ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში მცხოვრებმა ოჯახმა საშობაო განათებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
რიჩარდსებმა სახლი 502 165 საშობაო ნათურით მორთეს. ზღაპრული ილუმინაციის სანახავად რიჩარდსების ეზოში უამრავი ხალხი შეიკრიბა. რეკორდი ოფიციალურად დააფიქსირა გინესის მსოფლიო რეკორდების წარმომადგენელმა. საშობაო ნათურების ინსტალაციაში ჯენინ და დევიდ რიჩარდსებს მათი 3 შვილი, მეგობრები, ნათესავები და მეზობლები ეხმარებოდნენ. საერთო ძალისხმევით, საშობაო ნათურების განთავსებას რამდენიმე კვირა დასჭირდა. საერთო ჯამში 2 291 დოლარი დაიხარჯა.
ეს ოჯახის პირველი რეკორდი არ არის - 2011 წელს მათ სამასი ათასზე მეტი ნათურით მორთეს სახლი, თუმცა 2012 წელს მათ რეკორდსმენობა ნიუ-იორკელმა ოჯახმა ჩამოართვა.
მომზადებულია npr.org-ის მიხედვით.