ნიუ-იორკში Swarovski Star-ის ვარსკვლავი 25-მეტრიან საშობაო ნაძვის ხეს წელს მეათედ დაამშვენებს. ნაძვის ხეს როკფელერის ცენტრის წინ დადგამენ. ყველაზე გრანდიოზული ნაძვის ხისთვის Swarovski-მ ტრადიციულად
ყველაზე დიდი ვარსკვლავი დაამზადა: Swarovski Star-ს სულ 25 000 კრისტალი აქვს და 250 კილოგრამს იწონის. ნაძვის ხეს 4 დეკემბერს აანთებენ.
მომზადებულია fotoden.info-ის მიხედვით.