კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წვლილი მიუძღვის გურამ დოჩანაშვილს გოდერძი შარაშიას დაოჯახებაში
რა წვლილი მიუძღვის გურამ დოჩანაშვილს გოდერძი შარაშიას დაოჯახებაში

"კი­თხვა ად­რე­ულ ასაკ­ში და­ვი­წყე და ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ცოდ­ნას კლას­გა­რე­შე სა­კი­თხა­ვით ვიღ­რმა­ვებ­დი, რა­შიც დედა მი­წყობ­და ხელს. მას მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან, მე­გობ­რობ­და ბიბ­ლი­ო­თე­კა­რებ­თან და შე­სა­ბა­მი­სად, ეს ჩემ­თვის იმის პი­რო­ბა იყო, რომ ყო­ველ­თვის მქო­ნო­და ის წიგ­ნე­ბი, რაც მსურ­და, თუმ­ცა ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რომ ეს პრი­ვი­ლე­გია ცუ­დად გა­მო­მი­ყე­ნე­ბია და ის წიგ­ნი წა­მი­კი­თხავს, რაც ბავ­შვო­ბის ასა­კის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი იყო. მა­გა­ლი­თად, VIII კლას­ში წა­ვი­კი­თხე "ბალ­თა­ზარ კოსა", მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ყური მოვ­კა­რი ორი უფ­რო­სი ასა­კის ადა­მი­ა­ნის დი­ა­ლოგს ამ წიგ­ნის შე­სა­ხებ. წლე­ბის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ წიგ­ნი, სა­დაც მსგავ­სი სცე­ნე­ბია აღ­წე­რი­ლი, სკო­ლის მოს­წავ­ლემ არ უნდა წა­ი­კი­თხოს, მაგ­რამ რო­გორც გი­თხა­რით, ეს ჩუ­მად გა­ვა­კე­თე, რად­გან ხელი მი­მიწ­ვდე­ბო­და," - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტი გო­დერ­ძი შა­რა­შია.

კი­თხვას ბავ­შვო­ბი­დან შე­ეჩ­ვია და ასე­ვე ზრდი­ან ის და მისი მე­უღ­ლე ცირა 10 წლის შვილს - ან­დრი­ას. მის ბი­ნა­ში სა­ო­ჯა­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კა შე­იძ­ლე­ბა პი­რო­ბი­თად სამ ნა­წი­ლად დავ­ყოთ: პირ­ველ თა­რო­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლია მისი მე­უღ­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რა, მე­ო­რე ნა­წი­ლი გო­დერ­ძის ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­როა და იმავდრო­უ­ლად მისი მე­ო­რე ნა­ხევ­რი­საც, რად­გან დი­ა­სახ­ლი­სიც ხში­რად მი­მარ­თავს ამ წიგ­ნებს, ხოლო მე­სა­მე ნა­წი­ლი სა­ბავ­შვო წიგ­ნე­ბია, რომ­ლებ­საც პა­ტა­რა ან­დრია ყო­ველ­დღი­უ­რად უთ­მობს გარ­კვე­ულ დროს...

- არ­სე­ბობს ასა­კობ­რი­ვი ლიტე­რა­ტუ­რა და წიგ­ნე­ბი, რო­მე­ლე­ბიც უნდა გქონ­დეს წა­კი­თხუ­ლი. პი­რა­დად მე ზო­გი­ერ­თი სა­ბავ­შვო ნა­წარ­მო­ე­ბი თა­ვის დრო­ზე არ წა­ვი­კი­თხე და შემ­დეგ გა­ვე­ცა­ნი. მა­გა­ლი­თად, ასე­თია "და­ჩის ზღაპ­რე­ბი". ახ­ლა­ხან ჩემ­მა შვილ­მა წა­ი­კი­თხა ეს წიგ­ნი და ვფიქ­რობ, ეს ერთ-ერთი იმათ­გა­ნია, რო­მე­ლიც უნდა გქონ­დეს წა­კი­თხუ­ლი. დღეს ქუ­ჩა­ში ვინც უნდა გა­ა­ჩე­რო, ნა­კი­თხი თუ უწიგ­ნუ­რი, ყვე­ლას გა­უ­გია, რომ არ­სე­ბობს წიგ­ნი "მარ­ტო­ო­ბის ასი წე­ლი­წა­დი". ის მო­დუ­რი წიგ­ნე­ბის რი­ცხვშია, არა იმი­ტომ, რომ ვინ­მეს აინ­ტე­რე­სებს, არა­მედ იმი­ტომ, რომ ვი­ღა­ცამ წა­ი­კი­თხა და მა­საც უნდა ჰქონ­დეს წა­კი­თხუ­ლი.

- ეს კარ­გია თუ ცუდი, ანუ მო­დის გამო წიგ­ნე­ბის კი­თხვა?

- წიგ­ნის კი­თხვა არა­სო­დეს არის ცუდი, რაც მეტს წა­ი­კი­თხავ, უკე­თე­სია, მაგ­რამ რა­ტომ უნდა წა­ვი­კი­თხოთ "მარ­ტო­ო­ბის ასი წე­ლი­წა­დი" ას­ჯერ, როცა შე­იძ­ლე­ბა წა­ვი­კი­თხოთ იმა­ვე მწერ­ლის რა­ი­მე სხვა, მა­გა­ლი­თად "წი­თუ­რი", რაც არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა. მო­დუ­რი წიგ­ნე­ბი მეც მაქვს წა­კი­თხუ­ლი. ერთხელ ზღვა­ზე წას­ვლამ­დე მა­ღა­ზი­ა­ში ყურ­ბან სა­ი­დის "ალი და ნი­ნოს" მხო­ლოდ ერთი ეგ­ზემპლა­რი დაგ­ვხვდა, ამი­ტომ მე და ჩემი მე­უღ­ლე ამ წიგ­ნის თა­ვებს რიგ­რი­გო­ბით ვკი­თხუ­ლობ­დით. დღეს ასე­ვე მო­დუ­რია ფა­მუ­ქი. თუ მისი წიგ­ნი არ წა­გი­კი­თხავს, ბევ­რის­თვის იმას ნიშ­ნავს, რომ არა­ფე­რი წა­გი­კი­თხავს. და ეს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ეს ავ­ტო­რი მო­და­შია.

- ფა­მუ­ქი წა­ი­კი­თხეთ?

- წელს ზღვა­ზე წას­ვლამ­დე წა­სა­ღე­ბად წიგ­ნე­ბი შე­ვარ­ჩიე და მათი და­სა­ხე­ლე­ბა "ფე­ის­ბუქ­ზე" სტა­ტუ­სად გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე. ეს იყო ფა­მუ­ქის "მე მქვია წი­თე­ლი" და აკუ­ტა­გა­ვას "ჯო­ჯო­ხე­თის სუ­რა­თე­ბი". აკუ­ტა­გა­ვა­ზე არა­ფე­რი, მაგ­რამ ბევ­რმა მირ­ჩია, რომ ფა­მუ­ქი ზღვა­ზე არ წა­მე­კი­თხა, რად­გან და­მამ­ძი­მებ­და. მე­გობ­რებს და­ვუ­ჯე­რე და წიგ­ნი ჩან­თი­დან ამო­ვი­ღე. ახლა ვა­პი­რებ მის წა­კი­თხვას. რაც შე­ე­ხე­ბა აკუ­ტა­გა­ვას, წა­ვი­ღე და საკ­მა­ოდ მძი­მე წა­სა­კი­თხი აღ­მოჩ­ნდა.

- წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საყ­ვა­რე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჟან­რი თუ ჩა­მო­გი­ყა­ლიბ­დათ?

- ვერ გა­მო­ვარ­ჩევ. ყვე­ლა­ფერს ვკი­თხუ­ლობ, რაც ხელ­ში მომ­ხვდე­ბა. აკუ­ტა­გა­ვამ­დე წა­ვი­კი­თხე ინ­დო­ე­ლი მწე­რა­ლი თა­გო­რი და დო­ნალდ ტრამ­პის "იაზ­რო­ვე ჩემ­პი­ო­ნი­ვით". ტრამ­პი ბიზ­ნეს­მე­ნია და არა მწე­რა­ლი, მაგ­რამ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გორ და­ი­წყო ბიზ­ნე­სი, რო­გორ გა­კოტ­რდა რამ­დენ­ჯერ­მე და სა­ერ­თოდ, რას წერ­და. ის იმ­დე­ნად ჭკვი­ა­ნია, რომ წიგნ­ში არ გას­წავ­ლის, რო­გორ უნდა და­ი­წყო ბიზ­ნე­სი, უბ­რა­ლოდ, ამ­ბად გიყ­ვე­ბა თა­ვის ცხოვ­რე­ბას. სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია, რომ მან ერთ-ერთი მო­რი­გი გა­კოტ­რე­ბის შემ­დეგ ქველ­მოქ­მე­დე­ბას მიჰ­ყო ხელი და ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან დიდი მე­სი­ჯია.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რა წვლილი მიუძღვის გურამ დოჩანაშვილს გოდერძი შარაშიას დაოჯახებაში

რა წვლილი მიუძღვის გურამ დოჩანაშვილს გოდერძი შარაშიას დაოჯახებაში

"კითხვა ადრეულ ასაკში დავიწყე და ძალიან მიყვარდა. ცოდნას კლასგარეშე საკითხავით ვიღრმავებდი, რაშიც დედა მიწყობდა ხელს. მას მუდმივი კონტაქტი ჰქონდა ბიბლიოთეკასთან, მეგობრობდა ბიბლიოთეკარებთან და შესაბამისად, ეს ჩემთვის იმის პირობა იყო, რომ ყოველთვის მქონოდა ის წიგნები, რაც მსურდა, თუმცა ყოფილა შემთხვევები, რომ ეს პრივილეგია ცუდად გამომიყენებია და ის წიგნი წამიკითხავს, რაც ბავშვობის ასაკისთვის შეუფერებელი იყო. მაგალითად, VIII კლასში წავიკითხე "ბალთაზარ კოსა", მხოლოდ იმიტომ, რომ ყური მოვკარი ორი უფროსი ასაკის ადამიანის დიალოგს ამ წიგნის შესახებ. წლების შემდეგ მივხვდი, რომ წიგნი, სადაც მსგავსი სცენებია აღწერილი, სკოლის მოსწავლემ არ უნდა წაიკითხოს, მაგრამ როგორც გითხარით, ეს ჩუმად გავაკეთე, რადგან ხელი მიმიწვდებოდა," - ამბობს ჟურნალისტი გოდერძი შარაშია.

კითხვას ბავშვობიდან შეეჩვია და ასევე ზრდიან ის და მისი მეუღლე ცირა 10 წლის შვილს - ანდრიას. მის ბინაში საოჯახო ბიბლიოთეკა შეიძლება პირობითად სამ ნაწილად დავყოთ: პირველ თაროზე განლაგებულია მისი მეუღლის სამედიცინო ლიტერატურა, მეორე ნაწილი გოდერძის ინტერესების სფეროა და იმავდროულად მისი მეორე ნახევრისაც, რადგან დიასახლისიც ხშირად მიმართავს ამ წიგნებს, ხოლო მესამე ნაწილი საბავშვო წიგნებია, რომლებსაც პატარა ანდრია ყოველდღიურად უთმობს გარკვეულ დროს...

- არსებობს ასაკობრივი ლიტე­რატურა და წიგნები, რომელებიც უნდა გქონდეს წაკითხული. პირადად მე ზოგიერთი საბავშვო ნაწარმოები თავის დროზე არ წავიკითხე და შემდეგ გავეცანი. მაგალითად, ასეთია "დაჩის ზღაპრები". ახლახან ჩემმა შვილმა წაიკითხა ეს წიგნი და ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც უნდა გქონდეს წაკითხული. დღეს ქუჩაში ვინც უნდა გააჩერო, ნაკითხი თუ უწიგნური, ყველას გაუგია, რომ არსებობს წიგნი "მარტოობის ასი წელიწადი". ის მოდური წიგნების რიცხვშია, არა იმიტომ, რომ ვინმეს აინტერესებს, არამედ იმიტომ, რომ ვიღაცამ წაიკითხა და მასაც უნდა ჰქონდეს წაკითხული.

- ეს კარგია თუ ცუდი, ანუ მოდის გამო წიგნების კითხვა?

- წიგნის კითხვა არასოდეს არის ცუდი, რაც მეტს წაიკითხავ, უკეთესია, მაგრამ რატომ უნდა წავიკითხოთ "მარტოობის ასი წელიწადი" ასჯერ, როცა შეიძლება წავიკითხოთ იმავე მწერლის რაიმე სხვა, მაგალითად "წითური", რაც არანაკლებ საინტერესოა. მოდური წიგნები მეც მაქვს წაკითხული. ერთხელ ზღვაზე წასვლამდე მაღაზიაში ყურბან საიდის "ალი და ნინოს" მხოლოდ ერთი ეგზემპლარი დაგვხვდა, ამიტომ მე და ჩემი მეუღლე ამ წიგნის თავებს რიგრიგობით ვკითხულობდით. დღეს ასევე მოდურია ფამუქი. თუ მისი წიგნი არ წაგიკითხავს, ბევრისთვის იმას ნიშნავს, რომ არაფერი წაგიკითხავს. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ავტორი მოდაშია.

- ფამუქი წაიკითხეთ?

- წელს ზღვაზე წასვლამდე წასაღებად წიგნები შევარჩიე და მათი დასახელება "ფეისბუქზე" სტატუსად გამოვაქვეყნე. ეს იყო ფამუქის "მე მქვია წითელი" და აკუტაგავას "ჯოჯოხეთის სურათები". აკუტაგავაზე არაფერი, მაგრამ ბევრმა მირჩია, რომ ფამუქი ზღვაზე არ წამეკითხა, რადგან დამამძიმებდა. მეგობრებს დავუჯერე და წიგნი ჩანთიდან ამოვიღე. ახლა ვაპირებ მის წაკითხვას. რაც შეეხება აკუტაგავას, წავიღე და საკმაოდ მძიმე წასაკითხი აღმოჩნდა.

- წლების განმავლობაში საყვარელი ლიტერატურული ჟანრი თუ ჩამოგიყალიბდათ?

- ვერ გამოვარჩევ. ყველაფერს ვკითხულობ, რაც ხელში მომხვდება. აკუტაგავამდე წავიკითხე ინდოელი მწერალი თაგორი და დონალდ ტრამპის "იაზროვე ჩემპიონივით". ტრამპი ბიზნესმენია და არა მწერალი, მაგრამ მაინტერესებდა, როგორ დაიწყო ბიზნესი, როგორ გაკოტრდა რამდენჯერმე და საერთოდ, რას წერდა. ის იმდენად ჭკვიანია, რომ წიგნში არ გასწავლის, როგორ უნდა დაიწყო ბიზნესი, უბრალოდ, ამბად გიყვება თავის ცხოვრებას. საინტერესო ფაქტია, რომ მან ერთ-ერთი მორიგი გაკოტრების შემდეგ ქველმოქმედებას მიჰყო ხელი და ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი მესიჯია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს