კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპანიების სია, რომლებიც მომხმარებლებს SMS რეკლამებით თავს აბეზრებენ
კომპანიების სია, რომლებიც მომხმარებლებს SMS რეკლამებით თავს აბეზრებენ

"გსურთ, შე­ი­ძი­ნოთ გა­ზის გა­მათ­ბობ­ლე­ბი ან სხვა ტექ­ნი­კა თქვენ­თვის სა­სურ­ველ ფა­სად? იჩ­ქა­რეთ, ფას­დაკ­ლე­ბა მოქ­მე­დებს 17 დე­კემ­ბრამ­დე (იან­ვრამ­დე, თე­ბერ­ვლამ­დე და ასე შემ­დეგ)", - ამ და სხვა მსგავ­სი ში­ნა­არ­სის "სპამ" SMS რეკ­ლა­მას, ალ­ბათ, დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე იღებთ. მომ­ხმა­რებ­ლე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბის მიზ­ნით კომ­პა­ნი­ე­ბი აგ­რე­სი­ულ სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ას უკვე აღარ ერი­დე­ბი­ან, რაც არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლოდ, მო­ქა­ლა­ქე­თა გუ­ლის­წყრო­მას იწ­ვევს. ირ­კვე­ვა, რომ "სპამ" SMS რეკ­ლა­მე­ბის გაგ­ზავ­ნით, კომ­პა­ნი­ე­ბი პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნონს არ­ღვე­ვენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბაც კი არ­სე­ბობს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, 2016 წლამ­დე, მას უფ­ლე­ბა არ აქვს, კომ­პა­ნი­ებს პა­სუ­ხი მოს­თხო­ვოს. პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი სწო­რედ 2016 წლი­დან ამოქ­მედ­დე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად, "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო" იმ კომ­პა­ნი­ე­ბის სიას აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მებს უგუ­ლე­ბელ­ყო­ფენ და მომ­ხმა­რებ­ლებს დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე, "სპამ" SMS რეკ­ლა­მე­ბით თავს აბეზ­რე­ბენ.

პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მე-5 და მე-8 მუხ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, SMS-ების გამ­გზავ­ნი პირი ვლა­დე­ბუ­ლია, მო­ი­პო­ვოს მომ­ხმა­რებ­ლის თან­ხმო­ბა მისი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის (სა­ხე­ლი, მი­სა­მარ­თი, ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, ფაქ­სის ნო­მე­რი და ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მი­სა­მარ­თი) და­მუ­შა­ვე­ბა­ზე. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მო­ნა­ცე­მე­ბი სა­ჯა­რო წყა­რო­ე­ბი­დან უნდა მო­ი­პო­ვონ. არა­და, "სა­ჯა­რო წყა­როს" ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ გან­მარ­ტავს, ამი­ტომ SMS-ების გამ­გზავ­ნი პირი ვალ­დე­ბუ­ლია, მომ­ხმა­რე­ბელს შე­ა­ტყო­ბი­ნოს, რომ მას აქვს უფ­ლე­ბა, უარი თქვას შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ზე, რა­საც სამ­წუ­ხა­როდ, კომ­პა­ნი­ე­ბი არ აკე­თე­ბენ.

SMS რეკ­ლა­მე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტორ­მა, თა­მარ ქალ­დან­მაც. მან კომ­პა­ნი­ებს არ­სე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მე­ბი შე­ახ­სე­ნა და კა­ნო­ნის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­და. კომ­პა­ნი­ე­ბი "სპამ" SMS რეკ­ლა­მე­ბით მომ­ხმა­რე­ბელ­თა შე­წუ­ხე­ბას მა­ინც გა­ნაგ­რძო­ბენ. "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ კომ­პა­ნი­ებ­მა არ უნდა მო­ა­ბეზ­რონ თავი პო­ტენ­ცი­ურ კლი­ენ­ტებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ მომ­ხმა­რებ­ლებ­მა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა სა­ჯა­როდ და­ა­ფიქ­სი­რონ: "ვი­წყებთ იმ კომ­პა­ნი­ე­ბის სიის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, რომ­ლე­ბიც წი­ნას­წა­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, SMS რეკ­ლა­მებს გვიგ­ზავ­ნი­ან. სი­ა­ში არ მოხ­ვდნენ ის კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც SMS-ების დაგ­ზავ­ნა მას შემ­დეგ და­ი­წყეს, რაც მომ­ხმა­რე­ბელ­მა მათ­თან ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის ბა­რა­თი აიღო. SMS რეკ­ლა­მებს გვიგ­ზავ­ნი­ან "ოლ­ტურ­სი", "ალტა", "ამ­ბო­ლი", "არაი თუ­მო­როუ", "ბალ­დი", "ბოში", "კარ­ფუ­რი", "ჩიკ ბებე", "სითი კლუ­ბი", "კლუ­ბი 71", "ელიტ ელექტრო­ნიქ­სი", "გასა", "ჰინ­ტე­რი­ო­რი", "ქეი ეს ბი ბან­კი", "ლო­ტუ­სი", "მედი", "მე­გა­ლა­ი­ნი", "მ ნა­პო­ლე­ო­ნი", "ნი­სა­ნი", "ოქეი", "რაკ კე­რა­მიქ­სი", "სა­ფი­ლო", "სა­ლა­მან­დე­რი", "სამ­სუნ­გი", "სმა­ი­ლი", "ტექ­ნო ბუმი", "ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო - სა­ქარ­თვე­ლო", "ვი­ვა­სუ­ნი". გა­ურ­კვე­ვე­ლია, რო­გორ მო­ი­პო­ვეს მო­ბი­ლუ­რი მარ­კე­ტინ­გის კომ­პა­ნი­ებ­მა მო­ქა­ლა­ქე­თა ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი და სხვა მო­ნა­ცე­მე­ბი. მო­ბი­ლუ­რი კავ­ში­რის ოპე­რა­ტორ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა გან­გვი­ცხა­დეს, რომ ისი­ნი მომ­ხმა­რე­ბელ­თა შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მე­სა­მე მხა­რეს არ უზი­ა­რე­ბენ და არც ყი­დი­ან. ვე­სა­უბ­რეთ GeoSMS-ისა და Paradox Georgia-ს წარ­მო­მად­გენ­ლებს, რად­გან ეს კომ­პა­ნი­ე­ბი მო­ბი­ლურ რეკ­ლა­მებს აგ­ზავ­ნი­ან. დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, რომ მო­ნა­ცე­მე­ბის რამ­დე­ნი­მე­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ბაზა აქვთ, თუმ­ცა არ და­ა­ზუს­ტეს, რა გზით მო­ი­პო­ვეს ისი­ნი. ამ­ბო­ბენ, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ავალ­დე­ბუ­ლებს წყა­როს გამ­ხე­ლას, მე­ტიც, ათო­ბით ათა­სი SMS-ის გაგ­ზავ­ნა წი­ნას­წა­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, კა­ნონს არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა".

2016 წლამ­დე, ვიდ­რე კა­ნო­ნი ამოქ­მედ­დე­ბა და პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რად შეძ­ლებს, კომ­პა­ნი­ებს პა­სუ­ხი მოს­თხო­ვოს, მომ­ჩი­ვან მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც SMS რეკ­ლა­მე­ბის მი­ღე­ბა არ სურთ, შე­უძ­ლი­ათ ელექტრო­ნუ­ლი წე­რი­ლი გაგ­ზავ­ნონ მი­სა­მარ­თზე: office@pdp.ge, ან დარ­ე­კონ ნო­მერ­ზე: (+995 32) 2 14 68 31. "ვერ­სია" პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტორს, თა­მარ ქალ­დანს და­უ­კავ­შირ­და: "ბევ­რი მო­ქა­ლა­ქე გვი­რე­კავს და კონ­სულ­ტა­ცი­ებს იღებს ჩვენ­გან, რო­გორ მო­ი­თხო­ვონ SMS რეკ­ლა­მე­ბის მი­ღე­ბის შე­წყვე­ტა. რამ­დე­ნი­მემ გან­ცხა­დე­ბი­თაც მოგ­ვმარ­თა. პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი ძა­ლა­ში 2016 წელს შევა, მა­ნამ­დე ეფექ­ტუ­რად რე­ა­გი­რე­ბის უფ­ლე­ბა არ გვაქვს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, წე­რილს ვამ­ზა­დებთ და მივ­მარ­თავთ კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­მაც კონ­კრე­ტულ პირს SMS რეკ­ლა­მა გა­უგ­ზავ­ნა, და­იც­ვას კა­ნო­ნი და გა­ნუ­მარ­ტოს მო­ქა­ლა­ქეს, სა­ი­დან აქვს ინ­ფორ­მა­ცია. მო­ქა­ლა­ქის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, კომ­პა­ნია ვალ­დე­ბუ­ლია, წე­რი­ლის მი­ღე­ბი­დან, 10-დღი­ან ვა­და­ში, მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბა შე­წყვი­ტოს – მისი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი სა­ერ­თო ბა­ზი­დან ამო­ი­ღოს".

თა­მარ ქალ­დან­მა "ვერ­სი­ას" გა­ნუ­ცხა­და, რომ მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა მზად­დე­ბა. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მუ­შაო ჯგუ­ფიც კი შე­იქ­მნა, პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის, სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით: "ვმუ­შა­ობთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­ზე, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვას, კა­ნონ­მდებ­ლო­ბას კი ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს მი­უ­ახ­ლო­ებს. ცვლი­ლე­ბე­ბი პირ­და­პირ მარ­კე­ტინგსაც ეხე­ბა, რად­გან კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბის ვადა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­და­ი­ხე­დოს. ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვაა, პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი 2016 წლამ­დე ამოქ­მედ­დეს. ისე­თი ცვლი­ლე­ბე­ბიც უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რაც მო­ქა­ლა­ქეს მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბის შე­წყვე­ტის მო­თხოვ­ნას გა­უ­ად­ვი­ლებს. გვინ­და მარ­ტი­ვი მე­ქა­ნიზ­მი შე­მო­ვი­ღოთ. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც კომ­პა­ნია SMS რეკ­ლა­მას აგ­ზავ­ნის, იქვე უნდა იყოს მი­თი­თე­ბუ­ლი ნო­მე­რი, რო­მელ­ზეც და­რეკ­ვის შემ­თხვე­ვა­შიც, რეკ­ლა­მის მი­ღე­ბა შე­წყდე­ბა. თუ სა­რეკ­ლა­მო ტექსტს ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით იღებთ, ამა­ვე გზით უნდა შეძ­ლოთ მისი გა­უქ­მე­ბა".

თა­მარ ქალ­დანს მი­აჩ­ნია, რომ კომ­პა­ნი­ებ­მა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი უნდა და­იც­ვან და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თონ, რათა პო­ტენ­ცი­უ­რი კლი­ენ­ტე­ბი არ გა­ა­ღი­ზი­ა­ნონ.

მარ­კე­ტინ­გუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლია კომ­პა­ნი­ე­ბის სტრა­ტე­გია, SMS რეკ­ლა­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ყი­დონ პრო­დუქ­ცია? უმ­ჯო­ბე­სი არ არის, კომ­პა­ნი­ებ­მა კლი­ენ­ტე­ბის ის ბაზა შექ­მნან, რომ­ლებ­საც ნამ­დვი­ლად სურთ ამ ტი­პის რეკ­ლა­მე­ბი­სა, თუ სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა? მარ­კე­ტინგ-სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია TMG-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნიკო თევ­დო­რაშ­ვი­ლი ამ­ბობს: "კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სე­ბიც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­საც. რო­დე­საც კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელ­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად, რეკ­ლა­მებს ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტი­სა, თუ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით აგ­ზავ­ნის, გარ­კვე­ულ უხერ­ხუ­ლო­ბას ქმნის. მე­ო­რე მხრივ – კომ­პა­ნია მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს და­ხარ­ჯოს ენერ­გია, რათა მომ­ხმა­რე­ბე­ლი მო­ი­ზი­დოს. შე­საძ­ლე­ბე­ლია, უფრო დახ­ვე­წილ ფორ­მა­საც მი­მარ­თოს. მა­გა­ლი­თად, სა­კუ­თა­რი კლი­ენ­ტე­ბის ბაზა შექ­მნას, რომ­ლებ­საც კონ­კრე­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის სი­ახ­ლე­ე­ბი აინ­ტე­რე­სებთ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, კომ­პა­ნი­აც და მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც მო­ი­გე­ბენ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ მარ­კე­ტინ­გში სტრა­ტე­გი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით თან­ხის გა­დახ­და მხო­ლოდ ხარ­ჯია. შე­სა­ბა­მი­სად, ცდი­ლო­ბენ, ფარ­თო აუ­დი­ტო­რია გა­ცი­ლე­ბით ია­ფად მო­ი­ზი­დონ".

ნიკო თევ­დო­რაშ­ვი­ლის თქმით, ამ ტი­პის "სე­ნით" მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი არ არი­ან შე­პყრო­ბილ­ნი. ეს საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა აშშ-ში, ასე­ვე ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბა უკვე და­ი­წყეს:

"მომ­ხმა­რებ­ლებ­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად, მისი მო­ბი­ლუ­რის ან ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის "დას­პამ­ვა" კა­ნო­ნით და­ის­ჯე­ბა. ამე­რი­კა­ში დიდი ხა­ნია არ­სე­ბობს კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფულს იმა­ში იღე­ბენ, რომ არ­ცერ­თმა კომ­პა­ნი­ამ მო­ქა­ლა­ქე არ "დას­პა­მოს". სხვა­თა შო­რის, ეს სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მა­ზეც კი ვრცელ­დე­ბა – ტე­ლე­ვი­ზორ­ზე სპე­ცი­ა­ლურ აპა­რატს ამონ­ტა­ჟე­ბენ, სა­დაც სა­სურ­ვე­ლი ტე­ლე­არ­ხე­ბი შეჰ­ყავთ. ერთ არხზე რეკ­ლა­მის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, აპა­რა­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით, კომ­პა­ნია ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­დარ­თავს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ არხზე, სა­დაც იმ დროს, რეკ­ლა­მა არ გა­დის. თან­და­თან, სა­ქარ­თვე­ლო­შიც და­იხ­ვე­წე­ბა ეს პრო­ცე­სი. აქაც გაჩ­ნდე­ბა კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ქა­ლა­ქე­ებს "სპამ" რეკ­ლა­მე­ბის­გან და­ი­ცა­ვენ. მა­გა­ლი­თად, უკვე გა­მოჩ­ნდა ფა­სი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა, რომ­ლი­თაც მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რე­ბის ელექტრო­ნულ ბა­ზებ­ში აღარ მოხ­ვდე­ბით".

მაია მი­შე­ლა­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

კომპანიების სია, რომლებიც მომხმარებლებს SMS რეკლამებით თავს აბეზრებენ

კომპანიების სია, რომლებიც მომხმარებლებს SMS რეკლამებით თავს აბეზრებენ

"გსურთ, შეიძინოთ გაზის გამათბობლები ან სხვა ტექნიკა თქვენთვის სასურველ ფასად? იჩქარეთ, ფასდაკლება მოქმედებს 17 დეკემბრამდე (იანვრამდე, თებერვლამდე და ასე შემდეგ)", - ამ და სხვა მსგავსი შინაარსის "სპამ" SMS რეკლამას, ალბათ, დღეში რამდენჯერმე იღებთ. მომხმარებლების დაინტერესების მიზნით კომპანიები აგრესიულ სარეკლამო კამპანიას უკვე აღარ ერიდებიან, რაც არცთუ უსაფუძვლოდ, მოქალაქეთა გულისწყრომას იწვევს. ირკვევა, რომ "სპამ" SMS რეკლამების გაგზავნით, კომპანიები პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონს არღვევენ. საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაც კი არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ, 2016 წლამდე, მას უფლება არ აქვს, კომპანიებს პასუხი მოსთხოვოს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი სწორედ 2016 წლიდან ამოქმედდება. პარალელურად, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იმ კომპანიების სიას აქვეყნებს, რომლებიც საკანონმდებლო ნორმებს უგულებელყოფენ და მომხმარებლებს დღეში რამდენჯერმე, "სპამ" SMS რეკლამებით თავს აბეზრებენ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 და მე-8 მუხლების მიხედვით, SMS-ების გამგზავნი პირი ვლადებულია, მოიპოვოს მომხმარებლის თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების (სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი) დამუშავებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მონაცემები საჯარო წყაროებიდან უნდა მოიპოვონ. არადა, "საჯარო წყაროს" ქართული კანონმდებლობა არ განმარტავს, ამიტომ SMS-ების გამგზავნი პირი ვალდებულია, მომხმარებელს შეატყობინოს, რომ მას აქვს უფლება, უარი თქვას შეტყობინებების მიღებაზე, რასაც სამწუხაროდ, კომპანიები არ აკეთებენ.

SMS რეკლამების შესახებ განცხადება გაავრცელა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმაც. მან კომპანიებს არსებული საკანონმდებლო ნორმები შეახსენა და კანონის დაცვისკენ მოუწოდა. კომპანიები "სპამ" SMS რეკლამებით მომხმარებელთა შეწუხებას მაინც განაგრძობენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპანიებმა არ უნდა მოაბეზრონ თავი პოტენციურ კლიენტებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომხმარებლებმა უკმაყოფილება საჯაროდ დააფიქსირონ: "ვიწყებთ იმ კომპანიების სიის გამოქვეყნებას, რომლებიც წინასწარი ნებართვის გარეშე, SMS რეკლამებს გვიგზავნიან. სიაში არ მოხვდნენ ის კომპანიები, რომლებმაც SMS-ების დაგზავნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მომხმარებელმა მათთან ქულების დაგროვების ბარათი აიღო. SMS რეკლამებს გვიგზავნიან "ოლტურსი", "ალტა", "ამბოლი", "არაი თუმოროუ", "ბალდი", "ბოში", "კარფური", "ჩიკ ბებე", "სითი კლუბი", "კლუბი 71", "ელიტ ელექტრონიქსი", "გასა", "ჰინტერიორი", "ქეი ეს ბი ბანკი", "ლოტუსი", "მედი", "მეგალაინი", "მ ნაპოლეონი", "ნისანი", "ოქეი", "რაკ კერამიქსი", "საფილო", "სალამანდერი", "სამსუნგი", "სმაილი", "ტექნო ბუმი", "ტურისტული სააგენტო - საქართველო", "ვივასუნი". გაურკვეველია, როგორ მოიპოვეს მობილური მარკეტინგის კომპანიებმა მოქალაქეთა ტელეფონის ნომრები და სხვა მონაცემები. მობილური კავშირის ოპერატორმა კომპანიებმა განგვიცხადეს, რომ ისინი მომხმარებელთა შესახებ ინფორმაციას მესამე მხარეს არ უზიარებენ და არც ყიდიან. ვესაუბრეთ GeoSMS-ისა და Paradox Georgia-ს წარმომადგენლებს, რადგან ეს კომპანიები მობილურ რეკლამებს აგზავნიან. დაგვიდასტურეს, რომ მონაცემების რამდენიმემილიონიანი ბაზა აქვთ, თუმცა არ დააზუსტეს, რა გზით მოიპოვეს ისინი. ამბობენ, რომ კანონმდებლობა არ ავალდებულებს წყაროს გამხელას, მეტიც, ათობით ათასი SMS-ის გაგზავნა წინასწარი ნებართვის გარეშე, კანონს არ ეწინააღმდეგება".

2016 წლამდე, ვიდრე კანონი ამოქმედდება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ოფიციალურად შეძლებს, კომპანიებს პასუხი მოსთხოვოს, მომჩივან მოქალაქეებს, რომლებსაც SMS რეკლამების მიღება არ სურთ, შეუძლიათ ელექტრონული წერილი გაგზავნონ მისამართზე: office@pdp.ge, ან დარეკონ ნომერზე: (+995 32) 2 14 68 31. "ვერსია" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, თამარ ქალდანს დაუკავშირდა: "ბევრი მოქალაქე გვირეკავს და კონსულტაციებს იღებს ჩვენგან, როგორ მოითხოვონ SMS რეკლამების მიღების შეწყვეტა. რამდენიმემ განცხადებითაც მოგვმართა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ძალაში 2016 წელს შევა, მანამდე ეფექტურად რეაგირების უფლება არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, წერილს ვამზადებთ და მივმართავთ კომპანიას, რომელმაც კონკრეტულ პირს SMS რეკლამა გაუგზავნა, დაიცვას კანონი და განუმარტოს მოქალაქეს, საიდან აქვს ინფორმაცია. მოქალაქის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია, წერილის მიღებიდან, 10-დღიან ვადაში, მონაცემთა დამუშავება შეწყვიტოს – მისი პერსონალური მონაცემები საერთო ბაზიდან ამოიღოს".

თამარ ქალდანმა "ვერსიას" განუცხადა, რომ მისი ინიციატივით, საკანონმდებლო ცვლილება მზადდება. სპეციალური სამუშაო ჯგუფიც კი შეიქმნა, პარლამენტარების, სამთავრობო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შემადგენლობით: "ვმუშაობთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პერსონალური მონაცემების დაცვას, კანონმდებლობას კი ევროპულ სტანდარტებს მიუახლოებს. ცვლილებები პირდაპირ მარკეტინგსაც ეხება, რადგან კანონის მოქმედების ვადა აუცილებლად უნდა გადაიხედოს. ჩემი ინიციატივაა, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონი 2016 წლამდე ამოქმედდეს. ისეთი ცვლილებებიც უნდა განხორციელდეს, რაც მოქალაქეს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნას გაუადვილებს. გვინდა მარტივი მექანიზმი შემოვიღოთ. მაგალითად, როდესაც კომპანია SMS რეკლამას აგზავნის, იქვე უნდა იყოს მითითებული ნომერი, რომელზეც დარეკვის შემთხვევაშიც, რეკლამის მიღება შეწყდება. თუ სარეკლამო ტექსტს ელექტრონული ფოსტით იღებთ, ამავე გზით უნდა შეძლოთ მისი გაუქმება".

თამარ ქალდანს მიაჩნია, რომ კომპანიებმა მომხმარებლების ინტერესები უნდა დაიცვან და ყველაფერი გააკეთონ, რათა პოტენციური კლიენტები არ გააღიზიანონ.

მარკეტინგული თვალსაზრისით, რამდენად გამართლებულია კომპანიების სტრატეგია, SMS რეკლამების საშუალებით გაყიდონ პროდუქცია? უმჯობესი არ არის, კომპანიებმა კლიენტების ის ბაზა შექმნან, რომლებსაც ნამდვილად სურთ ამ ტიპის რეკლამებისა, თუ სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება? მარკეტინგ-საკონსულტაციო კომპანია TMG-ის დამფუძნებელი ნიკო თევდორაშვილი ამბობს: "კომპანიის ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ და მოქალაქეებისაც. როდესაც კომპანია მომხმარებელთან შეუთანხმებლად, რეკლამებს ელექტრონული ფოსტისა, თუ მობილური ტელეფონის საშუალებით აგზავნის, გარკვეულ უხერხულობას ქმნის. მეორე მხრივ – კომპანია მაქსიმალურად ცდილობს დახარჯოს ენერგია, რათა მომხმარებელი მოიზიდოს. შესაძლებელია, უფრო დახვეწილ ფორმასაც მიმართოს. მაგალითად, საკუთარი კლიენტების ბაზა შექმნას, რომლებსაც კონკრეტული კომპანიის სიახლეები აინტერესებთ. ამ შემთხვევაში, კომპანიაც და მომხმარებლებიც მოიგებენ, მაგრამ საქართველოში არსებული კომპანიების ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ მარკეტინგში სტრატეგიული დანიშნულებით თანხის გადახდა მხოლოდ ხარჯია. შესაბამისად, ცდილობენ, ფართო აუდიტორია გაცილებით იაფად მოიზიდონ".

ნიკო თევდორაშვილის თქმით, ამ ტიპის "სენით" მხოლოდ ქართული კომპანიები არ არიან შეპყრობილნი. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა აშშ-ში, ასევე ევროპის ბევრ ქვეყანაში, სადაც კანონმდებლობის გამკაცრება უკვე დაიწყეს:

"მომხმარებლებთან შეუთანხმებლად, მისი მობილურის ან ელექტრონული ფოსტის "დასპამვა" კანონით დაისჯება. ამერიკაში დიდი ხანია არსებობს კომპანიები, რომლებიც ფულს იმაში იღებენ, რომ არცერთმა კომპანიამ მოქალაქე არ "დასპამოს". სხვათა შორის, ეს სატელევიზიო რეკლამაზეც კი ვრცელდება – ტელევიზორზე სპეციალურ აპარატს ამონტაჟებენ, სადაც სასურველი ტელეარხები შეჰყავთ. ერთ არხზე რეკლამის დაწყებისთანავე, აპარატის საშუალებით, კომპანია ავტომატურად გადართავს ალტერნატიულ არხზე, სადაც იმ დროს, რეკლამა არ გადის. თანდათან, საქართველოშიც დაიხვეწება ეს პროცესი. აქაც გაჩნდება კომპანიები, რომლებიც მოქალაქეებს "სპამ" რეკლამებისგან დაიცავენ. მაგალითად, უკვე გამოჩნდა ფასიანი მომსახურება, რომლითაც მობილური ოპერატორების ელექტრონულ ბაზებში აღარ მოხვდებით".

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია