კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანელები ჰიჩკოკის ჰოლოკოსტზე გადაღებულ უცნობ ფილმს გამოუშვებენ
ბრიტანელები ჰიჩკოკის ჰოლოკოსტზე გადაღებულ უცნობ ფილმს გამოუშვებენ

2015 წელს ბრი­ტა­ნე­თის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ჰო­ლო­კოსტზე დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მს გა­უშ­ვე­ბენ, რომ­ლის გა­და­ღე­ბა­შიც ალფ­რედ ჰი­ჩკოკ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

რე­ჟი­სო­რი სუ­რათ­ზე 1945 წლი­დან მე­გო­ბარ ბა­რონ სიდ­ნი ბერნსტა­ინ­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და. ფილმში, რო­მე­ლიც ნა­ცის­ტე­ბის და­ნა­შა­უ­ლე­ბებს ეძღვნე­ბა, გა­მო­ი­ყე­ნეს ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნელ­მა და საბ­ჭო­თა სამ­ხედ­რო­ებ­მა გა­და­ი­ღეს.

კერ­ძოდ, სუ­რათ­ში ბრი­ტა­ნე­ლი ოპე­რა­ტო­რის გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი ჩარ­თეს, რო­მელ­მაც 1945 წელს ბერ­გენ-ბელ­ზე­ნის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღ­ბეჭ­და. ოპე­რა­ტო­რის თქმით, ჰი­ჩკოკ­მა ფირი რომ ნახა, იმ­დე­ნად შეძრწუნ­და, რომ ერთი კვი­რა სტუ­დი­ა­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

თა­ვი­დან ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ფილ­მი მოკ­ლე დრო­ში გა­კეთ­დე­ბო­და, მაგ­რამ მას­ზე მუ­შა­ო­ბა გა­ი­წე­ლა. იმ დრო­ის­თვის, რო­დე­საც ის უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო, სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ზე ფილ­მის გა­მოშ­ვე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გაქ­რა. მო­კავ­ში­რე­თა სარ­დლო­ბის აზ­რით, ფილ­მის ჩვე­ნე­ბა გერ­მა­ნი­ის ომის შემ­დგომ ფეხ­ზე დად­გო­მას შე­უშ­ლი­და ხელს.

ახლა სა­იმ­პე­რა­ტო­რო ომის მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სა­დაც ფირი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხე­ბო­და, ფილ­მის ისე­თი სა­ხით გა­მოშ­ვე­ბას აპი­რე­ბენ, რო­გორც იგი ჰი­ჩკოკ­მა და მის­მა თა­ნა­ავ­ტო­რებ­მა ჩა­ი­ფიქ­რეს. მთე­ლი ფირი ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით აღად­გი­ნეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Independent-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ბრიტანელები ჰიჩკოკის ჰოლოკოსტზე გადაღებულ უცნობ ფილმს გამოუშვებენ

ბრიტანელები ჰიჩკოკის ჰოლოკოსტზე გადაღებულ უცნობ ფილმს გამოუშვებენ

2015 წელს ბრიტანეთის ტელევიზიაში ჰოლოკოსტზე დოკუმენტურ ფილმს გაუშვებენ, რომლის გადაღებაშიც ალფრედ ჰიჩკოკმა მიიღო მონაწილეობა.

რეჟისორი სურათზე 1945 წლიდან მეგობარ ბარონ სიდნი ბერნსტაინთან ერთად მუშაობდა. ფილმში, რომელიც ნაცისტების დანაშაულებებს ეძღვნება, გამოიყენეს ჩანაწერები, რომელიც ბრიტანელმა და საბჭოთა სამხედროებმა გადაიღეს.

კერძოდ, სურათში ბრიტანელი ოპერატორის გადაღებული კადრები ჩართეს, რომელმაც 1945 წელს ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლება აღბეჭდა. ოპერატორის თქმით, ჰიჩკოკმა ფირი რომ ნახა, იმდენად შეძრწუნდა, რომ ერთი კვირა სტუდიაში არ გამოჩენილა.

თავიდან ვარაუდობდნენ, რომ ფილმი მოკლე დროში გაკეთდებოდა, მაგრამ მასზე მუშაობა გაიწელა. იმ დროისთვის, როდესაც ის უკვე დამთავრებული იყო, საკონცენტრაციო ბანაკებზე ფილმის გამოშვების აუცილებლობა გაქრა. მოკავშირეთა სარდლობის აზრით, ფილმის ჩვენება გერმანიის ომის შემდგომ ფეხზე დადგომას შეუშლიდა ხელს.

ახლა საიმპერატორო ომის მუზეუმის თანამშრომლები, სადაც ფირი წლების განმავლობაში ინახებოდა, ფილმის ისეთი სახით გამოშვებას აპირებენ, როგორც იგი ჰიჩკოკმა და მისმა თანაავტორებმა ჩაიფიქრეს. მთელი ფირი ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით აღადგინეს.

მომზადებულია The Independent-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება