მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გაემგზავრა ნანუკა გოგიჩაიშვილი პარიზში მარტო
რატომ გაემგზავრა ნანუკა გოგიჩაიშვილი პარიზში მარტო

ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა ზა­ფხუ­ლი ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სოდ გა­ა­ტა­რა, აგ­ვის­ტოს ბო­ლოს სა­ოც­ნე­ბო კონ­ცერტსაც და­ეს­წრო და და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბიც მი­ი­ღო. პა­რი­ზუ­ლი არ­და­დე­გე­ბის შე­სა­ხებ "რე­ი­ტინგს" ესა­უბ­რა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, პა­რიზ­ში მარ­ტო გა­ემ­გზავ­რა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამას მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ აღუფრ­თო­ვა­ნე­ბია.

- ჩემი სა­ზა­ფხუ­ლო მოგ­ზა­უ­რო­ბა და­ი­წყო თურ­ქეთ­ში, სა­დაც ჩემს დას­თან ერ­თად ვი­ყა­ვი. წელს ბა­თუმ­ში გა­დაბ­მუ­ლად ერთი კვი­რა არ და­მის­ვე­ნია, წინა ზა­ფხუ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მხო­ლოდ შა­ბათ-კვი­რას ჩავ­დი­ო­დი. შემ­დეგ წყნეთ­ში ავ­დი­ო­დი მე­გობ­რებ­თან და აგ­ვის­ტოს ბო­ლოს პა­რიზ­ში გა­ვემ­გზავ­რე. არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ზღვა­ზე გიჟ­დე­ბა, ბრძო­ლა ტალ­ღებ­თან და ქვებ­ზე სი­ა­რუ­ლი ჩემ­თვის არ არის. თურ­ქეთ­ში ისე­თი სას­ტუმ­რო შე­ვარ­ჩიე, რომ­ლის სა­ნა­პი­რო­ზეც სილა იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ერთი დღეც არ გავ­სულ­ვარ ზღვა­ზე, აუზი ვამ­ჯო­ბი­ნე. თურ­ქეთ­ში დას­ვე­ნე­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ამინ­დი­სა და კარ­გი სერ­ვი­სის გამო, ყვე­ლა­ფე­რია კომ­ფორ­ტუ­ლი დას­ვე­ნე­ბის­თვის.

- პა­რიზ­ში, რო­გორც ვიცი, პირ­ვე­ლად იყა­ვი.

- დიახ, ასეა. პა­რი­ზი თა­რო­ზე მქონ­და შე­მო­დე­ბუ­ლი გემ­რი­ე­ლად, რად­გან ვფიქ­რობ­დი, რომ თუკი თაფ­ლო­ბის თვეს არა, საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად მა­ინც უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. იტა­ლი­ის მერე საფ­რან­გე­თის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი არ მქო­ნია. რო­მის მერე პა­რიზს მე­ო­რე ად­გილს ვა­ნი­ჭებ­დი. როცა ჩა­ვე­დი, პა­რი­ზი ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და, მაგ­რამ რომი მა­ინც პირ­ვე­ლია. იტა­ლი­ა­ში წელს ორ­ჯერ გახ­ლდით, რომი, მი­ლა­ნი და ფლო­რენ­ცია მო­ვი­ა­რე.

უცხო ქა­ლაქს რომ ვსტუმ­რობ, ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბი ხოლ­მე. პირ­ველ რიგ­ში დგას მუ­ზე­უ­მე­ბი და ყვე­ლა­ზე ბო­ლოს - გარ­თო­ბა და შო­პინ­გი. ვა­ტი­კან­შიც გახ­ლდით და რიგ­ში რომ ვი­დე­ქი, უკვე ვხვდე­ბო­დი, რომ რა­ღაც ძა­ლი­ან დიდი უნდა მე­ნა­ხა. სა­ღა­მოს­კენ ვი­ყა­ვი და კა­რიბ­ჭის და­ხურ­ვაც ვნა­ხე. სიქსტის კა­პე­ლამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, მე და ჩემი მე­გო­ბა­რი ჩუ­მად ვის­ხე­დით და დიდ­ხანს ვუ­ყუ­რებ­დით. იტა­ლი­ა­ში ბევ­რი რამ ვნა­ხე. რაც სა­ნა­ხა­ვი იყო, თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი. ყვე­ლას ეგო­ნა, რომ მი­ლან­ზე უნდა გავ­გი­ჟე­ბუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ რო­მი­სა და ფლო­რენ­ცი­ის მერე არ გავ­გიჟ­დი. უფრო სა­მუ­შაო სი­ტუ­ა­ცი­აა, ცხოვ­რე­ბი­სა და გარ­თო­ბის­თვის კარ­გია, მაგ­რამ სა­ნა­ხა­ობ­რი­ვად - ნაკ­ლე­ბი.

- შო­პინ­გის კუ­თხით კარ­გია.

- რა თქმა უნდა. ნა­პო­ლე­ო­ნის ქუ­ჩა­ზეც ვი­შო­პინ­გეთ, თუკი ფას­დაკ­ლე­ბაა, ბრენ­დებ­ზე სას­წა­უ­ლი ფა­სე­ბი სუ­ლაც არ არის. "დოლ­ჩე და გა­ბა­ნას" ჯინ­სი შე­ვი­ძი­ნე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. რაც მე­ოც­ნე­ბე­ბო­და, ჩემი ზომა არას­დროს იყო. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჯუ­ზე­პე ზა­ნუ­ტის ფეხ­საც­მე­ლე­ბი, ახა­ლი კო­ლექ­ცი­ი­დან სამი მო­დე­ლი მომ­წონ­და და ყვე­ლა მათ­გა­ნი 37 ზომა აღ­მოჩ­ნდა, ჩემი ფე­ხის ზომა კი 40-ია. მი­ჭირს ხოლ­მე ჩემი ზო­მის პოვ­ნა, მაგ­რამ თუ ფეხ­საც­მე­ლი მომ­წონს, შე­მიძ­ლია ჩა­ვიც­ვა 38-იც. ნა­თია ამის გამო სულ მე­ჩხუ­ბე­ბა, მაგ­რამ ზა­ნუ­ტის ყვე­ლა ფეხ­საც­მე­ლი იმ­დე­ნად მოტ­კე­ცი­ლი იყო, რომ ორი ზო­მით პა­ტა­რას ვე­რაფ­რით ჩა­ვიც­ვამ­დი.

- პა­რი­ზუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გაგ­ვან­დე უფრო ვრცლად.

- პა­რიზ­ში მარ­ტო ჩა­ვე­დი, რად­გან სპონ­ტა­ნუ­რი იყო იქ გამ­გზავ­რე­ბაც. 7 მარტს ემი­ნე­მის პა­რი­ზუ­ლი კონ­ცერ­ტის ბი­ლე­თე­ბი მა­ჩუ­ქეს. იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სულ ვფიქ­რობ­დი, თვა­ლი არ ეცეს-მეთ­ქი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბი­ლე­თე­ბი მქონ­და. რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­მა იცო­და და ჩემ­თან ერ­თად წა­მოს­ვლა ყვე­ლას უნ­დო­და. ისე­თი არე­უ­ლი ვარ ხოლ­მე, რომ მათ ჩემი გეგ­მე­ბი კარ­გად ვერ გა­ვა­ცა­ნი, რად­გან ზო­გა­დად სპონ­ტა­ნუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და მათ აღარ ეცა­ლათ. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, რომ მარ­ტო წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ იმ­ხე­ლა შე­მარ­თე­ბა მქონ­და, არა­ფე­რი არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ამას­თა­ნა­ვე, მაქვს ბევ­რი ხალ­ხის ფო­ბია. ცუ­დად ვხდე­ბი ხოლ­მე, მაგ­რამ ესეც გა­დავ­ლა­ხე.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

რატომ გაემგზავრა ნანუკა გოგიჩაიშვილი პარიზში მარტო

რატომ გაემგზავრა ნანუკა გოგიჩაიშვილი პარიზში მარტო

ნანუკა გოგიჩაიშვილმა ზაფხული ძალიან სახალისოდ გაატარა, აგვისტოს ბოლოს საოცნებო კონცერტსაც დაესწრო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებიც მიიღო. პარიზული არდადეგების შესახებ "რეიტინგს" ესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, პარიზში მარტო გაემგზავრა, მიუხედავად იმისა, რომ ამას მისი ოჯახის წევრები არ აღუფრთოვანებია.

- ჩემი საზაფხულო მოგზაურობა დაიწყო თურქეთში, სადაც ჩემს დასთან ერთად ვიყავი. წელს ბათუმში გადაბმულად ერთი კვირა არ დამისვენია, წინა ზაფხულისგან განსხვავებით, მხოლოდ შაბათ-კვირას ჩავდიოდი. შემდეგ წყნეთში ავდიოდი მეგობრებთან და აგვისტოს ბოლოს პარიზში გავემგზავრე. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ზღვაზე გიჟდება, ბრძოლა ტალღებთან და ქვებზე სიარული ჩემთვის არ არის. თურქეთში ისეთი სასტუმრო შევარჩიე, რომლის სანაპიროზეც სილა იქნებოდა, მაგრამ ერთი დღეც არ გავსულვარ ზღვაზე, აუზი ვამჯობინე. თურქეთში დასვენება ძალიან მიყვარს გარანტირებული ამინდისა და კარგი სერვისის გამო, ყველაფერია კომფორტული დასვენებისთვის.

- პარიზში, როგორც ვიცი, პირველად იყავი.

- დიახ, ასეა. პარიზი თაროზე მქონდა შემოდებული გემრიელად, რადგან ვფიქრობდი, რომ თუკი თაფლობის თვეს არა, საყვარელ ადამიანთან ერთად მაინც უნდა წავსულიყავი. იტალიის მერე საფრანგეთის განსაკუთრებული ინტერესი არ მქონია. რომის მერე პარიზს მეორე ადგილს ვანიჭებდი. როცა ჩავედი, პარიზი ძალიან შემიყვარდა, მაგრამ რომი მაინც პირველია. იტალიაში წელს ორჯერ გახლდით, რომი, მილანი და ფლორენცია მოვიარე.

უცხო ქალაქს რომ ვსტუმრობ, ბოლომდე ვიხარჯები ხოლმე. პირველ რიგში დგას მუზეუმები და ყველაზე ბოლოს - გართობა და შოპინგი. ვატიკანშიც გახლდით და რიგში რომ ვიდექი, უკვე ვხვდებოდი, რომ რაღაც ძალიან დიდი უნდა მენახა. საღამოსკენ ვიყავი და კარიბჭის დახურვაც ვნახე. სიქსტის კაპელამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, მე და ჩემი მეგობარი ჩუმად ვისხედით და დიდხანს ვუყურებდით. იტალიაში ბევრი რამ ვნახე. რაც სანახავი იყო, თითქმის ყველაფერი. ყველას ეგონა, რომ მილანზე უნდა გავგიჟებულიყავი, მაგრამ რომისა და ფლორენციის მერე არ გავგიჟდი. უფრო სამუშაო სიტუაციაა, ცხოვრებისა და გართობისთვის კარგია, მაგრამ სანახაობრივად - ნაკლები.

- შოპინგის კუთხით კარგია.

- რა თქმა უნდა. ნაპოლეონის ქუჩაზეც ვიშოპინგეთ, თუკი ფასდაკლებაა, ბრენდებზე სასწაული ფასები სულაც არ არის. "დოლჩე და გაბანას" ჯინსი შევიძინე, რომელიც ძალიან მომეწონა. რაც მეოცნებებოდა, ჩემი ზომა არასდროს იყო. ძალიან მიყვარს ჯუზეპე ზანუტის ფეხსაცმელები, ახალი კოლექციიდან სამი მოდელი მომწონდა და ყველა მათგანი 37 ზომა აღმოჩნდა, ჩემი ფეხის ზომა კი 40-ია. მიჭირს ხოლმე ჩემი ზომის პოვნა, მაგრამ თუ ფეხსაცმელი მომწონს, შემიძლია ჩავიცვა 38-იც. ნათია ამის გამო სულ მეჩხუბება, მაგრამ ზანუტის ყველა ფეხსაცმელი იმდენად მოტკეცილი იყო, რომ ორი ზომით პატარას ვერაფრით ჩავიცვამდი.

- პარიზული შთაბეჭდილებები გაგვანდე უფრო ვრცლად.

- პარიზში მარტო ჩავედი, რადგან სპონტანური იყო იქ გამგზავრებაც. 7 მარტს ემინემის პარიზული კონცერტის ბილეთები მაჩუქეს. იქიდან მოყოლებული სულ ვფიქრობდი, თვალი არ ეცეს-მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთები მქონდა. რამდენიმე მეგობარმა იცოდა და ჩემთან ერთად წამოსვლა ყველას უნდოდა. ისეთი არეული ვარ ხოლმე, რომ მათ ჩემი გეგმები კარგად ვერ გავაცანი, რადგან ზოგადად სპონტანური ადამიანი ვარ და მათ აღარ ეცალათ. ჩემი ოჯახის წევრებისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ მარტო წავსულიყავი, მაგრამ იმხელა შემართება მქონდა, არაფერი არ მაინტერესებდა. ამასთანავე, მაქვს ბევრი ხალხის ფობია. ცუდად ვხდები ხოლმე, მაგრამ ესეც გადავლახე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება