კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გივი თარგამაძე: "ვერანაირად ვერ დავეთანხმები გიგი უგულავას, რადგან..."
გივი თარგამაძე: "ვერანაირად ვერ დავეთანხმები გიგი უგულავას, რადგან..."

შსს-მ ე.წ. "ჯი­ჰა­დის ვი­დე­ო­ე­ბის" საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბი გა­ახ­მა­უ­რა, საქ­მის ოფი­ცი­ა­ლურ­მა ვერ­სი­ამ კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია. გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბულ უნ­დობ­ლო­ბას წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­მო­ხა­ტა­ვენ. ჩვენ ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთ ლი­დერს, გივი თარ­გა­მა­ძეს ვთხო­ვეთ:

გივი თარ­გა­მა­ძე:

- მე ვთვლი, რომ შსს-ს მხრი­დან ეს იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აბუ­ჩად აგ­დე­ბა და და­ცინ­ვა, მათ შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს ამ გა­მო­ძი­ე­ბის ისე­თი ვერ­სია, რო­მელ­საც პა­ტა­რა ბავ­შვიც არ და­ი­ჯე­რებს. სამ­წუ­ხა­როა, რომ შსს აგ­რძე­ლებს ტრა­დი­ცი­ას და გვთა­ვა­ზობს სულ უფრო და უფრო უტი­ფარ ვერ­სი­ებს. გვახ­სოვს, ცოტა ხნის წინ ბა­თუმ­ში ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კვა­ლი წა­ვი­და ირან­ში და ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ეს გა­მო­ძი­ე­ბა ამა­ზე მე­ტად ვე­ღარც გან­ვი­თარ­დე­ბა, ხოლო ამ საქ­მე­ზე კი­დევ უფრო ყრუ ჩიხი მი­ვი­ღეთ და ესეც იმი­ტომ, რომ შემ­დგო­მი მოქ­მე­დე­ბე­ბი იყოს შე­უძ­ლე­ბე­ლი. შსს ამ­ბობ­და, რომ რა­ღა­ცას აზუს­ტებ­და ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუ უკვე იყო ცნო­ბი­ლი, რომ დამ­ნა­შა­ვე იმ­ყო­ფე­ბო­და აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ინ­ტე­რე­სოა ის ერთი თვე რას აზუს­ტებ­დნენ, სო­ხუ­მის შტურმს გეგ­მავ­დნენ ამ პი­როვ­ნე­ბის და­კა­ვე­ბის მიზ­ნით?! თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი ორი ფირ­მის, აიპი მი­სარ­თე­ბი­დან მოხ­და ამ ვი­დე­ოს ატ­ვირ­თვა, ხოლო ამ კომ­პა­ნი­ე­ბის და­სა­ხე­ლე­ბას არ გვე­უბ­ნე­ბი­ან და სა­ვა­რა­უ­დოდ არც არას­დროს გვე­ტყვი­ან, ან­დაც გვე­ტყვი­ან მა­შინ, როცა აღა­რა­ვის და­ა­ინ­ტე­რე­სებს.

- რომც გა­ირ­კვეს, რომ ეს ორი კომ­პა­ნია არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, ეს ცვლის რა­მეს?

- როცა ეს აიპი მი­სა­მარ­თე­ბი დად­გინ­და, გა­მო­ძი­ე­ბას 1-2 სა­ათ­ში უკვე ქონ­და ამ აიპი მი­სა­მარ­თებ­ზე შე­მო­სუ­ლი კონ­ტაქ­ტე­ბის სრუ­ლი ნუს­ხა. მე­ეჭ­ვე­ბა, ამ ნუს­ხა­ში მა­ლა­ი­ზი­ი­დან შე­მო­სუ­ლი კონ­ტაქ­ტი ერ­თზე მეტი ყო­ფი­ლი­ყო, იმა­ვე დღეს მათ გა­მოკ­ვე­თი­ლი ეჭვი უნდა ქო­ნო­დათ ამ მა­ლა­ი­ზი­ურ აიპი მი­სა­მარ­თზე. ჩვენც გვი­მუ­შა­ვია FBI-სთან და ვი­ცით, რომ მათი სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და მა­ლა­ი­ზი­ურ სერ­ვე­რის მფლო­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბა, რაც მო­ი­თხოვ­და მაქ­სი­მუმ ერთ კვი­რას. რე­ა­ლუ­რად ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც გა­მო­ძი­ე­ბას უნდა ცოდ­ნო­და გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­დან ერთ კვი­რა­ში, მი­ვი­ღეთ 4 თვე­ში, თუმ­ცა გა­ირ­კვა რომ ერთი თვე უკვე ცნო­ბი­ლია და მხო­ლოდ გუ­შინ გაჟ­ღერ­და, ანუ 3 თვე­ში გარ­კვა ის, რაც 1 კვი­რის საქ­მე იყო და ეს ბუ­ნებ­რი­ვია კი­თხვებს აჩენს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გივი თარგამაძე: "ვერანაირად ვერ დავეთანხმები გიგი უგულავას, რადგან..."

გივი თარგამაძე: "ვერანაირად ვერ დავეთანხმები გიგი უგულავას, რადგან..."

შსს-მ ე.წ. "ჯიჰადის ვიდეოების" საქმეზე გამოძიების მასალები გაახმაურა, საქმის ოფიციალურმა ვერსიამ კი საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. გამოძიების შედეგებისადმი განსაკუთრებულ უნდობლობას წინა ხელისუფლების წარმომადგენლები გამოხატავენ. ჩვენ ამ თემაზე კომენტარი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, გივი თარგამაძეს ვთხოვეთ:

გივი თარგამაძე:

- მე ვთვლი, რომ შსს-ს მხრიდან ეს იყო საზოგადოების აბუჩად აგდება და დაცინვა, მათ შემოგვთავაზეს ამ გამოძიების ისეთი ვერსია, რომელსაც პატარა ბავშვიც არ დაიჯერებს. სამწუხაროა, რომ შსს აგრძელებს ტრადიციას და გვთავაზობს სულ უფრო და უფრო უტიფარ ვერსიებს. გვახსოვს, ცოტა ხნის წინ ბათუმში ჩადენილ მკვლელობასთან დაკავშირებით, კვალი წავიდა ირანში და ბუნებრივია, რომ ეს გამოძიება ამაზე მეტად ვეღარც განვითარდება, ხოლო ამ საქმეზე კიდევ უფრო ყრუ ჩიხი მივიღეთ და ესეც იმიტომ, რომ შემდგომი მოქმედებები იყოს შეუძლებელი. შსს ამბობდა, რომ რაღაცას აზუსტებდა ერთი თვის განმავლობაში, თუ უკვე იყო ცნობილი, რომ დამნაშავე იმყოფებოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, საინტერესოა ის ერთი თვე რას აზუსტებდნენ, სოხუმის შტურმს გეგმავდნენ ამ პიროვნების დაკავების მიზნით?! თბილისში არსებული ორი ფირმის, აიპი მისართებიდან მოხდა ამ ვიდეოს ატვირთვა, ხოლო ამ კომპანიების დასახელებას არ გვეუბნებიან და სავარაუდოდ არც არასდროს გვეტყვიან, ანდაც გვეტყვიან მაშინ, როცა აღარავის დააინტერესებს.

- რომც გაირკვეს, რომ ეს ორი კომპანია არის ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიები, ეს ცვლის რამეს?

- როცა ეს აიპი მისამართები დადგინდა, გამოძიებას 1-2 საათში უკვე ქონდა ამ აიპი მისამართებზე შემოსული კონტაქტების სრული ნუსხა. მეეჭვება, ამ ნუსხაში მალაიზიიდან შემოსული კონტაქტი ერთზე მეტი ყოფილიყო, იმავე დღეს მათ გამოკვეთილი ეჭვი უნდა ქონოდათ ამ მალაიზიურ აიპი მისამართზე. ჩვენც გვიმუშავია FBI-სთან და ვიცით, რომ მათი საშუალებით შესაძლებელი იქნებოდა მალაიზიურ სერვერის მფლობელთან დაკავშირება, რაც მოითხოვდა მაქსიმუმ ერთ კვირას. რეალურად ის ინფორმაცია, რაც გამოძიებას უნდა ცოდნოდა გამოძიების დაწყებიდან ერთ კვირაში, მივიღეთ 4 თვეში, თუმცა გაირკვა რომ ერთი თვე უკვე ცნობილია და მხოლოდ გუშინ გაჟღერდა, ანუ 3 თვეში გარკვა ის, რაც 1 კვირის საქმე იყო და ეს ბუნებრივია კითხვებს აჩენს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა