მსოფლიო
კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბჭოეთის" ერთადერთი აბიტურიენტი, რომელიც უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხა
"საბჭოეთის" ერთადერთი აბიტურიენტი, რომელიც უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხა

ცნო­ბი­ლი პო­ე­ტი და ფოლკ­ლო­რის­ტი - ეთერ თა­თა­რა­ი­ძე თურ­მე კარ­გა ხანს არ ამ­ხელ­და, რომ ლექ­სებს წერ­და. ბუ­ნე­ბით მო­რი­დე­ბულს, ბევ­რჯერ და­უწ­ვავს კი­დეც სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შე­ვა­რი, რა­საც დღეს ნა­ნობს - მი­იჩ­ნევს, რომ შე­მოქ­მედ­მა ასე­თი რამ არა­სო­დეს არ უნდა ჩა­ი­დი­ნოს. და­ახ­ლო­ე­ბით 9 წლის იყო, როცა მიხ­ვდა, რომ მისი ფიქ­რი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი არ იყო - "სხვა­გან გა­უხ­ვია"... რო­გორც ქალ­ბა­ტონ­მა ეთერ­მა გვი­თხრა, მისი ლექ­სი ხალ­ხუ­რი სა­ზომ-სა­წო­ნით შექ­მნი­ლი კი არა, თუ­შუ­რი დი­ა­ლექ­ტით და­წე­რი­ლი კლა­სი­კუ­რი ლექ­სია... ცოტა არ იყოს, გულ­და­წყვე­ტი­ლია იმ ამ­ბი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის გამო, ვინც პო­ე­ტო­ბას იბ­რა­ლებს და ვი­თომ თუ­შუ­რი დი­ა­ლექ­ტის სა­ბურ­ვლით უმ­სგავ­სო­ბის და­ფარ­ვას ცდი­ლობს.

- ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა კუ­თხე ლა­მა­ზია. მე ჩემ­თვის ულა­მა­ზეს "ქვე­ყა­ნა­ში" - თუ­შეთ­ში და­ვი­ბა­დე. მამა მა­გა­რი თუში მე­ცხვა­რე იყო, დედა - ტი­პუ­რი თუ­შის ქალი, ხელ­საქ­მი­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის მცოდ­ნე. დედა უკვე 88 წლის გახ­ლავთ. ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი, კე­თილ­შო­ბი­ლი და ბევ­რი ამ­ბის მთხრო­ბე­ლია. ჯან­სა­ღი ჭკუა-გო­ნე­ბა და აბ­სო­ლუ­ტუ­რი მხედ­ვე­ლო­ბა დღემ­დე შე­მორ­ჩა. მხო­ლოდ მუხ­ლებ­მა უღა­ლა­ტა - გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირს. ამ­ბობს, - ჯან­მრთე­ლი მუხ­ლე­ბი რომ მქონ­დეს, მთებს თა­ვი­სუფ­ლად მოვ­გლეჯ­დიო (იცი­ნის). 4 დედ­მა­მიშ­ვი­ლი მყავს. მე ნა­ბო­ლა­რა გახ­ლა­ვართ. მო­ხუ­ცე­ბით მდი­დარ უბან­ში ვცხოვ­რობ­დი. ოჯახს ვერ ნა­ხავ­დით, რომ­ლის სახ­ლის წი­ნაც სკამ­ზე მო­ხუ­ცი ცოლ-ქმა­რი არ იჯდა. სამ­წუ­ხა­როდ, "ბერ დედ-პა­პას" (ბე­ბია-ბა­ბუ­ას) ვერ მო­ვეს­წა­რი. ჰოდა, გული მწყდე­ბო­და, როცა ვუ­ყუ­რებ­დი, ჩემი თა­ნა­ტო­ლე­ბი "ბერ დედ-პა­პას" რომ ეხუ­ტე­ბოდ­ნენ. მო­ხუ­ცებ­ზე ვგიჟ­დე­ბო­დი - ყვე­ლას­თან ჩა­ხუ­ტე­ბა შე­მეძ­ლო და მა­თაც ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი. მათ მიერ თუ­შე­თის წარ­სულ­ზე მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბე­ბი შინ "მიმ­ქონ­და", რა­ღაც სი­ტყვა მა­მახ­სოვ­რდე­ბო­და და იმ სი­ტყვის გარ­შე­მო - ამ­ბე­ბი... მო­ხუ­ცე­ბი ერ­თმა­ნეთს "ხმით ნა­ტი­რალს" უამ­ბობ­დნენ, რაც ჩემ­ზე ძა­ლი­ან მოქ­მე­დებ­და და ხში­რად დიდ­ხანს ვერ ვი­ძი­ნებ­დი. მა­გა­ლი­თად, მახ­სოვს, აბა­ლო­ი­ძე­ე­ბის მო­ხუც­მა ჩი­ღო­ელ­მა რძალ­მა თა­ნა­სოფ­ლე­ლი რძლე­ბის და­ხოც­ვის ამ­ბა­ვი გვი­ამ­ბო: რძლებს ზამ­თარ­ში შეშა გა­უ­თავ­დათ და ნგრე­ვის პი­რას მი­სულ ერთ-ერთ სახ­ლთან ხმე­ლი შე­შის გა­მო­საძ­რო­ბად მი­ვიდ­ნენ. შიგ­ნით რომ შე­ვიდ­ნენ, სახ­ლი "და­ჭი­ჭინ­და" (ანუ და­იჭ­რა­ჭუ­ნა) და ორი­ვე ქალი ჩა­ი­ტა­ნა: 1 ახალ­მოყ­ვა­ნი­ლი პა­ტარ­ძა­ლი გახ­ლდათ, მე­ო­რე კი - თოთო ბავ­შვის პატ­რო­ნი. მთხრო­ბელ­მა ბე­ბომ აღ­ნიშ­ნა, - ეს ამ­ბა­ვი ჩემს ბალ­ღო­ბა­ში მოხ­დაო, - და დას­ძი­ნა, თუ რო­გორ გაც­ვლა-გა­მოც­ვლით იტი­რეს და­ღუ­პუ­ლი ქა­ლე­ბი დე­დებ­მა. მიკ­ვირ­და - "გაც­ვლით ტი­რი­ლი" რას ნიშ­ნავს? სა­კუ­თა­რი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი რა­ტომ არ და­ი­ტი­რეს-მეთ­ქი? მე­ო­რე დღეს ბე­ბომ ამიხ­სნა: სა­კუ­თა­რი შვი­ლი რომ და­გე­ტი­რა, ეს თუ­შეთ­ში სირ­ცხვი­ლად მი­იჩ­ნე­ო­და. და­ღუ­პუ­ლი ქა­ლე­ბის ჭი­რი­სუფ­ლებ­მა ეს წესი ბო­ლომ­დე შე­ი­ნა­ხეს, და­მარ­ხვის დღეს კი ამ ყვე­ლა­ფერს ვე­ღარ გა­უძ­ლეს და სა­კუ­თა­რი ქა­ლე­ბი და­ი­ტი­რე­სო... შემ­დეგ, ჩემს სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვარ­ში - "თუ­შუ­რი ხმით ნა­ტი­რა­ლი", სხვა "ნა­ტი­რა­ლებ­თან" ერ­თად, ის 2 შე­დევ­რიც დავ­წე­რე, რო­მელ­მაც დრო, სივ­რცე, ადათ-წესი შე­მო­ი­ნა­ხა...

თით­ქოს უფალ­მა ნა­ნატრ კუ­თხე­ში ნა­ნატრ დროს მო­მახ­ვედ­რა, რად­გან მა­შინ ძა­ლი­ან მა­გა­რი თუ­შე­თი და თუ­შუ­რი ყოფა, ტრა­დი­ცი­ე­ბის მიმ­დე­ვა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჯერ კი­დევ ცო­ცხლობ­და. კავ­კა­სი­ო­ნი გა­და­მივ­ლია - ხურ­ჯი­ნის თვალ­ში ჩას­მი­დან და­წყე­ბუ­ლი, სირ­ბი­ლით ას­ვლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ამ­ჟა­მად თუ­შე­თი ლა­მის ერ­თა­დერ­თი კუ­თხეა, სა­დაც ხალ­ხი დღე­საც "მთა­ბა­რობს": ზა­ფხულს თუ­შეთ­ში ატა­რებს, ზამ­თარს - ალ­ვან­ში... არც მახ­სოვს, ლექ­სე­ბის წერა რო­დის და­ვი­წყე. "თავს ხელი შე­იგ­დე", იოც­ნე­ბე და და­წე­რე - ასე არ ხდე­ბა. ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა, ის უფრო ლექ­სია, რა­საც ჩუ­მად იტი­რებ და ლექ­სად არ ამოს­თქვამ. თუ­შუ­რი დი­ა­ლექ­ტით წერა არა­ვის მო­სა­ხიბ­ლად, არა­ვის მო­სა­ტყუ­ებ­ლად, არაფ­რის გა­სა­ფე­რა­დებ­ლად არ და­მი­წყია. ეს ჩემი სუ­ლის ნამ­დვი­ლი სამ­ყა­რო, ბუ­ნებ­რი­ვი სა­ფიქ­რა­ლია. ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი სა­ში­ნე­ლი ტენ­დენ­ცი­ის გამო, გული მწყდე­ბა: თუ­შუ­რი დი­ა­ლექ­ტი უძ­ვე­ლე­სი და ღრმაა. ბევ­რმა არც თუ­შუ­რი დი­ა­ლექ­ტი იცის და არც - ლექ­სის წერა. ჰგო­ნი­ათ, რაკი აბ­და­უბ­დას სა­ბურ­ველს გა­და­ა­ფა­რე­ბენ, ლექ­სი იქ­ნე­ბა. ეს სა­სა­ცი­ლო იქ­ნე­ბო­და, ამაზ­რზე­ნი რომ არ იყოს.

ავ­ტო­რე­ბის ჩა­მოთ­ვლას არც ვი­კად­რებ. ვე­რა­ვის ავუკ­რძა­ლავ - ყვე­ლას შე­უძ­ლია, თუ­შუ­რი დი­ა­ლექ­ტით წერა და­ი­წყოს და თუკი მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა, მათი პირ­ვე­ლი მე­ხოტ­ბე მე ვიქ­ნე­ბი. მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ზო­გი­ერ­თე­ბი ამ დი­ა­ლექტთან, აზ­როვ­ნე­ბა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან ახ­ლო­საც არ არი­ან. დღეს ლი­ტე­რა­ტუ­რულ ქარ­თულ­შიც კი პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს... თუ­შურ­მა დი­ა­ლექ­ტმა სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, ჩემი ლექ­სე­ბის­თვის ზუს­ტად ის გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბა მი­მე­ცა, რო­გო­რიც მსურ­და. სხვა კუ­თხის დი­ა­ლექ­ტე­ბიც ასე­თი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია - სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი კუ­თხე დიდი სიმ­დიდ­რის პატ­რო­ნია...

- თქვენ მიერ თუ­შუ­რი დი­ა­ლექ­ტით და­წე­რილ ლექ­სებს კრი­ტი­კო­სე­ბიც გა­მო­უჩ­ნდე­ბოდ­ნენ. თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბის სა­წყი­სი ეტა­პის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ.

- ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი გა­მო­მიჩ­ნდნენ. შე­უ­რა­ცხყო­ფას არა­ვის ვა­ყე­ნებ, მაგ­რამ სა­ჭი­როდ არ მი­მიჩ­ნე­ვია, რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი­სათ­ვის მე­პა­სუ­ხა. ამ კრი­ტი­კო­სებს მა­გა­ლი­თად, თა­მაზ ჩხენ­კელ­მა უპა­სუ­ხა. მის­მა სულ­მა მო­მი­ტე­ვოს, რომ ამ გვარ-სა­ხელს ჩემს "სა­თა­მა­მოდ" ვი­ყე­ნებ. სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს, მაგ­რამ უსა­ზღვროდ ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, როცა ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბა ნამ­დვილ­მა ლი­ტე­რა­ტო­რებ­მა ნამ­დვილ ლი­ტე­რა­ტუ­რად მი­ი­ღეს...

- თუ­შე­თი­დან თბი­ლის­ში რა მიზ­ნით ჩა­მოხ­ვე­დით?

- სკო­ლა­ში სწავ­ლა ბე­ბოს (დე­დის დე­დის) სო­ფელ შე­ნა­ქო­ში და­ვი­წყე. შე­ნა­ქოს ეკ­ლე­სი­ა­ში პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი მქონ­და. მერე "სა­ზამ­თრო-სამ­ყოფ­ლო" სკო­ლა­ში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს: 1 ოთახ­ში 4 კლა­სი ვსწავ­ლობ­დით. სულ 9 ბავ­შვი ვი­ყა­ვით. ერ­თა­დერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი - ბათო ბორ­ძი­კი­ძე გვყავ­და. ღვთა­ებ­რი­ვი კაცი იყო, რო­მე­ლიც ოთხი­ვე კლასს გვას­წავ­ლი­და. 4 კლა­სის პროგ­რა­მა 1 წე­ლი­წად­ში გა­ვი­ა­რე. მე­ო­თხე კლა­სამ­დე ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი - გაკ­ვე­თი­ლე­ბის სწავ­ლა არ მი­წევ­და (იცი­ნის). შე­ნა­ქო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ერთი ზამ­თრით გა­ვი­გე, რო­გო­რია იქა­უ­რი ზამ­თა­რი... შემ­დეგ ალ­ვან­ში ჩა­ვე­დი და სა­შუ­ა­ლო სკო­ლა იქ და­ვამ­თავ­რე. კლას­ში ბევ­რი ბავ­შვი რომ ვნა­ხე, გა­და­ვი­რიე. დის­კომ­ფორ­ტს ვგრძნობ­დი, თავ­და­პირ­ვე­ლად სულ ვტი­რო­დი... სკო­ლა 1972 წელს და­ვამ­თავ­რე და იმ დღი­დან თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ვა­ბა­რებ­დი, სა­დაც მეშ­ვი­დე წელს უგა­მოც­დოდ ჩა­ვი­რი­ცხე. მა­ნამ­დე, 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­მოც­და­ზე ნა­ხე­ვა­რი ქულა მაკ­ლდე­ბო­და, მე­ექ­ვსე წელს კი ქარ­თულ წე­რა­ში "2-იანი" მი­ვი­ღე, თე­მის­თვის - "ბუ­ნე­ბა ვაჟა-ფშა­ვე­ლას შე­მოქ­მე­დე­ბა­ში".

- ეს რო­გორ და­გე­მარ­თათ?

- მე - არა... ვა­ჟას "არაგ­ვს" ვარ­ჩევ­დი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ლექ­სი ასე იწყე­ბა: "და­წუ­ხე­ბულ­მა, არაგ­ვო, რო გნა­ხე, გა­ვი­ხა­რეო". სი­ტყვას - "და­წუ­ხე­ბულ­მა" - წი­თე­ლი ხაზი გა­და­უს­ვეს და თავ­ზე და­ა­წე­რეს: "დამ­წუხ­რე­ბულ­მა". ვაჟა არ წერს, რომ დამ­წუხ­რე­ბუ­ლია. "და­წუ­ხე­ბუ­ლი" ფშა­ვუ­რად მო­ნატ­რე­ბულს ნიშ­ნავს. ვა­ჟას ლექ­სის მთე­ლი ცი­ტი­რე­ბა ბრიყვმა გა­მომ­ცდელ­მა "გა­მის­წო­რა" და "2-იანი" მი­ვი­ღე. და­ახ­ლო­ე­ბით ვიცი, ის ადა­მი­ა­ნი ვინც არის, მაგ­რამ არა უშავს - იხა­როს, იბედ­ნი­ე­როს, ქარ­თუ­ლი ის­წავ­ლოს... წლე­ბის შემ­დეგ, როცა ცო­ტა­თი გავ­თა­მამ­დი, წე­რი­ლი დავ­წე­რე: მე - არა, "2-იანი" ვა­ჟას და­უ­წე­რეს-მეთ­ქი. ვა­ჟას ერთ-ერთი "მე­ის­ტო­რი­ეც" გახ­ლა­ვართ. მის ქა­ლიშ­ვილს - გულ­ქან რა­ზი­კაშ­ვილს ვე­სა­უბ­რე­ბო­დი, ინ­ტერ­ვი­უ­ებს ვი­ღებ­დი და წიგ­ნი შევ­ქმე­ნი, რო­მელ­მაც პა­რიზ­ში, ქარ­თულ-ევ­რო­პულ ინ­სტი­ტუ­ტში ილი­ას პრე­მია აიღო...

- ის 6 წე­ლი­წა­დი რო­გორ გა­ა­ტა­რეთ, როცა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას ამა­ოდ ცდი­ლობ­დით?

- აუ­ცი­ლებ­ლად 6-თვი­ა­ნი სტა­ჟი­რე­ბა უნდა "გა­გე­კე­თე­ბი­ნა". წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ბუ­თებს ვერ შე­ი­ტან­დი. ქა­ლაქ­ში ჩემი "და­ტყვე­ვე­ბის" მი­ზე­ზი ეს იყო. იმ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბევ­რგან ვი­მუ­შა­ვე: სა­ტე­ლეგ­რა­ფო აპა­რა­ტე­ბის ქარ­ხა­ნა­ში, რა­დი­ო­ქარ­ხა­ნა­ში, ქა­ლა­ქის პირ­ველ სტამ­ბა­ში (სა­ამ­კინ­ძაო სა­ამ­ქრო­ში), პარ­ფი­უ­მე­რია-კოს­მე­ტი­კის ფაბ­რი­კა "ივე­რი­ა­ში", ბავ­შვთა მე­ცა­მე­ტე სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში... არც ერთი სამ­სა­ხუ­რი ჩემს სუ­ლი­ერ სივ­რცეს­თან არ იყო კავ­შირ­ში, მაგ­რამ ყვე­ლა მათ­გან­ში ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მყავ­და... შემ­დეგ, სტუ­დენ­ტო­ბი­სას პო­პუ­ლა­რუ­ლი გავ­ხდი, რად­გან "საბ­ჭო­ეთ­ში" ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი, ვინც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უგა­მოც­დოდ ჩა­ი­რი­ცხა. ჩემს უგა­მოც­დოდ ჩა­რი­ცხვის სა­ბუთს ბა­ტონ­მა ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ მო­ა­წე­რა ხელი, როცა უამ­ბეს, რო­გო­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტი და პო­ე­ტი ვი­ყა­ვი, ნა­ხე­ვარ ქუ­ლას რო­გორ მაკ­ლებ­დნენ და ვაჟა-ფშა­ვე­ლას შე­მოქ­მე­დე­ბის გან­ხილ­ვა­ში "2-იანი" რო­გორ მი­ვი­ღე... თავ­გა­დაკ­ლუ­ლი ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი, როცა ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან ბიჭი მეს­ტუმ­რა და მი­თხრა, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მე­ლოდ­ნენ. იქ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი - ნუგ­ზარ ფო­ფხა­ძე დამ­ხვდა, რო­მელ­მაც ამიხ­სნა, რომ თით­ქოს ჩემი და ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის ძვე­ლი ჩა­ნა­წე­რი წა­ი­შა­ლა და სურ­დათ, ხელ­მე­ო­რედ ჩა­ე­წე­რათ, რად­გან ხალ­ხი ითხოვ­და. ეს ის პე­რი­ო­დი იყო, როცა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 3 დღე­ში მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი იწყე­ბო­და. ჩემი თა­ო­ბის ხალ­ხს ახ­ლაც ახ­სოვს, ეკ­რან­ზე რო­გო­რი სახე მქონ­და, როცა მი­თხრეს, - უკვე სტუ­დენ­ტი ხარო. ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გან­ცდაა! განა სტუ­დენ­ტო­ბა რა­მეა? უამ­რა­ვი თვით­ნას­წავ­ლი, ჩემ­ზე ბრძე­ნი ადა­მი­ა­ნი არ­სე­ბობს, რომ­ლებ­მაც სა­ო­ცა­რი ლექ­სე­ბი ამოთ­ქვეს და შე­დევ­რე­ბი შექ­მნეს. მათ ვინ შე­ედ­რე­ბა?! უბ­რა­ლოდ, როცა რა­ღა­ცის­კენ მი­ზან­და­სა­ხუ­ლად მი­ის­წრაფ­ვი, შენს პრო­ფე­სი­ა­ში ჩაღ­რმა­ვე­ბა გინ­და და სურ­ვი­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად აგიხ­დე­ბა, დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. მა­შინ სი­ხა­რუ­ლის დიდი სტრე­სი მი­ვი­ღე და პო­პუ­ლა­რუ­ლიც გავ­ხდი. ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი. სახ­ლში შე­სას­ვლე­ლად გრძე­ლი დე­რე­ფა­ნი უნდა გა­მევ­ლო, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღე ყვა­ვი­ლე­ბით სავ­სე მხვდე­ბო­და. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მი­ლო­ცავ­და. ხალ­ხი მო­დი­ო­და, რომ მათ­თვის ლექ­სე­ბი წა­მე­კი­თხა... მა­შინ რა­ღაც საკ­ვირ­ვე­ლი ხდე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლო ქარ­თუ­ლი სი­ტყვით ცო­ცხლობ­და. ახლა ეს არა­ვის ახ­სოვს...

- რო­გორ და­ო­ჯახ­დით?

- აი, იმ ყვა­ვი­ლებ­სა და წე­რი­ლებს ამი­რა­ნიც მოჰ­ყვა (იცი­ნის). ერთხე­ლაც, ოთხი მე­გო­ბა­რი ბიჭი მეს­ტუმ­რა, რომ მათ­თვის ლექ­სე­ბი წა­მე­კი­თხა და მათ შო­რის, ამი­რა­ნიც იყო. მერე ის ბე­დის­წე­რამ გა­მო­არ­ჩია, რომ ჩემ­თან მარ­ტოც მო­სუ­ლი­ყო. ისე დავ­ბერ­დით, ერ­თმა­ნე­თის­თვის "მე შენ მიყ­ვარ­ხარ" არ გვით­ქვამს, რად­გან ზუს­ტად ვი­ცით, რაც გვჭირს. პირ­ვე­ლი კურ­სი დამ­თავ­რე­ბუ­ლი არ მქონ­და, როცა დავ­ქორ­წინ­დით... ახლა ოჯახ­ში 1 თუში ვარ, და­ნარ­ჩე­ნი - ხევ­სუ­რე­ბი არი­ან (იცი­ნის). მო­მი­წია, რომ ხევ­სუ­რებს, რო­გორც უტყუ­არ და თა­ვის­თა­ვად ხალ­ხს, "შევ­გუვ­დე". 3 შვი­ლი - მინ­დია, ანა­ნო, მა­რი­ა­მი (თუ­თი­კო) და უკვე შვი­ლიშ­ვი­ლიც - პა­ტა­რა ანას­ტა­სია კურ­ტა­ნი­ძეც (თუ­თი­კოს შვი­ლი) გვყავს.

- ალ­ბათ თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბის პირ­ვე­ლი შემ­ფა­სე­ბე­ლი მა­ინც მე­უღ­ლეა, არა?

- დიახ. მე არ ვიცი: სტამ­ბე­ბი, კო­რექ­ტუ­რა... ყვე­ლა­ფერს ამი­რა­ნი აგ­ვა­რებს. მას­თან სა­მად­ლო­ბე­ლი ბევ­რი მაქვს. ის რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, არ ვიცი, ჩემი ცხოვ­რე­ბა რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბო­და. ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს შემ­თხვე­ვით არ ხვდე­ბი­ან. თუ შემ­თხვე­ვით შეხ­ვდნენ, ალ­ბათ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ვერ გრძელ­დე­ბა... მე და ამი­რა­ნი 33 წლის ცოლ-ქმა­რი ვართ. ის ჩემ­სა­ვით, ქარ­თულ ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბა­ზე, ფოლკ­ლორ­ზე გიჟ­დე­ბა, რომ­ლის შე­სა­ნა­ხა­დაც დღე და ღამე, მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში მუხლჩა­უხ­რე­ლად დავ­დი­ვართ. ახლა ვა­პი­რებთ, სა­ზღვრებ­საც გავ­ცდეთ (იღი­მის).

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"საბჭოეთის" ერთადერთი აბიტურიენტი, რომელიც უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხა

"საბჭოეთის" ერთადერთი აბიტურიენტი, რომელიც უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხა

ცნობილი პოეტი და ფოლკლორისტი - ეთერ თათარაიძე თურმე კარგა ხანს არ ამხელდა, რომ ლექსებს წერდა. ბუნებით მორიდებულს, ბევრჯერ დაუწვავს კიდეც საკუთარი ნამუშევარი, რასაც დღეს ნანობს - მიიჩნევს, რომ შემოქმედმა ასეთი რამ არასოდეს არ უნდა ჩაიდინოს. დაახლოებით 9 წლის იყო, როცა მიხვდა, რომ მისი ფიქრი ჩვეულებრივი არ იყო - "სხვაგან გაუხვია"... როგორც ქალბატონმა ეთერმა გვითხრა, მისი ლექსი ხალხური საზომ-საწონით შექმნილი კი არა, თუშური დიალექტით დაწერილი კლასიკური ლექსია... ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილია იმ ამბიციური ადამიანების გამო, ვინც პოეტობას იბრალებს და ვითომ თუშური დიალექტის საბურვლით უმსგავსობის დაფარვას ცდილობს.

- ალბათ დამეთანხმებით, რომ საქართველოში ყველა კუთხე ლამაზია. მე ჩემთვის ულამაზეს "ქვეყანაში" - თუშეთში დავიბადე. მამა მაგარი თუში მეცხვარე იყო, დედა - ტიპური თუშის ქალი, ხელსაქმისა და მნიშვნელოვანი საოჯახო საქმეების მცოდნე. დედა უკვე 88 წლის გახლავთ. ძალიან ჭკვიანი, კეთილშობილი და ბევრი ამბის მთხრობელია. ჯანსაღი ჭკუა-გონება და აბსოლუტური მხედველობა დღემდე შემორჩა. მხოლოდ მუხლებმა უღალატა - გადაადგილება უჭირს. ამბობს, - ჯანმრთელი მუხლები რომ მქონდეს, მთებს თავისუფლად მოვგლეჯდიო (იცინის). 4 დედმამიშვილი მყავს. მე ნაბოლარა გახლავართ. მოხუცებით მდიდარ უბანში ვცხოვრობდი. ოჯახს ვერ ნახავდით, რომლის სახლის წინაც სკამზე მოხუცი ცოლ-ქმარი არ იჯდა. სამწუხაროდ, "ბერ დედ-პაპას" (ბებია-ბაბუას) ვერ მოვესწარი. ჰოდა, გული მწყდებოდა, როცა ვუყურებდი, ჩემი თანატოლები "ბერ დედ-პაპას" რომ ეხუტებოდნენ. მოხუცებზე ვგიჟდებოდი - ყველასთან ჩახუტება შემეძლო და მათაც ძალიან ვუყვარდი. მათ მიერ თუშეთის წარსულზე მოთხრობილი ამბები შინ "მიმქონდა", რაღაც სიტყვა მამახსოვრდებოდა და იმ სიტყვის გარშემო - ამბები... მოხუცები ერთმანეთს "ხმით ნატირალს" უამბობდნენ, რაც ჩემზე ძალიან მოქმედებდა და ხშირად დიდხანს ვერ ვიძინებდი. მაგალითად, მახსოვს, აბალოიძეების მოხუცმა ჩიღოელმა რძალმა თანასოფლელი რძლების დახოცვის ამბავი გვიამბო: რძლებს ზამთარში შეშა გაუთავდათ და ნგრევის პირას მისულ ერთ-ერთ სახლთან ხმელი შეშის გამოსაძრობად მივიდნენ. შიგნით რომ შევიდნენ, სახლი "დაჭიჭინდა" (ანუ დაიჭრაჭუნა) და ორივე ქალი ჩაიტანა: 1 ახალმოყვანილი პატარძალი გახლდათ, მეორე კი - თოთო ბავშვის პატრონი. მთხრობელმა ბებომ აღნიშნა, - ეს ამბავი ჩემს ბალღობაში მოხდაო, - და დასძინა, თუ როგორ გაცვლა-გამოცვლით იტირეს დაღუპული ქალები დედებმა. მიკვირდა - "გაცვლით ტირილი" რას ნიშნავს? საკუთარი მიცვალებულები რატომ არ დაიტირეს-მეთქი? მეორე დღეს ბებომ ამიხსნა: საკუთარი შვილი რომ დაგეტირა, ეს თუშეთში სირცხვილად მიიჩნეოდა. დაღუპული ქალების ჭირისუფლებმა ეს წესი ბოლომდე შეინახეს, დამარხვის დღეს კი ამ ყველაფერს ვეღარ გაუძლეს და საკუთარი ქალები დაიტირესო... შემდეგ, ჩემს სადიპლომო ნამუშევარში - "თუშური ხმით ნატირალი", სხვა "ნატირალებთან" ერთად, ის 2 შედევრიც დავწერე, რომელმაც დრო, სივრცე, ადათ-წესი შემოინახა...

თითქოს უფალმა ნანატრ კუთხეში ნანატრ დროს მომახვედრა, რადგან მაშინ ძალიან მაგარი თუშეთი და თუშური ყოფა, ტრადიციების მიმდევარი საზოგადოება ჯერ კიდევ ცოცხლობდა. კავკასიონი გადამივლია - ხურჯინის თვალში ჩასმიდან დაწყებული, სირბილით ასვლით დამთავრებული. ამჟამად თუშეთი ლამის ერთადერთი კუთხეა, სადაც ხალხი დღესაც "მთაბარობს": ზაფხულს თუშეთში ატარებს, ზამთარს - ალვანში... არც მახსოვს, ლექსების წერა როდის დავიწყე. "თავს ხელი შეიგდე", იოცნებე და დაწერე - ასე არ ხდება. ზოგჯერ შეიძლება, ის უფრო ლექსია, რასაც ჩუმად იტირებ და ლექსად არ ამოსთქვამ. თუშური დიალექტით წერა არავის მოსახიბლად, არავის მოსატყუებლად, არაფრის გასაფერადებლად არ დამიწყია. ეს ჩემი სულის ნამდვილი სამყარო, ბუნებრივი საფიქრალია. ბოლოდროინდელი საშინელი ტენდენციის გამო, გული მწყდება: თუშური დიალექტი უძველესი და ღრმაა. ბევრმა არც თუშური დიალექტი იცის და არც - ლექსის წერა. ჰგონიათ, რაკი აბდაუბდას საბურველს გადააფარებენ, ლექსი იქნება. ეს სასაცილო იქნებოდა, ამაზრზენი რომ არ იყოს.

ავტორების ჩამოთვლას არც ვიკადრებ. ვერავის ავუკრძალავ - ყველას შეუძლია, თუშური დიალექტით წერა დაიწყოს და თუკი მისაღები იქნება, მათი პირველი მეხოტბე მე ვიქნები. მაგრამ სამწუხაროდ, ზოგიერთები ამ დიალექტთან, აზროვნებასა და ლიტერატურასთან ახლოსაც არ არიან. დღეს ლიტერატურულ ქართულშიც კი პრობლემები გვაქვს... თუშურმა დიალექტმა საშუალება მომცა, ჩემი ლექსებისთვის ზუსტად ის გამომსახველობა მიმეცა, როგორიც მსურდა. სხვა კუთხის დიალექტებიც ასეთი მრავალფეროვანია - საქართველოს თითოეული კუთხე დიდი სიმდიდრის პატრონია...

- თქვენ მიერ თუშური დიალექტით დაწერილ ლექსებს კრიტიკოსებიც გამოუჩნდებოდნენ. თქვენი შემოქმედების საწყისი ეტაპის შესახებ გვიამბეთ.

- ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგეები გამომიჩნდნენ. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ საჭიროდ არ მიმიჩნევია, რომელიმე მათგანისათვის მეპასუხა. ამ კრიტიკოსებს მაგალითად, თამაზ ჩხენკელმა უპასუხა. მისმა სულმა მომიტევოს, რომ ამ გვარ-სახელს ჩემს "სათამამოდ" ვიყენებ. საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი, როცა ჩემი შემოქმედება ნამდვილმა ლიტერატორებმა ნამდვილ ლიტერატურად მიიღეს...

- თუშეთიდან თბილისში რა მიზნით ჩამოხვედით?

- სკოლაში სწავლა ბებოს (დედის დედის) სოფელ შენაქოში დავიწყე. შენაქოს ეკლესიაში პირველი გაკვეთილები მქონდა. მერე "საზამთრო-სამყოფლო" სკოლაში გადაგვიყვანეს: 1 ოთახში 4 კლასი ვსწავლობდით. სულ 9 ბავშვი ვიყავით. ერთადერთი მასწავლებელი - ბათო ბორძიკიძე გვყავდა. ღვთაებრივი კაცი იყო, რომელიც ოთხივე კლასს გვასწავლიდა. 4 კლასის პროგრამა 1 წელიწადში გავიარე. მეოთხე კლასამდე ბედნიერი ვიყავი - გაკვეთილების სწავლა არ მიწევდა (იცინის). შენაქოში გატარებული ერთი ზამთრით გავიგე, როგორია იქაური ზამთარი... შემდეგ ალვანში ჩავედი და საშუალო სკოლა იქ დავამთავრე. კლასში ბევრი ბავშვი რომ ვნახე, გადავირიე. დისკომფორტს ვგრძნობდი, თავდაპირველად სულ ვტიროდი... სკოლა 1972 წელს დავამთავრე და იმ დღიდან თბილისში ვცხოვრობ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვაბარებდი, სადაც მეშვიდე წელს უგამოცდოდ ჩავირიცხე. მანამდე, 5 წლის განმავლობაში, გამოცდაზე ნახევარი ქულა მაკლდებოდა, მეექვსე წელს კი ქართულ წერაში "2-იანი" მივიღე, თემისთვის - "ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში".

- ეს როგორ დაგემართათ?

- მე - არა... ვაჟას "არაგვს" ვარჩევდი. მოგეხსენებათ, ლექსი ასე იწყება: "დაწუხებულმა, არაგვო, რო გნახე, გავიხარეო". სიტყვას - "დაწუხებულმა" - წითელი ხაზი გადაუსვეს და თავზე დააწერეს: "დამწუხრებულმა". ვაჟა არ წერს, რომ დამწუხრებულია. "დაწუხებული" ფშავურად მონატრებულს ნიშნავს. ვაჟას ლექსის მთელი ციტირება ბრიყვმა გამომცდელმა "გამისწორა" და "2-იანი" მივიღე. დაახლოებით ვიცი, ის ადამიანი ვინც არის, მაგრამ არა უშავს - იხაროს, იბედნიეროს, ქართული ისწავლოს... წლების შემდეგ, როცა ცოტათი გავთამამდი, წერილი დავწერე: მე - არა, "2-იანი" ვაჟას დაუწერეს-მეთქი. ვაჟას ერთ-ერთი "მეისტორიეც" გახლავართ. მის ქალიშვილს - გულქან რაზიკაშვილს ვესაუბრებოდი, ინტერვიუებს ვიღებდი და წიგნი შევქმენი, რომელმაც პარიზში, ქართულ-ევროპულ ინსტიტუტში ილიას პრემია აიღო...

- ის 6 წელიწადი როგორ გაატარეთ, როცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას ამაოდ ცდილობდით?

- აუცილებლად 6-თვიანი სტაჟირება უნდა "გაგეკეთებინა". წინააღმდეგ შემთხვევაში, უნივერსიტეტში საბუთებს ვერ შეიტანდი. ქალაქში ჩემი "დატყვევების" მიზეზი ეს იყო. იმ ხნის განმავლობაში, ბევრგან ვიმუშავე: სატელეგრაფო აპარატების ქარხანაში, რადიოქარხანაში, ქალაქის პირველ სტამბაში (საამკინძაო საამქროში), პარფიუმერია-კოსმეტიკის ფაბრიკა "ივერიაში", ბავშვთა მეცამეტე სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში... არც ერთი სამსახური ჩემს სულიერ სივრცესთან არ იყო კავშირში, მაგრამ ყველა მათგანში ერთმანეთზე უკეთესი თანამშრომლები მყავდა... შემდეგ, სტუდენტობისას პოპულარული გავხდი, რადგან "საბჭოეთში" ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვინც უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხა. ჩემს უგამოცდოდ ჩარიცხვის საბუთს ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ მოაწერა ხელი, როცა უამბეს, როგორი აბიტურიენტი და პოეტი ვიყავი, ნახევარ ქულას როგორ მაკლებდნენ და ვაჟა-ფშაველას შემოქმედების განხილვაში "2-იანი" როგორ მივიღე... თავგადაკლული ვმეცადინეობდი, როცა ტელევიზიიდან ბიჭი მესტუმრა და მითხრა, რომ ტელევიზიაში მელოდნენ. იქ არაჩვეულებრივი ადამიანი - ნუგზარ ფოფხაძე დამხვდა, რომელმაც ამიხსნა, რომ თითქოს ჩემი და ვახუშტი კოტეტიშვილის ძველი ჩანაწერი წაიშალა და სურდათ, ხელმეორედ ჩაეწერათ, რადგან ხალხი ითხოვდა. ეს ის პერიოდი იყო, როცა უნივერსიტეტში 3 დღეში მისაღები გამოცდები იწყებოდა. ჩემი თაობის ხალხს ახლაც ახსოვს, ეკრანზე როგორი სახე მქონდა, როცა მითხრეს, - უკვე სტუდენტი ხარო. ეს წარმოუდგენელი განცდაა! განა სტუდენტობა რამეა? უამრავი თვითნასწავლი, ჩემზე ბრძენი ადამიანი არსებობს, რომლებმაც საოცარი ლექსები ამოთქვეს და შედევრები შექმნეს. მათ ვინ შეედრება?! უბრალოდ, როცა რაღაცისკენ მიზანდასახულად მიისწრაფვი, შენს პროფესიაში ჩაღრმავება გინდა და სურვილი მოულოდნელად აგიხდება, დიდი ბედნიერებაა. მაშინ სიხარულის დიდი სტრესი მივიღე და პოპულარულიც გავხდი. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი. სახლში შესასვლელად გრძელი დერეფანი უნდა გამევლო, რომელიც ყოველდღე ყვავილებით სავსე მხვდებოდა. მთელი საქართველო მილოცავდა. ხალხი მოდიოდა, რომ მათთვის ლექსები წამეკითხა... მაშინ რაღაც საკვირველი ხდებოდა. საქართველო ქართული სიტყვით ცოცხლობდა. ახლა ეს არავის ახსოვს...

- როგორ დაოჯახდით?

- აი, იმ ყვავილებსა და წერილებს ამირანიც მოჰყვა (იცინის). ერთხელაც, ოთხი მეგობარი ბიჭი მესტუმრა, რომ მათთვის ლექსები წამეკითხა და მათ შორის, ამირანიც იყო. მერე ის ბედისწერამ გამოარჩია, რომ ჩემთან მარტოც მოსულიყო. ისე დავბერდით, ერთმანეთისთვის "მე შენ მიყვარხარ" არ გვითქვამს, რადგან ზუსტად ვიცით, რაც გვჭირს. პირველი კურსი დამთავრებული არ მქონდა, როცა დავქორწინდით... ახლა ოჯახში 1 თუში ვარ, დანარჩენი - ხევსურები არიან (იცინის). მომიწია, რომ ხევსურებს, როგორც უტყუარ და თავისთავად ხალხს, "შევგუვდე". 3 შვილი - მინდია, ანანო, მარიამი (თუთიკო) და უკვე შვილიშვილიც - პატარა ანასტასია კურტანიძეც (თუთიკოს შვილი) გვყავს.

- ალბათ თქვენი შემოქმედების პირველი შემფასებელი მაინც მეუღლეა, არა?

- დიახ. მე არ ვიცი: სტამბები, კორექტურა... ყველაფერს ამირანი აგვარებს. მასთან სამადლობელი ბევრი მაქვს. ის რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, ჩემი ცხოვრება როგორ წარიმართებოდა. ადამიანები ერთმანეთს შემთხვევით არ ხვდებიან. თუ შემთხვევით შეხვდნენ, ალბათ მათი ურთიერთობა ვერ გრძელდება... მე და ამირანი 33 წლის ცოლ-ქმარი ვართ. ის ჩემსავით, ქართულ ზეპირსიტყვიერებაზე, ფოლკლორზე გიჟდება, რომლის შესანახადაც დღე და ღამე, მთელ საქართველოში მუხლჩაუხრელად დავდივართ. ახლა ვაპირებთ, საზღვრებსაც გავცდეთ (იღიმის).

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია