სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ბანკმა" წარმომადგენლობითი ოფისი სტამბოლში გახსნა
"საქართველოს ბანკმა" წარმომადგენლობითი ოფისი სტამბოლში გახსნა

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კმა" წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ოფი­სი სტამ­ბოლ­ში გახ­სნა. ოფი­სის გახ­სნა სტამ­ბოლ­ში, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქეთს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი­სა და ვაჭ­რო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ცუ­ლო­ბის არ­სე­ბო­ბით, წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ოფი­სი ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თურ­ქე­თის ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტებ­თან და ბიზ­ნეს წრე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა­ზე.

"მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ სტამ­ბოლ­ში ოფი­სის გახ­სნით, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი" აფარ­თო­ებს მის სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­მარ­თუ­ლე­ბას. ათწლე­ულ­ზე მე­ტია, თურ­ქე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რია და ქვე­ყა­ნა, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტე­ბის დიდი ნა­კა­დი შე­მო­დის. თურ­ქეთ­თან ვაჭ­რო­ბის მო­ცუ­ლო­ბამ 2012 წელს და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­არდ აშშ დო­ლარს მი­აღ­წია, სა­ქარ­თვე­ლო­ში თურ­ქუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ოდე­ნო­ბა კი ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 500 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარ­ზე მე­ტია, რაც ქვე­ყა­ნა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს შე­ად­გენს. ეჭვგა­რე­შეა, რომ თურ­ქე­თი მო­მა­ვა­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი პარტნი­ო­რი და ჩვენ მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბით, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" დიდ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით მო­ვახ­დი­ნოთ იმ ბიზ­ნეს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ორ ქვე­ყა­ნას შო­რის მზარ­დი პარტნი­ო­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს",- გა­ნა­ცხა­და "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ირაკ­ლი გი­ლა­ურ­მა.

სტამ­ბო­ლის ოფი­სი, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" რი­გით მე­ო­თხე უცხო­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბაა თელ-ავი­ვის, ლონ­დო­ნი­სა და ბუ­და­პეშ­ტის შემ­დეგ.

რა? სად? რა ფა­სად?

გა­ი­გეთ "რა­დიო მარ­კეტ­ში"

ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 10:50 და 11:50 სა­ათ­ზე

რა­დიო "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში - FM 103.9

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"საქართველოს ბანკმა" წარმომადგენლობითი ოფისი სტამბოლში გახსნა

"საქართველოს ბანკმა" წარმომადგენლობითი ოფისი სტამბოლში გახსნა

"საქართველოს ბანკმა" წარმომადგენლობითი ოფისი სტამბოლში გახსნა. ოფისის გახსნა სტამბოლში, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ინვესტიციებისა და ვაჭრობის მნიშვნელოვანი მოცულობის არსებობით, წარმომადგენლობითი ოფისი ფოკუსირებული იქნება თურქეთის ფინანსურ ინსტიტუტებთან და ბიზნეს წრეებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე.

"მოხარული ვარ, რომ სტამბოლში ოფისის გახსნით, "საქართველოს ბანკი" აფართოებს მის საერთაშორისო მიმართულებას. ათწლეულზე მეტია, თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ტურისტების დიდი ნაკადი შემოდის. თურქეთთან ვაჭრობის მოცულობამ 2012 წელს დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, საქართველოში თურქული ინვესტიციების ოდენობა კი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტია, რაც ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ეჭვგარეშეა, რომ თურქეთი მომავალი წლების განმავლობაში დარჩება საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, "საქართველოს ბანკის" დიდ გამოცდილებაზე დაყრდნობით მოვახდინოთ იმ ბიზნეს შესაძლებლობების რეალიზაცია, რომელიც ორ ქვეყანას შორის მზარდი პარტნიორობიდან გამომდინარეობს",- განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.

სტამბოლის ოფისი, "საქართველოს ბანკის" რიგით მეოთხე უცხოური წარმომადგენლობაა თელ-ავივის, ლონდონისა და ბუდაპეშტის შემდეგ.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა