­რძო­ლოთ და გა­ვერ­თი­ან­დეთ. ჩვენ, მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი ერთ მუშ­ტად შე­ვი­კა­რით... ერთ რა­მეს მივ­ხვდი. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს უჭირთ, მა­შინ ერ­თი­ან­დე­ბი­ან. მად­ლო­ბა უფალს, ღმერ­თის ნე­ბაც იყო, რომ ეს შევ­ძე­ლით. ეს იყო ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნო­ბის და ერ­თად ყოფ­ნის სიძ­ლი­ე­რე. ახლა 1.300.000 ადა­მი­ა­ნი უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ და თითო ლარი გა­ვი­ღოთ იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნებს და­ვეხ­მა­როთ. და­მი­ჯე­რეთ, ეს ჩვენ ერ­თობ­ლი­ვად შეგ­ვიძ­ლია!

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

კაცი, რომელმაც მეგობარი სიკვდილს ხელიდან გამოსტაცა - ამბები "ამბებისთვის"

კაცი, რომელმაც მეგობარი სიკვდილს ხელიდან გამოსტაცა - ამბები "ამბებისთვის"

კახა ჯანაშვილი, გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორია, "დიტო ცინცაძის სახელობის ფონდის" დამფუძნებელიც არის. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მეგობარი სიკვდილისთვის ხელიდან გამოეტაცა. ეს კი  მხარდაჭერის, გატანის, გვერდში დგომის და სხვისი გასაჭირის გათავისების თვალნათელი მაგალითია. 

კახასთან მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესახებ ვისაუბრეთ.

- გავიზარდე ოჯახში, სადაც მთავარი ღირებულება იყო: ოჯახის სიწმინდე, მეგობრობა, ნათესაობა და დაფასება. ამისთვის დედ-მამის, უფროსი მეგობრების მხრიდან ბერი მაგალითი მქონია. მეგობრობა, ერთმანეთის გატანა და სიყვარული ჩვენს უბანშიც (ნაძალადევი),  ყოველთვის მაღალ დონეზე იყო. როდესაც უბნელი ბიჭი გოგოსთან ერთად მოდიოდა, იმ გოგოს სხვა ბიჭი ვერ შეხედავდა. მით უფრო, ვერც ვეფლირტავებოდით. პირიქით, იმ გოგოს მოწიწებითა და პატივისცემით ვეპყრობოდით. ალბათ, ამან განაპირობა, რომ ცოლი 16 წლისამ მოვიყვანე, რუსიკო დღემდე ჩემი მეუღლეა და სიგიჟემდე მიყვარს...

ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ შვილებს ღირსეული სწავლა-განათლება მიეღოთ. ხელფასის 70% მაინც ამ საქმეში მაქვს ჩადებული და ვხარჯავ დღესაც, რომ იყვნენ სრულფასოვანი, ღირსეული ადამიანები. ბიჭის შემთხვევაში უკვე მივაღწიე, 22 წლის არის. ამასთან, ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები, მათ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია...

- კახა, საუკეთესო მაგალითი აჩვენე იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი მეგობარს გვერდით დაუდგეს. ამ შემთხვევაში, დიტო ცინცაძეს ვგულისხმობ... პრაქტიკულად შენ ის სიკვდილს გამოსტაცე...

- არასდროს, არანაირ დაბრკოლებაზე უკან დახევა არ მჩვევია. დიტო ცინცაძე ჩემი მეგობარია, ტელევიზიაში მუშაობა მე დავაწყებინე და როგორც ოპერატორი გავზარდე. დიტო გურულია და კარგი იუმორის გრძნობა აქვს, ამასთან, ღირსეული ადამინია... 2009 წელს მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით (ყველგან ჯირკვლები გამოუვიდა) პრობლემები შეექმნა. ვთხოვე, ექიმთან წასულიყო და კონსულტაცია გაევლო. უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს, - სისხლის დაავადება. ეს იყო შოკი! მაშინვე ყველამ გამოიტირა და ხელი ჩაიქნია. იმ პერიოდში ჩვენი ხელმძღვანელი ("მოამბის" მთავრი რედაქტორი) ხათუნა ბერძენიშვილი გახლდათ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პირველი ეტაპი (ქიმიოთერაპიის კურსი) წარმატებით გაევლო და დიტო იმ პერიოდში გადარჩა...

მაგრამ იმის გამო რომ დაავადებას რეციდივები ახასიათებს, 2012 წელს გაუმეორა. ეს ჩვენთვის მეორე დარტყმა იყო. კიდურებს ვეღარ ამოძრავებდა, ანუ ვერ დადიოდა. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები იწყებოდა. მძიმე პეროდი იყო და ასეთი გაჭირვებული ადამიანებისთვის არავის ეცალა. დიტო უკვე სიკვდილზე მელაპარაკებოდა. ყველა ადამიანი სიკვდილის შვილია, ზოგი ადრე მიდის, ზოგი - გვიანო. მივხვდი, საქმე ძალიან ცუდად იყო. ყველას მოვუწოდე, რომ მის გადასარჩენად უნდა გვებრძოლა...

აუცილებელი ქიმიოთერაპია სჭირდებოდა, მაგრამ თანხა არ არსებობდა, ამიტომ, ჩემი ხელფასის საშუალებით, ბანკიდან სესხი 9.800 ლარი ავიღე. ამასთან, იყო უძლიერესი წამალი ("მაფტერა"), რომელიც დიტოს სჭირდებოდა. იმ თანხის 45 პროცენტი მხოლოდ იმ წამალმა წაიღო.

შემდეგ ამის შესახებ "მოამბის" თანმამშრომლებმაც შეიტყვეს და ყველა გვერდით დამიდგა იმაში, რომ ორი თვის განმავლობაში ის კრედიტი დამეფარა, ყველა მოდიოდა და გარკვეულ თანხას მაძლევდა. დიტო გამოკეთდა, თანხაც გავისტუმრე, ეს არ იყო მნიშვნელოვანი რამ, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ დიტოს ცუდი მდგომარეობა ჰქონდა. ექიმების დასკვნით, ღეროვანი უჯრედების გადანერგვა სჭირდებოდა. ამ ყველაფერს 150 ათასი ევრო უნდოდა. დიტო უიმედოდ იყო, ვატყობდი, რომ ხელი ჩაქნეული ჰქონდა, რადგან ამხელა თანხა არავის ჰქონდა. ერთ დღესაც, მასთან საავადმყოფოში მივედი, ისეთ მდგომარეობაში დამხვდა, სიცოცხლეს ებრძოდა. ვუთხარი, ყველაფერს გავაკეთებთ, ოღონდ, შენი სიცოცხლისთვის უნდა იბრძოლო-მეთქი. ასეთი სიტყვები მითხრა, - 36 წლის ვარ, მყავს ცოლი, შვილები, რაღაცას მივაღწიე, ამ ქვეყანაზე რაღაც ვნახე, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერს თავის დრო აქვსო. რად ღირს ჩემი სიცოცხლის გადარჩენა, როცა გვერდით პალატაში სამი წლის პატარა ბავშვი წევს, რომელსაც ამ ქვეყანაზე არაფერი უნახავს და შეიძლება, დაიღუპოს, როგორ ვიცოცხლოო. ჩემ წინ სულგრძელი და ვაჟკაცი ადამიანი იდგა... ხმის აწევა დამჭირდა იმისთვის, რომ დიტო მომებრუნებინა, რომ მას უნდა ებრძოლა იმისთვის, რათა პრობლემა დაეძლია, ოპტიმისტურად ყოფილიყო. მერე იმ ცნობილ ჟურნალისტებს, ვისთანაც წლების განმავლობაში მე და დიტოს ნამუშევარი გვქონდა, ავუხსენი, რომ ყველას ერთად უნდა გვეზრუნა დიტოს გადასარჩენად. დიდი მადლობა მათ თანადგომისთვის. "იავნანას" ყუთები ვთხოვეთ და "გუდვილში" მეგობრის გადასარჩენად მათხოვრობა დავიწეთ. იმ აქციებმა ის შედეგი გამოიღო, რომ მასში ბიზნესმენები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო და ასევე ბევრი კეთილი ადამიანი. მერია, კახი კალაძე (მაშინ ფეხბურთელი იყო). თანხა ყველამ უანგაროდ გაიღო...

დიტო შარშან, იანვარში გერმანიაში გავამგზავრეთ, სადაც ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს. იმის მერე, ფონდს, რომელიც დიტოს გადასარჩენად შევქმენი, გადავარქვი სახელი და "დიმიტრი ცინცაძის სახელი" მივანიჭე. ამ ფონდმა კი პირველი დახმარება 8 წლის თენგო ზაკაშვილის აღმოუჩინა, მორჩენილი თანხები მის დასახმარებლად გადავიღეთ... თენგოც გადარჩა...

დღესდღეობით დიმიტრი ცინცაძის ფონდს 300.000 ლარამდე აქვს დახარჯული. ერთი წლის განმავლობაში დახმარება 30 პატარას გაუწია. შემიძლია ვთქვა, რომ მათგან 4 სრულად განიკურნა. 7 ბავშვი "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა" სიკვდილს გამოგლიჯა ხელიდან. სასწარაფოდ სჭირდებოდათ წამალი, რომელიც საქართველოში არ იშოვებოდა. ფონდმა შეუძინა. სამწუხაროდ, გარდაგვეცვალა ერთი პატარა, ჩვენი ნათლული. ვერ გადავარჩინეთ. ის იყო ბოლო წერტილი იმისთვის, რომ პარლამენტის წინ აქცია მოგვეწყო. აქციაზე ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგიენკო მოვიდა. შეხვედრა გვქონდა დავით უსუფაშვილთან, ნოდარ ხადურთანაც. შეგვპირდნენ, რომ 2014 წლის ბიუჯეტში ყურადღება მიექცევა ამ პრობლემას. ბიუჯეტში უკვე გაიწერა, რომ საქართველოში ლეიკემიითა და ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვებისთვის ცენტრი აშენდება. ბატონმა დავითმა ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადადგა და იგი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს - გერმანიას, ამერიკას და ბრიტანეთს დაუკავშირდა, სადაც ჩვენი მედიკოსების გადამზადება მოხდება, რომ ქართველმა მედიკოსებმა ამ მიმართულებით ტრენინგები გაიარონ. ლაპარაკია იმაზეც, რომ დონორთა ბანკი შეიქმნას.

ეს პრობლემა უამრავ ადამიანს აქვს, მაგრამ ვერ ვეხმარებით, რადგან ფონდში იმ რაოდენობის თანხები არ შემოდის, რომ სრულყოფილი დახმარება გავუწიოთ. ამიტომ, ვინც გადაუდებელია, პირველად იმას ვეხმარებით. ტელეკომპანიები: "საზოგადოებრივი მაუწყებელი" და "რუსთავი 2", საქპატენტი, საჯარო რეესტრი, საქართველოს ბანკის თანამშრომლების ნაწილი, ვისაც რამდენი შეუძლია, ხელფასიდან ყოველთვიურად ფონდში ვრიცხავთ. არადა, საქართველოში 1.300.000 ადამიანია დასაქმებული და ყველამ რომ გაიღოს მცირედიც... ამიტომ მოვუწოდებ ყველას, დავეხმაროთ და გადავარჩინოთ ჩვენი შვილები. ეს ის თაობაა, რომელმაც ჩვენი მომავალი ცხოვრება უნდა გადაიბარონ, ქვეყანა მართონ. თან, ეს სისხლის დაავადება ისეთი რამ არის, ვის როდის დაემართება, არავინ იცის. სანამ ეს საშინელება, ვინეს კართან დაიჩოქებს, ჯობია, ვიბრძოლოთ და გავერთიანდეთ. ჩვენ, მე და ჩემი მეგობრები ერთ მუშტად შევიკარით... ერთ რამეს მივხვდი. როდესაც ადამიანებს უჭირთ, მაშინ ერთიანდებიან. მადლობა უფალს, ღმერთის ნებაც იყო, რომ ეს შევძელით. ეს იყო ჩვენი ერთიანობის და ერთად ყოფნის სიძლიერე. ახლა 1.300.000 ადამიანი უნდა გავერთიანდეთ და თითო ლარი გავიღოთ იმისთვის, რომ ადამიანებს დავეხმაროთ. დამიჯერეთ, ეს ჩვენ ერთობლივად შეგვიძლია!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია