კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ყველაზე "გაჭედილი" ადგილი თბილისში: შსს-ს ოფიციალური მონაცემები
5 ყველაზე "გაჭედილი" ადგილი თბილისში: შსს-ს ოფიციალური მონაცემები

ბოლო დროს თბი­ლის­ში სა­ცო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­უ­საძ­ლი­სია გა­და­ად­გი­ლე­ბა პი­კის სა­ა­თებ­ში, დი­ლის 10-11 და სა­ღა­მოს 6-9 სა­ა­თამ­დე. სა­ცო­ბე­ბით შე­წუ­ხე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თბი­ლი­სის ფო­რუმ­ზე იო­ხე­ბენ გულს:

"იზ­რუ­ნეთ სა­ცო­ბე­ბის გან­მუხ­ტვა­ზე და ეკო­ლო­გი­ა­ზე. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში რომ გვა­მად­ლით ცხრა­ას­ჯერ და­კე­რე­ბულ გზებს, ერთ-ერთი პრობ­ლე­მა სწო­რედ ესეც არის. სა­ბურ­თა­ლო­ზე უკვე მე­ზი­ზღე­ბა გავ­ლა", - წერს ვინ­მე "კა­რე­ლა".

"სა­ნამ შე­მოვ­ლი­თი რკი­ნიგ­ზა არ ამოქ­მედ­დე­ბა და ძვე­ლი რკი­ნიგ­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ავ­ტო­ბა­ნი არ გა­კეთ­დე­ბა, მუ­დამ ასე­თი სა­ცო­ბე­ბი იქ­ნე­ბა. მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­დან მი­მა­ვა­ლი მან­ქა­ნე­ბი ერ­თობ­ლი­ვად ქმნი­ან სა­ცობს", - ფო­რუმ­ზე ასე­თი ში­ნა­არ­სის ბევრ მო­საზ­რე­ბას წა­ი­კი­თხავთ. ზოგს მი­აჩ­ნია, რომ სა­ცო­ბე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი შუქ­ნიშ­ნე­ბია:

"ხში­რად მი­წევს ხოლ­მე გავ­ლა ე.წ. მე­დი­კე­ბის სახ­ლი­დან მა­ლაკ­ნე­ბის მო­ედ­ნამ­დე. თით­ქმის ყო­ველ­თვის სა­ცო­ბე­ბია, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში. 1 კვი­რის წინ სა­ღა­მოს დენი არ იყო, შუქ­ნიშ­ნე­ბი არ მუ­შა­ობ­და და, ჰოი სა­ოც­რე­ბავ - არა­ნა­ი­რი სა­ცო­ბი. გზაჯ­ვა­რე­დინ­ზეც კი არ იყო რიგი",- წერს ვინ­მე "თუნ­გი".

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში პიკი სა­ა­თის დროს, დი­ლის 10-დან 11-მდე და სა­ღა­მოს 6-დან 08:30 სთ-მდე ყვე­ლა­ზე გა­დატ­ვირ­თუ­ლი ქუ­ჩე­ბია:

1. გმირ­თა მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე ეს­ტა­კა­და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით (ალი­ე­ვის სა­ხე­ლო­ბის გამ­ზი­რი­დან, თა­მარ მე­ფის ხი­დი­დან)

2. ავ­ლაბ­რის მო­ე­და­ნი (ბა­რა­თაშ­ვი­ლი­დან ამო­სავ­ლე­ლი გზა)

3. თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი

4. ყაზ­ბე­გის გამ­ზი­რი­სა და პე­კი­ნის ქუ­ჩის კვე­თა

5. "ვე­ფხვი და მოყ­მის" ძეგლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია

შსს-ს სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, 2012 წელს მთლი­ა­ნად ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდამ შე­ად­გი­ნა 8.2%, ხოლო მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში - 6.8%

ქა­ლაქ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბის, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბის გან­ტვირ­თვი­სა და სა­ცო­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, თბი­ლი­სის მე­რი­ამ ბოლო დროს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის (ხი­დე­ბის, პან­დუ­სე­ბის, გვი­რა­ბე­ბის, უსაფრ­თხო­ე­ბის კუნ­ძუ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე შუქ­ნიშ­ნე­ბის, სა­გა­ზაო ნიშ­ნე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა და ა.შ) რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და მშე­ნებ­ლო­ბა, მაგ­რამ სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბის ზრდის მა­ღა­ლი ტემ­პის პი­რო­ბებ­ში გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა. ფაქ­ტია, რომ ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ო­ბა არა­თუ გა­ნი­მუხ­ტა, ბოლო დროს სა­ცო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ იმა­ტა კი­დეც.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

სა­ცო­ბე­ბი თბი­ლის­ში - რო­დის მოგ­ვარ­დე­ბა პრობ­ლე­მა,

რო­მე­ლიც თბი­ლის­ში გა­და­ად­გი­ლე­ბას გა­უ­საძ­ლისს ხდის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

5 ყველაზე "გაჭედილი" ადგილი თბილისში: შსს-ს ოფიციალური მონაცემები

5 ყველაზე "გაჭედილი" ადგილი თბილისში: შსს-ს ოფიციალური მონაცემები

ბოლო დროს თბილისში საცობების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. განსაკუთრებით გაუსაძლისია გადაადგილება პიკის საათებში, დილის 10-11 და საღამოს 6-9 საათამდე. საცობებით შეწუხებული ადამიანები თბილისის ფორუმზე იოხებენ გულს:

"იზრუნეთ საცობების განმუხტვაზე და ეკოლოგიაზე. 21-ე საუკუნეში რომ გვამადლით ცხრაასჯერ დაკერებულ გზებს, ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ესეც არის. საბურთალოზე უკვე მეზიზღება გავლა", - წერს ვინმე "კარელა".

"სანამ შემოვლითი რკინიგზა არ ამოქმედდება და ძველი რკინიგზის ტერიტორიაზე ავტობანი არ გაკეთდება, მუდამ ასეთი საცობები იქნება. მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან მიმავალი მანქანები ერთობლივად ქმნიან საცობს", - ფორუმზე ასეთი შინაარსის ბევრ მოსაზრებას წაიკითხავთ. ზოგს მიაჩნია, რომ საცობების მთავარი მიზეზი შუქნიშნებია:

"ხშირად მიწევს ხოლმე გავლა ე.წ. მედიკების სახლიდან მალაკნების მოედნამდე. თითქმის ყოველთვის საცობებია, განსაკუთრებით კი საღამოს საათებში. 1 კვირის წინ საღამოს დენი არ იყო, შუქნიშნები არ მუშაობდა და, ჰოი საოცრებავ - არანაირი საცობი. გზაჯვარედინზეც კი არ იყო რიგი",- წერს ვინმე "თუნგი".

შსს-ს ინფორმაციით, თბილისში პიკი საათის დროს, დილის 10-დან 11-მდე და საღამოს 6-დან 08:30 სთ-მდე ყველაზე გადატვირთული ქუჩებია:

1. გმირთა მოედანზე მდებარე ესტაკადა სხვადასხვა მიმართულებით (ალიევის სახელობის გამზირიდან, თამარ მეფის ხიდიდან)

2. ავლაბრის მოედანი (ბარათაშვილიდან ამოსავლელი გზა)

3. თავისუფლების მოედანი

4. ყაზბეგის გამზირისა და პეკინის ქუჩის კვეთა

5. "ვეფხვი და მოყმის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორია

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2012 წელს მთლიანად ავტოტრანსპორტის რაოდენობის ზრდამ შეადგინა 8.2%, ხოლო მსუბუქ ავტომობილებში - 6.8%

ქალაქში უსაფრთხოების დონის ამაღლების, გაძლიერებული მოძრაობის განტვირთვისა და საცობების პრევენციის მიზნით, თბილისის მერიამ ბოლო დროს განახორციელა საგზაო ინფრასტრუქტურის (ხიდების, პანდუსების, გვირაბების, უსაფრთხოების კუნძულების მშენებლობა, თანამედროვე შუქნიშნების, საგაზაო ნიშნების დამონტაჟება და ა.შ) რეაბილიტაცია და მშენებლობა, მაგრამ სატრანსპორტო მოძრაობის ზრდის მაღალი ტემპის პირობებში გასათვალისწინებელია არსებული ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა. ფაქტია, რომ ქალაქში მოძრაობა არათუ განიმუხტა, ბოლო დროს საცობების რაოდენობამ იმატა კიდეც.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ:

საცობები თბილისში - როდის მოგვარდება პრობლემა,

რომელიც თბილისში გადაადგილებას გაუსაძლისს ხდის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია