კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახალი პრეზიდენტი ვეღარ წარმართავს
ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახალი პრეზიდენტი ვეღარ წარმართავს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის წარ­მარ­თვა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა აღარ იქ­ნე­ბა. კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად, პრე­ზი­დენ­ტი რჩე­ბა რო­გორც სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­და­ლი და წარ­მო­ად­გენს ქვე­ყა­ნას სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.

ახა­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ნორ­მე­ბით, რო­მე­ლიც ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ ფი­ცის და­დე­ბის მო­მენ­ტი­დან შე­დის ძა­ლა­ში, პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი, რო­გორც პარ­ლა­მენ­ტთან, ისე მთავ­რო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მცირ­დე­ბა.

პრე­ზი­დენტს სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი­სა და შე­თან­ხმე­ბე­ბის და­სა­დე­ბად მთავ­რო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბა დას­ჭირ­დე­ბა. ის ასე­ვე მთავ­რო­ბის წარ­დგი­ნე­ბით და­ნიშ­ნავს და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს ელ­ჩებს და სხვა დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლებს და მთავ­რო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბით მი­ი­ღებს სხვა სა­ხელ­მწი­ფო­თა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა ელ­ჩე­ბის და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ას.

ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა ისიც, რომ პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტებს, გარ­და სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის დროს გა­მო­ცე­მუ­ლი აქ­ტე­ბი­სა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კონ­ტრა­სიგ­ნა­ცია დას­ჭირ­დე­ბა. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­მო­ცე­მულ ნორ­მა­ტი­ულ აქტს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმაც უნდა მო­ა­წე­როს ხელი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ის ძა­ლა­ში ვერ შევა.

პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა - და­ი­თხო­ვოს პარ­ლა­მენ­ტი, ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით, ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლია და ეს იმ ერ­თა­დერთ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, თუკი პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ ყა­ლიბ­დე­ბა.

პრე­ზი­დენტს აღარ ექ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტში სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვით შეს­ვლი­სა და კა­ნონპ­რო­ექ­ტის რიგ­გა­რე­შედ გან­ხილ­ვის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა. რბილ­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტის მიერ პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს დაძ­ლე­ვის მე­ქა­ნიზ­მიც.

გარ­და ამი­სა, მას აღარ ექ­ნე­ბა პარ­ტი­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა, აღარ შე­ეძ­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად - მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით რე­ფე­რენ­დუ­მის და­ნიშ­ვნა, ასე­ვე მთავ­რო­ბის მოწ­ვე­ვა და გა­და­ყე­ნე­ბა. პრე­ზი­დენ­ტი აღარ გა­უ­წევს კუ­რი­რე­ბას ძა­ლო­ვან მი­ნის­ტრებს და ვერ შეს­ძლებს მთავ­რო­ბის აქ­ტის გა­უქ­მე­ბა­საც.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახალი პრეზიდენტი ვეღარ წარმართავს

ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახალი პრეზიდენტი ვეღარ წარმართავს

საქართველოს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვა-განხორციელება ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილება აღარ იქნება. კონსტიტუციურად, პრეზიდენტი რჩება როგორც სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში.

ახალი საკონსტიტუციო ნორმებით, რომელიც ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან შედის ძალაში, პრეზიდენტის უფლებამოსილებები, როგორც პარლამენტთან, ისე მთავრობასთან მიმართებაში, მნიშვნელოვნად მცირდება.

პრეზიდენტს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებისთვის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დასადებად მთავრობასთან შეთანხმება დასჭირდება. ის ასევე მთავრობის წარდგინებით დანიშნავს და გაათავისუფლებს ელჩებს და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს და მთავრობასთან შეთანხმებით მიიღებს სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას.

ახალი კონსტიტუციის მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებს, გარდა საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული აქტებისა, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია დასჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტს პრემიერ-მინისტრმაც უნდა მოაწეროს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ძალაში ვერ შევა.

პრეზიდენტის უფლება - დაითხოვოს პარლამენტი, ახალი კონსტიტუციით, ძალიან შეზღუდულია და ეს იმ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი პარლამენტში უმრავლესობა ვერ ყალიბდება.

პრეზიდენტს აღარ ექნება პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით შესვლისა და კანონპროექტის რიგგარეშედ განხილვის მოთხოვნის უფლება. რბილდება პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მექანიზმიც.

გარდა ამისა, მას აღარ ექნება პარტიული თანამდებობის დაკავების უფლება, აღარ შეეძლება დამოუკიდებლად - მხოლოდ საკუთარი ინიციატივით რეფერენდუმის დანიშვნა, ასევე მთავრობის მოწვევა და გადაყენება. პრეზიდენტი აღარ გაუწევს კურირებას ძალოვან მინისტრებს და ვერ შესძლებს მთავრობის აქტის გაუქმებასაც.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა