კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - თუ მოვიგებთ ძლიერად, ქვეყანა განვითარდება ძლიერად
გიორგი მარგველაშვილი - თუ მოვიგებთ ძლიერად, ქვეყანა განვითარდება ძლიერად

კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ბა­თუმ­ში სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბი გახ­სნა. შტაბს აჭა­რის მთავ­რო­ბის აპა­რა­ტის უფ­რო­სი ირაკ­ლი ჭე­იშ­ვი­ლი უხელ­მძღვა­ნე­ლებს. საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა ძვე­ლი ბა­თუ­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­თან შეკ­რე­ბილ მხარ­დამ­ჭე­რებს მი­მარ­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ინ­სცე­ნი­რე­ბუ­ლია.

"ვხე­დავთ, ყო­ველ­დღე რაზე არის სა­უ­ბა­რი მე­დი­ა­ში. რა თე­მე­ბის წა­მო­წე­ვა ხდე­ბა. ეს თე­მე­ბი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ვხვდე­ბით, რომ არის ინ­სცე­ნი­რე­ბუ­ლი. დღეს მთე­ლი გა­და­ცე­მა მი­უ­ღძვნეს ევ­რა­ზი­ის კავ­ში­რის თე­მას. ამა­ზე ღრმა წი­აღვსვლე­ბია, ოღონდ შიში და ეჭვი და­თე­სონ. გუ­შინ კახი კა­ლა­ძე აძ­ლევ­და ინ­ტერ­ვი­უს თვითმფრი­ნა­ვის თე­მა­ზე, ეს ანეკ­დო­ტია. მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა, რომ მთა­ვა­რი გზი­დან გა­დაგ­ვიყ­ვა­ნონ", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­სა და სა­გა­რეო კურ­სში ქვე­ყა­ნას სე­რი­ო­ზუ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი აქვს.

"ზუს­ტად ვიცი, ბა­თუმ­ში ვინ რო­გორ და­დის და რის თა­ო­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ ეს ტუ­რე­ბი, რა ეჭ­ვებს და ჭო­რებ­საც ნერ­გა­ვენ. თი­თო­ე­ულ ასეთ ტურს, რო­მე­ლიც რუ­სე­თის "ოხ­რან­კის" ფორ­მა­ტით მუ­შა­ობს, გა­მოყ­ვა­ნა უნდა მოხ­დეს სუფ­თა წყალ­ზე და ხალ­ხის­თვის ჩვე­ნე­ბა, რომ ეს ასე არ არის. დამ­თავ­რდა ის დრო, როცა ეჭვს და­ნერ­გავ­დნენ და ერ­თმა­ნეთს გა­დაგ­ვკი­დე­ბენ. ეს ბრძო­ლა გა­და­დის თქვენ­ზე. ხე­დავთ, რა სი­ტუ­ა­ცი­აა მე­დი­ა­სა და სხვა სფე­რო­ებ­ში, შეგ­ვიძ­ლია მარ­თა­ლი სი­ტყვის გა­ტა­ნა, მაგ­რამ არ მი­დის პო­ლე­მი­კა, არა­ვინ არ გვე­კა­მა­თე­ბა, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პროგ­რა­მა ცუდი გა­ვა­კე­თეთ. არ გვე­კა­მა­თე­ბი­ან, რომ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს რომ ურიგ­დე­ბათ ცუ­დია, სა­გა­რეო კურ­სში რომ უზარ­მა­ზა­რი წარ­მა­ტე­ბა გვაქვს, ამა­ზე ღიად ვე­რა­ვინ გვი­პი­რის­პირ­დე­ბა.

გვი­პი­რის­პირ­დე­ბი­ან ჭო­რით და ამ ჭო­რის გა­ქარ­წყლე­ბა, ცენ­ტრა­ლუ­რი მე­დი­ით ძა­ლი­ან რთუ­ლია, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ავ­ტო­რი­ტე­ტი გა­აჩ­ნია. ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლად მო­სა­გე­ბი ბრძო­ლა. თუ მო­ვი­გებთ სუს­ტად, ქვე­ყა­ნა გან­ვი­თა­რე­ბა სუს­ტად, თუ მო­ვი­გებთ ძლი­ე­რად, ქვე­ყა­ნა გან­ვი­თარ­დე­ბა ძლი­ე­რად", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

შტა­ბის გახ­სნას კო­ა­ლი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რებ­თან ერ­თად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კახი კა­ლა­ძე, არ­მაზ ახვლე­დი­ა­ნი, მურ­მან დუმ­ბა­ძე, არ­ჩილ ხა­ბა­ძე და აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გიორგი მარგველაშვილი - თუ მოვიგებთ ძლიერად, ქვეყანა განვითარდება ძლიერად

გიორგი მარგველაშვილი - თუ მოვიგებთ ძლიერად, ქვეყანა განვითარდება ძლიერად

კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში საარჩევნო შტაბი გახსნა. შტაბს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ირაკლი ჭეიშვილი უხელმძღვანელებს. საპრეზიდენტო კანდიდატმა ძველი ბათუმის ტერიტორიაზე საარჩევნო შტაბთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაციები ხშირ შემთხვევაში ინსცენირებულია.

"ვხედავთ, ყოველდღე რაზე არის საუბარი მედიაში. რა თემების წამოწევა ხდება. ეს თემები თავიდან ბოლომდე ვხვდებით, რომ არის ინსცენირებული. დღეს მთელი გადაცემა მიუღძვნეს ევრაზიის კავშირის თემას. ამაზე ღრმა წიაღვსვლებია, ოღონდ შიში და ეჭვი დათესონ. გუშინ კახი კალაძე აძლევდა ინტერვიუს თვითმფრინავის თემაზე, ეს ანეკდოტია. მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა, რომ მთავარი გზიდან გადაგვიყვანონ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობაში, განათლების სისტემასა და საგარეო კურსში ქვეყანას სერიოზული წარმატებები აქვს.

"ზუსტად ვიცი, ბათუმში ვინ როგორ დადის და რის თაობაზე ლაპარაკობენ ეს ტურები, რა ეჭვებს და ჭორებსაც ნერგავენ. თითოეულ ასეთ ტურს, რომელიც რუსეთის "ოხრანკის" ფორმატით მუშაობს, გამოყვანა უნდა მოხდეს სუფთა წყალზე და ხალხისთვის ჩვენება, რომ ეს ასე არ არის. დამთავრდა ის დრო, როცა ეჭვს დანერგავდნენ და ერთმანეთს გადაგვკიდებენ. ეს ბრძოლა გადადის თქვენზე. ხედავთ, რა სიტუაციაა მედიასა და სხვა სფეროებში, შეგვიძლია მართალი სიტყვის გატანა, მაგრამ არ მიდის პოლემიკა, არავინ არ გვეკამათება, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამა ცუდი გავაკეთეთ. არ გვეკამათებიან, რომ სახელმძღვანელოები სკოლის მოსწავლეებს რომ ურიგდებათ ცუდია, საგარეო კურსში რომ უზარმაზარი წარმატება გვაქვს, ამაზე ღიად ვერავინ გვიპირისპირდება.

გვიპირისპირდებიან ჭორით და ამ ჭორის გაქარწყლება, ცენტრალური მედიით ძალიან რთულია, ამის შესაძლებლობა აქვს იმ ადამიანებს, რომლებსაც ავტორიტეტი გააჩნია. ეს არის სერიოზულად მოსაგები ბრძოლა. თუ მოვიგებთ სუსტად, ქვეყანა განვითარება სუსტად, თუ მოვიგებთ ძლიერად, ქვეყანა განვითარდება ძლიერად", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

შტაბის გახსნას კოალიციის მხარდამჭერებთან ერთად, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები კახი კალაძე, არმაზ ახვლედიანი, მურმან დუმბაძე, არჩილ ხაბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა