პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სატანის ორ მეტრიანი ქანადაკების მაკეტი წარმოადგინეს
სატანის ორ მეტრიანი ქანადაკების მაკეტი წარმოადგინეს

სა­ტა­ნის ამე­რი­კუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ეშ­მა­კის ძეგლის პრო­ექ­ტი წარ­მო­ად­გი­ნეს, რომ­ლის დად­გმა­საც ოკ­ლაჰო­მას შტა­ტის კა­პი­ტო­ლი­უ­მის შე­ნო­ბას­თან (სა­დაც მთავ­რო­ბა და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოა გან­თავ­სე­ბუ­ლი) სურთ.

პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბის აზ­რით, ორ­მეტ­რი­ან­მა სკულპ­ტუ­რამ ბიბ­ლი­ურ ათ მცნე­ბას მი­ძღვნი­ლი მო­ნუ­მენ­ტი უნდა ჩა­ა­ნაც­ვლოს, რო­მე­ლიც კა­პი­ტო­ლი­უმ­თან 2012 წელს დად­გეს. ძეგლის პრო­ექ­ტში სა­ტა­ნა თხის თა­ვი­ა­ნი, ქა­ლის სხე­უ­ლი­ა­ნი, ჩლი­ქე­ბი­ა­ნი, რქე­ბი­ა­ნი და ფრთე­ბი­ა­ნი არ­სე­ბის - ბა­ფო­მე­ტის სა­ხი­თაა გა­მო­სა­ხუ­ლი. ბა­ფო­მე­ტი პენ­ტაგ­რა­მი­ან ტახ­ტზე ზის და მომ­ღი­მა­რი ბავ­შვე­ბი არ­ტყამს გარს.

განმცხა­დებ­ლე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ ძეგლის მი­ზა­ნია ოკ­ლაჰო­მა-სი­ტი­სა და სხვა ქა­ლა­ქე­ბის სა­ტა­ნის­ტე­ბის მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა ასა­ხოს. "მო­ნუ­მენტს ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც ექ­ნე­ბა - ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ანს შე­ეძ­ლე­ბა სა­ტა­ნას კალ­თა­ში ჩა­უჯ­დეს, რომ ჩა­ფიქ­რდეს და შთა­გო­ნე­ბა მი­ი­ღოს",- ნათ­ქვა­მია ავ­ტო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ტა­ნის­ტე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვამ ოკ­ლაჰო­მას შტა­ტის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში მკვეთ­რი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია. "ჩვენ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი მომთმენ­ნი უნდა ვი­ყოთ, მაგ­რამ ეს ოკ­ლაჰო­მაა და აქ გარ­კვე­უ­ლი რა­ღა­ცე­ბი დაშ­ვე­ბუ­ლი არაა",- გა­ნა­ცხა­და შტა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი პა­ლა­ტის წევ­რმა დონ არმსმა.

კა­პი­ტო­ლო­უმ­თან 2012 წელს ათ მცნე­ბას მი­ძღვნი­ლი ძეგლის დად­გმის შემ­დეგ, აქ­ტი­ვის­ტე­ბის ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი ძეგლის დე­მონ­ტა­ჟის მო­თხოვ­ნით და ალ­ტერ­ნატ­ლი­უ­ლი ძეგლის დად­გმის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Associated Press-ის მი­ხედ­ვით.

გეგა
0

რასაც ემსახურებიან ის ძეგლი დაუდგამთ, ჩვენც მაგას გვაძალებენ დემოკრატიის სახელით. 

სატანის ორ მეტრიანი ქანადაკების მაკეტი წარმოადგინეს

სატანის ორ მეტრიანი ქანადაკების მაკეტი წარმოადგინეს

სატანის ამერიკული დაჯგუფების წარმომადგენლებმა ეშმაკის ძეგლის პროექტი წარმოადგინეს, რომლის დადგმასაც ოკლაჰომას შტატის კაპიტოლიუმის შენობასთან (სადაც მთავრობა და უზენაესი სასამართლოა განთავსებული) სურთ.

პროექტის ავტორების აზრით, ორმეტრიანმა სკულპტურამ ბიბლიურ ათ მცნებას მიძღვნილი მონუმენტი უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც კაპიტოლიუმთან 2012 წელს დადგეს. ძეგლის პროექტში სატანა თხის თავიანი, ქალის სხეულიანი, ჩლიქებიანი, რქებიანი და ფრთებიანი არსების - ბაფომეტის სახითაა გამოსახული. ბაფომეტი პენტაგრამიან ტახტზე ზის და მომღიმარი ბავშვები არტყამს გარს.

განმცხადებლები განმარტავენ, რომ ძეგლის მიზანია ოკლაჰომა-სიტისა და სხვა ქალაქების სატანისტების მსოფლმხედველობა ასახოს. "მონუმენტს ფუნქციონალური დანიშნულებაც ექნება - ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება სატანას კალთაში ჩაუჯდეს, რომ ჩაფიქრდეს და შთაგონება მიიღოს",- ნათქვამია ავტორების განცხადებაში.

სატანისტების ინიციატივამ ოკლაჰომას შტატის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებში მკვეთრი რეაქცია გამოიწვია. "ჩვენ განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანებისადმი მომთმენნი უნდა ვიყოთ, მაგრამ ეს ოკლაჰომაა და აქ გარკვეული რაღაცები დაშვებული არაა",- განაცხადა შტატის წარმომადგენლობითი პალატის წევრმა დონ არმსმა.

კაპიტოლოუმთან 2012 წელს ათ მცნებას მიძღვნილი ძეგლის დადგმის შემდეგ, აქტივისტების ერთდროულად რამდენიმე ჯგუფი ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით და ალტერნატლიული ძეგლის დადგმის ინიციატივით გამოვიდა.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.