სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერიის აუქციონის სკანდალური დოკუმენტები - 15 მილიონი თაღლითებისთვის?
მერიის აუქციონის სკანდალური დოკუმენტები - 15 მილიონი თაღლითებისთვის?

სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა თბი­ლი­სის მერს, გიგი უგუ­ლა­ვა­სა და თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს, სხვი­სი ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბა­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას ედა­ვე­ბა. თუმ­ცა, ეს ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა არ არის, როცა უგუ­ლა­ვა-კე­ზე­რაშ­ვი­ლის მე­გობ­რუ­ლი ტან­დე­მი თა­ნამ­დე­ბო­ბას, გავ­ლე­ნა­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბას პი­რა­დი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის იყე­ნებ­და. გარე რეკ­ლა­მა­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მო­ნო­პო­ლია ერთ-ერ­თია იმ სა­ეჭ­ვო სქე­მე­ბი­დან, რო­მე­ლიც ამ ორი ყო­ფი­ლი და მოქ­მე­დი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც "კვი­რის პა­ლიტ­რამ" მო­ი­პო­ვა, ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რო­გორ ირ­გებ­დნენ და სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლი­სა­მებრ ცვლიდ­ნენ ტენ­დე­რის პი­რო­ბებს იმ დროს გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­ნის წევ­რე­ბი. შემ­დეგ კი ბიზ­ნე­სის ამა თუ იმ სექ­ტო­რის მო­ნო­პო­ლი­ზე­ბას ახ­დენ­დნენ და ისა­კუთ­რებ­დნენ(!). სამ­წუ­ხა­რო და გა­საკ­ვი­რი კი ის არის, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­შიც უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბუ­ლი მო­ნო­პო­ლია დღემ­დე ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლია და ბი­უ­ჯე­ტის ძარ­ცვას აგ­რძე­ლებს.

დღეს თბი­ლის­ში გარე რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის ექ­სკლუ­ზი­ურ უფ­ლე­ბას, 2021 წლამ­დე, შპს "აუთ­დორ. ჯი" ფლობს. ეს კომ­პა­ნია ბოლო დრომ­დე და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბო­და. ბილ­ბორ­დე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რე­ბის გარ­და, კომ­პა­ნია რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის უფ­ლე­ბას ფლობს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, ქა­ლაქ­ში არ­სე­ბულ სა­ფეხ­მავ­ლო ხი­დებ­სა და თბი­ლი­სის ლიფ­ტებ­ში. თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რის გან­თავ­სე­ბა რომ მო­ინ­დო­მო, პრო­ექ­ტი თბი­ლი­სის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხურს უნდა შე­უ­თან­ხმო, მაგ­რამ ნე­ბარ­თვა მის გან­თავ­სე­ბა­ზე "აუთ­დორ.ჯი"-სგან უნდა აიღო(?!). ასე­ვე სა­რეკ­ლა­მო კონ­სტრუქ­ცი­ის ყო­ველ 1 კვად­რა­ტულ მეტრზე, რო­მელ­საც თა­ვად აღ­მარ­თავ, ფული მო­ნო­პო­ლისტ "აუთ­დორ. ჯი"-ს უნდა გა­და­უ­ხა­დო. "აუთ­დორ.ჯი"-ს გარ­და, ქა­ლაქ­ში გარე რეკ­ლა­მის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მცი­რე ნა­წილს რამ­დე­ნი­მე სხვა სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­აც ფლობს, მაგ­რამ ისი­ნიც კი თა­ვის სა­კუ­თარ ფა­რებ­სა და სხვა სა­რეკ­ლა­მო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის­თვის გარე რეკ­ლა­მის "პატ­რონს" - "აუთ­დორს", იჯა­რის თან­ხას უხ­დი­ან. ერთი კომ­პა­ნი­ის­თვის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბე­ბის გა­და­ცე­მი­თა და კონ­კუ­რენ­ტე­ბის ჩა­მო­შო­რე­ბით ერთი ჯგუ­ფის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა, რო­გორც მას­შტა­ბუ­რი სა­რეკ­ლა­მო პო­ლი­ტი­კუ­რი ბერ­კე­ტე­ბი, ასე­ვე მი­ლი­ო­ნე­ბის შოვ­ნის გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. თუმ­ცა, ამას წინ უძღო­და ძალ­ზე სა­ეჭ­ვო სქე­მა, რო­მე­ლიც იმ დროს სა­ჯა­რო და გამჭვირ­ვა­ლე აუქ­ცი­ო­ნის სა­ხე­ლით "კარ­გად" შე­ი­ფუ­თა.

ჯაბა სა­მუ­შია, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე: "არ­სე­ბობს 2006 წლის 29 დე­კემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად, თბი­ლის­ში გარე რეკ­ლა­მის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხი მთლი­ა­ნად საკ­რე­ბუ­ლოს კომ­პე­ტენ­ცია იყო. მაგ­რამ, ვი­ნა­ი­დან მა­ვანთ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ეს სფე­რო ხელ­ში ჩა­ეგ­დოთ, 2009 წლის 6 თე­ბერ­ვალს მე­რია შე­მო­დის ინი­ცი­ა­ტი­ვით და საკ­რე­ბუ­ლოს არ­თმევს გარე რეკ­ლა­მის რე­გუ­ლი­რე­ბის უფ­ლე­ბას. მე­რი­ის ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას ყო­ველ­გვა­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­რე­შე ეთან­ხმე­ბა საკ­რე­ბუ­ლოს მა­შინ­დე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა და დო­კუ­მენტს ხელს აწერს საკ­რე­ბუ­ლოს მა­შინ­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რე ზაალ სა­მა­დაშ­ვი­ლი. ამის შემ­დეგ, და­ახ­ლო­ე­ბით ერთ თვე­ში, თბი­ლი­სის მე­რია აცხა­დებს აუქ­ცი­ონს გარე რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მა­ზე. აუქ­ცი­ო­ნი იმარ­თე­ბა 2 აპ­რილს და 3 აპ­რილს მე­რია უკვე გა­დას­ცემს ნე­ბარ­თვას აუქ­ცი­ონ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ "აუთ­დორ.ჯი"-ს და "მაგი სტი­ლი მე­დი­ას". მაგ­რამ აქ მოხ­და ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გახ­დეს ცალ­კე შეს­წავ­ლის სა­გა­ნი და საკ­რე­ბუ­ლოს სა­რე­ვი­ზიო კო­მი­სია უნდა ჩა­ერ­თოს აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის შეს­წავ­ლა­ში. აუქ­ცი­ო­ნის პი­რო­ბებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ნე­ბარ­თვის სა­ფა­სუ­რის მი­ნი­მა­ლუ­რი ოდე­ნო­ბა 1 კვ.მეტრზე გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 18 ლა­რით.

თუმ­ცა ნე­ბარ­თვა­ში, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ებ­ზე მე­რი­ის სა­ა­უქ­ცი­ო­ნო კო­მი­სი­ამ მე­ო­რე დღეს გას­ცა, რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის­თვის თან­ხა 1 კვ.მეტრზე 6 ლა­რამ­დე შემ­ცირ­და(?). ფაქ­ტობ­რი­ვად, მოხ­და მე­სა­მე­დი თან­ხის და­წე­სე­ბა, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა. შემ­დეგ კი მოხ­და ის, რომ "მაგი სტი­ლი მე­დი­ამ" გარე რეკ­ლა­მის თა­ვი­სი ნე­ბარ­თვა უსას­ყიდ­ლოდ და­უთ­მო "სმოდ ედ­ვერ­თა­ი­ზინგს", რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, ისევ "აუთ­დორ­თან" ასო­ცირ­დე­ბა და ერთი ჰოლ­დინ­გის წევ­რე­ბი არი­ან. ისე­ვე რო­გორც ბევრ სხვა სფე­რო­ში, მე­რი­ამ გარე რეკ­ლა­მის მო­ნო­პო­ლი­ზე­ბაც მო­ახ­დი­ნა. ეს იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კა.

ამის წინა პი­რო­ბა იყო ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბა, რომ შემ­დეგ ბიზ­ნე­სის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სფე­რო­ებ­ში მო­ნო­პო­ლის­ტე­ბი შე­მო­ეყ­ვა­ნათ.

ამის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­გა­ლი­თია სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის ტენ­დე­რიც. როცა მთელ ქა­ლაქ­ში მხო­ლოდ ერთ სუ­ბი­ექტს აქვს გარე რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის უფ­ლე­ბა, ეს, რა თქმა უნდა, ქმნის საკ­მა­ოდ მძი­მე ვი­თა­რე­ბას, რო­გორც ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის­თვის და შე­საძ­ლოა იქ­ცეს ძლი­ერ ბერ­კე­ტად ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ერთი კონ­კრე­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის მეშ­ვე­ო­ბით მარ­თოს თბი­ლის­ში გარე რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის ან არ­გან­თავ­სე­ბის სა­კი­თხე­ბი. სას­წრა­ფოდ უნდა მოხ­დეს ამ სა­კი­თხე­ბის შეს­წავ­ლა, სა­მარ­თლებ­რი­ვი დას­კვნის და­დე­ბა ტენ­დე­რის ჩა­ტა­რე­ბის მარ­თე­ბუ­ლო­ბა­ზე და რაც მთა­ვა­რია, საკ­რე­ბუ­ლომ უნდა და­იბ­რუ­ნოს თა­ვი­სი უფ­ლე­ბა გარე რეკ­ლა­მის რე­გუ­ლა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თბი­ლი­სი შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ი­ყოს არა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ლო­ტად, არა­მედ ლო­ტე­ბი იყოს დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი ბილ­ბორ­დე­ბის­თვის, ლა­ით­ბოქ­სე­ბის­თვის და სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის.

და კი­დევ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რა ზა­რა­ლი მი­ი­ღო ბი­უ­ჯეტ­მა ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ტენ­დე­რით. როცა აუქ­ცი­ონს აცხა­დებ 18 ლარ­ზე და ჩა­ტა­რე­ბი­დან მე­ო­რე დღეს ამ თან­ხას თვით­ნე­ბუ­რად 6 ლა­რამ­დე ამ­ცი­რებ, გა­მო­დის, რომ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის ბი­უ­ჯეტ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 15 მი­ლი­ო­ნი ლარი იზა­რა­ლა. ვფიქ­რობ, ეს საკ­მა­რი­სი სა­ბა­ბია იმის­თვის, რომ ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის შეს­წავ­ლით შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ".

იხი­ლეთ სტა­ტი­ის რული ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

მერიის აუქციონის სკანდალური დოკუმენტები - 15 მილიონი თაღლითებისთვის?

მერიის აუქციონის სკანდალური დოკუმენტები - 15 მილიონი თაღლითებისთვის?

სახელმწიფო ბრალდება თბილისის მერს, გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს, სხვისი ქონების მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება. თუმცა, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა უგულავა-კეზერაშვილის მეგობრული ტანდემი თანამდებობას, გავლენასა და ძალაუფლებას პირადი კეთილდღეობისთვის იყენებდა. გარე რეკლამაზე მოპოვებული მონოპოლია ერთ-ერთია იმ საეჭვო სქემებიდან, რომელიც ამ ორი ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნის სახელს უკავშირდება. დოკუმენტები, რომლებიც "კვირის პალიტრამ" მოიპოვა, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ირგებდნენ და საკუთარი სურვილისამებრ ცვლიდნენ ტენდერის პირობებს იმ დროს გაბატონებული პოლიტიკური კლანის წევრები. შემდეგ კი ბიზნესის ამა თუ იმ სექტორის მონოპოლიზებას ახდენდნენ და ისაკუთრებდნენ(!). სამწუხარო და გასაკვირი კი ის არის, რომ ახალი ხელისუფლების პირობებშიც უკანონოდ მოპოვებული მონოპოლია დღემდე ხელშეუხებელია და ბიუჯეტის ძარცვას აგრძელებს.

დღეს თბილისში გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას, 2021 წლამდე, შპს "აუთდორ. ჯი" ფლობს. ეს კომპანია ბოლო დრომდე დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდებოდა. ბილბორდებისა და მონიტორების გარდა, კომპანია რეკლამის განთავსების უფლებას ფლობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქალაქში არსებულ საფეხმავლო ხიდებსა და თბილისის ლიფტებში. თბილისის ქუჩებში სარეკლამო ბანერის განთავსება რომ მოინდომო, პროექტი თბილისის არქიტექტურის სამსახურს უნდა შეუთანხმო, მაგრამ ნებართვა მის განთავსებაზე "აუთდორ.ჯი"-სგან უნდა აიღო(?!). ასევე სარეკლამო კონსტრუქციის ყოველ 1 კვადრატულ მეტრზე, რომელსაც თავად აღმართავ, ფული მონოპოლისტ "აუთდორ. ჯი"-ს უნდა გადაუხადო. "აუთდორ.ჯი"-ს გარდა, ქალაქში გარე რეკლამის ინფრასტრუქტურის მცირე ნაწილს რამდენიმე სხვა სარეკლამო კომპანიაც ფლობს, მაგრამ ისინიც კი თავის საკუთარ ფარებსა და სხვა სარეკლამო საშუალებებზე რეკლამის განთავსებისთვის გარე რეკლამის "პატრონს" - "აუთდორს", იჯარის თანხას უხდიან. ერთი კომპანიისთვის ექსკლუზიური უფლებების გადაცემითა და კონკურენტების ჩამოშორებით ერთი ჯგუფის ხელში აღმოჩნდა, როგორც მასშტაბური სარეკლამო პოლიტიკური ბერკეტები, ასევე მილიონების შოვნის გარანტირებული შესაძლებლობა. თუმცა, ამას წინ უძღოდა ძალზე საეჭვო სქემა, რომელიც იმ დროს საჯარო და გამჭვირვალე აუქციონის სახელით "კარგად" შეიფუთა.

ჯაბა სამუშია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: "არსებობს 2006 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, თბილისში გარე რეკლამის რეგულირების საკითხი მთლიანად საკრებულოს კომპეტენცია იყო. მაგრამ, ვინაიდან მავანთ ჩაფიქრებული ჰქონდათ ეს სფერო ხელში ჩაეგდოთ, 2009 წლის 6 თებერვალს მერია შემოდის ინიციატივით და საკრებულოს ართმევს გარე რეკლამის რეგულირების უფლებას. მერიის ამ ინიციატივას ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ეთანხმება საკრებულოს მაშინდელი უმრავლესობა და დოკუმენტს ხელს აწერს საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი. ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, თბილისის მერია აცხადებს აუქციონს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემაზე. აუქციონი იმართება 2 აპრილს და 3 აპრილს მერია უკვე გადასცემს ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ "აუთდორ.ჯი"-ს და "მაგი სტილი მედიას". მაგრამ აქ მოხდა ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გახდეს ცალკე შესწავლის საგანი და საკრებულოს სარევიზიო კომისია უნდა ჩაერთოს აღნიშნული საკითხის შესწავლაში. აუქციონის პირობებში მითითებულია, რომ ნებართვის საფასურის მინიმალური ოდენობა 1 კვ.მეტრზე განისაზღვრება 18 ლარით.

თუმცა ნებართვაში, რომელიც კომპანიებზე მერიის სააუქციონო კომისიამ მეორე დღეს გასცა, რეკლამის განთავსებისთვის თანხა 1 კვ.მეტრზე 6 ლარამდე შემცირდა(?). ფაქტობრივად, მოხდა მესამედი თანხის დაწესება, რაც, ბუნებრივია, კანონდარღვევაა. შემდეგ კი მოხდა ის, რომ "მაგი სტილი მედიამ" გარე რეკლამის თავისი ნებართვა უსასყიდლოდ დაუთმო "სმოდ ედვერთაიზინგს", რომელიც, თავის მხრივ, ისევ "აუთდორთან" ასოცირდება და ერთი ჰოლდინგის წევრები არიან. ისევე როგორც ბევრ სხვა სფეროში, მერიამ გარე რეკლამის მონოპოლიზებაც მოახდინა. ეს იყო სააკაშვილის მთავარი პოლიტიკა.

ამის წინა პირობა იყო ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმება, რომ შემდეგ ბიზნესის ყველაზე საინტერესო სფეროებში მონოპოლისტები შემოეყვანათ.

ამის შესანიშნავი მაგალითია სამარშრუტო ტაქსების ტენდერიც. როცა მთელ ქალაქში მხოლოდ ერთ სუბიექტს აქვს გარე რეკლამის განთავსების უფლება, ეს, რა თქმა უნდა, ქმნის საკმაოდ მძიმე ვითარებას, როგორც ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, ასევე კორუფციული გარიგებებისთვის და შესაძლოა იქცეს ძლიერ ბერკეტად ნებისმიერი ხელისუფლების ხელში, რომელსაც შეუძლია ერთი კონკრეტული კომპანიის მეშვეობით მართოს თბილისში გარე რეკლამის განთავსების ან არგანთავსების საკითხები. სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ საკითხების შესწავლა, სამართლებრივი დასკვნის დადება ტენდერის ჩატარების მართებულობაზე და რაც მთავარია, საკრებულომ უნდა დაიბრუნოს თავისი უფლება გარე რეკლამის რეგულაციასთან დაკავშირებით. თბილისი შესაძლებელია გაიყოს არა მხოლოდ რამდენიმე ლოტად, არამედ ლოტები იყოს დიფერენცირებული ბილბორდებისთვის, ლაითბოქსებისთვის და სხვა საშუალებებისთვის.

და კიდევ, მნიშვნელოვანია, რა ზარალი მიიღო ბიუჯეტმა ამ დანაშაულებრივი ტენდერით. როცა აუქციონს აცხადებ 18 ლარზე და ჩატარებიდან მეორე დღეს ამ თანხას თვითნებურად 6 ლარამდე ამცირებ, გამოდის, რომ ამ ხნის განმავლობაში თბილისის ბიუჯეტმა დაახლოებით 15 მილიონი ლარი იზარალა. ვფიქრობ, ეს საკმარისი საბაბია იმისთვის, რომ ამ დოკუმენტების შესწავლით შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ".

იხილეთ სტატიის რული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა