სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაძალადევის რაიონში ერთ-ერთ დამკვირვებელს საარჩევნო უბანზე მშობიარობა დაეწყო.
"ამბები.ge"-ს ინფორმაციით ქალბატონს მხოლოდ წინასამშობიარო ტკივილები და სიმპტომები ჰქონდა, რის შემდეგ ის საარჩევნო უბნიდან სახლში გადაიყვანეს.
ქალბატონი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დამკვირვებელი იყო, ის ორგანიზაციამ სხვა დამკვირვებლით ჩაანაცვლა.
ქალბატონს არ სურს მისი ვინაობის დასახელება, ამიტომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" არ ახმაურებს არც სახელსა და გვარს და არც იმ კონკრეტულ უბანს, რომელზეც ის სამშობიარო ტკივილებამდე დამკვირვებლად იმყოფებოდა.