კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კვირიკაშვილი - შემოვლითი რკინიგზის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის
გიორგი კვირიკაშვილი - შემოვლითი რკინიგზის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა თბი­ლი­სის შე­მოვ­ლი­თი რკი­ნიგ­ზის თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა. რო­გორც მი­ნის­ტრმა შუ­ა­ხევ­ში, ჰე­სის სა­ფუძ­ვლის ჩაყ­რის შემ­დეგ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, თბი­ლი­სის შე­მოვ­ლი­თი რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხი ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის.

მი­სი­ვე თქმით, პი­არ­შო­უ­ე­ბის დად­გმა და "ღია კა­რის მტვრე­ვა" არ არის სა­ჭი­რო, რად­გან ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბა მუ­შა­ობს.

"ტექ­ნი­კუ­რი დე­ტა­ლე­ბია და­სა­ზუს­ტე­ბე­ლი, რამ­დე­ნი­მე პრობ­ლე­მა იყო ტექ­ნი­კუ­რი კუ­თხით. თუ შე­იძ­ლე­ბა, რომ პრო­ექ­ტის მო­დი­ფი­კა­ცია ისე გა­კეთ­დეს, რომ რკი­ნიგ­ზის ხაზი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არ გა­ი­ზარ­დოს და არ შე­ნელ­დეს მოძ­რა­ო­ბა, მა­შინ, პრინ­ციპ­ში, თე­ო­რი­უ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია გაგ­რძელ­დეს პრო­ექ­ტი, დღეს ამა­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ამ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ არა მხო­ლოდ ხარ­ჯი გა­იზ­რდე­ბა, არა­მედ მოძ­რა­ო­ბაც შე­ნელ­დე­ბა.

"კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტავ, რომ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ არის. ღია კა­რის მტვრე­ვა არ არის სა­ჭი­რო და პი­არ­შო­უ­ე­ბის გა­მარ­თვა ამ თე­მა­ზე. ჩვენ ვმუ­შა­ობთ სა­კი­ხის გა­და­სა­წყვე­ტად, თუმ­ცა სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ არის ", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

თბი­ლი­სის შე­მოვ­ლი­თი გზა რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა და თბი­ლი­სის მერ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის შე­წყვე­ტა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის და­ზა­რა­ლე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გიორგი კვირიკაშვილი - შემოვლითი რკინიგზის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის

გიორგი კვირიკაშვილი - შემოვლითი რკინიგზის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის შემოვლითი რკინიგზის თემაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მინისტრმა შუახევში, ჰესის საფუძვლის ჩაყრის შემდეგ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

მისივე თქმით, პიარშოუების დადგმა და "ღია კარის მტვრევა" არ არის საჭირო, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობა მუშაობს.

"ტექნიკური დეტალებია დასაზუსტებელი, რამდენიმე პრობლემა იყო ტექნიკური კუთხით. თუ შეიძლება, რომ პროექტის მოდიფიკაცია ისე გაკეთდეს, რომ რკინიგზის ხაზი ძალიან მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს და არ შენელდეს მოძრაობა, მაშინ, პრინციპში, თეორიულად შესაძლებელია გაგრძელდეს პროექტი, დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ამ დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ არა მხოლოდ ხარჯი გაიზრდება, არამედ მოძრაობაც შენელდება.

"კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ღია კარის მტვრევა არ არის საჭირო და პიარშოუების გამართვა ამ თემაზე. ჩვენ ვმუშაობთ საკიხის გადასაწყვეტად, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

თბილისის შემოვლითი გზა რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა და თბილისის მერმა დაათვალიერეს და აღნიშნეს, რომ აღნიშნული პროექტის მშენებლობის შეწყვეტა ქვეყნის ეკონომიკის დაზარალებას გამოიწვევს.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ