სოციალურ ქსელებში ერთ-ერთ ქორწილში გადაღებული ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ცხადია, ყურადღების ცენტში პატარძალია, თუმცა არა მისი სილამაზის ან კეთილშობილური მანერების გამო, არამედ - პირიქით.
"კაი ბიჭის დის" ქორწილი - ასე დაასათაურა ვიდეო Youtube-ზე ერთ-ერთმა ქართველმა ინტერნეტმომხმარებელმა.
Youtube-ზევე, ვიდეოს ქვეშ, მრავალი კომენტარი დაიწერა; კომენტარების ავტორთა აბსოლუტური უმრავლესობა სიძის მიმართ თანაგრძნობას გამოთქვამს.