კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ვაშაძეს ჯოზეფ კეის სასარგებლოდ 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა
გიორგი ვაშაძეს ჯოზეფ კეის სასარგებლოდ 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა

დე­პუ­ტატ გი­ორ­გი ვა­შა­ძეს ბიზ­ნეს­მენ ჯო­ზეფ კეის სა­სარ­გებ­ლოდ 50 000 ლა­რის გა­დახ­და და­ე­კის­რა.

13 დე­კემ­ბერს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­თა კო­ლე­გი­ამ საქ­მე­ზე - ჯო­ზეფ კეი გი­ორ­გი ვა­შა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ, მო­პა­სუ­ხე გი­ორ­გი ვა­შა­ძის სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის გამო სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 230-ე მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, მი­ი­ღო და­უს­წრე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ჯო­ზეფ კეის სარ­ჩე­ლი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხა­რე­თა შო­რის და­ვის სა­განს ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის უარ­ყო­ფა და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა წარ­მო­ად­გენს.

"მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო სხდო­მის თა­რი­ღის შე­სა­ხებ მო­პა­სუ­ხე მხა­რე გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 70-78-ე მუხ­ლე­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით. ვი­ნა­ი­დან მო­პა­სუ­ხე მხა­რე არ იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და არც მისი გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის სა­პა­ტიო მი­ზე­ზის შე­სა­ხებ იყო სა­სა­მარ­თლო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, მხა­რის­თვის გო­ნივ­რუ­ლი ვა­დით მოც­დის მიზ­ნით, სხდო­მა­ზე შეს­ვე­ნე­ბა გა­მო­ცხად­და. მო­პა­სუ­ხე მხა­რე სხდო­მა­ზე არ გა­მო­ცხად­და. მო­სარ­ჩე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა იშუ­ამ­დგომ­ლა სარ­ჩე­ლის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე და­უს­წრე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნის შე­სა­ხებ", - ნათ­ქვა­მია სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი და­უს­წრე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გი­ორ­გი ვა­შა­ძეს და­ე­კის­რა ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო პროგ­რა­მა "კუ­რი­ე­რი­სა" და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" სა­ინ­ფორ­მა­ციო პროგ­რა­მა "ქრო­ნი­კის" ეთე­რით, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, მის მი­ერ­ვე 2013 წლის 24 თე­ბერ­ვალს გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის უარ­ყო­ფის შე­სა­ხებ.

ამას­თან, მო­პა­სუ­ხე მხა­რეს ჯო­ზეფ კეის სა­სარ­გებ­ლოდ მი­ყე­ნე­ბუ­ლი არა­ქო­ნებ­რი­ვი ზი­ა­ნის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად 50 000 ლა­რის გა­დახ­და და­ე­კის­რა.

სა­სა­მარ­თლოს და­უს­წრე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ჩივ­რდე­ბა სა­ჩივ­რით სხდო­მა­ზე გა­მო­უ­ცხა­დე­ბე­ლი მხა­რის მიერ, მის­თვის და­უს­წრე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ას­ლის ჩა­ბა­რე­ბი­დან 10 დღის ვა­და­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გიორგი ვაშაძეს ჯოზეფ კეის სასარგებლოდ 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა

გიორგი ვაშაძეს ჯოზეფ კეის სასარგებლოდ 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა

დეპუტატ გიორგი ვაშაძეს ბიზნესმენ ჯოზეფ კეის სასარგებლოდ 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

13 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმეზე - ჯოზეფ კეი გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ, მოპასუხე გიორგი ვაშაძის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე, მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ჯოზეფ კეის სარჩელი დააკმაყოფილა.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მხარეთა შორის დავის საგანს ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს.

"მოსამზადებელი სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ვინაიდან მოპასუხე მხარე არ იყო გამოცხადებული და არც მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ იყო სასამართლო ინფორმირებული, მხარისთვის გონივრული ვადით მოცდის მიზნით, სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. მოპასუხე მხარე სხდომაზე არ გამოცხადდა. მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, გიორგი ვაშაძეს დაეკისრა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო პროგრამა "კურიერისა" და ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო პროგრამა "ქრონიკის" ეთერით, სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება, მის მიერვე 2013 წლის 24 თებერვალს გაკეთებული განცხადებების უარყოფის შესახებ.

ამასთან, მოპასუხე მხარეს ჯოზეფ კეის სასარგებლოდ მიყენებული არაქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრდება საჩივრით სხდომაზე გამოუცხადებელი მხარის მიერ, მისთვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ