ინგლისის საგრაფო სურეიში მცხოვრები 39 წლის ჟერალდ აბრაამსი პარტნიორს ორიგინალური ხერხით ეძებს. ის ყველგან პლაკატებით დადის და პოტენციურ საპატარძლოებს ეცნობა. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჟერალდს პლაკატებით ნახავთ, რომელზეც წერია, რომ "2014 წელს შავგვრემანი ქალი იძებნება".
ის ამბობს, რომ შავგვრემანი გოგონა გაცილებით სექსუალური და ცეცხლოვანია და შვილები მხოლოდ ასეთი ქალისგან ეყოლება. აბრაამსი იმედოვნებს, რომ ცოლს 2014 წელს მაინც იპოვის.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.