ავიაკომპანია "ეარ კავკასუსი" ბაზარზე პოზიციების გამყარებას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელ გიორგი კოდუას განცხადებით, კომპანიამ უკვე დაიწყო თანამშრომლობა სინგაპურელებთან.
"კანონის გათვალისწინებით, რეგულარული ფრენების განხორციელების უფლება არ აქვს ავიაკომპანიას, რომელიც 2-ზე ნაკლებ თვითმფრინავს ფლობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ დრომდე მხოლოდ ჩარტერული რეისის განხორციელების უფლება გვქონდა, ამიერიდან კი რეგულარულ რეისებსაც დავიწყებთ",-აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.
კოდუა ამბობს, რომ ჯერჯერობით, კომპანია რეგულარულ ფრენებს უკრაინის მიმართულებით განახორციელებს, ხოლო რუსეთიდან ნებართვის მიღების შემდეგ, რეისები მოსკოვის მიმართულებითაც დაინიშნება.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9