მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰოლივუდის ვარსკვლავები - ჩელიაბინსკის გაზეთით ხელში
ჰოლივუდის ვარსკვლავები - ჩელიაბინსკის გაზეთით ხელში

ჩე­ლი­ა­ბინ­სკის ოლ­ქის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძველ გა­ზეთ­ში - "კო­პე­ის­კი რა­ბო­ჩი" ("Копейский рабочий",) უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბი გა­მოჩ­ნდა. ფო­ტო­ებ­ზე ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვებს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა უჭი­რავთ ხელ­ში და ისე პო­ზი­რე­ბენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რუ­სულ მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა.

გა­ზე­თის­თვის ფოტო გა­და­ი­ღეს: ბრუს ვი­ლის­მა, ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლიმ, ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რი­ომ, ტომ ჰენკს­მა, სტი­ვენ სპილ­ბერ­გმა, რი­ჩარდ გირ­მა, ჯონი დეპ­მა, მეთ დე­ი­მონ­მა, ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­იკ­მა, ჰა­რი­სონ ფორდმა, დენ­ზელ ვო­შინგტონ­მა, ემა უოტ­სონ­მა, კეიტ უინსლეტ­მა, ნა­ო­მი უოტსმა, კეიტ ჰადსონ­მა, ამან­და სე­იფ­რიდ­მა და ჰე­ლენ მი­რენ­მა.

გა­მო­ცე­მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა აცხა­დებს, რომ ეს ფო­ტო­ე­ბი ფო­ტო­შოპ­ში და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი არ არის.

უჩ­ვე­უ­ლო ფო­ტო­ე­ბის ავ­ტო­რე­ბი, კო­პე­ის­კის ყო­ფი­ლი მკვიდ­რი და ამ­ჟა­მად აშშ-ში მცხოვ­რე­ბი მარ­გა­რი­ტა და მისი მე­უღ­ლე, ჯეკ ტი­უკ­სე­ბე­რი არი­ან. ტი­უკ­სე­ბე­რი "დიდი გეთსბი­სა" და"კერ­კე­ტი კა­კა­ლი 5"- ის პრო­დუ­სე­რია. ისი­ნი ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვებს ყო­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას გა­ზე­თით ხელ­ში ერთი ფო­ტოს გა­და­ღე­ბას სთა­ვა­ზობ­დნენ.

"ჩვენ, მარ­გა­რი­ტა­სა და მის მე­უღ­ლეს­თან შე­თან­ხმე­ბა გვაქვს და ყო­ველ­წლი­უ­რად ვაქ­ვეყ­ნებთ მსოფ­ლიო კი­ნოპ­რე­მი­ე­რე­ბის ანონ­სებს. ერთ დროს თითო ანონ­სის გაშ­ვე­ბა­ში 200 დო­ლარ­საც კი ვი­ღებ­დით, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც მათ და­ი­წყეს ფო­ტო­ე­ბის გა­მოგ­ზავ­ნა, რო­მელ­ზეც ვარ­სკვლა­ვებს ჩვე­ნი გა­ზე­თი უჭი­რავთ ხელ­ში, უარი ვთქვით მათ­გან თან­ხა მიგ­ვე­ღო. ის ვარ­სკვლა­ვე­ბი, ვინც გა­ზე­თის თან­ხლე­ბით ფო­ტოს გა­და­ღე­ბა­ზე და­თან­ხმდა, მხი­ა­რუ­ლი ხალ­ხია, რო­მელ­თაც იუ­მო­რის გრძნო­ბა აქვთ. ეს მათ­თვის მხო­ლოდ გარ­თო­ბაა, რო­გორც ჩანს, მათ აღარ აინ­ტე­რე­სებთ ცნო­ბი­ლი ქა­ლა­ქუ­რი გა­მო­ცე­მე­ბის­თვის პო­ზი­რე­ბა,"- აცხა­დებს რე­გი­ო­ნუ­ლი გა­ზე­თის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი დი­მიტ­რი სოგ­რი­ნი.

მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის თქმით, თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ზე­თით ხელ­ში ფო­ტოს გა­და­ღე­ბა­ზე ჯონი დეპი 2009 წელს და­თან­ხმდა. მას შემ­დეგ ასე­თი ფო­ტო­ე­ბით კო­ლექ­ცია 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მდიდ­რდე­ბო­და. გა­მო­ცე­მამ ფო­ტო­ე­ბი მხო­ლოდ ახლა გა­მო­აქ­ვეყ­ნა და შე­დე­გად ის მი­ი­ღო, რომ დახ­ლებ­ზე გა­ზე­თის არ­ცერ­თი ეგ­ზემპლა­რი აღარ დარ­ჩა.

ადრე ვარ­სკვლა­ვე­ბის ფო­ტო­ე­ბი აშშ-დან მოკ­ლე ანონ­სე­ბის თან­ხლე­ბით იგ­ზავ­ნე­ბო­და, ახლა კი ამ ფო­ტო­ებს ინ­ტერ­ვი­უც მოყ­ვა. ამ ფაქ­ტმა გა­მო­ცე­მა უჩ­ვე­უ­ლო პრობ­ლე­მის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა - გა­ზე­თი ეძებს თარ­ჯი­მანს, რო­მე­ლიც ვარ­სკვლა­ვებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ებს გა­და­თარ­გმნის. ამ მიზ­ნით კონ­კურ­სიც გა­მო­ცხად­და. გა­ზეთს ნა­ო­მი უოტსთან, ვენ დი­ზელ­თან, შე­რონ სტო­უნ­თან და სან­დრა ბა­ლოკ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, სპე­ცი­ა­ლურ­მა კო­რეს­პონ­დენ­ტმა ალი სარ­მა გა­მო­უგ­ზავ­ნა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები

ჰოლივუდის ვარსკვლავები - ჩელიაბინსკის გაზეთით ხელში

ჰოლივუდის ვარსკვლავები - ჩელიაბინსკის გაზეთით ხელში

ჩელიაბინსკის ოლქის ერთ-ერთ ყველაზე ძველ გაზეთში - "კოპეისკი რაბოჩი" ("Копейский рабочий",) უნიკალური ფოტოები გამოჩნდა.  ფოტოებზე ჰოლივუდის ვარსკვლავებს აღნიშნული გამოცემა უჭირავთ ხელში და ისე პოზირებენ.  ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.

გაზეთისთვის ფოტო გადაიღეს: ბრუს ვილისმა, ანჯელინა ჯოლიმ, ლეონარდო დიკაპრიომ, ტომ ჰენკსმა, სტივენ სპილბერგმა, რიჩარდ გირმა, ჯონი დეპმა, მეთ დეიმონმა, ჯასტინ ტიმბერლეიკმა, ჰარისონ ფორდმა, დენზელ ვოშინგტონმა, ემა უოტსონმა, კეიტ უინსლეტმა, ნაომი უოტსმა, კეიტ ჰადსონმა, ამანდა სეიფრიდმა და ჰელენ მირენმა.

გამოცემის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ეს ფოტოები ფოტოშოპში დამუშავებული არ არის.

უჩვეულო ფოტოების ავტორები,  კოპეისკის ყოფილი მკვიდრი და ამჟამად აშშ-ში მცხოვრები მარგარიტა და მისი მეუღლე, ჯეკ ტიუკსებერი არიან. ტიუკსებერი "დიდი გეთსბისა" და"კერკეტი კაკალი 5"- ის პროდუსერია. ისინი ჰოლივუდის ვარსკვლავებს ყოველი შეხვედრისას გაზეთით ხელში ერთი ფოტოს გადაღებას სთავაზობდნენ.

"ჩვენ,  მარგარიტასა და მის მეუღლესთან შეთანხმება  გვაქვს და ყოველწლიურად ვაქვეყნებთ მსოფლიო კინოპრემიერების ანონსებს. ერთ დროს თითო ანონსის გაშვებაში 200 დოლარსაც კი ვიღებდით, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ დაიწყეს ფოტოების გამოგზავნა, რომელზეც ვარსკვლავებს ჩვენი გაზეთი უჭირავთ ხელში, უარი ვთქვით მათგან თანხა მიგვეღო. ის ვარსკვლავები, ვინც გაზეთის თანხლებით ფოტოს გადაღებაზე დათანხმდა, მხიარული ხალხია, რომელთაც იუმორის გრძნობა აქვთ. ეს მათთვის მხოლოდ გართობაა, როგორც ჩანს, მათ აღარ აინტერესებთ ცნობილი ქალაქური გამოცემებისთვის პოზირება,"- აცხადებს რეგიონული გაზეთის მთავარი რედაქტორი დიმიტრი სოგრინი.

მთავარი რედაქტორის თქმით, თავდაპირველად გაზეთით ხელში ფოტოს გადაღებაზე ჯონი დეპი 2009 წელს დათანხმდა. მას შემდეგ ასეთი ფოტოებით კოლექცია 4 წლის განმავლობაში მდიდრდებოდა.  გამოცემამ ფოტოები მხოლოდ ახლა გამოაქვეყნა და შედეგად ის მიიღო, რომ დახლებზე გაზეთის არცერთი ეგზემპლარი აღარ დარჩა.

ადრე ვარსკვლავების ფოტოები აშშ-დან მოკლე ანონსების თანხლებით იგზავნებოდა, ახლა კი ამ ფოტოებს ინტერვიუც მოყვა. ამ ფაქტმა გამოცემა უჩვეულო პრობლემის წინაშე დააყენა -  გაზეთი ეძებს თარჯიმანს, რომელიც ვარსკვლავებთან ინტერვიუებს გადათარგმნის. ამ მიზნით კონკურსიც გამოცხადდა. გაზეთს ნაომი უოტსთან, ვენ დიზელთან, შერონ სტოუნთან და სანდრა ბალოკთან  ინტერვიუები, სპეციალურმა კორესპონდენტმა ალი სარმა გამოუგზავნა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება