სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებას ახალი ნორმები დაარეგულირებს
სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებას ახალი ნორმები დაარეგულირებს

პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სეს­ხის და იპო­თე­კის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ახალ მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ნორ­მებს აწე­სებს, დღე­ი­დან ამოქ­მედ­და. "სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექსში" და "სა­აღ­სრუ­ლე­ბო წარ­მო­ე­ბა­თა შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი "სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაც­ნე­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა და ის ძა­ლა­ში 28 იან­ვრი­დან შე­ვი­და.

სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იპო­თე­კის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ნო­ტა­რო წე­სით და­მოწ­მე­ბა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ზღუდ­ვა არ გავ­რცელ­დე­ბა კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­ზე, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე, არა­სა­ბან­კო სა­დე­პო­ტი­ზო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე - საკ­რე­დი­ტო კავ­ში­რებ­ზე და კვა­ლი­ფი­ცი­ურ საკ­რე­დი­ტო ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე. ნო­ტა­რი­უსს ეკის­რე­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, გა­ნუ­მარ­ტოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მხა­რე­ებს (გან­სა­კუთ­რე­ბით, მო­ვა­ლეს) ის სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­დე­გე­ბი, რაც მათი მხრი­დან სეს­ხი­სა და იპო­თე­კის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას მოჰ­ყვე­ბა.

იპო­თე­კით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­მართ დგინ­დე­ბა ყო­ველ­თვი­უ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის ზღვრუ­ლი ოდე­ნო­ბა: იპო­თე­კით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­სათ­ვის, გარ­და 1,000 ლა­რამ­დე (ან მისი ექ­ვი­ვა­ლენ­ტი უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში) გა­ცე­მუ­ლი სეს­ხე­ბი­სა, მხა­რე­თა შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყო­ველ­თვი­უ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი, სეს­ხით სარ­გებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ხარ­ჯის ჩათ­ვლით (გარ­და იპო­თე­კის სა­ნო­ტა­რო წე­სით და­მოწ­მე­ბა­სა და იპო­თე­კის რე­გის­ტრა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბი­სა), არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ვებ-გვერ­დზე ყო­ველ­თვი­უ­რად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი სეს­ხე­ბის სა­ბაზ­რო საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბის წინა კა­ლენ­და­რუ­ლი წლის არით­მე­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლოს 2.5-მაგი ოდე­ნო­ბის მე­თორ­მე­ტედს და ის მოქ­მე­დებს ყო­ვე­ლი წლის 1 მარ­ტი­დან. (აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ზღუდ­ვა არ ვრცელ­დე­ბა კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­ზე, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე, არა­სა­ბან­კო სა­დე­პო­ტი­ზო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე - საკ­რე­დი­ტო კავ­ში­რებ­ზე და კვა­ლი­ფი­ცი­ურ საკ­რე­დი­ტო ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე).

რაც შე­ე­ხე­ბა იძუ­ლე­ბი­თი აუქ­ცი­ო­ნის წე­სით ქო­ნე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბი "სა­აღ­სრუ­ლე­ბო წარ­მო­ე­ბა­თა შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და, რომ­ლის თა­ნახ­მად, იძუ­ლე­ბი­თი აუქ­ცი­ო­ნის გზით ქო­ნე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სას შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა პირ­ვე­ლი და ორი გან­მე­ო­რე­ბი­თი აუქ­ცი­ო­ნის ჩა­ტა­რე­ბა. ეს ინი­ცი­ა­ტორ­თა შე­ფა­სე­ბით, აუქ­ცი­ონ­ზე გა­ტა­ნი­ლი ქო­ნე­ბის სა­წყი­სი ფა­სის ვარ­დნის პრო­ცესს შე­ა­ნე­ლებს და შექ­მნის მის რე­ა­ლურ სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბას­თან მი­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბით რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებას ახალი ნორმები დაარეგულირებს

სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებას ახალი ნორმები დაარეგულირებს

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ახალ მარეგულირებელ ნორმებს აწესებს, დღეიდან ამოქმედდა. "სამოქალაქო კოდექსში" და "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებები "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა და ის ძალაში 28 იანვრიდან შევიდა.

სავალდებულო ხდება სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება, თუმცა აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, არასაბანკო სადეპოტიზო დაწესებულებებზე - საკრედიტო კავშირებზე და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებზე. ნოტარიუსს ეკისრება ვალდებულება, განუმარტოს ხელშეკრულების მხარეებს (განსაკუთრებით, მოვალეს) ის სამართლებრივი შედეგები, რაც მათი მხრიდან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას მოჰყვება.

იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების მიმართ დგინდება ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის ზღვრული ოდენობა: იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებისათვის, გარდა 1,000 ლარამდე (ან მისი ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში) გაცემული სესხებისა, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით (გარდა იპოთეკის სანოტარო წესით დამოწმებასა და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა), არ უნდა აღემატებოდეს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის არითმეტიკული საშუალოს 2.5-მაგი ოდენობის მეთორმეტედს და ის მოქმედებს ყოველი წლის 1 მარტიდან. (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, არასაბანკო სადეპოტიზო დაწესებულებებზე - საკრედიტო კავშირებზე და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებზე).

რაც შეეხება იძულებითი აუქციონის წესით ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ მიმართულებით ცვლილებები "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში განხორციელდა, რომლის თანახმად, იძულებითი აუქციონის გზით ქონების რეალიზაციისას შესაძლებელი გახდება პირველი და ორი განმეორებითი აუქციონის ჩატარება. ეს ინიციატორთა შეფასებით, აუქციონზე გატანილი ქონების საწყისი ფასის ვარდნის პროცესს შეანელებს და შექმნის მის რეალურ საბაზრო ღირებულებასთან მიახლოვებული ღირებულებით რეალიზაციის მეტ შესაძლებლობას.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ