მსოფლიო
კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზამთრის მოდის ტენდენციები - რას ურჩევს თეონა ელიზბარაშვილი მოდის მიმდევრებს
ზამთრის მოდის ტენდენციები - რას ურჩევს თეონა ელიზბარაშვილი მოდის მიმდევრებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა ინ­ტე­რე­სი მა­ღა­ლი მო­დის მი­მართ. რო­გორ სა­მოსს უნდა მი­ვა­ნი­ჭოთ უპი­რა­ტე­სო­ბა ზამ­თარ­ში? რო­გო­რი სტი­ლის ფეხ­საც­მე­ლე­ბი, პალ­ტო­ე­ბი და პი­ჯა­კე­ბია მო­და­ში? ასა­კის და გა­რეგ­ნო­ბის შე­სა­ბა­მი­სად ჩაც­მის სტილ­ზე თქვენს კი­თხვებს დი­ზა­ი­ნე­რი უპა­სუ­ხებს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი:

სა­ლო­მე:

ვარ 161 სმ. წონა 51 კგ. შავგრე­მა­ნი, მირ­ჩი­ეთ ზამ­თრის­თვის ჩემ­თვის შე­სა­ფე­რი სა­მო­სი, პალ­ტო, ფეხ­საც­მე­ლი, (მიყ­ვარს შარ­ფე­ბი).

-ძა­ლი­ან რთუ­ლია როცა ვერ ხე­დავ, ადა­მი­ანს შე­ურ­ჩიო ჩაც­მის სტი­ლი, მე მირ­ჩევ­ნია ვი­ზუ­ა­ლი ვნა­ხო, უკვე შემ­დეგ ვხვდე­ბი რა უნდა შევ­თა­ვა­ზო ადა­მი­ანს. იმ პრო­პორ­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რაც კი­თხვა­ში წე­რია, სა­ლო­მეს არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ უნდა ქონ­დეს ჩაც­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­თუ­მე­ტეს არც წო­ნის პრობ­ლე­მაა. თუ შარ­ფე­ბი უყ­ვარს, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ პი­ჯა­კის სტი­ლის პალ­ტოს ჩა­იც­ვამს, რომ­ლის შიგ­ნი­თაც კარ­გად გა­მო­უჩ­ნდე­ბა შარ­ფი. ამ პალ­ტოს გა­ნი­ე­რი ჩექ­მე­ბიც მო­უხ­დე­ბა, ვიწ­რო შარ­ვა­ლიც და მოკ­ლე ქვე­და­ბო­ლოც. ჩემი აზ­რით სა­ლო­მეს გრძე­ლი არ მო­უხ­დე­ბა, თუმ­ცა კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რთუ­ლია ადა­მი­ანს ჩაც­მის სტი­ლი შე­ურ­ჩიო, როცა არ იცი ვი­ზუ­ა­ლუ­რად რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

თი­ნე­ი­ჯე­რი:

რო­გო­რი სტი­ლის სა­მოსს ურ­ჩევთ თი­ნე­ი­ჯე­რებს ზამ­თრის სე­ზონ­ზე?

-თი­ნე­ი­ჯე­რებს უფრო ჯინ­სე­ბი და მსგავ­სი რა­ღა­ცე­ე­ბი უყ­ვართ. მე მათ მინ­და ვურ­ჩიო სპორ­ტუ­ლი "ქეჟუ­ა­ლი" სტი­ლი, ეს არის თა­ვი­სუ­ფა­ლი თბი­ლი ნაქ­სო­ვი ზე­დე­ბი, დუ­ტის ან ტყა­ვის კურ­ტკე­ბი. უპი­რა­ტე­სო­ბას ნაქ­სოვ, ფუმ­ფუ­ლა ზე­დებს ვა­ნი­ჭებ. ფეხ­ზე ან ბა­ტინკს ან ბო­ტა­სებს ვურ­ჩევ­დი. ეხლა ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია ჭრე­ლი ბო­ტა­სე­ბი, რო­მელ­საც ხში­რად კა­ბებ­ზეც იც­მე­ვენ.

სო­ფია:

თქვენ რო­გორ კო­ლექ­ცი­ას სთა­ვა­ზობთ მო­დის მიმ­დევ­რებს და რა ფე­რე­ბია ზამ­თარ­ში მო­და­ში?

-მაქვს ახა­ლი ხაზი "ფრთე­ბი", რო­მელ­საც ვთა­ვა­ზობ, რო­გორც თი­ნე­ი­ჯე­რებს, ისე ბავ­შვებს, ქა­ლებს და მა­მა­კა­ცებს. ფრთე­ბის თემა მაქვს ეხლა, ამ ხაზ­ში არის კა­ბე­ბიც და ნაქ­სო­ვი ზე­დე­ბიც. აქ ჭარ­ბობს წი­თე­ლი და მწვა­ნე ფე­რე­ბი, ასე­ვე შე­მოდ­გო­მის აგუ­რის­ფე­რი და შა­ვიც. ამას ვთა­ვა­ზობ მე დღეს­დღე­ო­ბით ჩემს მომ­ხმა­რე­ბელს. ეს ხაზი არის თბი­ლიც და მო­ხერ­ხე­ბუ­ლიც. ასე­ვე მაქვს პირ­ვე­ლი ხაზი, რო­მე­ლიც მზად­დე­ბა მა­ღა­ზი­ის­თვის.იქაც შავი ფერი ჭარ­ბობს, ასე­ვე სერი და ბეჟი. ასე­ვე წელს აქ­ტუ­ა­ლუ­რია მა­ღა­ლი ჩექ­მე­ბი.

სო­ფია:

რა რჩე­ვას მის­ცემთ ჭარ­ბწო­ნი­ან ქალ­ბა­ტო­ნებს, რო­გორ ჩა­იც­ვან ზამ­თარ­ში ისე, რომ სქე­ლი ქსო­ვი­ლის სა­მოს­მა კი­დევ უფრო "ფუმ­ფუ­ლა" არ გა­მო­ა­ჩი­ნოს.

-ვი­საც აქვს ჭარ­ბი წონა, იც­მევს შავ ფერს, მეც მიყ­ვარს შავი და თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ, მაგ­რამ ყვე­ლას მინ­და ვურ­ჩიო, ნუ შე­ი­ზღუ­და­ვენ ფე­რებ­ში თავს. ჭარ­ბწო­ნი­ა­ნებს ვურ­ჩევ ჩა­იც­ვან თა­ვი­სუფ­ლად და არ შე­ი­ზღუ­დონ თავი. ნუ ჩა­იც­მე­ვენ იმა­ზე პა­ტა­რას, რაც არის მათ რე­ა­ლუ­რი ზომა. სა­მოს­ში ში­ტა­ნონ ფე­რე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად. არ ვურ­ჩევ ნაქ­სო­ვი ტა­ნი­სა­მო­სის ჩაც­მას, რად­გან დიდს გა­მო­ა­ჩენს. და­ვარ­დნი­ლი ქსო­ვი­ლი უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია, ვთქვათ ან­გო­რის თბი­ლი და­ვარ­დნი­ლი ქსო­ვი­ლი.

2) გვირ­ჩი­ეთ ზამ­თრის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, რო­გო­რი სტი­ლის სა­მოსს რო­გო­რი აქ­სე­სუ­ა­რი შე­ე­სა­ბა­მე­ბა?

-აქ­სე­სუ­ა­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩან­თაც, ხელ­თათ­მა­ნე­ბიც, ქუ­დე­ბიც. წელს ძა­ლი­ან მო­და­შია ქუ­დე­ბი. თუ ადა­მი­ანს აც­ვია სპორ­ტუ­ლი ტა­ნი­სა­მო­სი ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნაქ­სო­ვი ქუ­დე­ბი და თბი­ლი დიდი შარ­ფე­ბი ამ ქუ­დებ­თან.

3) რას გვირ­ჩევთ სა­შუ­ა­ლო ბი­უ­ჯე­ტის მქო­ნე ქალ­ბა­ტო­ნებს, რო­გორ მო­ვა­ხერ­ხოთ მცი­რე თან­ხით, რომ მო­დუ­რად და მოხ­დე­ნი­ლად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დეთ?

-ძა­ლი­ან დიდი ბი­უ­ჯე­ტი სჭირ­დე­ბა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მო­დას მის­დევს, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ზღუ­დუ­ლი თან­ხი­თაც ჩა­იც­ვა მო­დუ­რად. ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ძვი­რი და­ხარ­ჯო იმის­თვის, რომ მო­დუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე, ეს არის გე­მოვ­ნე­ბის სა­კი­თხი. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და მთა­ვა­რია, მო­იხ­დი­ნონ ის, რა­საც იც­ვა­მენ. დიდ თან­ხებ­ზე მა­შინ არის ლა­პა­რა­კი, როცა უკვე ძა­ლი­ან გა­და­ვარ­დნი­ლი ხარ მო­დის სფე­რო­ში და გინ­და ახა­ლი კო­ლექ­ცი­ი­დან გქონ­დეს სა­მო­სი. ხოლო ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ბრენ­დის ჩაც­მა, შე­იძ­ლე­ბა და­ბა­ლი ბი­უ­ჯე­ტით იყი­დოს ზედა და ფეხ­საც­მე­ლი, მაგ­რამ იყოს გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად.

ნანა:

ცნო­ბი­ლია, რომ თქვე­ნი მო­დის სახ­ლი გვთა­ვა­ზობს ტან­საც­მლის, აქ­სე­სუ­ა­რე­ბის და შარ­ფე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ კერ­ვას, რამ­დე­ნად ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სებ­შია ეს ყვე­ლა­ფე­რი?

-ჩვე­ნი მა­ღა­ზია მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სებ­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შე­კერ­ვას. გა­აჩ­ნია, თვი­თონ მომ­ხმა­რე­ბელს რა უნდა. ჩვენ­თან ყვე­ლა­ნა­ი­რი ფა­სე­ბია. თუ მომ­ხმა­რე­ბელს უნდა, რომ მარ­ტო მას ეც­ვეს ესა თუ ის სა­მო­სი, მას შე­სა­ბა­მი­სად უფრო ძვი­რი და­უჯ­დე­ბა. მომ­ხმა­რე­ბელს ჩვენს მა­ღა­ზი­ა­ში მი­ახ­ლო­ე­ბით ვურ­ჩევთ მო­დელს, ნა­ჭერს და ვლა­პა­რა­კობთ ბი­უ­ჯეტ­ზეც. და­ბალ ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ეს არ არის, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლა­ნა­ირ ბი­უ­ჯეტ­ში ჩაჯ­დეს აქ მო­სუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

მზია აფ­ცი­ა­უ­რი:

რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ინა­უ­გუ­რა­ცი­ის დღეს პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მე­უღ­ლე­ე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბას, (ქალ­ბა­ტო­ნებს) თქვენ­თვის რო­მე­ლი იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი?

ინა­უ­გუ­რა­ცი­ის დღეს ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბას შე­ვა­ფა­სებ ძა­ლი­ან კარ­გად. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი რა­ღა­ცე­ბი ეც­ვათ, იქ იყო ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბი, ასე­ვე ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­მო­სიც. მინ­და ვთქვა, რომ ყვე­ლა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად ვინ­მეს გა­მორ­ჩე­ვა გა­მი­ჭირ­დე­ბა.

ქეთი:

გვი­ამ­ბეთ თქვენს შე­სა­ხებ, რა გზა გა­ი­ა­რეთ სა­ნამ დი­ზა­ი­ნე­რი გახ­დე­ბო­დით, იყო თუ არ სირ­თუ­ლე­ე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად?

-სირ­თუ­ლე­ე­ბი, რა თქმა უნდა, ყვე­ლა სფე­რო­ში არის და არც მო­დის სფე­როა ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი. ხში­რად არის ჩა­ვარ­დნე­ბიც, თუმ­ცა ზე­მოთ ას­ვლე­ბიც ხში­რია. მე და­ვამ­თავ­რე სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია, მო­დე­ლი­რე­ბის ფა­კულ­ტე­ტი, შემ­დეგ და­ვი­წყე ავ­თან­დილ­თან მუ­შა­ო­ბა. ხუთი წელი ვი­მუ­შა­ვე, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ, ავთო ჩემი მე­გო­ბა­რია და მას­თან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. შემ­დეგ უკვე ჩემი მა­ღა­ზია გავ­ხსე­ნი, ეს იმ­ხე­ლა შრო­მაა, რომ შო­რი­დან არ ჩანს. სა­ქარ­თვე­ლო­ში დი­ზა­ი­ნე­რე­ბი მარ­ტო იმა­ზე არ ვფიქ­რობთ, რომ რამე ახა­ლი შევ­ქმნათ და ეს­კი­ზე­ბი დავ­ხა­ტოთ, აქ იმა­ზეც ვფიქ­რობთ, რომ მომ­ხმა­რე­ბელს კარ­გი ხა­რის­ხი შევ­თა­ვა­ზოთ, ისე რომ ის კმა­ყო­ფი­ლი იყოს იმ თან­ხით, რა­საც გა­და­იხ­დის. ეს ძა­ლი­ან რთლია.

2) რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ზო­გა­დად ქარ­თულ მო­დას, პი­რა­დად თქვენ თუ გყავთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფა­ვო­რი­ტი დი­ზა­ი­ნე­რი?

-ქარ­თულ მო­დას საკ­მა­ოდ კარ­გად შე­ვა­ფა­სებ, იმი­ტომ რომ მეც დი­ზა­ი­ნე­რი ვარ და მივსდევ ამ სფე­როს. ძა­ლი­ან რთუ­ლი სფე­როა, მი­თუ­მე­ტეს, როცა ქვე­ყა­ნა­ში არ არის ყვე­ლა­ფე­რი და­ლა­გე­ბუ­ლი. კონ­კრე­ტუ­ლად ვერ­ცერთ დი­ზა­ი­ნერს ვერ გა­მო­ვარ­ჩევ, ყვე­ლა ჩემი მე­გო­ბა­რია და რა თქმა უნდა, მა­ღალ ქუ­ლებ­ზე შე­ვა­ფა­სებ. მე ვიცი ეს ყვე­ლა­ფე­რი რა შრო­მას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

3) რას ურ­ჩევ­დით დამ­წყებ დი­ზა­ი­ნე­რებს.

დამ­წყებ დი­ზა­ი­ნე­რებს ვურ­ჩევ ბევრ რა­მეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის ად­ვი­ლი. პირ­ველ რიგ­ში მათ უნდა ჰქონ­დეთ გე­მოვ­ნე­ბა და რაც მთა­ვა­რია, უნდა იყ­ვნენ შრო­მის­მოყ­ვა­რუ­ლე­ბი. ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ სფე­რო­ში, დი­ზა­ი­ნე­რო­ბა არ არის მარ­ტო ხატ­ვა და კერ­ვა. უნდა იცო­დე რა შეს­თა­ვა­ზო ადა­მი­ა­ნებს და რო­გორ მი­ა­წო­დო შენი ნა­მუ­შევ­რე­ბი ხალ­ხს.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ზამთრის მოდის ტენდენციები - რას ურჩევს თეონა ელიზბარაშვილი მოდის მიმდევრებს

ზამთრის მოდის ტენდენციები - რას ურჩევს თეონა ელიზბარაშვილი მოდის მიმდევრებს

საქართველოში ყოველდღიურად იზრდება ინტერესი მაღალი მოდის მიმართ. როგორ სამოსს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა ზამთარში? როგორი სტილის  ფეხსაცმელები, პალტოები და პიჯაკებია მოდაში? ასაკის და გარეგნობის შესაბამისად ჩაცმის სტილზე თქვენს კითხვებს დიზაინერი უპასუხებს.

გამოგზავნილი კითხვები:

სალომე:

ვარ 161 სმ. წონა 51 კგ. შავგრემანი, მირჩიეთ ზამთრისთვის ჩემთვის შესაფერი სამოსი, პალტო, ფეხსაცმელი, (მიყვარს შარფები).

-ძალიან რთულია როცა ვერ ხედავ, ადამიანს შეურჩიო ჩაცმის სტილი, მე მირჩევნია ვიზუალი ვნახო, უკვე შემდეგ ვხვდები რა უნდა შევთავაზო ადამიანს. იმ პროპორციებიდან გამომდინარე რაც კითხვაში წერია, სალომეს არანაირი პრობლემა არ უნდა ქონდეს ჩაცმასთან დაკავშირებით, მითუმეტეს არც წონის პრობლემაა. თუ შარფები უყვარს, კარგი იქნება თუ პიჯაკის სტილის პალტოს ჩაიცვამს, რომლის შიგნითაც კარგად გამოუჩნდება შარფი. ამ პალტოს განიერი ჩექმებიც მოუხდება, ვიწრო შარვალიც და მოკლე ქვედაბოლოც. ჩემი აზრით სალომეს გრძელი არ მოუხდება, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რთულია ადამიანს ჩაცმის სტილი შეურჩიო, როცა არ იცი ვიზუალურად როგორ გამოიყურება.

თინეიჯერი:

როგორი სტილის სამოსს ურჩევთ თინეიჯერებს ზამთრის სეზონზე?

-თინეიჯერებს უფრო ჯინსები და მსგავსი რაღაცეები უყვართ. მე მათ მინდა ვურჩიო სპორტული "ქეჟუალი" სტილი, ეს არის თავისუფალი თბილი ნაქსოვი ზედები, დუტის ან ტყავის კურტკები. უპირატესობას ნაქსოვ, ფუმფულა ზედებს ვანიჭებ. ფეხზე ან ბატინკს ან ბოტასებს ვურჩევდი. ეხლა ძალიან აქტუალურია ჭრელი ბოტასები, რომელსაც ხშირად კაბებზეც იცმევენ.

სოფია:

თქვენ როგორ კოლექციას სთავაზობთ მოდის მიმდევრებს და რა ფერებია ზამთარში მოდაში?

-მაქვს ახალი ხაზი "ფრთები", რომელსაც ვთავაზობ, როგორც თინეიჯერებს, ისე ბავშვებს, ქალებს და მამაკაცებს. ფრთების თემა მაქვს ეხლა, ამ ხაზში არის კაბებიც და ნაქსოვი ზედებიც. აქ ჭარბობს წითელი და მწვანე ფერები, ასევე შემოდგომის აგურისფერი და შავიც. ამას ვთავაზობ მე დღესდღეობით ჩემს მომხმარებელს. ეს ხაზი არის თბილიც და მოხერხებულიც. ასევე მაქვს პირველი ხაზი, რომელიც მზადდება მაღაზიისთვის.იქაც შავი ფერი ჭარბობს, ასევე სერი და ბეჟი. ასევე წელს აქტუალურია მაღალი ჩექმები.

სოფია:

რა რჩევას მისცემთ ჭარბწონიან ქალბატონებს, როგორ ჩაიცვან ზამთარში ისე, რომ  სქელი ქსოვილის სამოსმა კიდევ უფრო "ფუმფულა" არ გამოაჩინოს.

-ვისაც აქვს ჭარბი წონა, იცმევს შავ ფერს, მეც მიყვარს შავი და თავს კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ ყველას მინდა ვურჩიო, ნუ შეიზღუდავენ ფერებში თავს. ჭარბწონიანებს ვურჩევ ჩაიცვან თავისუფლად და არ შეიზღუდონ თავი. ნუ ჩაიცმევენ იმაზე პატარას, რაც არის მათ რეალური ზომა. სამოსში შიტანონ ფერები აუცილებლად. არ ვურჩევ ნაქსოვი ტანისამოსის ჩაცმას, რადგან დიდს გამოაჩენს. დავარდნილი ქსოვილი უფრო მოსახერხებელია, ვთქვათ ანგორის თბილი დავარდნილი ქსოვილი.

2) გვირჩიეთ ზამთრის აქსესუარები, როგორი სტილის სამოსს როგორი აქსესუარი შეესაბამება?

-აქსესუარი შეიძლება იყოს ჩანთაც, ხელთათმანებიც, ქუდებიც. წელს ძალიან მოდაშია ქუდები. თუ ადამიანს აცვია სპორტული ტანისამოსი ძალიან აქტუალურია ჩვეულებრივი ნაქსოვი ქუდები და თბილი დიდი შარფები ამ ქუდებთან.

3) რას გვირჩევთ საშუალო ბიუჯეტის მქონე ქალბატონებს, როგორ მოვახერხოთ მცირე თანხით, რომ მოდურად და მოხდენილად გამოვიყურებოდეთ?

-ძალიან დიდი ბიუჯეტი სჭირდება ადამიანს, რომელიც მოდას მისდევს, მაგრამ შესაძლებელია შეზღუდული თანხითაც ჩაიცვა მოდურად. ყოველდღიურ ცხოვრებაში არ არის აუცილებელი ძვირი დახარჯო იმისთვის, რომ მოდურად გამოიყურებოდე, ეს არის გემოვნების საკითხი. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და მთავარია, მოიხდინონ ის, რასაც იცვამენ. დიდ თანხებზე მაშინ არის ლაპარაკი, როცა უკვე ძალიან გადავარდნილი ხარ მოდის სფეროში და გინდა ახალი კოლექციიდან გქონდეს სამოსი. ხოლო ყოველდღიურ ცხოვრებაში არ არის აუცილებელი ბრენდის ჩაცმა, შეიძლება დაბალი ბიუჯეტით იყიდოს ზედა და ფეხსაცმელი, მაგრამ იყოს გემოვნებიანად.

ნანა:

ცნობილია, რომ თქვენი მოდის სახლი გვთავაზობს ტანსაცმლის, აქსესუარების და შარფების ინდივიდუალურ კერვას, რამდენად ხელმისაწვდომ ფასებშია ეს ყველაფერი?

-ჩვენი მაღაზია მომხმარებელს სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასებში ინდივიდუალურად შეკერვას. გააჩნია, თვითონ მომხმარებელს რა უნდა. ჩვენთან ყველანაირი ფასებია. თუ მომხმარებელს უნდა, რომ მარტო მას ეცვეს ესა თუ ის სამოსი, მას შესაბამისად უფრო ძვირი დაუჯდება. მომხმარებელს ჩვენს მაღაზიაში მიახლოებით ვურჩევთ მოდელს, ნაჭერს და ვლაპარაკობთ ბიუჯეტზეც. დაბალ ბიუჯეტიანი ეს არ არის, თუმცა შესაძლებელია ყველანაირ ბიუჯეტში ჩაჯდეს აქ მოსული მომხმარებელი.

მზია აფციაური:

როგორ შეაფასებთ ინაუგურაციის დღეს პოლიტიკოსების მეუღლეების ჩაცმულობას, (ქალბატონებს) თქვენთვის რომელი იყო გამორჩეული?

ინაუგურაციის დღეს ქალბატონების ჩაცმულობას შევაფასებ ძალიან კარგად. ძალიან ლამაზი რაღაცები ეცვათ, იქ იყო ცნობილი ბრენდები, ასევე ქართველი დიზაინერების სამოსიც. მინდა ვთქვა, რომ ყველა ძალიან ლამაზი იყო, თუმცა კონკრეტულად ვინმეს გამორჩევა გამიჭირდება.

ქეთი:

გვიამბეთ თქვენს შესახებ, რა გზა გაიარეთ სანამ დიზაინერი გახდებოდით, იყო თუ არ სირთულეები პოპულარობის მოსაპოვებლად?

-სირთულეები, რა თქმა უნდა, ყველა სფეროში არის და არც მოდის სფეროა ამ მხრივ გამონაკლისი. ხშირად არის ჩავარდნებიც, თუმცა ზემოთ ასვლებიც ხშირია. მე დავამთავრე სამხატვრო აკადემია, მოდელირების ფაკულტეტი, შემდეგ დავიწყე ავთანდილთან მუშაობა. ხუთი წელი ვიმუშავე, ძალიან კმაყოფილი ვარ, ავთო ჩემი მეგობარია და მასთან დიდი გამოცდილება მივიღე. შემდეგ უკვე ჩემი მაღაზია გავხსენი, ეს იმხელა შრომაა, რომ შორიდან არ ჩანს. საქართველოში დიზაინერები მარტო იმაზე არ ვფიქრობთ, რომ რამე ახალი შევქმნათ და ესკიზები დავხატოთ, აქ იმაზეც ვფიქრობთ, რომ მომხმარებელს კარგი ხარისხი შევთავაზოთ, ისე რომ ის კმაყოფილი იყოს იმ თანხით, რასაც გადაიხდის. ეს ძალიან რთლია.

2) როგორ შეაფასებთ ზოგადად ქართულ მოდას, პირადად თქვენ თუ გყავთ საქართველოში ფავორიტი  დიზაინერი?

-ქართულ მოდას საკმაოდ კარგად შევაფასებ, იმიტომ რომ მეც დიზაინერი ვარ და მივსდევ ამ სფეროს. ძალიან რთული სფეროა, მითუმეტეს, როცა ქვეყანაში არ არის ყველაფერი დალაგებული. კონკრეტულად ვერცერთ დიზაინერს ვერ გამოვარჩევ, ყველა ჩემი მეგობარია და რა თქმა უნდა, მაღალ ქულებზე შევაფასებ. მე ვიცი ეს ყველაფერი რა შრომასთან არის დაკავშირებული.

3) რას ურჩევდით დამწყებ დიზაინერებს.

დამწყებ დიზაინერებს ვურჩევ ბევრ რამეს. ეს ყველაფერი არ არის ადვილი. პირველ რიგში მათ უნდა ჰქონდეთ გემოვნება და რაც მთავარია, უნდა იყვნენ შრომისმოყვარულები. ხალხთან ურთიერთობაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროში, დიზაინერობა არ არის მარტო ხატვა და კერვა. უნდა იცოდე რა შესთავაზო ადამიანებს და როგორ მიაწოდო შენი ნამუშევრები ხალხს.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას