კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრიზისი უკრაინაში: ემუქრება თუ არა ქვეყანას მეორე "ნარინჯისფერი რევოლუცია"
კრიზისი უკრაინაში: ემუქრება თუ არა ქვეყანას მეორე "ნარინჯისფერი რევოლუცია"

უახ­ლე­სი ამ­ბე­ბი უკ­რა­ი­ნი­დან:

    - უკ­რა­ი­ნა­ში მო­მი­ტინ­გე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნეს

    - ნი­კო­ლაი აზა­რო­ვი: რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას­თან გა­ზის კონ­ტრაქ­ტის გა­და­ხედ­ვას და­თან­ხმდა

    კრი­ზი­სი უკ­რა­ი­ნა­ში: ემუქ­რე­ბა თუ არა ქვე­ყა­ნას მე­ო­რე "ნა­რინ­ჯის­ფე­რი რე­ვო­ლუ­ცია"

    უკ­რა­ი­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი მი­ტინ­გე­ბი, რომ­ლე­ბიც კი­ევ­სა და სხვა ქა­ლა­ქებ­ში შა­ბათ-კვი­რას და­ი­წყო, 9 წლის წი­ნან­დელ მოვ­ლე­ნებს - 2004 წლის "ნა­რინ­ჯის­ფერ რე­ვო­ლუ­ცი­ას" გვახ­სე­ნებს. უკ­რა­ი­ნე­ლი და რუსი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი შე­და­რე­ბებს და მო­მავ­ლის პროგ­ნოზს აკე­თე­ბენ, ცდი­ლო­ბენ გან­სა­ზღვრონ, რამ­დე­ნად სა­ხი­ფა­თოა და სა­ხი­ფა­ოა თუ არა სა­ერ­თოდ იგი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის.

    კი­ევ­ში აქ­ცი­ე­ბი "ნა­რინ­ჯის­ფე­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ ყვე­ლა­ზე მა­სობ­რი­ვია - სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ 25 000-დან 100 000-მდე ადა­მი­ა­ნი შეკ­რი­ბეს. უკ­რა­ი­ნის ოპო­ზი­ცი­ას სცე­ნა­რის გან­მე­ო­რე­ბის იმე­დი აქვს, რო­დე­საც მა­ი­დან ნე­ზა­ლეჟნოსტზე (კი­ე­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი მო­ე­და­ნი) საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შე­დე­გად მთავ­რო­ბა შე­იც­ვა­ლა (და­მარ­ცხდა ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩი და გა­ი­მარ­ჯვა ვიქ­ტორ იუ­შენ­კომ).

    ბევ­რი რამ 2004 წელს გვახ­სე­ნებს, ამ­ბობს გა­ზეთ "Коммерсант-Украина" კო­რეს­პონ­დენ­ტი. მაგ­რამ იყო ნა­თე­ლი გან­სხვა­ვე­ბე­ბი. ასე გა­მომ­სვლელ­თა უმე­ტე­სო­ბა "ახალ­ბე­დე­ბი" იყ­ვნენ - ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც 9 წლის წინ "მა­ი­დან­ში" არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. იმ დღე­ე­ბის ლო­ზუნ­გი - "მი­ლი­ცია ხალ­ხთან"- მო­ნა­წი­ლე­ებს არ გახ­სე­ნე­ბი­ათ: თუ ისი­ნი ფორ­მი­ა­ნებს ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ, მხო­ლოდ იმის­თვის რომ გა­ეკ­რი­ტი­კე­ბი­ნათ.

    თა­ვად პო­ლი­ტი­კო­სე­ბი აღი­ა­რე­ბენ, რომ უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის მოვ­ლე­ნე­ბი (საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას 29 ნო­ემ­ბე­რამ­დე ვილ­ნი­უს­ში "აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის" სა­მი­ტამ­დე აპი­რე­ბენ, სა­დაც ევ­რო­კავ­შირ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რა იგეგ­მე­ბო­და) 2004 წლის მოვ­ლე­ნე­ბის ასლი არ იქ­ნე­ბა.

    რუ­სე­თის Коммерсантъ-ის პრო­ტეს­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ტო­რე­ბი "მა­ი­დან - 2004"-ის გან­მე­ო­რე­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბას აღი­ა­რე­ბენ. ისი­ნი რამ­დე­ნი­მე მი­ზეზს ასა­ხე­ლე­ბენ. პირ­ვე­ლი, დღეს ის ენ­თუ­ზი­აზ­მი და მა­სობ­რი­ვი

    აღ­ტკი­ნე­ბა არ არის, რო­მე­ლიც ცხრა წლის წინ იყო, ადა­მი­ა­ნებს ახა­ლი ძვრე­ბი არ სწყუ­რი­ათ. მე­ო­რეც, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი და­ნა­წევ­რე­ბულ­ნი არი­ან და ძნე­ლად თუ შეძ­ლე­ბენ ერთ გუნ­დად შეკ­ვრას.

    მე­სა­მე, ბევრ კი­ე­ველს მა­სა­ში ულტრა­ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის "Свобода"-ს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მოს­წონს. მე­ო­თხე, მთავ­რო­ბას ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩის ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­მო­ცი­ლე­ბის ჰი­პო­თე­ტურ ვერ­სი­ას ქვეყ­ნის გახ­ლე­ჩის პრო­ვო­ცი­რე­ბა შე­უძ­ლია - აღ­მო­სავ­ლეთ და სამ­ხრეთ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი რე­გი­ო­ნე­ბი ევ­რო­რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რებს ნაკ­ლე­ბად გაჰ­ყვე­ბი­ან.

    მე­ხუ­თე, ია­ნუ­კო­ვი­ჩი და მისი გუნ­დი ხვდე­ბა, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­კარ­გვით, ისი­ნი შე­საძ­ლოა, ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდნენ და იქ იუ­ლია ტი­მო­შენ­კო ჩა­ა­ნაც­ვლონ. ეს ნიშ­ნავს, რომ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა უი­მე­დო იქ­ნე­ბა - 2004 წლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, - მოჰ­ყავს გა­მო­ცე­მას სა­კუ­თა­რი რეს­პო­დენ­ტე­ბის არ­გუ­მენ­ტე­ბი.

    უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ­მა ნი­კო­ლაი აზა­როვ­მა რუ­სულ Первый канал-თან სა­უბ­რი­სას და­ა­სას­ტუ­რა, რომ მთავ­რო­ბის საქ­ცი­ე­ლი ამ­ჯე­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. "ჩვენ რა თქმა უნდა, ყუ­რა­დღე­ბით და­ვაკ­ვირ­დე­ბით. ვი­ცით, რომ ეს აქ­ცი­ე­ბი ფი­ნანსდე­ბა, მა­გა­ლი­თად. თუ ეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში კეთ­დე­ბა, ნორ­მა­ლუ­რია. თუ ეს მისი დარ­ღვე­ვით კეთ­დე­ბა, რა თქმა უნდა, მთავ­რო­ბა ისე აღარ მო­იქ­ცე­ვა, რო­გორც 2004 წელს, მა­შინ ჩვენ თვალ­წინ კა­ნო­ნი­ე­რი მთავ­რო­ბის დამ­ხო­ბის ტექ­ნო­ლო­გია მშვი­დად გან­ხორ­ცი­ელ­და",- გა­ნა­ცხა­და მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

    ექ­სპერ­ტე­ბი თა­ვის მხრივ "რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი" პო­ტენ­ცი­ა­ლის არას­სე­ბო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ. ადა­მი­ა­ნებს ის ენერ­გია არ აქვთ, რაც 2004 წელს, გა­ნუ­ცხა­და Коммерсантъ-ს უკ­რა­ი­ნელ­მა პო­ლი­ტო­ლოგ­მა დმიტ­რი პო­ნა­მარ­ჩუკ­მა.

    ამ­ჟა­მინ­დე­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს ახა­ლი "ნა­რინ­ჯის­ფე­რი რე­ვო­ლუ­ცია" არ მოჰ­ყვე­ბა, აცხა­დებს მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის კვლე­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო ანა­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი ხელ­მძღვა­ნე­ლი ალექ­სეი ვლა­სო­ვი.

    "არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ქუ­ჩებ­ში ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის 10 000 თუ 100 000 მომ­ხრე გა­მო­ვი­და. 2004 წელს ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ამ აღაშ­ფო­თა. ახლა კი ისე­თი ფაქ­ტო­რი არ აირს, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის თვალ­ში მომ­ხდა­რის ლე­გი­ტი­მი­ზე­ბას მო­ახ­დენ­და",-გა­ნა­ცხა­და მან. ვლა­სოვ­მა მო­იყ­ვა­ნა მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მად, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის 40% ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­ა­ცი­ას ემ­ხრო­ბა, ხოლო 35% სა­ბა­ჟო კავ­შირს უჭერს მხარს.

    ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კუ­თხით გა­ნი­ხი­ლავს სი­ტუ­ა­ცი­ას Ведомости -ის პო­ლი­ტი­კის გან­ყო­ფი­ლე­ბის რე­დაქ­ტო­რი მაქ­სიმ გლი­კი­ნი, მაგ­რამ მსგავს დას­კვნას აკე­თებს: "და­პი­რე­ბულ დიდი ევ­რო­პის მი­წა­ზე შეს­ვლის­თვის მზად მთე­ლი უკ­რა­ი­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა არ აღ­მოჩ­ნდა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მთავ­რო­ბას არ მის­ცემ­და ამის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას".

    რუსი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი მე­ო­რე "ნა­რინ­ჯის­ფერ რე­ვო­ლუ­ცი­ას" ასე­ვე არ პროგ­ნო­ზი­რე­ბენ. "ეს არა ერის უმ­რავ­ლე­სო­ბის, არა­მედ ადა­მი­ან­თა ერთი ჯგუ­ფის აზ­რია",- აცხა­დებს სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის დსთ-ს საქ­მე­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­ჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ტა­ტი­ა­ნა მოს­კალ­კო­ვა. მას კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლე­ო­ნიდ სლუც­კი ეთან­ხმე­ბა: "ეს ადა­მი­ა­ნე­ბის პა­ტა­რა ჯგუ­ფია, რო­მელ­თაც "მა­ი­და­ნის" პრო­ტესტთან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვთ. უფრო მე­ტიც, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბია".

    იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

    მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

    დღის ვიდეო
    00:00 / 00:00
    მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

    კრიზისი უკრაინაში: ემუქრება თუ არა ქვეყანას მეორე "ნარინჯისფერი რევოლუცია"

    კრიზისი უკრაინაში: ემუქრება თუ არა ქვეყანას მეორე "ნარინჯისფერი რევოლუცია"

    უახლესი ამბები უკრაინიდან:

    - უკრაინაში მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

    - ნიკოლაი აზაროვი: რუსეთი უკრაინასთან გაზის კონტრაქტის გადახედვას დათანხმდა

    კრიზისი უკრაინაში: ემუქრება თუ არა ქვეყანას მეორე "ნარინჯისფერი რევოლუცია"

    უკრაინის ევროინტეგრაციისთვის მრავალრიცხოვანი მიტინგები, რომლებიც კიევსა და სხვა ქალაქებში შაბათ-კვირას დაიწყო, 9 წლის წინანდელ მოვლენებს - 2004 წლის "ნარინჯისფერ რევოლუციას" გვახსენებს. უკრაინელი და რუსი პოლიტიკოსები და ექსპერტები შედარებებს და მომავლის პროგნოზს აკეთებენ, ცდილობენ განსაზღვრონ, რამდენად სახიფათოა და სახიფაოა თუ არა საერთოდ იგი ხელისუფლებისთვის.

    კიევში აქციები "ნარინჯისფერი რევოლუციის" შემდეგ ყველაზე მასობრივია - სხვადასხვა ინფორმაციით, მათ 25 000-დან 100 000-მდე ადამიანი შეკრიბეს. უკრაინის ოპოზიციას სცენარის განმეორების იმედი აქვს, როდესაც მაიდან ნეზალეჟნოსტზე (კიევის ცენტრალური მოედანი) საპროტესტო აქციების შედეგად მთავრობა შეიცვალა (დამარცხდა ვიქტორ იანუკოვიჩი და გაიმარჯვა ვიქტორ იუშენკომ).

    ბევრი რამ 2004 წელს გვახსენებს, ამბობს გაზეთ "Коммерсант-Украина" კორესპონდენტი. მაგრამ იყო ნათელი განსხვავებები. ასე გამომსვლელთა უმეტესობა "ახალბედები" იყვნენ - ადამიანები, რომლებიც 9 წლის წინ "მაიდანში" არ მონაწილეობდნენ. იმ დღეების ლოზუნგი - "მილიცია ხალხთან"- მონაწილეებს არ გახსენებიათ: თუ ისინი ფორმიანებს ელაპარაკებოდნენ, მხოლოდ იმისთვის რომ გაეკრიტიკებინათ.

    თავად პოლიტიკოსები აღიარებენ, რომ უახლოესი დღეების მოვლენები (საპროტესტო აქციების გაგრძელებას 29 ნოემბერამდე ვილნიუსში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტამდე აპირებენ, სადაც ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა იგეგმებოდა) 2004 წლის მოვლენების ასლი არ იქნება.

    რუსეთის Коммерсантъ-ის პროტესტის ორგანიზატორებთან დაახლოებული ინფორმატორები "მაიდან - 2004"-ის განმეორების შეუძლებლობას აღიარებენ. ისინი რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. პირველი, დღეს ის ენთუზიაზმი და მასობრივი

    აღტკინება არ არის, რომელიც ცხრა წლის წინ იყო, ადამიანებს ახალი ძვრები არ სწყურიათ. მეორეც, ოპოზიციის ლიდერები დანაწევრებულნი არიან და ძნელად თუ შეძლებენ ერთ გუნდად შეკვრას.

    მესამე, ბევრ კიეველს მასაში ულტრანაციონალისტური პარტიის "Свобода"-ს მონაწილეობა არ მოსწონს. მეოთხე, მთავრობას ვიქტორ იანუკოვიჩის ძალის გამოყენებით ჩამოცილების ჰიპოთეტურ ვერსიას ქვეყნის გახლეჩის პროვოცირება შეუძლია - აღმოსავლეთ და სამხრეთ რუსულენოვანი რეგიონები ევრორევოლუციონერებს ნაკლებად გაჰყვებიან.

    მეხუთე, იანუკოვიჩი და მისი გუნდი ხვდება, რომ ძალაუფლების დაკარგვით, ისინი შესაძლოა, ციხეში აღმოჩნდნენ და იქ იულია ტიმოშენკო ჩაანაცვლონ. ეს ნიშნავს, რომ წინააღმდეგობა უიმედო იქნება - 2004 წლისგან განსხვავებით, - მოჰყავს გამოცემას საკუთარი რესპოდენტების არგუმენტები.

    უკრაინის პრემიერმა ნიკოლაი აზაროვმა რუსულ Первый канал-თან საუბრისას დაასასტურა, რომ მთავრობის საქციელი ამჯერად განსხვავებული იქნება. "ჩვენ რა თქმა უნდა, ყურადღებით დავაკვირდებით. ვიცით, რომ ეს აქციები ფინანსდება, მაგალითად. თუ ეს კანონმდებლობის ფარგლებში კეთდება, ნორმალურია. თუ ეს მისი დარღვევით კეთდება, რა თქმა უნდა, მთავრობა ისე აღარ მოიქცევა, როგორც 2004 წელს, მაშინ ჩვენ თვალწინ კანონიერი მთავრობის დამხობის ტექნოლოგია მშვიდად განხორციელდა",- განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა.

    ექსპერტები თავის მხრივ "რევოლუციური" პოტენციალის არასსებობაზე საუბრობენ. ადამიანებს ის ენერგია არ აქვთ, რაც 2004 წელს, განუცხადა Коммерсантъ-ს უკრაინელმა პოლიტოლოგმა დმიტრი პონამარჩუკმა.

    ამჟამინდელი საპროტესტო აქციებს ახალი "ნარინჯისფერი რევოლუცია" არ მოჰყვება, აცხადებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტსაბჭოთა სივრცის კვლევის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი ხელმძღვანელი ალექსეი ვლასოვი.

    "არ არის მნიშვნელოვანი, ქუჩებში ევროინტეგრაციის 10 000 თუ 100 000 მომხრე გამოვიდა. 2004 წელს ყველა არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციამ აღაშფოთა. ახლა კი ისეთი ფაქტორი არ აირს, რომელიც საზოგადოებრივი აზრის თვალში მომხდარის ლეგიტიმიზებას მოახდენდა",-განაცხადა მან. ვლასოვმა მოიყვანა მონაცემები, რომლის თანახმად, უკრაინელების 40% ევროკავშირთან ასოციაციას ემხრობა, ხოლო 35% საბაჟო კავშირს უჭერს მხარს.

    ცოტა განსხვავებული კუთხით განიხილავს სიტუაციას Ведомости -ის პოლიტიკის განყოფილების რედაქტორი მაქსიმ გლიკინი, მაგრამ მსგავს დასკვნას აკეთებს: "დაპირებულ დიდი ევროპის მიწაზე შესვლისთვის მზად მთელი უკრაინის მოსახლეობა არ აღმოჩნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობას არ მისცემდა ამის გაკეთების საშუალებას".

    რუსი პოლიტიკოსები და ექსპერტები მეორე "ნარინჯისფერ რევოლუციას" ასევე არ პროგნოზირებენ. "ეს არა ერის უმრავლესობის, არამედ ადამიანთა ერთი ჯგუფის აზრია",- აცხადებს სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეების კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე ტატიანა მოსკალკოვა. მას კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ სლუცკი ეთანხმება: "ეს ადამიანების პატარა ჯგუფია, რომელთაც "მაიდანის" პროტესტთან საერთო არაფერი აქვთ. უფრო მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, ეს დაფინანსებული აქციებია".

    იხილეთ ფოტოგალერეა

    მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

    9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

    მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

    პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა