კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგები - კვლავ სამართლის ძიებაში
პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგები - კვლავ სამართლის ძიებაში

წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნი­ლი პე­და­გო­გე­ბი მათი საქ­მე­ე­ბის ხე­ლახ­ლა შეს­წავ­ლა­სა და პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას ითხო­ვენ. ასე­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი 1 000-ზე მე­ტია და ჯერ არც ერთი მათ­გა­ნი არ დაჰბ­რუ­ნე­ბია საქ­მი­ა­ნო­ბას. ერთ-ერთ მათ­განს, "სა­ქარ­თვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მშო­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რეს, ლია ნი­კო­ლა­იშ­ვილს, სა­სა­მარ­თლოს სამი ინ­სტან­ცია აქვს მო­გე­ბუ­ლი, თუმ­ცა, სამ­სა­ხურ­ში აღ­დგე­ნი­ლი კვლავ არ არის. ამ სა­კი­თხებ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია მუ­შა­ობს. პე­და­გო­გე­ბი თა­ვად მოგ­ვი­თხრო­ბენ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ის­ტო­რი­ებს, მათ გუ­ლის­ტკი­ვილს კი და­ვის კო­მი­სი­ის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მდი­ვა­ნი, მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა.

ლია ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, "სა­ქარ­თვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მშო­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რე, 89-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ყო­ფი­ლი პე­და­გო­გი:

- 1998 წლი­დან პო­ლი­ტი­კა­ში ვარ ჩარ­თუ­ლი, მაგ­რამ სკო­ლა­ში პო­ლი­ტი­კა არა­სო­დეს შე­მი­ტა­ნია. მუდ­მი­ვად ოპო­ზი­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი, თუმ­ცა, სკო­ლი­დან ჩემს გაშ­ვე­ბას ვერ ახერ­ხებ­დნენ. 89-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, ნანა სო­ლო­ღაშ­ვი­ლი, ამ სკო­ლის მე­ო­თხე დი­რექ­ტო­რია. წინა სამ დი­რექ­ტორ­თან პრობ­ლე­მა არა­სო­დეს შემ­ქმნია. ეს ქალ­ბა­ტო­ნი 2007 წელს ავირ­ჩი­ეთ, 1 წელი კარ­გად ვე­წყო­ბო­დით, შემ­დეგ კი, ნელ-ნელა ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა და­ი­წყო, რა­საც მე არ ვე­თან­ხმე­ბო­დი. აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ სკო­ლა­ში დევ­ნი­ლე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ. მო­რი­გე­ო­ბა და­წეს­და. ჩემი მო­რი­გე­ო­ბი­სას, ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ დევ­ნი­ლი ბავ­შვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად 100 დო­ლა­რი შეკ­რი­ბა. დევ­ნი­ლებს ვუ­თხა­რი, თან­ხას დი­რექ­ტორს გა­დავ­ცემ და მის­გან აი­ღებთ-მეთ­ქი. ნანა სო­ლო­ღაშ­ვილ­მა თქვა, დევ­ნი­ლებ­მა კა­ნა­ლი­ზა­ცია გა­მი­ფუ­ჭე­სო და ამ თან­ხით სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო მა­სა­ლე­ბი იყი­და. ამის გამო დევ­ნი­ლე­ბი ძა­ლი­ან გაბ­რაზ­დნენ. საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ დი­რექ­ტორს ხსნიდ­ნენ, მაგ­რამ მე და­ვი­ცა­ვი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, და­მე­მუქ­რა, - მო­გივ­ლი, დევ­ნი­ლე­ბი რო­გორ ამი­ბუნ­ტეო. კარ­გა ხანს ვერ ახერ­ხებ­და ჩემს გაშ­ვე­ბას. მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლებს ეხ­ვე­წე­ბო­და, ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ გან­ცხა­დე­ბა და­ე­წე­რათ, მაგ­რამ მხა­რი არ აუ­ბეს. სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს არ­ჩევ­ნებ­ზე კო­ლე­გებ­მა მთხო­ვეს, კენ­ჭი იყა­რეო და პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვე­დი. რომ ვე­რა­ფე­რი მო­ა­ხერ­ხეს, ერთ-ერთი ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლის - ბად­რა­გის შვი­ლი მე­სა­მე კლას­ში მო­მიყ­ვა­ნეს, მშო­ბელს კი გან­ცხა­დე­ბა და­ა­წე­რი­ნეს, თით­ქოს მე მისი შვი­ლი ვცე­მე. სი­ნამ­დვი­ლე­ში, თი­თიც არ და­მი­კა­რე­ბია. ამ მი­ზე­ზით, 2009 წელს სკო­ლი­დან გა­მიშ­ვეს. მე­ო­რე დღეს­ვე ბრძო­ლა და­ვი­წყე და უკან არ და­მი­ხე­ვია. სა­სა­მარ­თლო­ში ბავ­შვის ცე­მის ფაქ­ტი არ და­მიმ­ტკიც­და და პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცია ნა­წი­ლობ­რივ მო­ვი­გე. სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ზე ხელ­ჩაქ­ნე­უ­ლი მივ­დი­ო­დი, თუმ­ცა, ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, ისიც მო­ვი­გე. დი­რექ­ტორ­მა უზე­ნა­ეს­ში შე­ი­ტა­ნა გან­ცხა­დე­ბა და ეს სა­სა­მარ­თლოც ჩემს სა­სარ­გებ­ლოდ დას­რულ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 2010 წელს 8 თვე­ში სამი ინ­სტან­ცია მო­ვი­გე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დღემ­დე არ ვარ აღ­დგე­ნი­ლი მას­წავ­ლებ­ლად 89-ე სკო­ლა­ში. დი­რექ­ტორ­მა არ და­წე­რა აღ­დგე­ნა. ამის შემ­დეგ შევ­ქმე­ნი და ვარ "სა­ქარ­თვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მშო­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რე და პე­და­გო­გებს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ვი­ცავ. 16 პრო­ცე­სი მაქვს მო­გე­ბუ­ლი. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­საც შევ­ხვდი და დამ­პირ­და, რომ ჩემს ად­გილ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბო­დი. ხსე­ნე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რი კვლავ აგ­რძე­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბას. დღემ­დე არც ერთი უკა­ნო­ნოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პე­და­გო­გი აღ­დგე­ნი­ლი არ არის. სა­სა­მარ­თლომ 8 მუხ­ლი მო­მი­ყე­ნა. რომ წა­მე­გო, ცი­ხე­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბო­დი. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აღიძ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. 89-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორს აქვს გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ოქ­მე­ბი, პე­და­გო­გე­ბის ნაც­ვლად აქვს ხელი მო­წე­რი­ლი. ჩემი ღირ­სე­ბი­სა და პა­ტი­ვის შე­ლახ­ვის­თვის პა­სუ­ხი უნდა ვა­გე­ბი­ნო - რაც კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მე­კუთ­ვნის, ყვე­ლა­ფერს მო­ვი­თხოვ. 163-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ მა­ინც ვიბ­რძვი ჩემს ძველ ად­გილ­ზე და­საბ­რუ­ნებ­ლად. ჩემს შემ­დეგ დი­რექ­ტორ­მა 34 ჩემი მე­გო­ბა­რი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და თა­ვი­სი ნა­თე­სა­ვე­ბი და­ა­საქ­მა. ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე 3 პე­და­გო­გი და­ი­ღუ­პა. დღეს ყვე­ლა ყო­ფი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლი დი­რექ­ტო­რი" "ოც­ნე­ბის­ტი" გახ­და. რა უნდა სკო­ლა­ში ისეთ დი­რექ­ტორს, ვი­საც სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პი არ გა­აჩ­ნია?! 4 წელი უმუ­შე­ვა­რი ვი­ყა­ვი მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი მქონ­და.

- ძი­რი­თა­დად, რა მუხ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აქვს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­წყვე­ტი­ლი ამ 1 000 პე­და­გოგს?

- ძი­რი­თა­დად ბავ­შვის ცე­მის ფაქ­ტე­ბი და 37-ე მუხ­ლი - ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტა.

- პე­და­გო­გებს ახა­ლი მთავ­რო­ბის მოს­ვლის შემ­დე­გაც უშ­ვე­ბენ სამ­სა­ხუ­რი­დან?

- დღეს მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ მა­ნამ­დე გაშ­ვე­ბულ პე­და­გო­გებს რა ეშ­ვე­ლე­ბათ?!

ლამ­ზი­რა ყორ­ჩიშ­ვი­ლი, გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჩა­ლა­უბ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ყო­ფი­ლი პე­და­გო­გი:

- ჩა­ლა­უბ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ ვმუ­შა­ობ­დი და და­წყე­ბით კლა­სებ­ში ქარ­თუ­ლის გაკ­ვე­თი­ლებ­საც ვა­ტა­რებ­დი. დი­რექ­ტო­რი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ოპო­ზი­ცი­ა­ში იყო. ამის გამო, 2011 წელს ის გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად მე და­ვი­ნიშ­ნე. მა­ლე­ვე მო­იყ­ვა­ნეს პრო­ფე­სი­ით ინ­ჟი­ნე­რი, მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლის მკვიდ­რი, დი­ა­სახ­ლი­სი ლალი კუ­დაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მე შემ­ცვა­ლა. დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბამ­დე სას­წავ­ლო ნა­წი­ლი გახ­ლდით, ამი­ტომ, როცა ამ ქალ­ბა­ტონ­მა დი­რექ­ტო­რის ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, მე, ავ­ტო­მა­ტუ­რად, სას­წავ­ლო ნა­წი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დავ­ბრუნ­დი. ძა­ლი­ან მალე სას­წავ­ლო ნა­წი­ლის ად­გი­ლიც და­მა­ტო­ვე­ბი­ნა და სა­ა­თე­ბიც შე­მიმ­ცი­რა. მათი რა­ო­დე­ნო­ბა, ნელ-ნელა ორზე და­ვი­და, მაგ­რამ არა­ფე­რი მით­ქვამს - ვი­ცო­დი, სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ვა­ლე­ბით იყო მო­სუ­ლი. მალე ისიც მი­თხრა, ბრძა­ნე­ბა მაქვს, სკო­ლი­დან უნდა წახ­ვი­დეო. კორ­პო­რა­ცი­უ­ლი ნომ­რე­ბის სია მო­ვი­და, მე ნო­მე­რი არ შემ­ხვდა, ბუ­ღალ­ტერს კი ორი ნო­მე­რი გა­დას­ცა. ბუ­ღალ­ტერს ერთი ნო­მე­რი ვთხო­ვე, არ მომ­ცა და ამის შე­სა­ხებ დი­რექ­ტორს მო­ახ­სე­ნა. დი­რექ­ტო­რი გაბ­რაზ­და, ჩემს გა­ცე­მულ ნომ­რებს რო­გორ ითხო­ვო, ეს მი­ზე­ზად მო­მი­დო და მი­თხრა: სკო­ლი­დან უნდა "და­ახ­ვიო", თო­რემ პატ­რულს გა­მო­ვი­ძა­ხე­ბო. ცრემ­ლი­ა­ნი გა­მო­ვე­დი და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში წა­ვე­დი, გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რე. მალე გა­ვი­გე, რომ სო­ფელ მე­ლა­ან­ში სა­ჯა­რო სკო­ლა იხ­სნე­ბო­და და ამის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, პრე­ზი­დენტს ელოდ­ნენ. მის­თვის წე­რი­ლის გა­და­ცე­მა მინ­დო­და. მე­ლა­ან­ში წა­ვე­დი. როცა მისი მო­ახ­ლო­ე­ბის დრო დად­გა, ჩემ­თან სამი პი­როვ­ნე­ბა მო­ვი­და და მი­თხრა: ტე­რი­ტო­რია უნდა და­ტო­ვო­თო. მხო­ლოდ იმის კი­თხვა მო­ვას­წა­რი, რას ვა­შა­ვებ-მეთ­ქი? მო­უ­ლოდ­ნე­ლად აქეთ-იქით ამო­მიდ­გნენ და ხელ­კა­ვით გა­მიყ­ვა­ნეს ად­გი­ლი­დან. შემ­რცხვა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ვერ გა­ვუ­წიე. ისე გავ­ყე­ვი, თით­ქოს ახ­ლობ­ლე­ბი იყ­ვნენ. როცა ხალ­ხის ნა­კადს გავ­ცდით, შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე, არ შევ­ხვდე­ბი პრე­ზი­დენტს, სახ­ლში გა­მიშ­ვით-მეთ­ქი. ტე­ლე­ფო­ნით ეკონ­ტაქ­ტე­ბოდ­ნენ ვი­ღა­ცას. მან­ქა­ნა­ში ძა­ლით ჩამ­სვეს, სახ­ლში უნდა მი­გიყ­ვა­ნო­თო. როცა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვე­დით, უფრო მე­ტად გა­ვუ­წიე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, თან ვტი­რო­დი. რომ ვერ გა­მა­ჩე­რეს, თავი მან­ქა­ნის მი­ნას მა­ხეთ­ქე­ბი­ნეს. რამ­დე­ნი­მე დარ­ტყმის შემ­დეგ გო­ნე­ბა დავ­კარ­გე. - ჩქა­რა, ექი­მიო - მახ­სოვს, რო­მე­ლი­ღა­ცამ და­ი­ძა­ხა. სა­ბო­ლო­ოდ, კაჭ­რე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აღ­მოვ­ჩნდი. კო­მა­ში ვი­ყა­ვი, ტვი­ნის უმ­ძი­მე­სი შერ­ყე­ვა მი­ვი­ღე. ექი­მე­ბის­თვის უთ­ქვამთ, გონ­და­კარ­გუ­ლი გზა­ზე ვნა­ხეთ, ქრის­ტი­ა­ნე­ბი ვართ, მი­ვეხ­მა­რე­თო. გულ­ზე ტე­ლე­ფო­ნი მე­კი­და და მის ჩა­სა­დებ­ში 30 ლარი მქონ­და. ეს ფული ექი­მე­ბის­თვის და­უ­ტო­ვე­ბი­ათ და ტე­ლე­ფო­ნი თა­ვად წა­უ­ღი­ათ. ერთ-ერთი ექი­მი ჩემი მე­ზო­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. როცა მან მიც­ნო, ამ პი­რებს შე­ში­ნე­ბი­ათ. უთ­ქვამთ, პას­პორ­ტი არ გვაქვს, ამ მხა­რეს არ ვიც­ნობთ, სტუმ­რად ვი­ყა­ვი­თო. პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძა­ხე­ბას აპი­რებ­დნენ თურ­მე და იქვე, ვი­ღა­ცას უთ­ქვამს, ვის იძა­ხებთ, თა­ვად პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი არი­ა­ნო. მე რა­ი­ო­ნის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს. ერთ თვე­ზე მეტი წო­ლი­თი რე­ჟი­მი მქონ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ მან­ქა­ნა­ში ერთ-ერთი პირი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი იყო. ამ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა დღე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს. სკო­ლის ხსე­ნე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რი ახ­ლაც მე­მუქ­რე­ბა, რა­ი­ონ­ში რო­გორც კი და­მი­ნა­ხავს, პო­ლი­ცი­ას გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თავს, თით­ქოს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ვა­ყე­ნე. როცა მოწ­მეს სთხო­ვენ, ვე­რა­ვის ასა­ხე­ლებს. მიკ­ვირს დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბის. პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით უამ­რა­ვი პე­და­გო­გია გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი. ყვე­ლას შევ­ხვდი, თუკი ვინ­მეს­თან შე­იძ­ლე­ბო­და შეხ­ვედ­რა, მაგ­რამ სა­მარ­თა­ლი კვლავ "ტყვე­დაა"... გუ­ლით მინ­და, ახალ მი­ნისტრს შევ­ხვდე, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი პი­როვ­ნე­ბა ჩანს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით, ეს ვერ მო­ვა­ხერ­ხე. კა­ხეთ­ში არ დამ­დგა­რა პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბე­რი და მთავ­რო­ბა არ შეც­ვლი­ლა, ჩვენ ისევ იგი­ვე ტე­რორ­ში ვცხოვ­რობთ.

ლია კუ­პა­ტა­ძე, ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბალ­ღო­ჯი­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ყო­ფი­ლი პე­და­გო­გი:

- მე-9 კლა­სელ გო­გო­ნას პა­რას­კევ დღეს დი­რექ­ტორ­მა უთხრა, - დღეს გაკ­ვე­თი­ლი არ იცო­დი და სკო­ლა­ში დარ­ჩი, საქ­მე მაქ­ვსო. გო­გო­ნამ თა­ნაკ­ლა­სე­ლებს სთხო­ვა, მარ­ტო არ დამ­ტო­ვო­თო და გა­უმ­ხი­ლა, რომ თურ­მე, ეს კაცი პა­რას­კე­ო­ბით, როცა მოს­წავ­ლე მო­რი­გე იყო, კლას­ში შე­დი­ო­და და მას უხერ­ხუ­ლად ეხე­ბო­და. კლა­სე­ლებ­მა ეს ამ­ბა­ვი ერთ-ერთ მას­წავ­ლე­ბელს უთხრეს. ოთხმა მას­წავ­ლე­ბელ­მა არ მო­ვინ­დო­მეთ ამ ამ­ბის და­მალ­ვა, რად­გან ბავ­შვი სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხის წი­ნა­შე იდგა. გო­გო­ნას ამ­ბის მო­ყო­ლა რამ­დე­ნი­მე პე­და­გო­გის თან­დას­წრე­ბით ვთხო­ვეთ. როცა ბავ­შვმა ამ­ბის თხრო­ბა და­ას­რუ­ლა, მას­წავ­ლებ­ლებ­მა გიჟი ეძა­ხეს და ლა­მის ხე­ლით შე­ეხ­ნენ.

- ამის მი­ზე­ზი რა იყო?

- ამ სკო­ლა­ში ახ­ლაც მუ­შა­ობს დი­რექ­ტო­რის მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენ­და კო­ლექ­ტივ­ზე. ეს ქალ­ბა­ტო­ნი მათ სკო­ლი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით ემუქ­რე­ბო­და. გო­გო­ნამ ამ­ბა­ვი დე­დას მო­უ­თხრო, საბ­რა­ლო ქალი იმუქ­რე­ბო­და, დი­რექ­ტო­რის­თვის სახლ-კა­რის გა­დაწ­ვას აპი­რებ­და, მაგ­რამ ჩვენ და­ვამ­შვი­დეთ და ვურ­ჩი­ეთ, შვი­ლი კა­ნო­ნის ძა­ლით და­ეც­ვა. მალე, ჩემ­თვის დღე­საც გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზით, ამ ქალ­ბა­ტონ­მა შვი­ლი ბე­ბი­ას­თან და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად მე­ო­რე შვილ­თან ერ­თად თბი­ლის­ში წა­ვი­და. სო­ფელ­ში ეს ამ­ბა­ვი გახ­მა­ურ­და. დი­რექ­ტო­რის ამ­გვა­რი უხამ­სი საქ­ცი­ე­ლის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი სხვა დრო­საც იყო. ხსე­ნე­ბუ­ლი გო­გო­ნა, როცა დე­და­მაც მი­ა­ტო­ვა, და­უც­ვე­ლი დარ­ჩა. ერთ-ერ­თმა მას­წავ­ლე­ბელ­მა პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კა, მათ ჩვე­ნე­ბე­ბი ჩა­მოგ­ვარ­თვეს. გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის შემ­დეგ სკო­ლი­დან ოთხი­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლეს. მა­შინ­დე­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყ­ვნენ დი­რექ­ტორ­თან და მის მე­უღ­ლეს­თან. შე­დე­გად, მას მხო­ლოდ 3 წელი მი­უ­სა­ჯეს. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბა არ დამ­ტკიც­და. მთე­ლი წელი, რო­გორც კა­ცის მკვლე­ლე­ბი, ისე გვა­ტა­რეს სა­სა­მარ­თლო სხდო­მებ­ზე. დარ­ჩე­ნილ­მა პედ-კო­ლექ­ტივ­მა მთელ სო­ფელ­ში გაგ­ვივ­რცე­ლა ჭორი, თით­ქოს ჩვენ და­ვა­რი­გეთ ბავ­შვს ასე ეთ­ქვა. ისი­ნი სკო­ლი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ში­შით დაგ­ვი­პი­რის­პირ­დნენ. დი­რექ­ტო­რი დიქ­ტა­ტო­რი იყო, ხელ­ფასს გვი­კა­ვებ­და სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით. ყა­რა­უ­ლად სა­კუ­თა­რი თავი ჰყავ­და და­ნიშ­ნუ­ლი. 32 წელი და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლად ვი­მუ­შა­ვე, საფრ­თხის წი­ნა­შე მდგარ ბავ­შვს გა­მო­ვე­ქო­მა­გე და სკო­ლა და­მა­ტო­ვე­ბი­ნეს. დღეს ეს ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლია. ყველ­გან შე­ვი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბა, მაგ­რამ არც ერთი გან­ცხა­დე­ბის პა­სუ­ხი ჯერ არ მი­მი­ღია...

- ბავ­შვს რა ბედი ეწია?

- ოჯახ­მა სკო­ლი­და­ნაც და სოფ­ლი­და­ნაც წა­იყ­ვა­ნა, მწყემ­სის შვი­ლი იყო და ვინ და­ი­ცავ­და...

მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლი, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს და­ვე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი კო­მი­სი­ის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მდი­ვა­ნი:

- კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბა კვლავ გრძელ­დე­ბა. სა­კი­თხე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არ­სე­ბით გან­ხილ­ვა­ზეა გა­და­ტა­ნი­ლი. განმცხა­დებ­ლებს უშუ­ა­ლოდ და­ი­ბა­რებს კო­მი­სია და გა­ე­სა­უბ­რე­ბა. ამის მი­ხედ­ვით, კო­მი­სია გა­მო­ი­ტანს დას­კვნას, რო­მელ­საც წე­რი­ლო­ბი­თი სა­ხით ჩა­ვა­ბა­რებთ განმცხა­დებ­ლებს. კონ­კრე­ტუ­ლად გა­წე­რი­ლი არ არის, რო­მელ განმცხა­დე­ბელს, რო­დის და­ვი­ბა­რებთ. კო­მი­სია ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად მუ­შა­ობს. თა­ვი­დან 830 გან­ცხა­დე­ბა იყო შე­მო­სუ­ლი, ნა­წი­ლი პირ­და­პირ არ­სე­ბით გან­ხილ­ვა­ზე გა­და­ვი­და, ნა­წილს და­მა­ტე­ბი­თი სა­ბუ­თე­ბის წარ­მოდ­გე­ნა ვთხო­ვეთ. მა­გა­ლი­თად, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბრძა­ნე­ბა, ან რა­ი­მე სხვა სა­ბუ­თი, რომ­ლის წარ­დგე­ნაც კო­მი­სი­ამ მი­იჩ­ნია სა­ჭი­როდ. ამ დრო­ი­სათ­ვის, 200-მდე გან­ცხა­დე­ბაა ისე­თი, რო­მე­ლიც არ­სე­ბით გან­ხილ­ვა­ზეა გა­და­ტა­ნი­ლი.

- რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბის კვლავ სამ­სა­ხურ­ში აღ­დგე­ნა?

- კო­მი­სი­ის კომ­პე­ტენ­ცია შე­ზღუ­დუ­ლია, ის მხო­ლოდ ად­გენს, მოხ­და თუ არა, ამა თუ იმ პი­როვ­ნე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით. შემ­დეგ, შე­სა­ბა­მის რე­კო­მენ­და­ცი­ას გა­დას­ცემს მი­ნისტრს. სა­ბო­ლო­ოდ, მი­ნის­ტრი მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­გორ მოხ­დე­ბა ამა თუ იმ პი­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგები - კვლავ სამართლის ძიებაში

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგები - კვლავ სამართლის ძიებაში

წინა ხელისუფლების პერიოდში პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნილი პედაგოგები მათი საქმეების ხელახლა შესწავლასა და პედაგოგიური საქმიანობის გაგრძელებას ითხოვენ. ასეთი მასწავლებელი 1 000-ზე მეტია და ჯერ არც ერთი მათგანი არ დაჰბრუნებია საქმიანობას. ერთ-ერთ მათგანს, "საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაციის" თავმჯდომარეს, ლია ნიკოლაიშვილს, სასამართლოს სამი ინსტანცია აქვს მოგებული, თუმცა, სამსახურში აღდგენილი კვლავ არ არის. ამ საკითხებზე სპეციალური კომისია მუშაობს. პედაგოგები თავად მოგვითხრობენ გათავისუფლების ისტორიებს, მათ გულისტკივილს კი დავის კომისიის პასუხისმგებელი მდივანი, მარიამ გოგინაშვილი ეხმაურება.

ლია ნიკოლაიშვილი, "საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე, 89-ე საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი:

- 1998 წლიდან პოლიტიკაში ვარ ჩართული, მაგრამ სკოლაში პოლიტიკა არასოდეს შემიტანია. მუდმივად ოპოზიციაში ვიყავი, თუმცა, სკოლიდან ჩემს გაშვებას ვერ ახერხებდნენ. 89-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ნანა სოლოღაშვილი, ამ სკოლის მეოთხე დირექტორია. წინა სამ დირექტორთან პრობლემა არასოდეს შემქმნია. ეს ქალბატონი 2007 წელს ავირჩიეთ, 1 წელი კარგად ვეწყობოდით, შემდეგ კი, ნელ-ნელა ერთპიროვნული მმართველობა დაიწყო, რასაც მე არ ვეთანხმებოდი. აგვისტოს ომის შემდეგ სკოლაში დევნილები შემოვიდნენ. მორიგეობა დაწესდა. ჩემი მორიგეობისას, ერთ-ერთმა მოქალაქემ დევნილი ბავშვების დასახმარებლად 100 დოლარი შეკრიბა. დევნილებს ვუთხარი, თანხას დირექტორს გადავცემ და მისგან აიღებთ-მეთქი. ნანა სოლოღაშვილმა თქვა, დევნილებმა კანალიზაცია გამიფუჭესო და ამ თანხით საკანალიზაციო მასალები იყიდა. ამის გამო დევნილები ძალიან გაბრაზდნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ დირექტორს ხსნიდნენ, მაგრამ მე დავიცავი. მიუხედავად ამისა, დამემუქრა, - მოგივლი, დევნილები როგორ ამიბუნტეო. კარგა ხანს ვერ ახერხებდა ჩემს გაშვებას. მოსწავლეების მშობლებს ეხვეწებოდა, ჩემ წინააღმდეგ განცხადება დაეწერათ, მაგრამ მხარი არ აუბეს. სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე კოლეგებმა მთხოვეს, კენჭი იყარეო და პირველ ადგილზე გავედი. რომ ვერაფერი მოახერხეს, ერთ-ერთი ციხის თანამშრომლის - ბადრაგის შვილი მესამე კლასში მომიყვანეს, მშობელს კი განცხადება დააწერინეს, თითქოს მე მისი შვილი ვცემე. სინამდვილეში, თითიც არ დამიკარებია. ამ მიზეზით, 2009 წელს სკოლიდან გამიშვეს. მეორე დღესვე ბრძოლა დავიწყე და უკან არ დამიხევია. სასამართლოში ბავშვის ცემის ფაქტი არ დამიმტკიცდა და პირველი ინსტანცია ნაწილობრივ მოვიგე. სააპელაციო სასამართლოზე ხელჩაქნეული მივდიოდი, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ისიც მოვიგე. დირექტორმა უზენაესში შეიტანა განცხადება და ეს სასამართლოც ჩემს სასარგებლოდ დასრულდა. წარმოიდგინეთ, 2010 წელს 8 თვეში სამი ინსტანცია მოვიგე. მიუხედავად ამისა, დღემდე არ ვარ აღდგენილი მასწავლებლად 89-ე სკოლაში. დირექტორმა არ დაწერა აღდგენა. ამის შემდეგ შევქმენი და ვარ "საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე და პედაგოგებს მთელი საქართველოს მასშტაბით ვიცავ. 16 პროცესი მაქვს მოგებული. ბიძინა ივანიშვილსაც შევხვდი და დამპირდა, რომ ჩემს ადგილზე აუცილებლად დავბრუნდებოდი. ხსენებული დირექტორი კვლავ აგრძელებს საქმიანობას. დღემდე არც ერთი უკანონოდ გათავისუფლებული პედაგოგი აღდგენილი არ არის. სასამართლომ 8 მუხლი მომიყენა. რომ წამეგო, ციხეში აღმოვჩნდებოდი. პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. 89-ე საჯარო სკოლის დირექტორს აქვს გაყალბებული ოქმები, პედაგოგების ნაცვლად აქვს ხელი მოწერილი. ჩემი ღირსებისა და პატივის შელახვისთვის პასუხი უნდა ვაგებინო - რაც კანონის ფარგლებში მეკუთვნის, ყველაფერს მოვითხოვ. 163-ე საჯარო სკოლაში დავიწყე მუშაობა, მაგრამ მაინც ვიბრძვი ჩემს ძველ ადგილზე დასაბრუნებლად. ჩემს შემდეგ დირექტორმა 34 ჩემი მეგობარი გაათავისუფლა და თავისი ნათესავები დაასაქმა. ნერვიულობის ნიადაგზე 3 პედაგოგი დაიღუპა. დღეს ყველა ყოფილი "ნაციონალი დირექტორი" "ოცნებისტი" გახდა. რა უნდა სკოლაში ისეთ დირექტორს, ვისაც საკუთარი პრინციპი არ გააჩნია?! 4 წელი უმუშევარი ვიყავი მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი მქონდა.

- ძირითადად, რა მუხლების საფუძველზე აქვს უფლებამოსილება შეწყვეტილი ამ 1 000 პედაგოგს?

- ძირითადად ბავშვის ცემის ფაქტები და 37-ე მუხლი - ხელშეკრულების შეწყვეტა.

- პედაგოგებს ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგაც უშვებენ სამსახურიდან?

- დღეს მდგომარეობა შეიცვალა, მაგრამ მანამდე გაშვებულ პედაგოგებს რა ეშველებათ?!

ლამზირა ყორჩიშვილი, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი:

- ჩალაუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ ვმუშაობდი და დაწყებით კლასებში ქართულის გაკვეთილებსაც ვატარებდი. დირექტორი ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციაში იყო. ამის გამო, 2011 წელს ის გაათავისუფლეს და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მე დავინიშნე. მალევე მოიყვანეს პროფესიით ინჟინერი, მეზობელი სოფლის მკვიდრი, დიასახლისი ლალი კუდაშვილი, რომელმაც მე შემცვალა. დირექტორის მოვალეობის შესრულებამდე სასწავლო ნაწილი გახლდით, ამიტომ, როცა ამ ქალბატონმა დირექტორის ადგილი დაიკავა, მე, ავტომატურად, სასწავლო ნაწილის თანამდებობაზე დავბრუნდი. ძალიან მალე სასწავლო ნაწილის ადგილიც დამატოვებინა და საათებიც შემიმცირა. მათი რაოდენობა, ნელ-ნელა ორზე დავიდა, მაგრამ არაფერი მითქვამს - ვიცოდი, სპეციალური დავალებით იყო მოსული. მალე ისიც მითხრა, ბრძანება მაქვს, სკოლიდან უნდა წახვიდეო. კორპორაციული ნომრების სია მოვიდა, მე ნომერი არ შემხვდა, ბუღალტერს კი ორი ნომერი გადასცა. ბუღალტერს ერთი ნომერი ვთხოვე, არ მომცა და ამის შესახებ დირექტორს მოახსენა. დირექტორი გაბრაზდა, ჩემს გაცემულ ნომრებს როგორ ითხოვო, ეს მიზეზად მომიდო და მითხრა: სკოლიდან უნდა "დაახვიო", თორემ პატრულს გამოვიძახებო. ცრემლიანი გამოვედი და განათლების სამინისტროში წავედი, განცხადება დავწერე. მალე გავიგე, რომ სოფელ მელაანში საჯარო სკოლა იხსნებოდა და ამის აღსანიშნავად, პრეზიდენტს ელოდნენ. მისთვის წერილის გადაცემა მინდოდა. მელაანში წავედი. როცა მისი მოახლოების დრო დადგა, ჩემთან სამი პიროვნება მოვიდა და მითხრა: ტერიტორია უნდა დატოვოთო. მხოლოდ იმის კითხვა მოვასწარი, რას ვაშავებ-მეთქი? მოულოდნელად აქეთ-იქით ამომიდგნენ და ხელკავით გამიყვანეს ადგილიდან. შემრცხვა, წინააღმდეგობა ვერ გავუწიე. ისე გავყევი, თითქოს ახლობლები იყვნენ. როცა ხალხის ნაკადს გავცდით, შევეწინააღმდეგე, არ შევხვდები პრეზიდენტს, სახლში გამიშვით-მეთქი. ტელეფონით ეკონტაქტებოდნენ ვიღაცას. მანქანაში ძალით ჩამსვეს, სახლში უნდა მიგიყვანოთო. როცა სხვა მიმართულებით წავედით, უფრო მეტად გავუწიე წინააღმდეგობა, თან ვტიროდი. რომ ვერ გამაჩერეს, თავი მანქანის მინას მახეთქებინეს. რამდენიმე დარტყმის შემდეგ გონება დავკარგე. - ჩქარა, ექიმიო - მახსოვს, რომელიღაცამ დაიძახა. საბოლოოდ, კაჭრეთის საავადმყოფოში აღმოვჩნდი. კომაში ვიყავი, ტვინის უმძიმესი შერყევა მივიღე. ექიმებისთვის უთქვამთ, გონდაკარგული გზაზე ვნახეთ, ქრისტიანები ვართ, მივეხმარეთო. გულზე ტელეფონი მეკიდა და მის ჩასადებში 30 ლარი მქონდა. ეს ფული ექიმებისთვის დაუტოვებიათ და ტელეფონი თავად წაუღიათ. ერთ-ერთი ექიმი ჩემი მეზობელი აღმოჩნდა. როცა მან მიცნო, ამ პირებს შეშინებიათ. უთქვამთ, პასპორტი არ გვაქვს, ამ მხარეს არ ვიცნობთ, სტუმრად ვიყავითო. პოლიციის გამოძახებას აპირებდნენ თურმე და იქვე, ვიღაცას უთქვამს, ვის იძახებთ, თავად პოლიციელები არიანო. მე რაიონის ცენტრალურ საავადმყოფოში გადამიყვანეს. ერთ თვეზე მეტი წოლითი რეჟიმი მქონდა. აღმოჩნდა, რომ მანქანაში ერთ-ერთი პირი პოლიციის უფროსი იყო. ამ საქმეზე გამოძიება დღესაც მიმდინარეობს. სკოლის ხსენებული დირექტორი ახლაც მემუქრება, რაიონში როგორც კი დამინახავს, პოლიციას განცხადებით მიმართავს, თითქოს შეურაცხყოფა მივაყენე. როცა მოწმეს სთხოვენ, ვერავის ასახელებს. მიკვირს დღევანდელი მთავრობის. პოლიტიკური მოტივით უამრავი პედაგოგია გათავისუფლებული. ყველას შევხვდი, თუკი ვინმესთან შეიძლებოდა შეხვედრა, მაგრამ სამართალი კვლავ "ტყვედაა"... გულით მინდა, ახალ მინისტრს შევხვდე, განათლებული და კულტურული პიროვნება ჩანს, მაგრამ ჯერჯერობით, ეს ვერ მოვახერხე. კახეთში არ დამდგარა პირველი ოქტომბერი და მთავრობა არ შეცვლილა, ჩვენ ისევ იგივე ტერორში ვცხოვრობთ.

ლია კუპატაძე, ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი:

- მე-9 კლასელ გოგონას პარასკევ დღეს დირექტორმა უთხრა, - დღეს გაკვეთილი არ იცოდი და სკოლაში დარჩი, საქმე მაქვსო. გოგონამ თანაკლასელებს სთხოვა, მარტო არ დამტოვოთო და გაუმხილა, რომ თურმე, ეს კაცი პარასკეობით, როცა მოსწავლე მორიგე იყო, კლასში შედიოდა და მას უხერხულად ეხებოდა. კლასელებმა ეს ამბავი ერთ-ერთ მასწავლებელს უთხრეს. ოთხმა მასწავლებელმა არ მოვინდომეთ ამ ამბის დამალვა, რადგან ბავშვი სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა. გოგონას ამბის მოყოლა რამდენიმე პედაგოგის თანდასწრებით ვთხოვეთ. როცა ბავშვმა ამბის თხრობა დაასრულა, მასწავლებლებმა გიჟი ეძახეს და ლამის ხელით შეეხნენ.

- ამის მიზეზი რა იყო?

- ამ სკოლაში ახლაც მუშაობს დირექტორის მეუღლე, რომელიც დიდ გავლენას ახდენდა კოლექტივზე. ეს ქალბატონი მათ სკოლიდან გათავისუფლებით ემუქრებოდა. გოგონამ ამბავი დედას მოუთხრო, საბრალო ქალი იმუქრებოდა, დირექტორისთვის სახლ-კარის გადაწვას აპირებდა, მაგრამ ჩვენ დავამშვიდეთ და ვურჩიეთ, შვილი კანონის ძალით დაეცვა. მალე, ჩემთვის დღესაც გაურკვეველი მიზეზით, ამ ქალბატონმა შვილი ბებიასთან დატოვა და საცხოვრებლად მეორე შვილთან ერთად თბილისში წავიდა. სოფელში ეს ამბავი გახმაურდა. დირექტორის ამგვარი უხამსი საქციელის შესახებ ჭორები სხვა დროსაც იყო. ხსენებული გოგონა, როცა დედამაც მიატოვა, დაუცველი დარჩა. ერთ-ერთმა მასწავლებელმა პოლიციაში დარეკა, მათ ჩვენებები ჩამოგვართვეს. გარკვეული პროცედურების შემდეგ სკოლიდან ოთხივე მასწავლებელი გაგვათავისუფლეს. მაშინდელი ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნები ახლო ურთიერთობაში იყვნენ დირექტორთან და მის მეუღლესთან. შედეგად, მას მხოლოდ 3 წელი მიუსაჯეს. პროკურატურაში ბავშვზე ძალადობა არ დამტკიცდა. მთელი წელი, როგორც კაცის მკვლელები, ისე გვატარეს სასამართლო სხდომებზე. დარჩენილმა პედ-კოლექტივმა მთელ სოფელში გაგვივრცელა ჭორი, თითქოს ჩვენ დავარიგეთ ბავშვს ასე ეთქვა. ისინი სკოლიდან გათავისუფლების შიშით დაგვიპირისპირდნენ. დირექტორი დიქტატორი იყო, ხელფასს გვიკავებდა სურვილის მიხედვით. ყარაულად საკუთარი თავი ჰყავდა დანიშნული. 32 წელი დაწყებითი კლასების მასწავლებლად ვიმუშავე, საფრთხის წინაშე მდგარ ბავშვს გამოვექომაგე და სკოლა დამატოვებინეს. დღეს ეს ადამიანი თავისუფალია. ყველგან შევიტანე განცხადება, მაგრამ არც ერთი განცხადების პასუხი ჯერ არ მიმიღია...

- ბავშვს რა ბედი ეწია?

- ოჯახმა სკოლიდანაც და სოფლიდანაც წაიყვანა, მწყემსის შვილი იყო და ვინ დაიცავდა...

მარიამ გოგინაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დავების შემსწავლელი კომისიის პასუხისმგებელი მდივანი:

- კომისიის მუშაობა კვლავ გრძელდება. საკითხების უმრავლესობა არსებით განხილვაზეა გადატანილი. განმცხადებლებს უშუალოდ დაიბარებს კომისია და გაესაუბრება. ამის მიხედვით, კომისია გამოიტანს დასკვნას, რომელსაც წერილობითი სახით ჩავაბარებთ განმცხადებლებს. კონკრეტულად გაწერილი არ არის, რომელ განმცხადებელს, როდის დავიბარებთ. კომისია ყოველკვირეულად მუშაობს. თავიდან 830 განცხადება იყო შემოსული, ნაწილი პირდაპირ არსებით განხილვაზე გადავიდა, ნაწილს დამატებითი საბუთების წარმოდგენა ვთხოვეთ. მაგალითად, გათავისუფლების ბრძანება, ან რაიმე სხვა საბუთი, რომლის წარდგენაც კომისიამ მიიჩნია საჭიროდ. ამ დროისათვის, 200-მდე განცხადებაა ისეთი, რომელიც არსებით განხილვაზეა გადატანილი.

- რამდენად შესაძლებელია პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების კვლავ სამსახურში აღდგენა?

- კომისიის კომპეტენცია შეზღუდულია, ის მხოლოდ ადგენს, მოხდა თუ არა, ამა თუ იმ პიროვნების გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით. შემდეგ, შესაბამის რეკომენდაციას გადასცემს მინისტრს. საბოლოოდ, მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ მოხდება ამა თუ იმ პირის რეაბილიტაცია.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია