აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი, კრისტი ნოემი ვაშინგტონში მდებარე რესტორანში გაქურდეს. შემთხვევა კვირას ღამით მოხდა. ნოემმა ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ "საკითხი ჯერჯერობით არ მოგვარებულა".
გავრცელებული ინფორმაციით, მოპარულია მართვის მოწმობა, მედიკამენტები, ბინის გასაღები, პასპორტი, სამსახურებრივი საშვი და დაახლოებით, 3 000 დოლარის ოდენობის ნაღდი ფული.
"ეს არის უსაფრთხოების დარღვევა, რომელსაც რეალურად სერიოზული შედეგები ექნება. ამას სჭირდება სასწრაფო და შემდგომი განხილვა საიდუმლო სამსახურისა და DHS-ის და სხვა სამართალდამცავი პარტნიორების მიერ. საჭიროების შემთხვევაში, საიდუმლო სამსახურს მოუწევს ოპერაციული ცვლილებების შეტანა მსგავს მოვლენებთან უკეთ გასამკლავებლად“, - თქვა ჯონათან უაკროუმ, საიდუმლო სამსახურის ყოფილმა აგენტმა.
ცნობისთვის, კრისტი ნოემი 2019 წლიდან სამხრეთ დაკოტას გუბერნატორი იყო. ამჟამად ის აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, რომელიც აკონტროლებს ქვეყნის საბაჟოსა და საზღვრის დაცვას, საგანგებო სიტუაციების მართვისა და ფედერალურ სააგენტოებს, აგრეთვე აშშ-ის საიდუმლო სამსახურს.