კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტერორისტული აქტი, რომელსაც სტალინს მიაწერენ - დიდი ბელადის ახალგაზრდობის "ცოდვა"
ტერორისტული აქტი, რომელსაც სტალინს მიაწერენ - დიდი ბელადის ახალგაზრდობის "ცოდვა"

ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტებ­ზე, უცხო­ელ ავ­ტორ­თა ძველ თუ ახალ­შექ­მნილ წიგ­ნებ­ში სტა­ლინ­ზე, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს და სკან­და­ლურ ამ­ბავ­თა შო­რის ლა­მის პირ­ველ ად­გილ­ზეა ბესო ჯუ­ღაშ­ვი­ლის ახალ­გაზ­რდო­ბის წლე­ბის "ცოდ­ვა" - ექ­სპროპ­რი­ა­ცი­ად მო­ნათ­ლუ­ლი ბან­კის გა­ძარ­ცვა თბი­ლის­ში. ამ "ტე­რო­რის­ტულ აქტს" ისე შთამ­ბეჭ­და­ვად აღ­წე­რენ, რომ ძნე­ლია არ ერ­წმუ­ნო მა­ვან­თა მტკი­ცე­ბას.

1907 წლის 13 ივ­ნისს, დი­ლის 10 სა­ათ­სა და 30 წუთ­ზე თბი­ლი­სის მა­შინ­დელ მთა­ვარ, ერე­ვანსკის მო­ე­დან­ზე ბომ­ბე­ბის აფეთ­ქე­ბამ მთე­ლი ქა­ლა­ქი შე­ა­ზან­ზა­რა. ხმა გა­ვარ­და, რომ თან­ხის გა­და­ტა­ნი­სას თავს და­ესხნენ ფუ­ლით დატ­ვირ­თულ თბი­ლი­სის ბან­კის ეტლს და თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში გა­ძარ­ცვეს! კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბულ მძარ­ცველ­თა ბან­დას კი ბესო ჯუ­ღაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დაო... მე­ტიც, იმ გო­გო­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბა­საც ასა­ხე­ლე­ბენ, სტა­ლინს რომ "გვერ­დით ედგნენ" ტე­რაქ­ტი­სას... ამ ტე­რაქტს თა­ვის დრო­ზე ფრან­გუ­ლი "ლე ტემ­პიც" გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ინ­გლი­სუ­რი "დე­ი­ლი მი­რო­რიც"...

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ექ­სპროპ­რი­ა­ცია ერთი კლა­სის მიერ მე­ო­რის­თვის სა­კუთ­რე­ბი­სა და, ამას­თან ერ­თად, სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვას ნიშ­ნავს. ექ­სპროპ­რი­ა­ცი­ად მო­ი­ნათ­ლა თბი­ლის­ში გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში მომ­ხდა­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი, რო­მელ­საც სტა­ლინს მი­ა­წე­რენ. ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც ნოე ჟორ­და­ნი­ამ რუ­სე­თის სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ ელი­ტა­ში მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ნიმ­ტკი­ცა. და­მარ­ცხე­ბუ­ლი იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლი ყრი­ლო­ბის მუ­შა­ო­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ (1907 წლის 19 მა­ი­სი) თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და. თბი­ლის­ში მას აღარ ედ­გო­მე­ბო­და და მალე ბა­ქო­ში გა­და­ვი­და.

1907 წლის 20 ივ­ნისს ბა­ქო­ში გა­მო­მა­ვა­ლი არა­ლე­გა­ლუ­რი გა­ზე­თის "ბა­კინ­სკი პრო­ლე­ტა­რის" პირ­ველ ნო­მერ­ში და­ი­ბეჭ­და იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლის წე­რი­ლი "სა­თათ­ბი­როს გა­რეკ­ვა და პრო­ლე­ტა­რი­ა­ტის ამო­ცა­ნე­ბი". წე­რი­ლი 1907 წლის 3 ივ­ნისს იმ­პე­რა­ტორ ნი­კო­ლოზ II-ის მიერ რუ­სე­თის მე­ო­რე სა­ხელ­მწი­ფოს და­თხოვ­ნას ეძღვნე­ბო­და. გა­ზე­თის იმა­ვე ნო­მერ­ში და­ი­წყო და მე­ო­რე ნო­მერ­ში (გა­მო­ვი­და 1907 წლის 10 ივ­ლისს) დას­რულ­და იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლის ვრცე­ლი წე­რი­ლის ბეჭდ­ვა "რუ­სე­თის სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­თა პარ­ტი­ის ლონ­დო­ნის ყრი­ლო­ბა (დე­ლე­გა­ტის წე­რი­ლე­ბი)".

...მა­ნამ­დე კი თბი­ლის­ში მოხ­და ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­სა და მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

1907 წლის 13 ივ­ნისს თბი­ლის­ში ერე­ვანსკის (დღე­ვან­დე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის) მო­ედ­ნი­დან ტე­რო­რის­ტებ­მა გა­ი­ტა­ცეს რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის ხა­ზი­ნის კუთ­ვნი­ლი ფული - 250 ათა­სი მა­ნე­თი (ფუ­ლის ნიშ­ნე­ბი და ბან­კის საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თე­ბი). სა­ყო­ველ­თა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ერე­ვანსკის მო­ე­დან­ზე ექ­სპროპ­რი­ა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებ­მა (რსდმპ თბი­ლი­სის კო­მი­ტეტ­მა). ოპე­რა­ცი­ის სა­ერ­თო ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლი, ხოლო უშუ­ა­ლო შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სი­მონ ტერ-პეტ­რო­სი­ა­ნი (კამო).

სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბის შეს­წავ­ლის შე­დე­გად კი დად­გინ­და, რომ იო­სებ ჯუ­ღაშ­ვილს 1907 წლის 13 ივ­ნისს თბი­ლის­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ექ­სპროპ­რი­ა­ცი­ას­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ ჰქო­ნია, მე­ტიც, ერე­ვანსკის მო­ედ­ნი­დან ფული გა­ი­ტა­ცეს არა სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებ­მა, არა­მედ სო­ცი­ა­ლისტ-რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რებ­მა (ესე­რებ­მა).

ოპე­რა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ ესერ­თა პარ­ტი­ის წევ­რე­ბი: 1) სარ­ქის ალექ­სან­დრეს ძე ოთა­რო­ვი - მეშ­ჩა­ნი, 48 წლის, სომ­ხურ-გრი­გო­რი­ა­ნუ­ლი აღმსა­რებ­ლო­ბი­სა, ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ოლ­ქის სა­და­ზღვე­ვო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აგენ­ტი, მცხოვ­რე­ბი თბი­ლის­ში, მა­ლაკ­ნე­ბის ქუ­ჩა­ზე, #50 სახ­ლში; 2) ვა­სილ ვა­სი­ლის ძე პი­ლეც­კი - მე­მა­მუ­ლე, 22 წლის, ამი­ერ­კავ­კა­სი­ის რკი­ნიგ­ზა­ზე ფოს­ტის გა­და­ზიდ­ვის მერ­ვე გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი, მცხოვ­რე­ბი თბი­ლის­ში, სად­გუ­რის ქუ­ჩა­ზე, #12 სახ­ლში.

უფრო დაწ­ვრი­ლე­ბით, სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, საქ­მის ვი­თა­რე­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა.

ერე­ვანსკის მო­ედ­ნი­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლი ფუ­ლის საქ­მის ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში 1907 წლის 13 ივ­ნი­სი­დან 9 ნო­ემ­ბრამ­დე ძი­ე­ბას ეჭ­ვიც კი არ აღ­ძვრია ექ­სპროპ­რი­ა­ცი­ა­ში სი­მონ ტერ-პეტ­რო­სი­ა­ნის (კა­მოს) მო­ნა­წი­ლე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე. კა­მოს შე­სა­ხებ ძი­ე­ბის მა­სა­ლებ­ში ცნო­ბე­ბი ჩნდე­ბა 1907 წლის 9 ნო­ემ­ბრი­დან, მას შემ­დეგ, რაც იგი ბერ­ლინ­ში და­ა­პა­ტიმ­რეს. გერ­მა­ნი­ის პო­ლი­ცი­ამ კა­მოს ორი ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნა:

ავ­სტრია-უნ­გრე­თის მო­ქა­ლა­ქის დი­მიტ­რი მირსკის პას­პორ­ტით ცხოვ­რე­ბა (ეს პას­პორ­ტი კა­მომ თბი­ლის­ში აბა­ნო­ში მო­პა­რა ავ­სტრია-უნ­გრე­თის დიპ­ლო­მატს დი­მიტ­რი მირსკის) და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შე­ნახ­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა ერე­ვანსკის მო­ედ­ნი­დან ფუ­ლის გა­ტა­ცე­ბას - კა­მოს­თვის ეს ბრალ­დე­ბა არ წა­უ­ყე­ნე­ბი­ათ. 1908 წლის მარ­ტში, ერე­ვანსკის მო­ე­დან­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ექ­სპროპ­რი­ა­ცი­ი­დან ცხრა თვის შემ­დეგ, ქუ­თა­ი­სის ცი­ხე­ში მყოფ­მა პა­ტი­მარ­მა - ტე­რო­რის­ტმა არ­სენ ქარ­სი­ძემ ქუ­თა­ი­სის დრო­ე­ბით გე­ნე­რალ-გუ­ბერ­ნა­ტორს წე­რი­ლო­ბით აც­ნო­ბა, რომ ერე­ვანსკის მო­ედ­ნი­დან ფული გა­ი­ტა­ცა სი­მონ ტერ-პეტ­რო­სი­ან­მა, იმა­ვე კა­მომ. ძი­ე­ბამ არ­სენ ქარ­სი­ძის ჩვე­ნე­ბა მა­შინ­ვე სი­მარ­თლედ მი­ი­ღო და 1908 წლის 20 მარ­ტი­სათ­ვის კა­მოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ექ­სპროპ­რი­ა­ცი­ა­ში დამ­ტკი­ცე­ბუ­ლად მი­იჩ­ნია.

ამა­ვე დროს კამო ოპე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლა­დაც მი­იჩ­ნი­ეს. სა­ი­დან უნდა სცოდ­ნო­და არ­სენ ქარ­სი­ძეს ერე­ვანსკის მო­ე­დან­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ექ­სპროპ­რი­ა­ცი­ა­ში კა­მოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ? სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბის შეს­წავ­ლამ დაგ­ვარ­წმუ­ნა იმა­ში, რომ არ­სენ ქას­რი­ძე ან პრო­ვო­კა­ტო­რი იყო, ან უბ­რა­ლოდ რა­ღა­ცას ურევ­და. თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში არ­სენ ქას­რი­ძე აღ­ნიშ­ნავ­და, რომ კამო გე­ნე­რალ ალი­ხან-ავარ­სკის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დაო. ცნო­ბი­ლია, რომ კა­მოს ამ მკვლე­ლო­ბას­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ ჰქო­ნია.

ძი­ე­ბის მა­სა­ლებ­ში თბი­ლის­ში, ერე­ვანსკის მო­ე­დან­ზე, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ექ­სპროპ­რი­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლის ხსე­ნე­ბაც კი არ არის - მას­ზე ეჭ­ვიც არა­ვის მი­უ­ტა­ნია.

სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის (ბოლ­შე­ვი­კე­ბის) და­კავ­ში­რე­ბა 1907 წლის 13 ივ­ნისს თბი­ლის­ში ერე­ვანსკის მო­ე­დან­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ექ­სპროპ­რი­ა­ცი­ას­თან შემ­დეგ ვი­თა­რე­ბა­ში მოხ­და: 1908 წელს ვლა­დი­მერ ლე­ნი­ნის უახ­ლო­ე­სი თა­ნა­მებ­რძო­ლი მეერ ვა­ლა­ხი (იგი­ვე მაქ­სიმ ლიტ­ვი­ნო­ვი, შემ­დეგ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი) შვე­ი­ცა­რი­ა­ში და­ა­პა­ტიმ­რეს თბი­ლი­სი­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლი ბან­კის საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თე­ბის გა­და­ხურ­და­ვე­ბი­სას. ეს ფაქ­ტი გახ­მა­ურ­და მთელ ევ­რო­პა­ში.

მა­ინც, ვინ გა­ი­ტა­ცა ფული? - ამ კი­თხვას პა­სუ­ხი თა­ვის­თა­ვად გა­ე­ცა, რად­გან გა­ტა­ცე­ბუ­ლი ფული ბოლ­შე­ვი­კე­ბის ლი­დერ ვლა­დი­მერ ლე­ნინ­თან აღ­მოჩ­ნდა. ეს შე­ხე­დუ­ლე­ბა კი­დევ უფრო გან­მტკიც­და მას შემ­დეგ, რაც თბი­ლი­სი­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლი ბან­კის საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თე­ბის გა­და­ხურ­და­ვე­ბი­სას კვლავ და­ა­პა­ტიმ­რეს ვლა­დი­მერ ლე­ნინ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი: ნი­კო­ლაი სე­მაშ­კო (შემ­დეგ­ში საბ­ჭო­თა რუ­სე­თის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი), სარა რა­ვი­ჩი (ბოლ­შე­ვიკ გრი­გოლ ზი­ნო­ვი­ე­ვის მე­უღ­ლე) და სხვე­ბი, თუმ­ცა ძი­ე­ბას 1912 წელ­საც კი არ ჰქონ­და იმი­სი და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი მა­სა­ლა, რომ ექ­სპროპ­რი­ა­ცია თბი­ლის­ში სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებ­მა - იო­სებ ჯუ­ღაშ­ვილ­მა და სი­მონ ტერ-პეტ­რო­სი­ან­მა - გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

1907 წლის 13 ივ­ნისს თბი­ლის­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ექ­სპროპ­რი­ა­ცი­ას­თან კა­მოს არა­ვი­თა­რი სა­ერ­თო არ ჰქო­ნია, თუმ­ცა გა­ტა­ცე­ბულ ფულ­თან მას კავ­ში­რი მარ­თლაც ჰქონ­და. ესე­რებ­მა ერე­ვანსკის მო­ედ­ნი­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლი ფული ქა­ლა­ქი­დან ვერ გა­ი­ტა­ნეს და ავ­ლა­ბარ­ში გა­და­მა­ლეს. ჟან­დარ­მე­რი­ამ ფუ­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი იცო­და, მაგ­რამ სის­ხლის ღვრის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, ტე­რო­რის­ტებს თავს არ ეს­ხმო­და. სა­მა­გი­ე­როდ, თბი­ლი­სი­დან გა­მა­ვა­ლი ყვე­ლა გზა შეკ­რუ­ლი იყო, ავ­ლა­ბა­რიც ალ­ყა­ში იყო მოქ­ცე­უ­ლი. რამ­დე­ნი­მე დღის ლო­დი­ნის შემ­დეგ ესე­რე­ბი მიხ­ვდნენ, რომ ფულს ქა­ლა­ქი­დან ვერ გა­ი­ტან­დნენ და დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რის კაცს - კა­მოს მი­მარ­თეს. თუმ­ცა სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბი­დან არა ჩანს, მაგ­რამ გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ კა­მომ საქ­მის კურ­სში ჩა­ა­ყე­ნა იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად ბა­ქო­დან თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და.

კა­მომ თბი­ლი­სი­დან სა­ზღვარ­გა­რეთ ფუ­ლის გა­ტა­ნის ოპე­რა­ცია უნაკ­ლოდ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, მაგ­რამ ესე­რე­ბი მო­ა­ტყუა და ფული ვლა­დი­მერ ლე­ნინს მი­უ­ტა­ნა. ცხა­დია, და­მო­უ­კი­დებ­ლად კამო ასეთ ნა­ბიჯს არ გა­დად­გამ­და, მას ვი­ღაც მარ­თავ­და. ვისი და­ვა­ლე­ბით მოქ­მე­დებ­და კამო, სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბი­დან არც ეს დგინ­დე­ბა.

ამ­რი­გად, აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, 1907 წლის 13 ივ­ნისს თბი­ლის­ში, ერე­ვანსკის მო­ე­დან­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ექ­სპროპ­რი­ა­ცი­ა­ში იო­სებ ჯუ­ღაშ­ვილს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია...

იო­სებ ჯუ­ღაშ­ვილს თბი­ლის­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ექ­სპროპ­რი­ა­ცია მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1918 წელს, გა­უხ­სე­ნა ლევ ტროც­კიმ (ბრონშტე­ინ­მა). მან იო­სებ ჯუ­ღაშ­ვილს სა­ჯა­როდ დას­დო ბრა­ლი ტე­რო­რის­ტებ­თან კავ­შირ­ში. ვლა­დი­მერ ლე­ნინ­მა საქ­მე გან­სა­ხილ­ვე­ლად პარ­ტი­ულ სა­სა­მარ­თლოს გა­დას­ცა. ბოლ­შე­ვი­კუ­რი პარ­ტი­ი­სა და საბ­ჭო­თა რუ­სე­თის ლი­დერ­მა თავი და­ი­ზღვია და ობი­ექ­ტუ­რო­ბის დაც­ვის მიზ­ნით პარ­ტი­უ­ლი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რედ იმ­ხა­ნად ემიგ­რა­ცი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მენ­შე­ვიზ­მის ერთ-ერთი აღი­ა­რე­ბუ­ლი ლი­დე­რი იული მარ­ტო­ვი (ცე­დერ­ბა­უ­მი) და­ა­სა­ხე­ლა. იული მარ­ტო­ვის სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რედ და­ნიშ­ვნას კმა­ყო­ფი­ლე­ბით შეხ­ვდა ლევ ტროც­კი. პარ­ტი­ულ­მა სა­სა­მარ­თლომ გულ­მოდ­გი­ნედ იმუ­შა­ვა, მო­უს­მი­ნა ლევ ტროც­კი­საც და იო­სებ ჯუ­ღაშ­ვილ­საც. გა­ნა­ჩე­ნი ასე­თი იყო:

იო­სებ ჯუ­ღაშ­ვილს 1907 წლის 13 ივ­ნისს თბი­ლის­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ექ­სპროპ­რი­ა­ცი­ას­თან კავ­ში­რი არ ჰქო­ნია! მი­უ­ხე­და­ვად ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, 1907 წელს თბი­ლის­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ექ­სპროპ­რი­ა­ცი­ას დღემ­დე იო­სებ ჯუ­ღაშ­ვილს მი­ა­წე­რენ. მე­მუ­ა­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან, პუბ­ლი­ცის­ტი­კი­დან და ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ი­დან ამ თე­მამ მხატ­ვრულ ფილ­მსა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თა ერთი ნა­წი­ლი­სათ­ვის ის სი­მარ­თლეა, მე­ო­რე ნა­წი­ლის­თვის - სიც­რუე...

ვახ­ტანგ გუ­რუ­ლი

ჟურ­ნა­ლი "ის­ტო­რი­ა­ნი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ტერორისტული აქტი, რომელსაც სტალინს მიაწერენ - დიდი ბელადის ახალგაზრდობის "ცოდვა"

ტერორისტული აქტი, რომელსაც სტალინს მიაწერენ - დიდი ბელადის ახალგაზრდობის "ცოდვა"

ინტერნეტსაიტებზე, უცხოელ ავტორთა ძველ თუ ახალშექმნილ წიგნებში სტალინზე, უმნიშვნელოვანეს და სკანდალურ ამბავთა შორის ლამის პირველ ადგილზეა ბესო ჯუღაშვილის ახალგაზრდობის წლების "ცოდვა" - ექსპროპრიაციად მონათლული ბანკის გაძარცვა თბილისში. ამ "ტერორისტულ აქტს" ისე შთამბეჭდავად აღწერენ, რომ ძნელია არ ერწმუნო მავანთა მტკიცებას.

1907 წლის 13 ივნისს, დილის 10 საათსა და 30 წუთზე თბილისის მაშინდელ მთავარ, ერევანსკის მოედანზე ბომბების აფეთქებამ მთელი ქალაქი შეაზანზარა. ხმა გავარდა, რომ თანხის გადატანისას თავს დაესხნენ ფულით დატვირთულ თბილისის ბანკის ეტლს და თვალის დახამხამებაში გაძარცვეს! კარგად ორგანიზებულ მძარცველთა ბანდას კი ბესო ჯუღაშვილი ხელმძღვანელობდაო... მეტიც, იმ გოგონების ვინაობასაც ასახელებენ, სტალინს რომ "გვერდით ედგნენ" ტერაქტისას... ამ ტერაქტს თავის დროზე ფრანგული "ლე ტემპიც" გამოეხმაურა და ინგლისური "დეილი მირორიც"...

მოგეხსენებათ, ექსპროპრიაცია ერთი კლასის მიერ მეორისთვის საკუთრებისა და, ამასთან ერთად, სოციალური მდგომარეობის ჩამორთმევას ნიშნავს. ექსპროპრიაციად მოინათლა თბილისში გასული საუკუნის დასაწყისში მომხდარი ტერორისტული აქტი, რომელსაც სტალინს მიაწერენ. ეს ის პერიოდია, როდესაც ნოე ჟორდანიამ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ ელიტაში მდგომარეობა განიმტკიცა. დამარცხებული იოსებ ჯუღაშვილი ყრილობის მუშაობის დამთავრების შემდეგ (1907 წლის 19 მაისი) თბილისში დაბრუნდა. თბილისში მას აღარ ედგომებოდა და მალე ბაქოში გადავიდა.

1907 წლის 20 ივნისს ბაქოში გამომავალი არალეგალური გაზეთის ,,ბაკინსკი პროლეტარის" პირველ ნომერში დაიბეჭდა იოსებ ჯუღაშვილის წერილი ,,სათათბიროს გარეკვა და პროლეტარიატის ამოცანები". წერილი 1907 წლის 3 ივნისს იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მიერ რუსეთის მეორე სახელმწიფოს დათხოვნას ეძღვნებოდა. გაზეთის იმავე ნომერში დაიწყო და მეორე ნომერში (გამოვიდა 1907 წლის 10 ივლისს) დასრულდა იოსებ ჯუღაშვილის ვრცელი წერილის ბეჭდვა "რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ლონდონის ყრილობა (დელეგატის წერილები)".

...მანამდე კი თბილისში მოხდა ამბავი, რომელსაც დიდი რეზონანსი მოჰყვა რუსეთის იმპერიასა და მთელ მსოფლიოში.

1907 წლის 13 ივნისს თბილისში ერევანსკის (დღევანდელი თავისუფლების) მოედნიდან ტერორისტებმა გაიტაცეს რუსეთის იმპერიის ხაზინის კუთვნილი ფული - 250 ათასი მანეთი (ფულის ნიშნები და ბანკის საკრედიტო ბარათები). საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულების მიხედვით, ერევანსკის მოედანზე ექსპროპრიაცია განახორციელეს სოციალ-დემოკრატებმა (რსდმპ თბილისის კომიტეტმა). ოპერაციის საერთო ხელმძღვანელი იყო იოსებ ჯუღაშვილი, ხოლო უშუალო შემსრულებელი სიმონ ტერ-პეტროსიანი (კამო).

საარქივო მასალების შესწავლის შედეგად კი დადგინდა, რომ იოსებ ჯუღაშვილს 1907 წლის 13 ივნისს თბილისში განხორციელებულ ექსპროპრიაციასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია, მეტიც, ერევანსკის მოედნიდან ფული გაიტაცეს არა სოციალ-დემოკრატებმა, არამედ სოციალისტ-რევოლუციონერებმა (ესერებმა).

ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ ესერთა პარტიის წევრები: 1) სარქის ალექსანდრეს ძე ოთაროვი - მეშჩანი, 48 წლის, სომხურ-გრიგორიანული აღმსარებლობისა, ამიერკავკასიის ოლქის სადაზღვევო საზოგადოების აგენტი, მცხოვრები თბილისში, მალაკნების ქუჩაზე, #50 სახლში; 2) ვასილ ვასილის ძე პილეცკი - მემამულე, 22 წლის, ამიერკავკასიის რკინიგზაზე ფოსტის გადაზიდვის მერვე განყოფილების თანამშრომელი, მცხოვრები თბილისში, სადგურის ქუჩაზე, #12 სახლში.

უფრო დაწვრილებით, საარქივო მასალების მიხედვით, საქმის ვითარება შემდეგნაირად წარმოგვიდგება.

ერევანსკის მოედნიდან გატაცებული ფულის საქმის ძიების პროცესში 1907 წლის 13 ივნისიდან 9 ნოემბრამდე ძიებას ეჭვიც კი არ აღძვრია ექსპროპრიაციაში სიმონ ტერ-პეტროსიანის (კამოს) მონაწილეობის თაობაზე. კამოს შესახებ ძიების მასალებში ცნობები ჩნდება 1907 წლის 9 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც იგი ბერლინში დააპატიმრეს. გერმანიის პოლიციამ კამოს ორი ბრალდება წაუყენა:

ავსტრია-უნგრეთის მოქალაქის დიმიტრი მირსკის პასპორტით ცხოვრება (ეს პასპორტი კამომ თბილისში აბანოში მოპარა ავსტრია-უნგრეთის დიპლომატს დიმიტრი მირსკის) და ასაფეთქებელი ნივთიერების შენახვა. რაც შეეხება ერევანსკის მოედნიდან ფულის გატაცებას - კამოსთვის ეს ბრალდება არ წაუყენებიათ. 1908 წლის მარტში, ერევანსკის მოედანზე განხორციელებული ექსპროპრიაციიდან ცხრა თვის შემდეგ, ქუთაისის ციხეში მყოფმა პატიმარმა - ტერორისტმა არსენ ქარსიძემ ქუთაისის დროებით გენერალ-გუბერნატორს წერილობით აცნობა, რომ ერევანსკის მოედნიდან ფული გაიტაცა სიმონ ტერ-პეტროსიანმა, იმავე კამომ. ძიებამ არსენ ქარსიძის ჩვენება მაშინვე სიმართლედ მიიღო და 1908 წლის 20 მარტისათვის კამოს მონაწილეობა ექსპროპრიაციაში დამტკიცებულად მიიჩნია.

ამავე დროს კამო ოპერაციის ხელმძღვანელადაც მიიჩნიეს. საიდან უნდა სცოდნოდა არსენ ქარსიძეს ერევანსკის მოედანზე განხორციელებულ ექსპროპრიაციაში კამოს მონაწილეობის შესახებ? საარქივო მასალების შესწავლამ დაგვარწმუნა იმაში, რომ არსენ ქასრიძე ან პროვოკატორი იყო, ან უბრალოდ რაღაცას ურევდა. თავის ჩვენებაში არსენ ქასრიძე აღნიშნავდა, რომ კამო გენერალ ალიხან-ავარსკის მკვლელობაში მონაწილეობდაო. ცნობილია, რომ კამოს ამ მკვლელობასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია.

ძიების მასალებში თბილისში, ერევანსკის მოედანზე, განხორციელებულ ექსპროპრიაციასთან დაკავშირებით იოსებ ჯუღაშვილის ხსენებაც კი არ არის - მასზე ეჭვიც არავის მიუტანია.

სოციალ-დემოკრატების (ბოლშევიკების) დაკავშირება 1907 წლის 13 ივნისს თბილისში ერევანსკის მოედანზე განხორციელებულ ექსპროპრიაციასთან შემდეგ ვითარებაში მოხდა: 1908 წელს ვლადიმერ ლენინის უახლოესი თანამებრძოლი მეერ ვალახი (იგივე მაქსიმ ლიტვინოვი, შემდეგში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი) შვეიცარიაში დააპატიმრეს თბილისიდან გატაცებული ბანკის საკრედიტო ბარათების გადახურდავებისას. ეს ფაქტი გახმაურდა მთელ ევროპაში.

მაინც, ვინ გაიტაცა ფული? - ამ კითხვას პასუხი თავისთავად გაეცა, რადგან გატაცებული ფული ბოლშევიკების ლიდერ ვლადიმერ ლენინთან აღმოჩნდა. ეს შეხედულება კიდევ უფრო განმტკიცდა მას შემდეგ, რაც თბილისიდან გატაცებული ბანკის საკრედიტო ბარათების გადახურდავებისას კვლავ დააპატიმრეს ვლადიმერ ლენინთან დაახლოებული პირები: ნიკოლაი სემაშკო (შემდეგში საბჭოთა რუსეთის ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარი), სარა რავიჩი (ბოლშევიკ გრიგოლ ზინოვიევის მეუღლე) და სხვები, თუმცა ძიებას 1912 წელსაც კი არ ჰქონდა იმისი დამამტკიცებელი მასალა, რომ ექსპროპრიაცია თბილისში სოციალ-დემოკრატებმა - იოსებ ჯუღაშვილმა და სიმონ ტერ-პეტროსიანმა - განახორციელეს.

1907 წლის 13 ივნისს თბილისში განხორციელებულ ექსპროპრიაციასთან კამოს არავითარი საერთო არ ჰქონია, თუმცა გატაცებულ ფულთან მას კავშირი მართლაც ჰქონდა. ესერებმა ერევანსკის მოედნიდან გატაცებული ფული ქალაქიდან ვერ გაიტანეს და ავლაბარში გადამალეს. ჟანდარმერიამ ფულის ადგილსამყოფელი იცოდა, მაგრამ სისხლის ღვრის თავიდან აცილების მიზნით, ტერორისტებს თავს არ ესხმოდა. სამაგიეროდ, თბილისიდან გამავალი ყველა გზა შეკრული იყო, ავლაბარიც ალყაში იყო მოქცეული. რამდენიმე დღის ლოდინის შემდეგ ესერები მიხვდნენ, რომ ფულს ქალაქიდან ვერ გაიტანდნენ და დახმარებისათვის ყველაზე შესაფერის კაცს - კამოს მიმართეს. თუმცა საარქივო მასალებიდან არა ჩანს, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ კამომ საქმის კურსში ჩააყენა იოსებ ჯუღაშვილი, რომელიც იმხანად ბაქოდან თბილისში დაბრუნდა.

კამომ თბილისიდან საზღვარგარეთ ფულის გატანის ოპერაცია უნაკლოდ განახორციელა, მაგრამ ესერები მოატყუა და ფული ვლადიმერ ლენინს მიუტანა. ცხადია, დამოუკიდებლად კამო ასეთ ნაბიჯს არ გადადგამდა, მას ვიღაც მართავდა. ვისი დავალებით მოქმედებდა კამო, საარქივო მასალებიდან არც ეს დგინდება.

ამრიგად, აღნიშნული მასალების მიხედვით, 1907 წლის 13 ივნისს თბილისში, ერევანსკის მოედანზე განხორციელებულ ექსპროპრიაციაში იოსებ ჯუღაშვილს მონაწილეობა არ მიუღია...

იოსებ ჯუღაშვილს თბილისში განხორციელებული ექსპროპრიაცია მოგვიანებით, 1918 წელს, გაუხსენა ლევ ტროცკიმ (ბრონშტეინმა). მან იოსებ ჯუღაშვილს საჯაროდ დასდო ბრალი ტერორისტებთან კავშირში. ვლადიმერ ლენინმა საქმე განსახილველად პარტიულ სასამართლოს გადასცა. ბოლშევიკური პარტიისა და საბჭოთა რუსეთის ლიდერმა თავი დაიზღვია და ობიექტურობის დაცვის მიზნით პარტიული სასამართლოს თავმჯდომარედ იმხანად ემიგრაციიდან დაბრუნებული მენშევიზმის ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი იული მარტოვი (ცედერბაუმი) დაასახელა. იული მარტოვის სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას კმაყოფილებით შეხვდა ლევ ტროცკი. პარტიულმა სასამართლომ გულმოდგინედ იმუშავა, მოუსმინა ლევ ტროცკისაც და იოსებ ჯუღაშვილსაც. განაჩენი ასეთი იყო:

იოსებ ჯუღაშვილს 1907 წლის 13 ივნისს თბილისში განხორციელებულ ექსპროპრიაციასთან კავშირი არ ჰქონია! მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, 1907 წელს თბილისში განხორციელებულ ექსპროპრიაციას დღემდე იოსებ ჯუღაშვილს მიაწერენ. მემუარული ლიტერატურიდან, პუბლიცისტიკიდან და ისტორიოგრაფიიდან ამ თემამ მხატვრულ ფილმსა და ლიტერატურაში გადაინაცვლა. დაინტერესებულ პირთა ერთი ნაწილისათვის ის სიმართლეა, მეორე ნაწილისთვის - სიცრუე...

ვახტანგ გურული

ჟურნალი "ისტორიანი"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს