საზოგადოება
სამართალი

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სექსუალური პრობლემები მამაკაცებსა და ქალებში - გინეკოლოგის რჩევები
სექსუალური პრობლემები მამაკაცებსა და ქალებში  - გინეკოლოგის რჩევები

ვა­ჟე­ბის სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბა 15-18 წლის ასაკ­ში სრულ­დე­ბა. ამა­ვე ასა­კი­დან აღელ­ვებთ მათ ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის მა­მა­კა­ცის­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა. სექ­სუ­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბარს არა მხო­ლოდ მა­მა­კა­ცე­ბი, ქა­ლე­ბიც ერი­დე­ბი­ან. რა არის სექ­სუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი და რო­გორ ვუმ­კუ­ნა­ლოთ მას. თქვენს კი­თხვებს სექ­სო­ლო­გი, გია ბე­როშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი:

სოფო:

მყავს მე­უღ­ლე და ორი პა­ტა­რა ბავ­ში­ვი. 5 წე­ლია გა­თხო­ვი­ლი ვარ. სა­ერ­თოდ აღარ მაქვს სექ­სის სურ­ვი­ლი. რა­საც მე­უღ­ლე ძა­ლი­ან გა­ნიც­დის. ჩემ­თვის ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ მო­ვა­ლე­ო­ბის მოხ­დად იქცა. არ ვიცი ალ­ბათ ამი­სი მი­ზე­ზი ჩემი წო­ნა­ში მო­მა­ტე­ბაა. თან ციკ­ლიც სე­რი­ო­ზუ­ლად ამე­რია. ბავ­შვე­ბის გა­ჩე­ნამ­დე, წი­ა­ნას­წარ შე­მეძ­ლო გან­მე­სა­ზღვრა მომ­დე­ნო თვის ციკ­ლის თა­რი­ღი. ეხლა კი 2 თვე­ში ერთხელ მაქვს. გი­ნე­კო­ლოგ­თან მის­ვლი­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის რიგ­ში დგო­მის დრო არ მაქვს (სამ­სა­ხუ­რი). იქ­ნებ მირ­ჩი­ოთ სა­ი­დან და­ვი­წყო. ალ­ბათ ისევ გი­ნე­კო­ლოგ­თან ვი­ზი­ტით არა?

-რო­გორც ჩანს სოფო თვი­თონ­ვე ხვდე­ბა სა­ი­დან უნდა და­ი­წყოს პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა. თუ ახალ­გაზ­რდაა 30 წლამ­დე და ციკ­ლი აე­რია, აქ შე­იძ­ლე­ბა იყოს ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს. თუ ასა­კი უფრო მე­ტია, შე­იძ­ლე­ბა დგე­ბო­დეს კლი­მაქ­სუ­რი პე­რი­ო­დი და ციკ­ლის არე­ვა ამ პე­რი­ო­დის­თვის ბუ­ნებ­რი­ვია. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოს სპე­ცი­ა­ლისტს, ან გი­ნე­კო­ლოგს ან ენ­დოკ­რი­ნო­ლოგს, რომ დად­გინ­დეს ხომ არ არის რა­ი­მე სხე­უ­ლებ­რი­ვი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. როცა სექ­სო­ლოგს მი­მარ­თვენ ასე­თი პრობ­ლე­მით, უნდა მი­ვი­დეს წყვი­ლი, რად­გან მათი პრობ­ლე­მა ერ­თდრო­უ­ლად იხი­ლე­ბა. ჩვენ ასე­ვე არ ვი­ცით სო­ფოს რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ოჯახ­ში, ხომ არ არის რა­ი­მე კონ­ფლიქ­ტი, რა­ი­მე დის­ჰარ­მო­ნია, რის გა­მოც სექ­სი­სად­მი ინ­ტე­რე­სი გა­უ­ფე­რულ­და. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოს სპე­ცი­ა­ლისტს და გა­ი­ა­როს კონ­სულ­ტა­ცია და სა­ერ­თოდ ადა­მი­ან­მა თა­ვი­სი თა­ვი­სათ­ვის უნდა მო­ი­ცა­ლოს თუ ეს პრობ­ლე­მა აწუ­ხებს.

მარი:

2 წელი გა­თხო­ვი­ლი ვარ და სექ­სის დროს სა­ერ­თოდ ვე­რა­ფერს ვერ ვგრძნობ, სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი შეგ­რძნე­ბა არ მაქვს. თუ იკურ­ნე­ბა და რა შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­ზე­ზი. შვი­ლი ჯერ არ მყავს.

- მა­რის და­ვა­ი­მე­დებ, რა თქმა უნდა ინ­კურ­ნე­ბა. ძა­ლი­ან ცუ­დია როცა კი­თხვას სვა­მენ და ასაკს არ ასა­ხე­ლე­ბენ. აქ აუ­ცი­ლებ­ლად წყვილ­მა უნდა მი­მარ­თოს სპე­ცი­ა­ლისტს და დად­გინ­დეს მი­ზე­ზი რის გამო არის სქე­სობ­რივ­ცი სი­ცი­ვე მა­რის მხრი­დან. თუ ამას დრო­ზე არ მი­ხე­დეს და რა­ი­მე გა­მო­სა­ვა­ლი არ იპოვ­ნეს შემ­დეგ სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ჰარ­მო­ნია ღრმავ­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა სხვა ტი­პის პრობ­ლე­მებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს: ნევ­როზ­ში, ოჯა­ხუ­რი დის­ჰარ­მო­ნი­ა­ში და ა.შ.

გიგა:

მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­მელ ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბა დად­გინ­დეს აქვს თუ არა ვაჟს ფი­მო­ზი? თუ სა­ო­პე­რა­ცი­ოა, რო­დის სჯო­ბია ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა და რამ­დე­ნი ხანი სჭირ­დე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას? ასე­ვე მა­ინ­ტე­რე­სებს რამე ნაკ­ლი ხომ არ აქვთ წინ­დაც­ვე­თილ მა­მა­კა­ცებს?

-ფი­მო­ზის დად­გე­ნა ხდე­ბა მას შემ­დეგ რო­დე­საც სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის ასა­კი იწყე­ბა, როცა სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბი იწყე­ბენ ზო­მა­ში მა­ტე­ბას, გა­მო­ი­ხა­ტე­ბა თმი­ა­ნო­ბა და მა­შინ უფრო კონ­კრე­ტუ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას არის თუ არა ფი­მო­ზი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. ახალ­და­ბა­დე­ბულ ბავ­შვებს ჩუჩა ასო­სი ვიწ­რო აქვთ და ხდე­ბა მისი გა­და­წე­ვა, გა­შიშ­ვლე­ბა ექი­მის მიერ. ახალ­და­ბა­დე­ბულ­ზე ვერ იტყვი მას მო­მა­ვალ­ში ფი­მო­ზი ექ­ნე­ბა თუ არა. შე­სა­ბა­მი­სად როცა სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო იწყებს ზო­მა­ში მო­მა­ტე­ბას მა­შინ უკვე და­ზუს­ტე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას არის თუ არა ფი­მო­ზი. რაც შე­ე­ხე­ბა მის მკურ­ნა­ლო­ბას, ეს ძი­რი­თა­დად ხდე­ბა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვით. სხვა არა­ნა­ი­რი მე­თო­დი ამ სფე­რო­ში არ ამარ­თლებს. მკურ­ნა­ლო­ბა ოპე­რა­ცი­უ­ლია და უმ­ტკივ­ნე­უ­ლო, ერთ კვი­რა­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა იხ­სნე­ბა, ნა­კე­რე­ბიც იხ­სნე­ბა. შემ­დეგ მა­მა­კაცს 10-12 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლია აღად­გი­ნოს სექ­სუ­ა­ლი­რი ცხოვ­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ნაკლს, თუ რე­ლი­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით გან­ვი­ხი­ლავთ ნა­ხე­ვარ მსოფ­ლი­ოს ეს ოპე­რა­ცია ბავ­შვო­ბა­ში­ვე აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად არა­ნაკ­ლებ წარ­მა­ტე­ბით მრავ­ლდე­ბი­ან, ვიდ­რე ის ადა­მი­ა­ნე­ბი ვი­საც არ აქვთ წი­ნა­დაც­ვე­თა გა­კე­თე­ბუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ არა­ნა­ი­რი ნაკ­ლი ამ პრობ­ლე­მას არ აქვს.

მკი­თხვე­ლი A.R.T. -233:

23 წლის ვარ...ჩემი პრობ­ლე­მა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ერთი წლის წინ გავ­თხოვ­დი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით. წლის თავ­ზე შვი­ლი შეგ­ვე­ძი­ნა,რა­მაც ას­მა­გად უფრო დაგ­ვა­ახ­ლო­ვა ერ­თმა­ნეთს. ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ვი­დან­ვე გვქონ­და ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და რო­მან­ტი­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის მომ­ცვე­ლი,მაგ­რამ პრობ­ლე­მა იმა­შია, რომ ჩემს მე­უღ­ლეს ორ­გაზ­მი სულ აქვს და მე ერთი წლის მან­ძილ­ზე მხო­ლოდ ერთხელ გან­ვი­ცა­დე. მე­გო­ნა ჩემი მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ რა­ღაც შეც­ვლე­ბო­და... იქ­ნებ და­მაკ­ვა­ლი­ა­ნოთ რო­გორ მო­ვიქ­ცე?იმი­ტომ რომ ჩემ თავს ვა­და­ნა­შა­უ­ლებ.

-მე­უღ­ლეს ანუ მა­მა­კაცს, რომ ორ­გაზ­მი სულ აქვს ეს გა­საკ­ვი­რი არ არის, იმი­ტომ რომ მა­მა­კა­ცის ორ­გაზ­მი სხვა ფე­ნო­მე­ნია, ქა­ლის ორ­გაზ­მი კი უფრო რთუ­ლი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფე­ნო­მე­ნია. შე­სა­ბა­მი­სად მა­მა­კა­ცი ორ­გაზმს ყო­ველ­თვის გა­ნიც­დის და ეს ნორ­მა­ლუ­რია. რაც შე­ე­ხე­ბა ქალს ეს ნამ­დვი­ლად პრობ­ლე­მაა, მი­თუ­მე­ტეს ერთხელ უკვე გან­ცდი­ლი აქვს და ვე­ღარ აღ­წევს ორ­გაზმს. ამის მი­ზე­ზე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი, რომ­ლის ეკ­რა­ნი­დან ახ­სნა ცოტა რთუ­ლია. აქ უნდა მოხ­დეს გა­მოკ­ვლე­ვა, ხომ არ არის რა­ი­მე დარ­ღვე­ვე­ბი სხე­უ­ლებ­რი­ვი, ან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ან ხომ არ წარ­მო­იქ­მნა ოჯა­ხუ­რი დის­ჰარ­მო­ნია. თა­ვი­დან აღ­ნიშ­ნავს მკი­თხვე­ლი, რომ ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო სექ­სი, შე­იძ­ლე­ბა შემ­დეგ უკვე გა­ფერ­მკრთალ­და. ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ერ­თოს სექს თე­რა­პი­ის ელე­მენ­ტე­ბი. ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში ესე­თი პრობ­ლე­მე­ბის წარ­მო­შო­ბი­სას ექიმ-სექ­სო­ლოგს უნდა მი­მარ­თოთ.

ანია:

ვარ 21 წლის . ოთხი თვეა რაც გავ­თხოვ­დი. ძა­ლი­ან კი მი­ჭირს ამა­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბა გი­ნე­კო­ლო­გის დახ­მა­რე­ბა. ვერ ვა­ხერ­ხებ სა­ქალ­წუ­ლე აპ­კის და­ზი­ა­ნე­ბას და მირ­ჩი­ეთ, რო­გორ მო­ვიქ­ცე?

-ამას ჰქვია ვირ­გო­გა­მი­უ­რი, ანუ ქალ­წუ­ლებ­რი­ვი ქორ­წი­ნე­ბა. საკ­მა­ოდ ხში­რია და ეს მარ­ტო ამ წყვი­ლის პრობ­ლე­მა არ არის. ქა­ლე­ბი კი არა მა­მა­კა­ცე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ სა­ქალ­წუ­ლე აპ­კის დარ­ღვე­ვას. ეს შე­იძ­ლე­ბა იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იმით, რომ ქალ­ბა­ტონს ჰქონ­დეს ვა­გი­ნიზ­მი, ძლი­ე­რი შე­კუმ­შვა სა­შოს კუნ­თე­ბის, რო­მე­ლიც არ აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას მა­მა­კაცს ჩა­ა­ტა­როს სქე­სობ­რი­ვი აქტი. შე­იძ­ლე­ბა იყოს მა­მა­კა­ცის მხრი­და ერექ­ცი­უ­ლი პრობ­ლე­მა, ანუ არ იყოს ერექ­ცია ისე­თი ხა­რის­ხის, რო­მე­ლიც სა­შუ­ელ­ბას მის­ცემს მო­ახ­დი­ნოს შეღ­წე­ვა და და­ირ­ღვეს სა­ქალ­წუ­ლე აპკი. სა­ქალ­წუ­ლე აპკი, იმ­დე­ნად ფა­ქი­ზი და სიფ­რი­ფა­ნა წარ­მო­ნაქ­მნია, რომ მისი დარ­ღვე­ვა დიდ სირ­თუ­ლებ­თან არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუ რა თქმა უნდა არ არის ქა­ლის მხრი­დან ვა­გი­ნიზ­მი და მა­მა­კა­ცის მხრი­დან კი ერექ­ცი­უ­ლი დის­ფუნ­ქცია. ეს პრობ­ლე­მა გა­და­წყვე­ტა­დია და უნდა მი­მარ­თონ ექიმს. გი­ნე­კო­ლოგს შე­უძ­ლია მო­ახ­დი­ნოს ხე­ლოვ­ნუ­რი დეფ­ლო­რა­ცია ანუ სა­ქალ­წუ­ლე აპ­კის ხე­ლოვ­ნუ­რი დარ­ღვე­ვა , თუმ­ცა თუ აქ ვა­გი­ნიზ­მია მა­ინც გა­უ­ჭირ­დე­ბა სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის ჩა­ტა­რე­ბა. სა­შოს კუნ­თე­ბის პრობ­ლე­მა გი­ნე­კო­ლო­გის ჩა­რე­ვით არ იხ­სნე­ბა, თუ ერექ­ცი­ის პრობ­ლე­მაა სა­ქალ­წუ­ლე აპ­კის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­შიც გაძ­ნელ­დე­ბა აქტი. ამი­ტომ ეს ექიმ­თან უნდა გა­ირ­კვეს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­და­წყდეს მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კა.

ლალი:

ვარ 3 თვის გა­თხო­ვი­ლი.გა­თხო­ვე­ბის დღი­დან მა­წუ­ხებს ცის­ტი­ტი ხში­რად. ხომ ვერ მირ­ჩევთ ვის­თან მი­ვი­დე სამ­კურ­ნა­ლოდ. წი­ნას­წარ გიხ­დით მად­ლო­ბას.

-ლა­ლის უნდა ვურ­ჩი­ოთ, რომ მი­მარ­თოს ურო­ლოგს, რად­გან ეს სწო­რედ ურო­ლო­გის სფე­როა.ეს პრობ­ლე­მა საკ­მა­ოდ იო­ლად გა­და­სა­წყვე­ტია, პრე­პა­რა­ტე­ბის და­ნიშ­ვნით ინ­კურ­ნე­ბა. უნდა დად­გინ­დეს ცის­ტი­ტის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი, სექ­სის და­წყე­ბა პირ­და­პირ ცის­ტი­ტის მი­ზე­ზი არ არის. იქ­ნე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად რა­ღაც ბაქ­ტე­რია, რო­მელ­მაც ეს ან­თე­ბა გა­მო­იწ­ვია.

მკი­თხვე­ლი დადუ:

რო­დე­საც მა­მა­კაცს აქვს სექ­სუ­ე­ლუ­რი პრობ­ლე­მა, ანუ ერექ­ცი­ის გა­რე­შე (თუ არ ვცდე­ბი სწო­რად ვამ­ბობ, ანუ არ უდ­გე­ბა ) ისე გა­ნიც­დის ორ­გაზმს თა­ნაც ძა­ლი­ან სწრა­ფად და დიდი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბა იმი­სათ­ვის რომ მი­აღ­წი­ოს ერექ­ცი­ას, (იმე­დია სწო­რად გად­მოვ­ცემ) იქ­ნებ გვი­თხათ რა არის ამის მი­ზე­ზი და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვას­წო­როთ ეს პრობ­ლე­მა?

-აქ მა­ინც პრობ­ლე­მა არის ერექ­ცი­ი­სა, სა­ს­ქე­სო ასო ვერ აღ­წევს შე­სა­ბა­მის სი­მაგ­რეს, რომ შე­კი­თხვის ავ­ტო­რი დაკ­მა­ყო­ფილ­დეს. ამი­ტომ მე მი­მაჩ­ნია, რომ აქ არის ერექ­ცი­უ­ლი დის­ფუნ­ქცია, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად გა­მოს­წო­რე­ბა­დია. თუ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცია შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტით იყოს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, ამი­ტომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ვი­დეს ექიმ- სექ­სო­ლოგ­თან და ეს პრობ­ლე­მა გა­და­წყდე­ბა ად­ვი­ლად.

ქრის­ტი:

უკვე მე­ო­თხე წე­ლია გა­თხო­ვი­ლი ვარ და ორ­გაზ­მი არ გან­მიც­დია, ბოლო თვე­ებ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე რომ სექ­სის დროს ფე­ხე­ბის ძლი­ე­რი მო­ჭე­რით ვაღ­წევ­დი ორ­გაზმს, წინა თვე­ში მუ­ცე­ლი მო­მე­შა­ლა (მე­ო­რე­ზე ვი­ყა­ვი ორ­სუ­ლად) და გა­მომ­ფხი­კეს. მას შემ­დეგ მო­ჭე­რის ძა­ლაც აღარ მაქვს და შე­სა­ბა­მი­სად ვე­ღარც ორ­გაზმს გან­ვიც­დი. შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა გა­მო­ფხეკ­ვას გა­მო­ეწ­ვია ეს? და სა­ერ­თოდ რა შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­ზე­ზი? ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ამ პრობ­ლე­მას და იმედს არ ვკარ­გავ, რომ ოდეს­მე რო­გორც წე­სია ისე მექ­ნე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი აქტი. აღ­მგზნე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა თუ შე­იძ­ლე­ბა ექი­მის გა­რე­შე იქ­ნებ ამა­ზეც მი­პა­სუ­ხოთ.

-ექი­მის გა­რე­შე სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბა არ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ამ პრობ­ლე­მას, ორ­გაზ­მი ქა­ლის­თვის ცოტა რთუ­ლი ფე­ნო­მე­ნია და თუ აქ არ არის რა­ი­მე ორ­გა­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ე­ბის მი­ღე­ბით რე­გუ­ლა­რულ სექ­სუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ქა­ლე­ბი პო­უ­ლო­ბენ იმ პო­ზი­ცი­ას, სა­დაც აღ­წე­ვენ ორ­გაზმს. ორ­სუ­ლო­ბის შე­წყვე­ტის შემ­დეგ გი­ნე­კო­ლო­გის ჩა­რე­ვას, გა­მო­ფხეკ­ვას არ შე­ეძ­ლო გა­მო­ეწ­ვია რა­ი­მე პა­თო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ ორ­გაზ­მის ეს ტიპი, რა­ზეც ქრის­ტი სა­უბ­რობს, გამ­ქრა­ლი­ყო. ეს ალ­ბათ ისევ აღ­დგე­ბა, უბ­რა­ლოდ გარ­კვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ერ­თოდ ორ­გაზმს, აუ­ცი­ლებ­ლად წყვი­ლის თე­რა­პი­აა სა­ჭი­რო, ოღონდ რო­გო­რი ამას ექი­მი გა­და­წყვეტს, მხო­ლოდ მას შემ­დეგ როცა ცოლ­საც და ქმარ­საც გა­ე­სა­უბ­რე­ბა.

თა­მუ­ნა:

ვარ 10 თვის გა­თხო­ვი­ლი. სა­ქალ­წუ­ლე აპ­კის დარ­ღვე­ვა ვერ მო­ხერ­ხდა.ბუ­ნებ­რი­ვად მქონ­და ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი და კუნ­თის უნებ­ლიე შე­კუმ­შვა. შემ­დეგ და­ვარ­ღვი­ეთ ქი­რურ­გი­უ­ლად, მაგ­რამ მა­ინც ვერ ხერ­ხდე­ბა ბო­ლომ­დე აქ­ტის ჩა­ტა­რე­ბა. ძლი­ერ აღარ მტკი­ვა მაგ­რამ მაქვს უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბა. რისი გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა?

-ხე­ლოვ­ნუ­რი დეფ­ლო­რა­ცია არ წყვი­ტავს პრობ­ლე­მას, აქ არის ვა­გი­ნიზ­მი ან ფსევ­დო­ვა­გი­ნიზ­მი, რო­მე­ლიც უნდა გა­და­წყდეს ექიმ სექ­სო­პა­თო­ლოგ­თან. არის სპე­ცი­ა­ლუ­რი სექს თე­რა­პი­ის მე­თო­დე­ბი, რო­მე­ლიც ამ პრობ­ლე­მას აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­წყვეტს. ასე­თი ტე­ლე­კონ­სულ­ტა­ცი­ით, ეს რა თქმა უნდა, არ გა­მო­ვა.

ნინი:

ვარ 4 წლის გა­თხო­ვი­ლი, ძა­ლი­ან მიყ­ვარს მე­უღ­ლე, სექ­სის დროს ვერ გან­ვიც­დი ორ­გაზმს, ჩემი მე­უღ­ლე ვერ ხვდე­ბა ამას, ვერც მე ვე­უბ­ნე­ბი ვე­რა­ფერს. არ მინ­და თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა შე­ვუ­ლა­ხო, არა­და სექ­სი ჩემ­თვის აუ­ტა­ნე­ლი გახ­და. ეს ამ­ბა­ვი ჩემი ბრა­ლია თუ მე­უღ­ლის, თუ ორი­ვე­სი ერ­თად?

-მსოფ­ლი­ო­ში ესე­თი სტა­ტის­ტი­კაა, ძი­რი­თა­დი შე­კი­თხვე­ბი მა­ინც მო­დის გო­გო­ნე­ბის­გან რომ­ლე­ბიც ვერ აღ­წე­ვენ ორ­გაზმს. ქა­ლის ორ­გაზ­მი 35% შემ­თხვე­ვა­ში ეს პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს, ოღონდ პრობ­ლე­მა გა­მოს­წო­რე­ბა­დია მას შემ­დეგ რაც მი­მარ­თა­ვენ ექიმს. თუ ქალ­მა ორ­გაზ­მი არ გა­ნი­ცა­და ანუ სქე­სობ­რი­ვი დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, შემ­დეგ ეს უკვე გა­და­იზ­რდე­ბა სხვა ტი­პის პრობ­ლე­მა­ში, რო­მელ­საც ჰქვია ოჯა­ხუ­რი დის­ჰარ­მო­ნია. სექსში უნდა იყოს აუ­ცი­ლებ­ლად ჰარ­მო­ნია ცოლ­სა და ქმარს შო­რის, წი­ნა­აღ­მდეგ შე­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მე­ბი წარ­მო­იქ­მნე­ბა.

მკი­თხვე­ლი boy:

1. რა სიხ­ში­რით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი მას­ტურ­ბა­ცია მა­მა­კა­ცებ­ში?

-მას­ტურ­ბა­ცი­ას მა­მა­კა­ცე­ბი იწყე­ბენ სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის ასა­კი­დან და ეს გრძელ­დე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუ მათ სქე­სობ­რი­ვი პარტნი­ო­რი არ ჰყავთ. შე­უძ­ლია ჩა­ა­ტა­როს მას­ტურ­ბა­ცია, მაგ­რამ უკე­თე­სია იპოვ­ნოს პარტნი­ო­რი. ორ­გა­ნიზ­მის­თვის მას­ტურ­ბა­ცია მავ­ნე­ბე­ლი არ არის.

2. რა შემ­თხვე­ვა­ში არის მას­ტურ­ბა­ცია მავ­ნე­ბე­ლი მა­მა­კა­ცის ორ­გა­ნიზ­მის­თვის?

-მას­ტურ­ბა­ცია არ­ცერთ ასაკ­ში არ არის მავ­ნე­ბე­ლი, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის სა­გა­ნი და ადა­მი­ა­ნი არ უნდა იყოს მხო­ლოდ მას­ტურ­ბა­ცი­ა­ზე გა­დარ­თუ­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გგგგ
0

ანუ რამაინტერესებს ასექსისგან გამომდინარე ძაან პრობლემაში დოდ პრობლემაში ვარ იმიტომ რომ სექსის დროს ასო დამივარდაა რამაც ჩემში მსიქოლოგიური პრობლემა გამოიწვია და ამასთანავე ჩუკანობის დროს ძალიან მალე ვათავებ და რატო ხდება ესე ან ამას რაქვია და თუ შეგიძლიათ რო მითხრათ ეს პრობლემა გვარდება თუ არაა და თუ გვარდება როგორ ?

ika
1

gamarjobat

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

სექსუალური პრობლემები მამაკაცებსა და ქალებში - გინეკოლოგის რჩევები

სექსუალური პრობლემები მამაკაცებსა და ქალებში  - გინეკოლოგის რჩევები

ვაჟების სქესობრივი მომწიფება 15-18 წლის ასაკში სრულდება. ამავე ასაკიდან აღელვებთ მათ ნებისმიერი ასაკის მამაკაცისთვის აქტუალური პრობლემა. სექსუალურ პრობლემებზე საუბარს არა მხოლოდ მამაკაცები, ქალებიც ერიდებიან. რა არის სექსუალური პრობლემების გამომწვევი მიზეზები და როგორ ვუმკუნალოთ მას. თქვენს კითხვებს სექსოლოგი, გია ბეროშვილი პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

სოფო:

მყავს მეუღლე და ორი პატარა ბავშივი. 5 წელია გათხოვილი ვარ. საერთოდ აღარ მაქვს სექსის სურვილი. რასაც მეუღლე ძალიან განიცდის. ჩემთვის ურთიერთობა მხოლოდ მოვალეობის მოხდად იქცა. არ ვიცი ალბათ ამისი მიზეზი ჩემი წონაში მომატებაა. თან ციკლიც სერიოზულად ამერია. ბავშვების გაჩენამდე, წიანასწარ შემეძლო განმესაზღვრა მომდენო თვის ციკლის თარიღი. ეხლა კი 2 თვეში ერთხელ მაქვს. გინეკოლოგთან მისვლისა და კონსულტაციების რიგში დგომის დრო არ მაქვს (სამსახური). იქნებ მირჩიოთ საიდან დავიწყო. ალბათ ისევ გინეკოლოგთან ვიზიტით არა?

-როგორც ჩანს სოფო თვითონვე ხვდება საიდან უნდა დაიწყოს პრობლემის მოგვარება. თუ ახალგაზრდაა 30 წლამდე და ციკლი აერია, აქ შეიძლება იყოს ჰორმონალური დარღვევები, რომელიც აუცილებლად ყურადღებას საჭიროებს. თუ ასაკი უფრო მეტია, შეიძლება დგებოდეს კლიმაქსური პერიოდი და ციკლის არევა ამ პერიოდისთვის ბუნებრივია. აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს, ან გინეკოლოგს ან ენდოკრინოლოგს, რომ დადგინდეს ხომ არ არის რაიმე სხეულებრივი დაზიანებები. როცა სექსოლოგს მიმართვენ ასეთი პრობლემით, უნდა მივიდეს წყვილი, რადგან მათი პრობლემა ერთდროულად იხილება. ჩვენ ასევე არ ვიცით სოფოს როგორი ურთიერთობა აქვს ოჯახში, ხომ არ არის რაიმე კონფლიქტი, რაიმე დისჰარმონია, რის გამოც სექსისადმი ინტერესი გაუფერულდა. აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს და გაიაროს კონსულტაცია და საერთოდ ადამიანმა თავისი თავისათვის უნდა მოიცალოს თუ ეს პრობლემა აწუხებს.

მარი:

2 წელი გათხოვილი ვარ და სექსის დროს საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობ, საერთოდ არანაირი შეგრძნება არ მაქვს. თუ იკურნება და რა შეიძლება იყოს მიზეზი. შვილი ჯერ არ მყავს.

- მარის დავაიმედებ, რა თქმა უნდა ინკურნება. ძალიან ცუდია როცა კითხვას სვამენ და ასაკს არ ასახელებენ. აქ აუცილებლად წყვილმა უნდა მიმართოს სპეციალისტს და დადგინდეს მიზეზი რის გამო არის სქესობრივცი სიცივე მარის მხრიდან. თუ ამას დროზე არ მიხედეს და რაიმე გამოსავალი არ იპოვნეს შემდეგ სექსუალური დისჰარმონია ღრმავდება და შეიძლება სხვა ტიპის პრობლემებში გადაიზარდოს: ნევროზში, ოჯახური დისჰარმონიაში და ა.შ.

გიგა:

მაინტერესებს, რომელ ასაკში შეიძლება დადგინდეს აქვს თუ არა ვაჟს ფიმოზი? თუ საოპერაციოა, როდის სჯობია ოპერაციის გაკეთება და რამდენი ხანი სჭირდება რეაბილიტაციას? ასევე მაინტერესებს რამე ნაკლი ხომ არ აქვთ წინდაცვეთილ მამაკაცებს?

-ფიმოზის დადგენა ხდება მას შემდეგ როდესაც სქესობრივი მომწიფების ასაკი იწყება, როცა სასქესო ორგანოები იწყებენ ზომაში მატებას, გამოიხატება თმიანობა და მაშინ უფრო კონკრეტულად შეიძლება ითქვას არის თუ არა ფიმოზი ჩამოყალიბებული. ახალდაბადებულ ბავშვებს ჩუჩა ასოსი ვიწრო აქვთ და ხდება მისი გადაწევა, გაშიშვლება ექიმის მიერ. ახალდაბადებულზე ვერ იტყვი მას მომავალში ფიმოზი ექნება თუ არა. შესაბამისად როცა სასქესო ორგანო იწყებს ზომაში მომატებას მაშინ უკვე დაზუსტებით შეიძლება ითქვას არის თუ არა ფიმოზი. რაც შეეხება მის მკურნალობას, ეს ძირითადად ხდება ქირურგიული ჩარევით. სხვა არანაირი მეთოდი ამ სფეროში არ ამართლებს. მკურნალობა ოპერაციულია და უმტკივნეულო, ერთ კვირაში ყველანაირი პრობლემა იხსნება, ნაკერებიც იხსნება. შემდეგ მამაკაცს 10-12 დღის განმავლობაში შეუძლია აღადგინოს სექსუალირი ცხოვრება. რაც შეეხება ნაკლს, თუ რელიგიური თვალსაზრისით განვიხილავთ ნახევარ მსოფლიოს ეს ოპერაცია ბავშვობაშივე აქვს გაკეთებული. შესაბამისად არანაკლებ წარმატებით მრავლდებიან, ვიდრე ის ადამიანები ვისაც არ აქვთ წინადაცვეთა გაკეთებული. აქედან გამომდინარე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ არანაირი ნაკლი ამ პრობლემას არ აქვს.

მკითხველი A.R.T. -233:

23 წლის ვარ...ჩემი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ერთი წლის წინ გავთხოვდი დიდი სიყვარულით. წლის თავზე შვილი შეგვეძინა,რამაც ასმაგად უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს. ინტიმური ურთიერთობა თავიდანვე გვქონდა ძალიან მრავალფეროვანი და რომანტიული გარემოებების მომცველი,მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ჩემს მეუღლეს ორგაზმი სულ აქვს და მე ერთი წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ განვიცადე. მეგონა ჩემი მშობიარობის შემდეგ რაღაც შეცვლებოდა... იქნებ დამაკვალიანოთ როგორ მოვიქცე?იმიტომ რომ ჩემ თავს ვადანაშაულებ.

-მეუღლეს ანუ მამაკაცს, რომ ორგაზმი სულ აქვს ეს გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ მამაკაცის ორგაზმი სხვა ფენომენია, ქალის ორგაზმი კი უფრო რთული, ფსიქოლოგიური ფენომენია. შესაბამისად მამაკაცი ორგაზმს ყოველთვის განიცდის და ეს ნორმალურია. რაც შეეხება ქალს ეს ნამდვილად პრობლემაა, მითუმეტეს ერთხელ უკვე განცდილი აქვს და ვეღარ აღწევს ორგაზმს. ამის მიზეზები შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი, რომლის ეკრანიდან ახსნა ცოტა რთულია. აქ უნდა მოხდეს გამოკვლევა, ხომ არ არის რაიმე დარღვევები სხეულებრივი, ან ფსიქოლოგიური ან ხომ არ წარმოიქმნა ოჯახური დისჰარმონია. თავიდან აღნიშნავს მკითხველი, რომ ძალიან მრავალფეროვანი იყო სექსი, შეიძლება შემდეგ უკვე გაფერმკრთალდა. ამიტომ შეიძლება ჩაერთოს სექს თერაპიის ელემენტები. ყველა ვარიანტში ესეთი პრობლემების წარმოშობისას ექიმ-სექსოლოგს უნდა მიმართოთ.

ანია:

ვარ 21 წლის . ოთხი თვეა რაც გავთხოვდი. ძალიან კი მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ძალიან მჭირდება გინეკოლოგის დახმარება. ვერ ვახერხებ საქალწულე აპკის დაზიანებას და მირჩიეთ, როგორ მოვიქცე?

-ამას ჰქვია ვირგოგამიური, ანუ ქალწულებრივი ქორწინება. საკმაოდ ხშირია და ეს მარტო ამ წყვილის პრობლემა არ არის. ქალები კი არა მამაკაცები ვერ ახერხებენ საქალწულე აპკის დარღვევას. ეს შეიძლება იყო განპირობებული იმით, რომ ქალბატონს ჰქონდეს ვაგინიზმი, ძლიერი შეკუმშვა საშოს კუნთების, რომელიც არ აძლევს საშუალებას მამაკაცს ჩაატაროს სქესობრივი აქტი. შეიძლება იყოს მამაკაცის მხრიდა ერექციული პრობლემა, ანუ არ იყოს ერექცია ისეთი ხარისხის, რომელიც საშუელბას მისცემს მოახდინოს შეღწევა და დაირღვეს საქალწულე აპკი. საქალწულე აპკი, იმდენად ფაქიზი და სიფრიფანა წარმონაქმნია, რომ მისი დარღვევა დიდ სირთულებთან არ არის დაკავშირებული, თუ რა თქმა უნდა არ არის ქალის მხრიდან ვაგინიზმი და მამაკაცის მხრიდან კი ერექციული დისფუნქცია. ეს პრობლემა გადაწყვეტადია და უნდა მიმართონ ექიმს. გინეკოლოგს შეუძლია მოახდინოს ხელოვნური დეფლორაცია ანუ საქალწულე აპკის ხელოვნური დარღვევა , თუმცა თუ აქ ვაგინიზმია მაინც გაუჭირდება სქესობრივი აქტის ჩატარება. საშოს კუნთების პრობლემა გინეკოლოგის ჩარევით არ იხსნება, თუ ერექციის პრობლემაა საქალწულე აპკის დარღვევის შემთხვევაშიც გაძნელდება აქტი. ამიტომ ეს ექიმთან უნდა გაირკვეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდეს მკურნალობის ტაქტიკა.

ლალი:

ვარ 3 თვის გათხოვილი.გათხოვების დღიდან მაწუხებს ცისტიტი ხშირად. ხომ ვერ მირჩევთ ვისთან მივიდე სამკურნალოდ. წინასწარ გიხდით მადლობას.

-ლალის უნდა ვურჩიოთ, რომ მიმართოს უროლოგს, რადგან ეს სწორედ უროლოგის სფეროა.ეს პრობლემა საკმაოდ იოლად გადასაწყვეტია, პრეპარატების დანიშვნით ინკურნება. უნდა დადგინდეს ცისტიტის გამომწვევი მიზეზი, სექსის დაწყება პირდაპირ ცისტიტის მიზეზი არ არის. იქნება აუცილებლად რაღაც ბაქტერია, რომელმაც ეს ანთება გამოიწვია.

მკითხველი დადუ:

როდესაც მამაკაცს აქვს სექსუელური პრობლემა, ანუ ერექციის გარეშე (თუ არ ვცდები სწორად ვამბობ, ანუ არ უდგება ) ისე განიცდის ორგაზმს თანაც ძალიან სწრაფად და დიდი ძალისხმევა სჭირდება იმისათვის რომ მიაღწიოს ერექციას, (იმედია სწორად გადმოვცემ) იქნებ გვითხათ რა არის ამის მიზეზი და როგორ შეიძლება გამოვასწოროთ ეს პრობლემა?

-აქ მაინც პრობლემა არის ერექციისა, სასქესო ასო ვერ აღწევს შესაბამის სიმაგრეს, რომ შეკითხვის ავტორი დაკმაყოფილდეს. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ აქ არის ერექციული დისფუნქცია, რომელიც ადვილად გამოსწორებადია. თუ ახალგაზრდა მამაკაცია შეიძლება ფსიქოლოგიური მომენტით იყოს განპირობებული, ამიტომ აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმ- სექსოლოგთან და ეს პრობლემა გადაწყდება ადვილად.

ქრისტი:

უკვე მეოთხე წელია გათხოვილი ვარ და ორგაზმი არ განმიცდია, ბოლო თვეებში აღმოვაჩინე რომ სექსის დროს ფეხების ძლიერი მოჭერით ვაღწევდი ორგაზმს, წინა თვეში მუცელი მომეშალა (მეორეზე ვიყავი ორსულად) და გამომფხიკეს. მას შემდეგ მოჭერის ძალაც აღარ მაქვს და შესაბამისად ვეღარც ორგაზმს განვიცდი. შეიძლებოდა თუ არა გამოფხეკვას გამოეწვია ეს? და საერთოდ რა შეიძლება იყოს მიზეზი? ძალიან განვიცდი ამ პრობლემას და იმედს არ ვკარგავ, რომ ოდესმე როგორც წესია ისე მექნება სექსუალური აქტი. აღმგზნები საშუალებების გამოყენება თუ შეიძლება ექიმის გარეშე იქნებ ამაზეც მიპასუხოთ.

-ექიმის გარეშე საერთოდ არანაირი პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული. რაც შეეხება ამ პრობლემას, ორგაზმი ქალისთვის ცოტა რთული ფენომენია და თუ აქ არ არის რაიმე ორგანული პრობლემები სხვადასხვა პოზიციების მიღებით რეგულარულ სექსუალურ ცხოვრებაში ქალები პოულობენ იმ პოზიციას, სადაც აღწევენ ორგაზმს. ორსულობის შეწყვეტის შემდეგ გინეკოლოგის ჩარევას, გამოფხეკვას არ შეეძლო გამოეწვია რაიმე პათოლოგიური ცვლილებები, რომ ორგაზმის ეს ტიპი, რაზეც ქრისტი საუბრობს, გამქრალიყო. ეს ალბათ ისევ აღდგება, უბრალოდ გარკვეული დრო სჭირდება. რაც შეეხება საერთოდ ორგაზმს, აუცილებლად წყვილის თერაპიაა საჭირო, ოღონდ როგორი ამას ექიმი გადაწყვეტს, მხოლოდ მას შემდეგ როცა ცოლსაც და ქმარსაც გაესაუბრება.

თამუნა:

ვარ 10 თვის გათხოვილი. საქალწულე აპკის დარღვევა ვერ მოხერხდა.ბუნებრივად მქონდა ძლიერი ტკივილი და კუნთის უნებლიე შეკუმშვა. შემდეგ დავარღვიეთ ქირურგიულად, მაგრამ მაინც ვერ ხერხდება ბოლომდე აქტის ჩატარება. ძლიერ აღარ მტკივა მაგრამ მაქვს უსიამოვნო შეგრძნება. რისი გაკეთება შეიძლება?

-ხელოვნური დეფლორაცია არ წყვიტავს პრობლემას, აქ არის ვაგინიზმი ან ფსევდოვაგინიზმი, რომელიც უნდა გადაწყდეს ექიმ სექსოპათოლოგთან. არის სპეციალური სექს თერაპიის მეთოდები, რომელიც ამ პრობლემას აუცილებლად გადაწყვეტს. ასეთი ტელეკონსულტაციით, ეს რა თქმა უნდა, არ გამოვა.

ნინი:

ვარ 4 წლის გათხოვილი, ძალიან მიყვარს მეუღლე, სექსის დროს ვერ განვიცდი ორგაზმს, ჩემი მეუღლე ვერ ხვდება ამას, ვერც მე ვეუბნები ვერაფერს. არ მინდა თავმოყვარეობა შევულახო, არადა სექსი ჩემთვის აუტანელი გახდა. ეს ამბავი ჩემი ბრალია თუ მეუღლის, თუ ორივესი ერთად?

-მსოფლიოში ესეთი სტატისტიკაა, ძირითადი შეკითხვები მაინც მოდის გოგონებისგან რომლებიც ვერ აღწევენ ორგაზმს. ქალის ორგაზმი 35% შემთხვევაში ეს პრობლემა არსებობს, ოღონდ პრობლემა გამოსწორებადია მას შემდეგ რაც მიმართავენ ექიმს. თუ ქალმა ორგაზმი არ განიცადა ანუ სქესობრივი დაკმაყოფილება, შემდეგ ეს უკვე გადაიზრდება სხვა ტიპის პრობლემაში, რომელსაც ჰქვია ოჯახური დისჰარმონია. სექსში უნდა იყოს აუცილებლად ჰარმონია ცოლსა და ქმარს შორის, წინააღმდეგ შეთხვევაში პრობლემები წარმოიქმნება.

მკითხველი boy:

1. რა სიხშირით არის შესაძლებელი მასტურბაცია მამაკაცებში?

-მასტურბაციას მამაკაცები იწყებენ სქესობრივი მომწიფების ასაკიდან და ეს გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში, თუ მათ სქესობრივი პარტნიორი არ ჰყავთ. შეუძლია ჩაატაროს მასტურბაცია, მაგრამ უკეთესია იპოვნოს პარტნიორი. ორგანიზმისთვის მასტურბაცია მავნებელი არ არის.

2. რა შემთხვევაში არის მასტურბაცია მავნებელი მამაკაცის ორგანიზმისთვის?

-მასტურბაცია არცერთ ასაკში არ არის მავნებელი, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ყოველდღიური საქმიანობის საგანი და ადამიანი არ უნდა იყოს მხოლოდ მასტურბაციაზე გადართული.

იხილეთ ვიდეო