სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უწოდა ჭაბუა ამირეჯიბმა საკუთარ თავს ერთადერთი ''ხეპრე'' გვარში
რატომ უწოდა ჭაბუა ამირეჯიბმა საკუთარ თავს ერთადერთი ''ხეპრე'' გვარში

2013 წლის 17 დე­კემ­ბერს მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი დაკ­რძა­ლეს. მისი რო­მა­ნის, "დათა თუ­თაშ­ხი­ას" მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­ა­ი­გი­ვა იმ როლ­თან, რო­მე­ლიც ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცეს­მა გა­ნა­სა­ხი­ე­რა რე­ჟი­სო­რე­ბის გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძი­სა და გიზო გა­ბეს­კი­რი­ას შვიდსე­რი­ი­ან ფილმში "დათა თუ­თაშ­ხია". წელს ჯერ ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან, შემ­დეგ - გიგა ლირთქი­ფა­ნი­ძე, ახლა ამ ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რი...

ჯა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის სი­ცო­ცხლე­ში მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა, მწერ­ლის ავ­ტო­ინ­ტერ­ვი­უს გას­ცნო­ბო­და.

"თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე. თო­თხმეტ-ნა­ხე­ვარ გირ­ვან­ქას ვი­წო­ნი­დი, ანუ ექვს კი­ლოგ­რამს... აღ­ნა­გო­ბის მი­ხედ­ვით, შე­იძ­ლე­ბო­და ფიქ­რი, რომ მძი­მე წო­ნის სპორ­ტსმე­ნი გავ­ხდე­ბო­დი, მაგ­რამ შტან­გის­ტო­ბა თუ მოკ­რი­ვე­ო­ბა არ მე­წე­რა, კა­ლათ­ბურ­თი ვარ­ჩიე და შემ­დგომ­ში პრო­ფე­სი­ულ პა­ტი­მარ-მარ­ბენ­ლად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი, მაგ­რამ ამა­ზე - მერე იყოს", - ასე იწყებ­და სა­უ­ბარს ჭა­ბუა (მზე­ჭა­ბუკ) ამი­რე­ჯი­ბი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბე­რად აღ­კვე­ცი­ლი - ბერი და­ვი­თი...

ბავ­შვო­ბი­დან ლექ­სებ­სა და მო­თხრო­ბებს წერ­და, მაგ­რამ ოცი წლი­დან ორ­მო­ცამ­დე, ანუ ბა­ნა­კებ­ში გა­ტა­რე­ბულ პე­რი­ოდ­ში და­წე­რი­ლი­დან ცოტა რამ გა­დარ­ჩა.

რა­საც წერ­და, იქვე არ­თმევ­დნენ და ანად­გუ­რებ­დნენ, ამი­ტომ სე­რი­ო­ზუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბა პა­ტიმ­რო­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო. პირ­ვე­ლი მო­თხრო­ბა "რა­ტომ არ და­მა­ცა­დე" 1960 წელს "მნა­თობ­ში" გა­მო­აქ­ვეყ­ნა. 1973-1975 წლებ­შია შექ­მნი­ლი მისი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი რო­მა­ნი "დათა თუ­თაშ­ხია", რო­მელ­მაც მზის შუქი ჯერ ჟურ­ნალ "ცის­კრის" ფურ­ცლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით იხი­ლა.

იმ­ხა­ნად ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი "ცის­კრის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი გახ­ლდათ და რედ­კო­ლე­გი­ას­თან ერ­თად ითა­ვა "დათა თუ­თაშ­ხი­ას" ბეჭდ­ვა. ჟურ­ნა­ლი თვე­ში ერთხელ გა­მო­დი­ო­და და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ელო­და მო­რიგ ნო­მერს, რომ რო­მა­ნის ახა­ლი თავი წა­ე­კი­თხა. "დათა თუ­თაშ­ხი­ას" ბეჭდ­ვის პირ­ველ ეტაპ­ზე გა­მომ­ცემ­ლებს უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი შეხ­ვდათ, მაგ­რამ უკვე გვი­ა­ნი იყო, რად­გან ჟურ­ნალ­ში გა­მო­ჩე­ნის პირ­ვე­ლი­ვე ნომ­რი­დან "დათა თუ­თაშ­ხია" თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და...

ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი მრა­ვა­ლი კრი­ტი­კულ-პუბ­ლი­ცის­ტუ­რი წე­რი­ლის ავ­ტო­რი გახ­ლდათ, წერ­და სცე­ნა­რებს, სტა­ტი­ებს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის სა­კი­თხებ­ზე. 1984-1994 წლებ­ში "გორა მბორ­გა­ლი" იქ­მნე­ბო­და, ხოლო "გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლე" 2003 წლს გა­მო­ი­ცა. ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს ოც­და­ა­თამ­დე ენა­ზე.

ავ­ტო­ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც ზე­ვით ვახ­სე­ნეთ, მწე­რა­ლი მკი­თხველს თა­ვის "ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­შიც" ახე­დებ­და:

"ვწერ ნელა და ძნე­ლად, მაგ­რამ სადა, ად­ვი­ლი ენით, შე­საძ­ლებ­ლო­ბის­და მი­ხედ­ვით - გა­სა­გე­ბად რთულ­სა და ხე­ლუხ­ლე­ბელ თე­მებ­ზე. ვი­წყებ წე­რას მხო­ლოდ მას მერე, როცა წიგნს მთლი­ა­ნად და­ვი­ნა­ხავ და იმ ნა­წყვე­ტით, რო­მე­ლიც იმ მო­მენ­ტში მე­ხა­სი­ა­თე­ბა. გა­დავ­დებ და წა­ვი­კი­თხავ მხო­ლოდ ორი­ოდ კვი­რის შემ­დეგ. ან "ჭკუ­ა­ზე მო­ვიყ­ვან", ან კა­ლა­თა­ში ჩავ­ყრი. გა­მოვ­ტყდე­ბი, უარ­ყო­ფა იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა. ხელ­ნა­წერს არა­ვის ვუ­მა­ლავ. ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებს სხვა­თა აზრი, ამა თუ იმ მცი­რე ნაჭ­რის გა­მოც კი.

რო­გორც ვთქვი, გან­წყო­ბი­ლე­ბის მი­ხედ­ვით ვწერ წიგ­ნის ნა­წი­ლებს. ეს შე­საძ­ლოა, ფი­ნა­ლიც იყოს. როცა ეს ნა­წყვე­ტე­ბი და­წე­რი­ლია, აი, მა­შინ იწყე­ბა ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სა­მუ­შაო - კომ­პო­ზი­ცია, ანუ ამ ნაჭ­რე­ბის ერთ წიგ­ნად შეკ­ვრა, მუ­შა­ო­ბა მა­სა­ლის სწორ გან­ლა­გე­ბა­ზე, ერ­თობ­ლი­ო­ბად ქცე­ვა".

ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი 1921 წლის 18 ნო­ემ­ბერს არის­ტოკ­რა­ტულ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. დედა, მა­რი­ამ ნა­კა­ში­ძე, ქალ­თა უმაღ­ლეს კურ­სებ­დამ­თავ­რე­ბუ­ლი, პე­და­გო­გი, პირ­და­პი­რი შთა­მო­მა­ვა­ლი იყო აფხა­ზე­თის, სა­მეგ­რე­ლო­სა და გუ­რი­ის მთავ­რე­ბი­სა: შერ­ვა­ში­ძე­ე­ბის, და­დი­ა­ნე­ბის, გუ­რი­ე­ლე­ბი­სა და მი­ქე­ლა­ძე­ე­ბი­სა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რატომ უწოდა ჭაბუა ამირეჯიბმა საკუთარ თავს ერთადერთი ''ხეპრე'' გვარში

რატომ უწოდა ჭაბუა ამირეჯიბმა საკუთარ თავს ერთადერთი ''ხეპრე'' გვარში

2013 წლის 17 დეკემბერს მთაწმინდის პანთეონში ჭაბუა ამირეჯიბი დაკრძალეს. მისი რომანის, "დათა თუთაშხიას" მთავარი პერსონაჟი მთელმა საქართველომ გააიგივა იმ როლთან, რომელიც ოთარ მეღვინეთუხუცესმა განასახიერა რეჟისორების გიგა ლორთქიფანიძისა და გიზო გაბესკირიას შვიდსერიიან ფილმში "დათა თუთაშხია". წელს ჯერ ოთარ მეღვინეთუხუცესი წავიდა ამ ქვეყნიდან, შემდეგ - გიგა ლირთქიფანიძე, ახლა ამ ნაწარმოების ავტორი...

ჯაბუა ამირეჯიბის სიცოცხლეში მკითხველს საშუალება მიეცა, მწერლის ავტოინტერვიუს გასცნობოდა.

"თბილისში დავიბადე. თოთხმეტ-ნახევარ გირვანქას ვიწონიდი, ანუ ექვს კილოგრამს... აღნაგობის მიხედვით, შეიძლებოდა ფიქრი, რომ მძიმე წონის სპორტსმენი გავხდებოდი, მაგრამ შტანგისტობა თუ მოკრივეობა არ მეწერა, კალათბურთი ვარჩიე და შემდგომში პროფესიულ პატიმარ-მარბენლად ჩამოვყალიბდი, მაგრამ ამაზე - მერე იყოს", - ასე იწყებდა საუბარს ჭაბუა (მზეჭაბუკ) ამირეჯიბი, მოგვიანებით ბერად აღკვეცილი - ბერი დავითი...

ბავშვობიდან ლექსებსა და მოთხრობებს წერდა, მაგრამ ოცი წლიდან ორმოცამდე, ანუ ბანაკებში გატარებულ პერიოდში დაწერილიდან ცოტა რამ გადარჩა.

რასაც წერდა, იქვე ართმევდნენ და ანადგურებდნენ, ამიტომ სერიოზული ლიტერატურული მოღვაწეობა პატიმრობიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო. პირველი მოთხრობა "რატომ არ დამაცადე" 1960 წელს "მნათობში" გამოაქვეყნა. 1973-1975 წლებშია შექმნილი მისი ყველაზე ცნობილი რომანი "დათა თუთაშხია", რომელმაც მზის შუქი ჯერ ჟურნალ ''ცისკრის'' ფურცლების საშუალებით იხილა.

იმხანად ჯანსუღ ჩარკვიანი ''ცისკრის'' მთავარი რედაქტორი გახლდათ და რედკოლეგიასთან ერთად ითავა ''დათა თუთაშხიას'' ბეჭდვა. ჟურნალი თვეში ერთხელ გამოდიოდა და მთელი საქართველო ელოდა მორიგ ნომერს, რომ რომანის ახალი თავი წაეკითხა. "დათა თუთაშხიას" ბეჭდვის პირველ ეტაპზე გამომცემლებს უსიამოვნებები შეხვდათ, მაგრამ უკვე გვიანი იყო, რადგან ჟურნალში გამოჩენის პირველივე ნომრიდან "დათა თუთაშხია" თითოეული ქართველის განუყოფელი ნაწილი გახდა...

ჭაბუა ამირეჯიბი მრავალი კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილის ავტორი გახლდათ, წერდა სცენარებს, სტატიებს კინემატოგრაფიის საკითხებზე. 1984-1994 წლებში "გორა მბორგალი" იქმნებოდა, ხოლო "გიორგი ბრწყინვალე" 2003 წლს გამოიცა. ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოებები გამოქვეყნებულია მსოფლიოს ოცდაათამდე ენაზე.

ავტოინტერვიუში, რომელიც ზევით ვახსენეთ, მწერალი მკითხველს თავის "ლაბორატორიაშიც" ახედებდა:

"ვწერ ნელა და ძნელად, მაგრამ სადა, ადვილი ენით, შესაძლებლობისდა მიხედვით - გასაგებად რთულსა და ხელუხლებელ თემებზე. ვიწყებ წერას მხოლოდ მას მერე, როცა წიგნს მთლიანად დავინახავ და იმ ნაწყვეტით, რომელიც იმ მომენტში მეხასიათება. გადავდებ და წავიკითხავ მხოლოდ ორიოდ კვირის შემდეგ. ან "ჭკუაზე მოვიყვან", ან კალათაში ჩავყრი. გამოვტყდები, უარყოფა იშვიათად ხდება. ხელნაწერს არავის ვუმალავ. ყოველთვის მაინტერესებს სხვათა აზრი, ამა თუ იმ მცირე ნაჭრის გამოც კი.

როგორც ვთქვი, განწყობილების მიხედვით ვწერ წიგნის ნაწილებს. ეს შესაძლოა, ფინალიც იყოს. როცა ეს ნაწყვეტები დაწერილია, აი, მაშინ იწყება ყველაზე რთული სამუშაო - კომპოზიცია, ანუ ამ ნაჭრების ერთ წიგნად შეკვრა, მუშაობა მასალის სწორ განლაგებაზე, ერთობლიობად ქცევა".

ჭაბუა ამირეჯიბი 1921 წლის 18 ნოემბერს არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა. დედა, მარიამ ნაკაშიძე, ქალთა უმაღლეს კურსებდამთავრებული, პედაგოგი, პირდაპირი შთამომავალი იყო აფხაზეთის, სამეგრელოსა და გურიის მთავრებისა: შერვაშიძეების, დადიანების, გურიელებისა და მიქელაძეებისა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს