კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემურ ჭყონია: "მაგან ერთი ადგილი დააყენოს, თორემ ცხვირ-პირს დავუნგრევ"
თემურ ჭყონია: "მაგან ერთი ადგილი დააყენოს, თორემ ცხვირ-პირს დავუნგრევ"

ბიზ­ნეს­მენ თე­მურ ჭყო­ნი­ას პარტნი­ო­რე­ბის "გა­დაგ­დე­ბა­სა" და მათი კუთ­ვნი­ლი თან­ხის მით­ვი­სე­ბა­ში სდე­ბენ ბრალს. საქ­მე ეხე­ბა, 1995 წლის 30 ოქ­ტომ­ბერს და­ფუძ­ნე­ბულ, სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ექ­სპორტ-იმ­პორტ ბანკს", რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე აქ­ცი­ო­ნე­რი და დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჰყავ­და: თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე ალი ტურ­გაი იე­ტი­ში 25%-იანი წი­ლით, შვე­ი­ცა­რი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი - დო­გან ერ­ბე­კი - 25% -ით და ვერ­ნერ მეტ­ცი - 15%-ით, ბან­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე თე­მურ ჭყო­ნია - 8,91%-ით და დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე მურ­თაზ კო­კო­რია - 1,40%-ით.

1999 წლის 30 დე­კემ­ბერს, ბან­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭომ, რო­მელ­საც აქ­ცი­ა­თა 65%-ის მფლო­ბე­ლი მე­წი­ლე­ე­ბი არ დას­წრე­ბი­ან, "დის­კონტბანკთან" შერ­წყმა-გა­ერ­თი­ა­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და უცხო­ე­ლი მე­წი­ლე­ე­ბის­თვის საბ­ჭოს სხდო­მის შე­სა­ხებ არც კი უც­ნო­ბე­ბი­ათ. ად­ვო­კა­ტი ალე­კო ალა­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ალი ტურ­გაი იე­ტი­შის ინ­ტე­რესს იცავს, ამ­ბობს რომ თე­მურ ჭყო­ნი­ამ "ექ­სპორტ-იმ­პორტ ბან­კის" აქ­ცი­ო­ნერ­თა კრე­ბის ოქმი გა­ა­ყალ­ბა, რო­დე­საც მი­უ­თი­თა, რომ სხდო­მას 65%-ის აქ­ცი­ე­ბის მფლო­ბე­ლე­ბიც და­ეს­წრნენ, თუმ­ცა დო­კუ­მენ­ტში დამ­სწრე­თა ვი­ნა­ო­ბა არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბი­ათ.

და­ზა­რა­ლე­ბულ­მა აქ­ცი­ო­ნე­რებ­მა ფუ­ლის და­საბ­რუ­ნებ­ლად სა­მო­ქა­ლა­ქო დავა წა­მო­ი­წყეს. სხვა­დას­ხვა ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ებს 8 წლის მან­ძილ­ზე ხან ერთი მხა­რის სა­სარ­გებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მოჰ­ქონ­დათ, ხან - მე­ო­რე მხა­რის. ამ­ჟა­მად "ექ­სპორტ-იმ­პორტ ბან­კის" საქ­მეს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი იძი­ებს. გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­დან 1 წელი გა­ვი­და, თე­მურ ჭყო­ნია კი დღემ­დე არ და­უ­კი­თხავთ.

თა­ვად ჭყო­ნია "გუ­რია ნი­უს­თან" ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის ად­ვო­კატს ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით ემუქ­რე­ბა. "ერთ რა­მეს გე­ტყვით: ად­ვო­კა­ტი ალე­კო ალა­დაშ­ვი­ლი ცო­ცხა­ლი თუ იყო, არც მე­გო­ნა, რა დრო­ის ალე­კო ალა­დაშ­ვი­ლია, რა კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ვა­კე­თო?! მე მე­უბ­ნე­ბით, რომ ვი­ღა­ცის თან­ხა მი­ვით­ვი­სე? ცოტა და­უ­ფიქ­რდით რა, ვის ელა­პა­რა­კე­ბით, რას ჰქვია მი­ვით­ვი­სე? ალე­კო ალა­დაშ­ვი­ლი არის გა­მომ­ძალ­ვე­ლი და აფე­რის­ტი, მე მა­გის შან­ტა­ჟებს არ წა­მო­ვე­გე­ბი! მა­გან ერთი ად­გი­ლი და­ა­ყე­ნოს, თო­რემ ცხვირ-პირს და­ვუნ­გრევ", - გა­ნა­ცხა­და თე­მურ ჭყო­ნი­ამ.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

თემურ ჭყონია: "მაგან ერთი ადგილი დააყენოს, თორემ ცხვირ-პირს დავუნგრევ"

თემურ ჭყონია: "მაგან ერთი ადგილი დააყენოს, თორემ ცხვირ-პირს დავუნგრევ"

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას პარტნიორების "გადაგდებასა" და მათი კუთვნილი თანხის მითვისებაში სდებენ ბრალს. საქმე ეხება, 1995 წლის 30 ოქტომბერს დაფუძნებულ, სააქციო საზოგადოება "ექსპორტ-იმპორტ ბანკს", რომელსაც რამდენიმე აქციონერი და დამფუძნებელი ჰყავდა: თურქეთის მოქალაქე ალი ტურგაი იეტიში 25%-იანი წილით, შვეიცარიის მოქალაქეები -  დოგან ერბეკი - 25% -ით და ვერნერ მეტცი - 15%-ით, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ ჭყონია - 8,91%-ით და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მურთაზ კოკორია - 1,40%-ით.

1999 წლის 30 დეკემბერს, ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ, რომელსაც აქციათა 65%-ის მფლობელი მეწილეები არ დასწრებიან, "დისკონტბანკთან" შერწყმა-გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო და უცხოელი მეწილეებისთვის საბჭოს სხდომის შესახებ არც კი უცნობებიათ. ადვოკატი ალეკო ალადაშვილი, რომელიც ალი ტურგაი იეტიშის ინტერესს იცავს, ამბობს რომ თემურ ჭყონიამ "ექსპორტ-იმპორტ ბანკის" აქციონერთა კრების ოქმი გააყალბა, როდესაც მიუთითა, რომ სხდომას 65%-ის აქციების მფლობელებიც დაესწრნენ, თუმცა დოკუმენტში დამსწრეთა ვინაობა არ დაუკონკრეტებიათ.

დაზარალებულმა აქციონერებმა ფულის დასაბრუნებლად სამოქალაქო დავა წამოიწყეს. სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებს 8 წლის მანძილზე ხან ერთი მხარის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოჰქონდათ, ხან - მეორე მხარის. ამჟამად "ექსპორტ-იმპორტ ბანკის" საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. გამოძიების დაწყებიდან 1 წელი გავიდა, თემურ ჭყონია კი დღემდე არ დაუკითხავთ.

თავად ჭყონია "გურია ნიუსთან" ბრალდებას უარყოფს და მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება. "ერთ რამეს გეტყვით: ადვოკატი ალეკო ალადაშვილი ცოცხალი თუ იყო, არც მეგონა, რა დროის ალეკო ალადაშვილია, რა კომენტარი უნდა გავაკეთო?! მე მეუბნებით, რომ ვიღაცის თანხა მივითვისე? ცოტა დაუფიქრდით რა, ვის ელაპარაკებით, რას ჰქვია მივითვისე? ალეკო ალადაშვილი არის გამომძალველი და აფერისტი, მე მაგის შანტაჟებს არ წამოვეგები! მაგან ერთი ადგილი დააყენოს, თორემ ცხვირ-პირს დავუნგრევ", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ