კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გრძნობებით არასდროს მითამაშია" - რატი დურგლიშვილის ასტრო-ფსიქოპორტრეტი
"გრძნობებით არასდროს მითამაშია" - რატი დურგლიშვილის ასტრო-ფსიქოპორტრეტი

"ოდეს­მე შეხ­ვედ­რი­ხართ ჟი­ნი­ან, გულ­ღია და მუ­დამ მო­ღი­მარ ადა­მი­ანს? - ეს ვერ­ძია. ის სას­წორ­ზე და­დებს ყვე­ლა­ფერს, ოღონდ სკეპ­ტი­კო­სი სა­კუ­თარ ნი­ჭი­ე­რე­ბა­ში და­არ­წმუ­ნოს. მა­სა­ვით არა­ვის სჯე­რა სას­წა­უ­ლე­ბის. საკ­მა­რი­სია, ვინ­მემ გულ­ში ჩა­იკ­რას, მი­ე­ა­ლერ­სოს, რომ წყე­ნას ივი­წყებს... ერ­თგუ­ლი, კე­თი­ლი და მო­უს­ვე­ნა­რია. შე­უძ­ლია იცხოვ­როს კომ­ფორ­ტის გა­რე­შე, მაგ­რამ თუ ფული დას­ჭირ­დე­ბა, სხვა­ზე მეტს იშო­ვის", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი ძაღ­ლის წელ­ში და­ბა­დე­ბულ ვერძს, ეს კი მომ­ღე­რალ რატი დურ­გლიშ­ვი­ლის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია.

- ას­ტრო­ლო­გია მა­ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ პი­რა­დი ჰო­როს­კო­პი არას­დროს შე­მიდ­გე­ნია. ვიცი, ამ ინ­ტერ­ვი­უ­ში ას­ტრო­ლო­გებს ბევრ რა­მე­ში და­ვე­თან­ხმე­ბი.

- "მის ხა­სი­ათ­ში ერ­თმა­ნეთს ერ­წყმის ბავ­შვუ­რი გულ­წრფე­ლო­ბა, ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და აგ­რე­სია".

- ბავ­შვუ­რი გულ­წრფე­ლო­ბა მარ­თლა მა­ხა­სი­ა­თებს, აგ­რე­სი­უ­ლი კი მა­შინ ვხდე­ბი, როცა ამ თვი­სე­ბას სხვებ­ში ვერ ვხე­დავ. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას ვი­თხოვ, არა­და, ადა­მი­ა­ნე­ბის 80% იტყუ­ე­ბა. მე­გობ­რე­ბი მე­ჩხუ­ბე­ბი­ან, - სულ ამა­ზე ნუ კა­მა­თობ, "ბოღ­მას" და­გარ­ქმე­ვე­ნო. თვალ­თმაქ­ცო­ბა არ მჩვე­ვია და თუ რამე არ მომ­წონს, ვამ­ბობ, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე არას­დროს გა­დავ­დი­ვარ.

- შენ გარ­შე­მო ბევ­რი თვალ­თმაქ­ცია?

- ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, უფრო მეტ­ნი არი­ან, ვიდ­რე გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

- "თავ­გა­მო­დე­ბით იცავს სი­მარ­თლეს და ყო­ველ­თვის და­ჩაგ­რუ­ლის მხა­რეს დგას. მას არ გა­აჩ­ნია ში­შის გრძნო­ბა და სირ­თუ­ლე­ე­ბის წი­ნა­შე უკან არ იხევს".

- ყო­ველ­თვის ასეა! მძულს, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთ­ზე ცუდს ლა­პა­რა­კო­ბენ. პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბით იწყე­ბენ, მერე გა­და­დი­ან გა­რეგ­ნო­ბა­ზე, შემ­დეგ წა­მო­ა­ძა­ხე­ბენ, - ვის­თან იწვა და ათას სი­ბინ­ძუ­რეს ამ­ბო­ბენ. მოკ­ლედ, შეგ­ძულ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის ამ­გვა­რი საქ­ცი­ე­ლის მი­მართ პრო­ტეს­ტი არ მქონ­დეს?!

- "მას­ში არ არის ეშ­მა­კო­ბის მარ­ცვა­ლიც კი".

- არც ერთი მარ­ცვა­ლი არ არის.

- მგო­ნი, ასე ცხოვ­რე­ბა უფრო ად­ვი­ლია, არა?

- ყვე­ლა­ზე მა­გა­რია. ტყუ­ილ­სა და ეშ­მა­კო­ბას ვერ ვი­ტან. იტყუ­ე­ბა ის, ვინც ღირ­სე­ბას­თან მწყრა­ლად არის. ძა­ლი­ან თავ­მოყ­ვა­რე ვარ და სა­კუ­თარ თავს ტყუ­ი­ლის თქმას ვერ ვა­კად­რებ. თუ რამე შე­მეშ­ლე­ბა, ბო­დი­შის მოხ­და არ მი­ჭირს. ბევ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამა­ყი არ ვარ. არ მინ­და, პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნი ვიყო.

- "საკ­მა­რი­სია, ვინ­მემ გულ­ში ჩა­იკ­რას, მი­ე­ა­ლერ­სოს, რომ წყე­ნას ივი­წყებს"...

- მარ­თა­ლია, წყე­ნას იო­ლად ვი­ვი­წყებ.

- ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ორ­ჯერ, სამ­ჯერ გა­წყე­ნი­ნებს, ყო­ველ ჯერ­ზე აპა­ტი­ებ?

- ასეთ ადა­მი­ანს დის­ტან­ცი­უ­რად ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი. კარ­გად ვა­ა­ნა­ლი­ზებ, ვინ უნდა მო­ვუშ­ვა ახ­ლოს და ვინ

- არა.

- ფი­ცხი ხარ?

- ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბა ხომ ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვაა?! ვერ ვიქ­ნე­ბი მშვი­დი, როცა ვხე­დავ, ვი­ღაც "კლდი­დან ხტე­ბა" და თავს იღუ­პავს.

- "მა­სა­ვით არა­ვის სჯე­რა სას­წა­უ­ლე­ბის".

- მჯე­რა და რა­საც გუ­ლით ვინ­დო­მებ, ყვე­ლა­ფე­რი მის­რულ­დე­ბა. როცა ვხა­ტავ­დი და ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­მო­ფე­ნებ­ზე გამ­ქონ­და, გრან-პრის და იუ­ნი­სე­ფის ჯილ­დო­ებს ვი­ღებ­დი.

- ხატ­ვა რა­ტომ აღარ გა­აგ­რძე­ლე?

- ძა­ლი­ან ძნე­ლია, მხატ­ვა­რი იყო და თან - მომ­ღერ­ლის კა­რი­ე­რა აა­წყო. ხატ­ვის დროს ყვე­ლა­ზე დიდ სუ­ლი­ერ სიმ­შვი­დეს გა­ნიც­დი, სხვა სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რობ და ფე­რე­ბი ტი­ლო­ზე გად­მო­გაქვს. ერ­თა­დერ­თი, რაც ძერ­წვის დროს დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნი­და, მტვე­რი იყო. ის მტვე­რი ვერ შე­ვიყ­ვა­რე. 20 წლამ­დე აქ­ტი­უ­რად ვხა­ტავ­დი.

- ის ტი­ლო­ე­ბი, რომ­ლებ­საც პრი­ზე­ბი მი­ე­ნი­ჭა, სად არის?

- 2 ტილო და­მე­კარ­გა, არ და­მიბ­რუ­ნეს: ერთი გერ­მა­ნი­ა­შია, მე­ო­რე - ამე­რი­კა­ში და მუ­ზე­უ­მებ­ში ინა­ხე­ბა. ამის გამო ბევ­რი ვი­ნერ­ვი­უ­ლე. უც­ნა­უ­რო­ბა მჭირს - ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­ჩუ­ქე­ბაც არ შე­მიძ­ლია; თი­თო­ე­უ­ლი ჩემი სხე­უ­ლია, სუ­ლია. ერთ-ერთ ტი­ლოს "ბუ­რუ­სი" და­ვარ­ქვი და ის გა­მორ­ჩე­უ­ლად მომ­წონ­და.

- "ის არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბა იმ ადა­მი­ან­თა კა­ტე­გო­რი­ას, რომ­ლე­ბიც დგა­ნან და ელი­ან, რო­დის და­ა­ტყდე­ბათ თავს ბედ­ნი­ე­რე­ბა. ურ­ჩევ­ნია, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვად მო­ი­ნა­დი­როს".

- ამა­ზე არას­დროს დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ. მებ­რძო­ლი ნაკ­ლე­ბად ვარ, მაგ­რამ კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინ­ტუ­ი­ცია მაქვს.

- "თუ რამე ირ­წმუ­ნა, შე­უძ­ლე­ბე­ლია მისი გა­დარ­წმუ­ნე­ბა! მას­ში დონ კი­ხო­ტის სული ცხოვ­რობს".

- ამას სხვაგ­ვა­რად, სი­ჯი­უ­ტეც ჰქვია. ეს თვი­სე­ბა მაქვს, მაგ­რამ ლო­გი­კუ­რად თუ ამიხ­სნი და არ­გუ­მენ­ტე­ბით გა­ამ­ყა­რებ, შე­იძ­ლე­ბა, აზრი შე­ვიც­ვა­ლო.

- "მარ­ტო­ხე­ლა ვერ­ძი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბას ზამ­თრის მო­ახ­ლო­ე­ბი­სას შეძ­ლებს. ამ დროს ქორ­წი­ნე­ბა მტკი­ცე იქ­ნე­ბა".

- ზამ­თა­რი კარს მოგ­ვად­გა და ის ჯერ კი­დევ არ ჩანს (იცი­ნის). შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ვარ.

- აქ­ტი­უ­რი გო­გო­ნე­ბი მოგ­წონს?

- ფორ­მას გა­აჩ­ნია - ზოგი ისე აქ­ტი­უ­რობს, შე­იძ­ლე­ბა, უკუ­შე­დე­გი მი­ი­ღოს. სხვის გრძნო­ბებ­ზე არას­დროს მი­თა­მა­შია.

- აქ­ტი­უ­რო­ბენ?

- "დას­ტო­ი­ნად". ხომ იცი, ურ­თი­ერ­თო­ბა­ში პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი რო­მე­ლი­მე მხა­რემ უნდა გა­დად­გას. ასე­თი ნა­ბი­ჯი მეც არა­ერ­თხელ გა­და­მიდ­გამს და სხვებ­საც გად­მო­უდ­გამთ, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბა რა­ღაც დო­ნემ­დე მი­დის და მერე ჩერ­დე­ბა, ინ­ტე­რე­სი იკარ­გე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძემ მი­საყ­ვე­დუ­რა, - ცოლი რა­ტომ არ მოგ­ყავს? უკვე დროა, და­ო­ჯახ­დეო. მე კი ვფიქ­რობ: ვარ იმის­თვის მზად, რომ ოჯა­ხის შექ­მნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვი­კის­რო? მგო­ნია, რომ ჯერ კი­დევ რა­ღაც მაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი. რო­გორც ხე­ლო­ვა­ნი, ყვე­ლა­ზე ნა­ყო­ფი­ე­რი მა­შინ ვი­ყა­ვი, როცა მიყ­ვარ­და. ეს სიყ­ვა­რუ­ლი 11 წლის წინ იყო.

- ერ­თგუ­ლი ხარ?

- ძაღ­ლი­ვით ერ­თგუ­ლი ვარ. როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, გვერ­დით ერთხე­ლაც არ გა­მი­ხე­დავს. არა მხო­ლოდ პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, არა­მედ საქ­მე­შიც ასე­თი ვარ. არ არ­სე­ბობს, ვინ­მეს რა­მე­ში ვუ­ღა­ლა­ტო. ის, რაც ჩემ­ში არ მომ­წონს, არა­პუნ­ქტუ­ა­ლო­ბაა.

- "ის სას­წორ­ზე და­დებს ყვე­ლა­ფერს, ოღონდ სკეპ­ტი­კო­სი სა­კუ­თარ ნი­ჭი­ე­რე­ბა­ში და­არ­წმუ­ნოს".

- ეს პე­რი­ო­დი ბავ­შვო­ბა­ში მქონ­და, აწი აღა­რა­ვის­თვის არაფ­რის დამ­ტკი­ცე­ბას აღარ ვა­პი­რებ.

- "მი­უ­ხე­და­ვად ხი­ფა­თი­ა­ნი ბუ­ნე­ბი­სა, უნა­რი აქვს, ნე­ბის­მი­ე­რი ფი­ას­კო­სა და კრა­ხის შემ­დეგ ფეხ­ზე ღირ­სე­უ­ლად წა­მოდ­გეს".

- იმი­ტომ, რომ მარ­თა­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. ტყუ­ილ­ში არას­დროს მი­ცხოვ­რია.

- "შე­გიძ­ლი­ათ, ვერძს ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის საქ­მის მოგ­ვა­რე­ბა მი­ან­დოთ".

- შე­გიძ­ლი­ათ, ასე მო­იქ­ცეთ!

- მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ხარ?

- სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტი­დან დღე­საც მაქვს შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, მაგ­რამ ბევრ რა­მე­ზე უარს ვამ­ბობ. ვგრძნობ, ის ჩემი არ არის. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა "იურ­მა­ლას" ვე­ლო­დე­ბო­დი, მამა კი მე­ჩხუ­ბე­ბო­და: კონ­კურ­სებ­ში რა­ტომ არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბო? არ მინ­დო­და, "გაც­ვე­თი­ლი სახე" ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მინ­დო­და, ღირ­სე­უ­ლად გა­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი.

- "კე­თი­ლი პი­როვ­ნე­ბაა, მისი ნდო­ბა შე­იძ­ლე­ბა".

- ჩემს გო­ნე­ბა­ში იცი, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის მო­ყო­ლი­ლი ამ­ბა­ვი ინა­ხე­ბა? ვერ წარ­მო­იდ­გენ. მინ­და, ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა ვუ­თხრა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნდო­ბის­თვის.

- თა­ვად რამ­დე­ნად ენ­დო­ბი ადა­მი­ა­ნებს?

- ჩემ გვერ­დით არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც მარ­თლა ბო­ლომ­დე ვენ­დო­ბი. ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი არ მაქვს. მკი­თხავ? - გი­პა­სუ­ხებ...

- მო­უს­ვე­ნა­რი ხარ?

- ძა­ლი­ან. ერთ ად­გილ­ზე დიდ­ხანს გა­ჩე­რე­ბა ტან­ჯვაა.

- დღის რო­მელ მო­ნაკ­ვეთ­ში ხარ და­ბა­დე­ბუ­ლი?

- დი­ლის 5 სა­ათ­ზე.

- ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ დღის სა­ა­თებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ძაღ­ლი უფრო ავია, ვიდ­რე - ღა­მით.

- კი, წყნა­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. ხმას მტერ­თა­ნაც არ ვუ­წევ.

- "შე­უძ­ლია იცხოვ­როს კომ­ფორ­ტის გა­რე­შე, მაგ­რამ თუ ფული დას­ჭირ­დე­ბა, სხვა­ზე მეტს იშო­ვის".

- კი. ბევრ ფულს იმი­ტომ არ ვშო­უ­ლობ, რომ არ მინ­და, მქონ­დეს. ფული ადა­მი­ანს აფუ­ჭებს.

- ყვე­ლას ხომ არ აფუ­ჭებს...

- იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი არ­სე­ბო­ბენ. არ მინ­და, ის ღირ­სე­ბა დავ­კარ­გო, რაც სა­კუ­თარ თავ­ში მომ­წონს. გა­მოც­დი­ლი მაქვს, ძა­ლი­ან დი­დია ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ ბევ­რმა ფულ­მა გა­მა­ფუ­ჭოს. როცა "იურ­მა­ლა­ზე" გარ­კვე­უ­ლი თან­ხა მო­ვი­გე (მა­შინ ის ჩემ­თვის დიდი ფული იყო), ცო­ტა­თი გავ­თა­მამ­დი და ეს არ მო­მე­წო­ნა. როცა ფული გაქვს, თა­ვის­თა­ვად გრძნობ, რომ ვი­ღა­ცა­ზე რა­ღა­ცით (უფრო - ჭუ­ჭყით) მეტი ხარ. მერე უკვე ვე­ღარ ხვდე­ბი, შენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ვინ გულ­წრფე­ლია, ვინ - თა­მა­შობს და ეჭ­ვე­ბიც ჩნდე­ბა. არ მსურს, ცხოვ­რე­ბით და­ვი­ღა­ლო. მინ­და, ამ ყვე­ლაფ­რით ვი­სი­ა­მოვ­ნო.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"გრძნობებით არასდროს მითამაშია" - რატი დურგლიშვილის ასტრო-ფსიქოპორტრეტი

"გრძნობებით არასდროს მითამაშია" - რატი დურგლიშვილის ასტრო-ფსიქოპორტრეტი

"ოდესმე შეხვედრიხართ ჟინიან, გულღია და მუდამ მოღიმარ ადამიანს? - ეს ვერძია. ის სასწორზე დადებს ყველაფერს, ოღონდ სკეპტიკოსი საკუთარ ნიჭიერებაში დაარწმუნოს. მასავით არავის სჯერა სასწაულების. საკმარისია, ვინმემ გულში ჩაიკრას, მიეალერსოს, რომ წყენას ივიწყებს... ერთგული, კეთილი და მოუსვენარია. შეუძლია იცხოვროს კომფორტის გარეშე, მაგრამ თუ ფული დასჭირდება, სხვაზე მეტს იშოვის", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ძაღლის წელში დაბადებულ ვერძს, ეს კი მომღერალ რატი დურგლიშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია მაინტერესებს, მაგრამ პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია. ვიცი, ამ ინტერვიუში ასტროლოგებს ბევრ რამეში დავეთანხმები.

- "მის ხასიათში ერთმანეთს ერწყმის ბავშვური გულწრფელობა, ბრძოლისუნარიანობა და აგრესია".

- ბავშვური გულწრფელობა მართლა მახასიათებს, აგრესიული კი მაშინ ვხდები, როცა ამ თვისებას სხვებში ვერ ვხედავ. სამართლიანობას ვითხოვ, არადა, ადამიანების 80% იტყუება. მეგობრები მეჩხუბებიან, - სულ ამაზე ნუ კამათობ, "ბოღმას" დაგარქმევენო. თვალთმაქცობა არ მჩვევია და თუ რამე არ მომწონს, ვამბობ, მაგრამ ადამიანის შეურაცხყოფაზე არასდროს გადავდივარ.

- შენ გარშემო ბევრი თვალთმაქცია?

- ყოველ შემთხვევაში, უფრო მეტნი არიან, ვიდრე გულწრფელი ადამიანები.

- "თავგამოდებით იცავს სიმართლეს და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგას. მას არ გააჩნია შიშის გრძნობა და სირთულეების წინაშე უკან არ იხევს".

- ყოველთვის ასეა! მძულს, როცა ადამიანები ერთმანეთზე ცუდს ლაპარაკობენ. პიროვნული თვისებებით იწყებენ, მერე გადადიან გარეგნობაზე, შემდეგ წამოაძახებენ, - ვისთან იწვა და ათას სიბინძურეს ამბობენ. მოკლედ, შეგძულდება ყველაფერი. როგორ შეიძლება, ადამიანების ამგვარი საქციელის მიმართ პროტესტი არ მქონდეს?!

- "მასში არ არის ეშმაკობის მარცვალიც კი".

- არც ერთი მარცვალი არ არის.

- მგონი, ასე ცხოვრება უფრო ადვილია, არა?

- ყველაზე მაგარია. ტყუილსა და ეშმაკობას ვერ ვიტან. იტყუება ის, ვინც ღირსებასთან მწყრალად არის. ძალიან თავმოყვარე ვარ და საკუთარ თავს ტყუილის თქმას ვერ ვაკადრებ. თუ რამე შემეშლება, ბოდიშის მოხდა არ მიჭირს. ბევრისგან განსხვავებით, ამაყი არ ვარ. არ მინდა, პატარა ადამიანი ვიყო.

- "საკმარისია, ვინმემ გულში ჩაიკრას, მიეალერსოს, რომ წყენას ივიწყებს"...

- მართალია, წყენას იოლად ვივიწყებ.

- ადამიანს, რომელიც ორჯერ, სამჯერ გაწყენინებს, ყოველ ჯერზე აპატიებ?

- ასეთ ადამიანს დისტანციურად ვეკონტაქტები. კარგად ვაანალიზებ, ვინ უნდა მოვუშვა ახლოს და ვინ

- არა.

- ფიცხი ხარ?

- ადამიანების მოვალეობა ხომ ერთმანეთზე ზრუნვაა?! ვერ ვიქნები მშვიდი, როცა ვხედავ, ვიღაც "კლდიდან ხტება" და თავს იღუპავს.

- "მასავით არავის სჯერა სასწაულების".

- მჯერა და რასაც გულით ვინდომებ, ყველაფერი მისრულდება. როცა ვხატავდი და ჩემი ნამუშევრები გამოფენებზე გამქონდა, გრან-პრის და იუნისეფის ჯილდოებს ვიღებდი.

- ხატვა რატომ აღარ გააგრძელე?

- ძალიან ძნელია, მხატვარი იყო და თან - მომღერლის კარიერა ააწყო. ხატვის დროს ყველაზე დიდ სულიერ სიმშვიდეს განიცდი, სხვა სამყაროში ცხოვრობ და ფერები ტილოზე გადმოგაქვს. ერთადერთი, რაც ძერწვის დროს დისკომფორტს მიქმნიდა, მტვერი იყო. ის მტვერი ვერ შევიყვარე. 20 წლამდე აქტიურად ვხატავდი.

- ის ტილოები, რომლებსაც პრიზები მიენიჭა, სად არის?

- 2 ტილო დამეკარგა, არ დამიბრუნეს: ერთი გერმანიაშია, მეორე - ამერიკაში და მუზეუმებში ინახება. ამის გამო ბევრი ვინერვიულე. უცნაურობა მჭირს - ჩემი ნამუშევრების გაჩუქებაც არ შემიძლია; თითოეული ჩემი სხეულია, სულია. ერთ-ერთ ტილოს "ბურუსი" დავარქვი და ის გამორჩეულად მომწონდა.

- "ის არ განეკუთვნება იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც დგანან და ელიან, როდის დაატყდებათ თავს ბედნიერება. ურჩევნია, ყველაფერი თავად მოინადიროს".

- ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ. მებრძოლი ნაკლებად ვარ, მაგრამ კარგად განვითარებული ინტუიცია მაქვს.

- "თუ რამე ირწმუნა, შეუძლებელია მისი გადარწმუნება! მასში დონ კიხოტის სული ცხოვრობს".

- ამას სხვაგვარად, სიჯიუტეც ჰქვია. ეს თვისება მაქვს, მაგრამ ლოგიკურად თუ ამიხსნი და არგუმენტებით გაამყარებ, შეიძლება, აზრი შევიცვალო.

- "მარტოხელა ვერძი არჩევანის გაკეთებას ზამთრის მოახლოებისას შეძლებს. ამ დროს ქორწინება მტკიცე იქნება".

- ზამთარი კარს მოგვადგა და ის ჯერ კიდევ არ ჩანს (იცინის). შეყვარებული არ ვარ.

- აქტიური გოგონები მოგწონს?

- ფორმას გააჩნია - ზოგი ისე აქტიურობს, შეიძლება, უკუშედეგი მიიღოს. სხვის გრძნობებზე არასდროს მითამაშია.

- აქტიურობენ?

- "დასტოინად". ხომ იცი, ურთიერთობაში პირველი ნაბიჯი რომელიმე მხარემ უნდა გადადგას. ასეთი ნაბიჯი მეც არაერთხელ გადამიდგამს და სხვებსაც გადმოუდგამთ, მაგრამ ურთიერთობა რაღაც დონემდე მიდის და მერე ჩერდება, ინტერესი იკარგება. რამდენიმე დღის წინ ლიკა ქავჟარაძემ მისაყვედურა, - ცოლი რატომ არ მოგყავს? უკვე დროა, დაოჯახდეო. მე კი ვფიქრობ: ვარ იმისთვის მზად, რომ ოჯახის შექმნის პასუხისმგებლობა ვიკისრო? მგონია, რომ ჯერ კიდევ რაღაც მაქვს გასაკეთებელი. როგორც ხელოვანი, ყველაზე ნაყოფიერი მაშინ ვიყავი, როცა მიყვარდა. ეს სიყვარული 11 წლის წინ იყო.

- ერთგული ხარ?

- ძაღლივით ერთგული ვარ. როცა შეყვარებული ვიყავი, გვერდით ერთხელაც არ გამიხედავს. არა მხოლოდ პირად ურთიერთობაში, არამედ საქმეშიც ასეთი ვარ. არ არსებობს, ვინმეს რამეში ვუღალატო. ის, რაც ჩემში არ მომწონს, არაპუნქტუალობაა.

- "ის სასწორზე დადებს ყველაფერს, ოღონდ სკეპტიკოსი საკუთარ ნიჭიერებაში დაარწმუნოს".

- ეს პერიოდი ბავშვობაში მქონდა, აწი აღარავისთვის არაფრის დამტკიცებას აღარ ვაპირებ.

- "მიუხედავად ხიფათიანი ბუნებისა, უნარი აქვს, ნებისმიერი ფიასკოსა და კრახის შემდეგ ფეხზე ღირსეულად წამოდგეს".

- იმიტომ, რომ მართალი ადამიანი ვარ. ტყუილში არასდროს მიცხოვრია.

- "შეგიძლიათ, ვერძს ნებისმიერი სირთულის საქმის მოგვარება მიანდოთ".

- შეგიძლიათ, ასე მოიქცეთ!

- მიზანდასახული ხარ?

- სხვადასხვა პროექტიდან დღესაც მაქვს შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ ბევრ რამეზე უარს ვამბობ. ვგრძნობ, ის ჩემი არ არის. მთელი ცხოვრება "იურმალას" ველოდებოდი, მამა კი მეჩხუბებოდა: კონკურსებში რატომ არ მონაწილეობო? არ მინდოდა, "გაცვეთილი სახე" ვყოფილიყავი. მინდოდა, ღირსეულად გამოვჩენილიყავი.

- "კეთილი პიროვნებაა, მისი ნდობა შეიძლება".

- ჩემს გონებაში იცი, რამდენი ადამიანის მოყოლილი ამბავი ინახება? ვერ წარმოიდგენ. მინდა, ყველას დიდი მადლობა ვუთხრა გამოცხადებული ნდობისთვის.

- თავად რამდენად ენდობი ადამიანებს?

- ჩემ გვერდით არიან ადამიანები, ვისაც მართლა ბოლომდე ვენდობი. ცხოვრებისეული საიდუმლოებები არ მაქვს. მკითხავ? - გიპასუხებ...

- მოუსვენარი ხარ?

- ძალიან. ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება ტანჯვაა.

- დღის რომელ მონაკვეთში ხარ დაბადებული?

- დილის 5 საათზე.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ დღის საათებში დაბადებული ძაღლი უფრო ავია, ვიდრე - ღამით.

- კი, წყნარი ადამიანი ვარ. ხმას მტერთანაც არ ვუწევ.

- "შეუძლია იცხოვროს კომფორტის გარეშე, მაგრამ თუ ფული დასჭირდება, სხვაზე მეტს იშოვის".

- კი. ბევრ ფულს იმიტომ არ ვშოულობ, რომ არ მინდა, მქონდეს. ფული ადამიანს აფუჭებს.

- ყველას ხომ არ აფუჭებს...

- იშვიათი გამონაკლისები არსებობენ. არ მინდა, ის ღირსება დავკარგო, რაც საკუთარ თავში მომწონს. გამოცდილი მაქვს, ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ბევრმა ფულმა გამაფუჭოს. როცა "იურმალაზე" გარკვეული თანხა მოვიგე (მაშინ ის ჩემთვის დიდი ფული იყო), ცოტათი გავთამამდი და ეს არ მომეწონა. როცა ფული გაქვს, თავისთავად გრძნობ, რომ ვიღაცაზე რაღაცით (უფრო - ჭუჭყით) მეტი ხარ. მერე უკვე ვეღარ ხვდები, შენთან ურთიერთობისას ვინ გულწრფელია, ვინ - თამაშობს და ეჭვებიც ჩნდება. არ მსურს, ცხოვრებით დავიღალო. მინდა, ამ ყველაფრით ვისიამოვნო.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება