კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემურ ჭყონია: "ვცდილობ, მოვამზადო ნიადაგი აფხაზეთში ადგილის დასამკვიდრებლად"
თემურ ჭყონია: "ვცდილობ, მოვამზადო ნიადაგი აფხაზეთში ადგილის დასამკვიდრებლად"

"აფხა­ზე­თი ჩვე­ნია!" - ამ ლო­ზუნ­გით გა­მო­ხა­ტა თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბამ პრო­ტეს­ტი აფხა­ზეთ­ში "მაკ­დო­ნალდსის" ბრენ­დის შე­ტა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ვნე­ბა­თა­ღელ­ვა მოჰ­ყვა ცენ­ტრა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ის სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ანონსს, რო­მე­ლიც იუ­წყე­ბო­და, რომ "მაკ­დო­ნალდსის" ქსე­ლი აფხა­ზეთ­შიც მალე გაჩ­ნდე­ბო­და. ვინ იყო აფხა­ზეთ­ში მსოფ­ლიო ბრენ­დის შე­ტა­ნის ინი­ცი­ა­ტო­რი და, რა სტა­ტუ­სით უნდა მომ­ხდა­რი­ყო სა­ქარ­თვე­ლოს ამ მი­წა­ზე კომ­პა­ნი­ის მუ­შა­ო­ბა, ამის შე­სა­ხებ "კვი­რის პა­ლიტ­რას" სა­ქარ­თვე­ლო­ში "მაკ­დო­ნალდსის" "ფრენ­ჩა­ი­ზის" მფლო­ბე­ლი თე­მურ ჭყო­ნია ესა­უბ­რა:

- "მაკ­დო­ნალდსის" სა­იტ­ზე აფხა­ზე­თის თე­მის გა­მო­ჩე­ნამ მარ­თლაც დიდი ხმა­უ­რი გა­მო­იწ­ვია. ვე­სა­უბ­რე კომ­პა­ნი­ის იუ­რის­ტებს და მი­თხრეს, რომ ეს სა­ი­ტის მე­ნე­ჯე­რის შეც­დო­მა იყო. მერ­წმუ­ნეთ, მათ არც უფიქ­რი­ათ აფხა­ზეთ­ში რეს­ტორ­ნე­ბის გახ­სნა. ამ სა­კითხს პო­ლი­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რი არ ახ­ლავს.

- სა­იტ­ზე მსგავ­სი ანონ­სის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა ისე გა­ი­გეს, თით­ქოს "მაკ­დო­ნალდსი" არ­ღვევ­და მსოფ­ლი­ოს მიერ აღი­ა­რე­ბულ ეკო­ნო­მი­კურ რუ­კას, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა აღი­ა­რე­ბუ­ლია.

- მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, რომ სა­იტ­ზე იმ ჩა­ნა­წე­რის გა­ჩე­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რი რუ­კის დარ­ღვე­ვას არ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. იქ არა­ვინ ფიქ­რობს აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვეყ­ნად გან­ხილ­ვას. დიახ, გვაქვს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, სა­დაც აფხა­ზე­თი, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის. სწო­რედ ამ ეკო­ნო­მი­კუ­რი რუ­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მოხ­და ჩა­ნა­წე­რის გა­უქ­მე­ბაც. და­მი­ჯე­რეთ, იუ­რი­დი­ულ დო­კუ­მენტს ასე­თი გი­გან­ტი კომ­პა­ნი­ე­ბი არაფ­რის ფა­სად არ არ­ღვე­ვენ.

- მა­შინ ერთი ვერ­სია გვრჩე­ბა - აფხა­ზეთ­ში შეს­ვლის იდეა თქვენ მი­ა­წო­დეთ კომ­პა­ნი­ას. თუკი ასეა, თა­მა­მი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­გი­ღი­ათ, არ­გუ­მენ­ტე­ბიც მზად უნდა გქო­ნო­დათ ამის­თვის.

- ცენ­ტრში ჩემს მო­თხოვ­ნას ან­გა­რიშს უწე­ვენ და გვე­კი­თხე­ბი­ან, სად შე­იძ­ლე­ბა იყოს სარ­ფი­ა­ნი ახა­ლი რეს­ტორ­ნის მშე­ნებ­ლო­ბაო. ჩვენ ერ­თად ვსწავ­ლობთ ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას და ყვე­ლა დე­ტალს ვით­ვა­ლის­წი­ნებთ. სა­კითხს სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ან რუ­კა­ზე გან­ვი­ხი­ლავთ. აფხა­ზეთ­ში რომ რეს­ტორ­ნე­ბი არ გვაქვს, ამ რუ­კა­ზე ნათ­ლად ჩანს. ამი­ტომ კი­თხუ­ლო­ბენ, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა იქ რეს­ტორ­ნის აშე­ნე­ბაო. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ოღონდ მა­შინ, რო­დე­საც იუ­რი­დი­უ­ლად და ეკო­ნო­მი­კუ­რად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით-მეთ­ქი. სწო­რედ ეს გახ­და შეც­დო­მის მი­ზე­ზი...

- გა­მო­დის, ამ გეგ­მის ერ­თგვა­რი ინი­ცი­ა­ტო­რი მა­ინც თქვენ ყო­ფილ­ხართ. რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში?

- ყვე­ლას უნდა რა­ღაც გა­ა­კე­თოს აფხა­ზეთ­ში. თუმ­ცა არას­ტა­ბი­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო იქ ბიზ­ნე­სის და­წყე­ბას ბევ­რი ერი­დე­ბა. გარ­და ამი­სა, არ არის სა­ბან­კო სის­ტე­მა სრუ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. 20 წე­ლია, კონ­ფლიქ­ტი გვაქვს და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ეკო­ნო­მი­კის კუ­თხით ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არა­ფე­რი გაგ­ვი­კე­თე­ბია. რუ­სე­თი პი­რი­ქით, ცდი­ლობს, არა­სა­რის­კო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბით შე­ვი­დეს აფხა­ზეთ­ში და ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­როს. ამ ტე­რი­ტო­რი­ის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლია ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც მეც მა­ინ­ტე­რე­სებს. ვცდი­ლობ, მო­ვამ­ზა­დო ნი­ა­და­გი აფხა­ზეთ­ში ად­გი­ლის და­სამ­კვიდ­რებ­ლად.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

თემურ ჭყონია: "ვცდილობ, მოვამზადო ნიადაგი აფხაზეთში ადგილის დასამკვიდრებლად"

თემურ ჭყონია: "ვცდილობ, მოვამზადო ნიადაგი აფხაზეთში ადგილის დასამკვიდრებლად"

"აფხაზეთი ჩვენია!" - ამ ლოზუნგით გამოხატა თბილისის მოსახლეობამ პროტესტი აფხაზეთში "მაკდონალდსის" ბრენდის შეტანის წინააღმდეგ. საზოგადოების ვნებათაღელვა მოჰყვა ცენტრალური კომპანიის საიტზე გამოქვეყნებულ ანონსს, რომელიც იუწყებოდა, რომ "მაკდონალდსის" ქსელი აფხაზეთშიც მალე გაჩნდებოდა. ვინ იყო აფხაზეთში მსოფლიო ბრენდის შეტანის ინიციატორი და, რა სტატუსით უნდა მომხდარიყო საქართველოს ამ მიწაზე კომპანიის მუშაობა, ამის შესახებ "კვირის პალიტრას" საქართველოში "მაკდონალდსის" "ფრენჩაიზის" მფლობელი თემურ ჭყონია ესაუბრა:

- "მაკდონალდსის" საიტზე აფხაზეთის თემის გამოჩენამ მართლაც დიდი ხმაური გამოიწვია. ვესაუბრე კომპანიის იურისტებს და მითხრეს, რომ ეს საიტის მენეჯერის შეცდომა იყო. მერწმუნეთ, მათ არც უფიქრიათ აფხაზეთში რესტორნების გახსნა. ამ საკითხს პოლიტიკური ფაქტორი არ ახლავს.

- საიტზე მსგავსი ანონსის გამოქვეყნება ისე გაიგეს, თითქოს "მაკდონალდსი" არღვევდა მსოფლიოს მიერ აღიარებულ ეკონომიკურ რუკას, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია.

- მინდა დაგარწმუნოთ, რომ საიტზე იმ ჩანაწერის გაჩენა ეკონომიკური რუკის დარღვევას არ ემსახურებოდა. იქ არავინ ფიქრობს აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნად განხილვას. დიახ, გვაქვს ხელშეკრულება, სადაც აფხაზეთი, ბუნებრივია, საქართველოს შემადგენლობაში შედის. სწორედ ამ ეკონომიკური რუკის გათვალისწინებით მოხდა ჩანაწერის გაუქმებაც. დამიჯერეთ, იურიდიულ დოკუმენტს ასეთი გიგანტი კომპანიები არაფრის ფასად არ არღვევენ.

- მაშინ ერთი ვერსია გვრჩება - აფხაზეთში შესვლის იდეა თქვენ მიაწოდეთ კომპანიას. თუკი ასეა, თამამი გადაწყვეტილება მიგიღიათ, არგუმენტებიც მზად უნდა გქონოდათ ამისთვის.

- ცენტრში ჩემს მოთხოვნას ანგარიშს უწევენ და გვეკითხებიან, სად შეიძლება იყოს სარფიანი ახალი რესტორნის მშენებლობაო. ჩვენ ერთად ვსწავლობთ ადგილმდებარეობას და ყველა დეტალს ვითვალისწინებთ. საკითხს საქართველოს ერთიან რუკაზე განვიხილავთ. აფხაზეთში რომ რესტორნები არ გვაქვს, ამ რუკაზე ნათლად ჩანს. ამიტომ კითხულობენ, შესაძლებელია თუ არა იქ რესტორნის აშენებაო. შესაძლებელია, ოღონდ მაშინ, როდესაც იურიდიულად და ეკონომიკურად ჩამოვყალიბდებით-მეთქი. სწორედ ეს გახდა შეცდომის მიზეზი...

- გამოდის, ამ გეგმის ერთგვარი ინიციატორი მაინც თქვენ ყოფილხართ. რატომ გადაწყვიტეთ ბიზნესის დაწყება კონფლიქტის ზონაში?

- ყველას უნდა რაღაც გააკეთოს აფხაზეთში. თუმცა არასტაბილური მდგომარეობის გამო იქ ბიზნესის დაწყებას ბევრი ერიდება. გარდა ამისა, არ არის საბანკო სისტემა სრულად ჩამოყალიბებული. 20 წელია, კონფლიქტი გვაქვს და ამ ხნის განმავლობაში ეკონომიკის კუთხით ამ ტერიტორიაზე არაფერი გაგვიკეთებია. რუსეთი პირიქით, ცდილობს, არასარისკო ინვესტიციებით შევიდეს აფხაზეთში და ადგილი დაიმკვიდროს. ამ ტერიტორიის დაბრუნების შემდეგ შესაძლებელია ბიზნესის წარმოება, რომელიც მეც მაინტერესებს. ვცდილობ, მოვამზადო ნიადაგი აფხაზეთში ადგილის დასამკვიდრებლად.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა