სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილების ცხელი ზაფხული და მწერალი, რომელსაც არასდროს დაუსვენია
ცნობილების ცხელი ზაფხული და მწერალი, რომელსაც არასდროს დაუსვენია

ზა­ფხუ­ლი მი­ი­წუ­რა და და­სას­ვე­ნებ­ლად წა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ნელ-ნელა სა­მუ­შა­ოს, სახ­ლებს უბ­რუნ­დე­ბი­ან და ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის და­სა­წყე­ბად მო­რა­ლუ­რად ემ­ზა­დე­ბი­ან. მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ზო­გი­ერ­თებ­მა მთე­ლი ზა­ფხუ­ლი შრო­მა­ში გა­ა­ტა­რეს და სწო­რედ ახლა აპი­რე­ბენ რამ­დე­ნი­მე დღით ქა­ლაქ­გა­რეთ "გა­პარ­ვას". იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რო­გორ და­ის­ვე­ნეს და რა სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან, რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ ადა­მი­ანს და­ვუ­კავ­შირ­დით.

ხა­ტია ბრა­ჭუ­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- წელს ბა­თუმ­ში და­ვის­ვე­ნე. ასე­ვე, ვეს­ტუმ­რე სვა­ნეთ­სა და სა­მეგ­რე­ლოს. და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლი­სა და მეს­ტი­ის მუ­ზე­უ­მის ნახ­ვით დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღე. მო­ვა­ხერ­ხე აგ­რეთ­ვე და "სა­შო­პინ­გოდ" ტრაპ­ზონ­ში ვი­ყა­ვი.

ადრე ყო­ველ­თვის ოჯახ­თან ერ­თად ვის­ვე­ნებ­დი, ახლა კი ძი­რი­თა­დად, მე­გობ­რებ­თან ერ­თად მივ­დი­ვარ. არ მიყ­ვარს ე.წ. პა­სი­უ­რი დას­ვე­ნე­ბა. მომ­წონს დრო­ის აქ­ტი­უ­რად და ხა­ლი­სი­ა­ნად გა­ტა­რე­ბა. მაქვს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე­ე­ბი, მაგ­რამ ახლა ვერ და­ვა­კონ­კრე­ტებ, მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი კვლავ მი­ხი­ლავს ეკ­რან­ზე. გარ­და ამი­სა, 10 ოქ­ტომ­ბერს ავთო ვარ­სი­მაშ­ვი­ლის ახა­ლი ფილ­მის პრე­მი­ე­რაა და­გეგ­მი­ლი, რო­მელ­შიც მეც ვმო­ნა­წი­ლე­ობ.

ზაზა ხუ­ციშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი:

- ზა­ფხუ­ლი წყნეთ­თან ახ­ლოს, ჩემს აგა­რაკ­ზე გა­ვა­ტა­რე. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემს სახ­ლსა და ეზო­ში, მშვიდ გა­რე­მო­ში ფუს­ფუ­სი. სახ­ლს ყო­ველ­წლი­უ­რად რა­ღა­ცით ვა­ლა­მა­ზებ. ვზრუ­ნავ ეზოს გამ­წვა­ნე­ბა­ზეც. ვუვ­ლი ხე­ხილს, ბოს­ტა­ნიც მაქვს, სა­დაც მწვა­ნი­ლი და ბოსტნე­უ­ლი სა­კუ­თა­რი ხე­ლით მომ­ყავს. ნა­დი­რო­ბის სე­ზო­ნი ჩემ­თვის მა­რი­ა­მო­ბის შემ­დეგ იხ­სნე­ბა, თუმ­ცა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად ბევ­რად ად­რეა ნა­დი­რო­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი. სწო­რედ დღეს ვი­ყა­ვით სა­ნა­დი­როდ, მაგ­რამ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი დღე მქონ­და.

სექ­ტემ­ბერ­ში ჩვე­ნი ჯგუ­ფი გა­აქ­ტი­უ­რე­ბას აპი­რებს, რე­პე­ტი­ცი­ებს გან­ვა­ახ­ლებთ, რამ­დე­ნი­მე კლუბ­ში კონ­ცერტს გავ­მარ­თავთ და მერე უფრო დიდი მას­შტა­ბის კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა­საც ვეც­დე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა წამ­ყვა­ნო­ბას, ეკ­რან­ზე არა, მაგ­რამ რა­დიო "ვი­ნი­ლის" ეთერ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა მექ­ნე­ბა.

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- ოჯახ­თან ერ­თად, თურ­ქეთ­ში ვი­ყა­ვი. ჩვე­ნი დას­ვე­ნე­ბა უკვე დას­რულ­და და თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დით...

- რო­გორც ვიცი, თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეა - ფეხ­მძი­მო­ბას ვგუ­ლის­ხმობ. და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლის შერ­ჩე­ვა ამ ფაქ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც მოხ­და?

- არა, მა­ნამ­დე გვქონ­და და­გეგ­მი­ლი ზღვა­ზე წას­ვლა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აღარ შეგ­ვიც­ვლია. სა­ერ­თოდ, როცა ბავ­შვებ­თან ერ­თად მივ­დი­ვართ, მშვიდ და ოჯა­ხურ გა­რე­მოს ვირ­ჩევთ. ასე­ვე, ვცდი­ლობთ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად წა­ვი­დეთ, რათა უფრო მე­ტად გა­ვერ­თოთ. გარ­თო­ბა­ში კლუ­ბებს არ ვგუ­ლის­ხმობ - ასეთ ად­გი­ლებ­ში მე და ჩემი მე­უღ­ლე მარ­ტო დავ­დი­ვართ ხოლ­მე.

გია ჯა­ჯა­ნი­ძე, ფსი­ქო­ლო­გი:

- გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და, ზა­ფხულს ძი­რი­თა­დად, თბი­ლის­ში ვა­ტა­რებ. დას­ვე­ნე­ბის ასე­თი წესი მაქვს: როცა ქა­ლა­ქი იც­ლე­ბა, სიმ­შვი­დით ვტკბე­ბი. და­სას­ვე­ნებ­ლად მხო­ლოდ მა­შინ მივ­დი­ვარ, როცა ხალ­ხი დე­და­ქა­ლაქ­ში ბრუნ­დე­ბა და თბი­ლი­სი ივ­სე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, დიდ მოგ­ზა­უ­რო­ბას და­ვი­წყებ. სა­ერ­თოდ, ერთ ად­გი­ლას ვერ ვჩერ­დე­ბი. კი­დევ ერთი რამ მა­ხა­სი­ა­თებს: სხვე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია დას­ვე­ნე­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­თან ან მე­გობ­რებ­თან ერ­თად, რად­გან შე­იძ­ლე­ბა, იქ ყოფ­ნი­სას ჩვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს არ და­ემ­თხვეს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­სას­ვე­ნებ­ლად ნა­თე­სა­ვებ­თან ან მე­გობ­რებ­თან ერ­თად წა­ვიდ­ნენ, "ის­ტე­რი­კით" ჩა­მოვ­ლენ... დას­ვე­ნე­ბი­სას არ მიყ­ვარს არა­ვი­თა­რი კლუ­ბი, "ტან­ცი­მან­ცე­ბი" და გნი­ა­სი - ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხომ ისე­დაც, მთე­ლი წელი ვარ... დას­ვე­ნე­ბა რა­ღა­ცით უნდა გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს ცხოვ­რე­ბის ჩვე­უ­ლი წე­სის­გან! ახლა ერთი გან­ზრახ­ვა მაქვს: ძა­ლი­ან მინ­და წა­ვი­დე ჭი­ა­თუ­რა­ში, ჩემს სახ­ლში და და­ახ­ლო­ე­ბით 5 დღე იმ ეზო­ში ვი­ა­რო, სა­დაც ბავ­შვო­ბა გა­ვა­ტა­რე. დიდი ხა­ნია, იქ არ ვყო­ფილ­ვარ. ეზო­ში ძა­ლი­ან ძვე­ლი, XVIII სა­უ­კუ­ნის ხის ქოხი დგას. ახლა ნა­თე­სა­ვე­ბი მის დან­გრე­ვას აპი­რე­ბენ. მათ შე­ვუთ­ვა­ლე, რომ ჩას­ვლას ვა­პი­რებ. მინ­და, ერთხელ კი­დევ შე­ვი­დე ამ პა­წა­წი­ნა სახ­ლში, ფო­ტო­ე­ბი გა­და­ვი­ღო და მერე თუ უნ­დათ, და­ან­გრი­ონ.

- თქვენს სა­მოგ­ზა­უ­რო გეგ­მებ­ში სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლაც შე­დის?

- ამის პრობ­ლე­მა არ არის, მაქვს ვი­ზე­ბი და სა­დაც მინ­და, იქ წა­ვალ.

სოფო ხალ­ვა­ში, მომ­ღე­რა­ლი:

- ახლა ბა­თუმ­ში ვარ. შე­იძ­ლე­ბა, ჩემს დას­ვე­ნე­ბას "პა­რა­ლე­ლუ­რი" და­ვარ­ქვათ, რად­გა­ნაც მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვის­ვე­ნებ. ახ­ლაც გა­და­ღე­ბა მაქვს. ზო­გა­დად, ჩემ­თვის დას­ვე­ნე­ბა ოჯახ­თან ერ­თად ყოფ­ნას ნიშ­ნავს და არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სად ვიქ­ნე­ბით. ასე რომ, უპი­რა­ტე­სო­ბას ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში დას­ვე­ნე­ბას ვა­ნი­ჭებ... ცნო­ბი­სათ­ვის, მალე ბენდთან ერ­თად ახალ ალ­ბომ­ზე და­ვი­წყებ მუ­შა­ო­ბას.

ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძე, მო­დე­ლი:

- ეს ზა­ფხუ­ლი ჩვენ­თვის მე­ტად და­ძა­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა: შვილ­თან ერ­თად კვა­რი­ათ­ში ვი­ყა­ვი, როცა ავად გახ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ მე­ნინ­გი­ტი ჰქონ­და. მკურ­ნა­ლო­ბას გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი დას­ჭირ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახლა ჯან­მრთე­ლად არის, გა­დავ­რჩით... მერე წყნეთ­ში წა­ვე­დით და ბავ­შვე­ბი ახ­ლაც იქ არი­ან. სხვა გეგ­მე­ბი გვქონ­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ჩაგ­ვე­შა­ლა. ზო­გა­დად, ბავ­შვთან ერ­თად, მშვიდ გა­რე­მო­ში ვის­ვე­ნებ ხოლ­მე ან მე­გობ­რებ­თან ერ­თად სად­მე მივ­დი­ვარ. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ზღვა იქ­ნე­ბა თუ მთა - ორი­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სა­ზღვარ­გა­რეთ დას­ვე­ნე­ბა ჯერ ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ. ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს და თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ყვე­ლას ერ­თდრო­უ­ლად არ გა­მოგ­ვიჩ­ნდა. ახლა ვგეგ­მავთ წას­ვლას და იმე­დია, გა­მოგ­ვი­ვა.

- რას ნიშ­ნავს შენ­თვის სა­ზღვარ­გა­რეთ დას­ვე­ნე­ბა?

- იცი, რა, აქ ერ­თფე­როვ­ნე­ბაა. მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლია ყო­ველ წელს ერთი და იმა­ვე რა­ღა­ცის კე­თე­ბა. პირ­ვე­ლი არ ვიქ­ნე­ბი, თუ ვი­ტყვი, რომ სად­მე ევ­რო­პა­ში უფრო კარ­გად და­ის­ვე­ნებს ადა­მი­ა­ნი, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში.

დათო ტუ­რაშ­ვი­ლი, მწე­რა­ლი:

- ბა­ტო­ნო და­ვით, უკვე და­ის­ვე­ნეთ? მა­ინ­ტე­რე­სებს, რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის დას­ვე­ნე­ბა?

- რას ამ­ბობთ, რა დას­ვე­ნე­ბა? მე ცხოვ­რე­ბა­ში არ და­მის­ვე­ნია! რომ აღარ ვიქ­ნე­ბი, ალ­ბათ მა­შინ და­ვის­ვე­ნებ (იცი­ნის).

ირმა სო­ხა­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

- ერთი კვი­რით ქო­ბუ­ლეთ­ში ვი­ყა­ვი, პროფ­კავ­ში­რე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ სა­ბავ­შვო შე­მოქ­მე­დე­ბით ფეს­ტი­ვალ­ზე ჟი­უ­რის წევ­რად მი­მიწ­ვი­ეს. ნორ­მა­ლუ­რი ამინ­დი და კარ­გი გა­რე­მო იყო. აგ­ვის­ტო­ში, ჩემს ქა­ლიშ­ვილ ნა­ტუ­კა­სა და მის ოჯახ­თან ერ­თად შეკ­ვე­თილ­ში ვი­ყა­ვი. ახლა მე და ჩემი მე­უღ­ლე ვცდი­ლობთ, რო­გორ­მე თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო და­ვამ­თხვი­ოთ და ერთი კვი­რით თურ­ქე­თის რო­მე­ლი­მე კუ­რორტზე გა­ვემ­გზავ­როთ. რე­ზოს ზღვა­ზე წას­ვლი­სას არ უყ­ვარს რის­კი. რამ­დენ­ჯე­რაც სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტებ­ზე წა­ვიყ­ვა­ნე, იმ­დენ­ჯერ­ვე ცუდი ამინ­დი და­ემ­თხვა, ეს კი მას ძა­ლი­ან ცუდ ხა­სი­ათ­ზე აყე­ნებს ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლას. ამი­ტო­მაც გვინ­და თურ­ქეთ­ში წას­ვლა. ეს ზა­ფხუ­ლი ნა­ყო­ფი­ე­რი იყო იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან ბევ­რი კუ­თხე მო­ვი­ა­რე. ახლა ისევ ბა­თუმ­ში მო­მი­წევს წას­ვლა... ნო­ემ­ბრის ბო­ლოს ან დე­კემ­ბერ­ში დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას ვგეგ­მავ, მაგ­რამ თუ ყვე­ლაფ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა ვერ მო­ხერ­ხდე­ბა, კონ­ცერტს გა­ზა­ფხუ­ლის­თვის გა­დავ­დებ.

ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- აგა­რაკ­ზე, წყნარ და მშვიდ გა­რე­მო­ში ვის­ვე­ნებ - სწო­რედ ასე­თი დას­ვე­ნე­ბა მომ­წონს. არ მიყ­ვარს ზღვა და შე­სა­ბა­მი­სად, ცურ­ვაც არ ვიცი. ხმა­ურ­ში ვე­რაფ­რით ვი­სი­ა­მოვ­ნებ. რაც შე­ე­ხე­ბა მი­შას, ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით, მას ზღვაც უყ­ვარს და მთაც... რე­ჟი­სო­რი გიგა აგ­ლა­ძე, დათო ტუ­რაშ­ვი­ლის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, ფილ­მის გა­და­ღე­ბას აპი­რებს. გა­და­ღე­ბე­ბი მალე და­ი­წყე­ბა და მას­ში მეც მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. გარ­და ამი­სა, სხვა პრო­ექ­ტშიც მი­მიწ­ვი­ეს - ასე რომ, წინ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შაო მე­ლის.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ცნობილების ცხელი ზაფხული და მწერალი, რომელსაც არასდროს დაუსვენია

ცნობილების ცხელი ზაფხული და მწერალი, რომელსაც არასდროს დაუსვენია

ზაფხული მიიწურა და დასასვენებლად წასული ადამიანები ნელ-ნელა სამუშაოს, სახლებს უბრუნდებიან და ყოველდღიური საქმიანობის დასაწყებად მორალურად ემზადებიან. მათგან განსხვავებით, ზოგიერთებმა მთელი ზაფხული შრომაში გაატარეს და სწორედ ახლა აპირებენ რამდენიმე დღით ქალაქგარეთ "გაპარვას". იმის გასარკვევად, თუ როგორ დაისვენეს და რა სიახლეებისთვის ემზადებიან, რამდენიმე ცნობილ ადამიანს დავუკავშირდით.

ხატია ბრაჭული, მსახიობი:

-  წელს ბათუმში დავისვენე. ასევე, ვესტუმრე სვანეთსა და სამეგრელოს. დადიანების სასახლისა და მესტიის მუზეუმის ნახვით დიდი სიამოვნება მივიღე. მოვახერხე აგრეთვე და "საშოპინგოდ" ტრაპზონში ვიყავი.

ადრე ყოველთვის ოჯახთან ერთად ვისვენებდი, ახლა კი ძირითადად, მეგობრებთან ერთად მივდივარ. არ მიყვარს ე.წ. პასიური დასვენება. მომწონს დროის აქტიურად და ხალისიანად გატარება. მაქვს მნიშვნელოვანი სიახლეები, მაგრამ ახლა ვერ დავაკონკრეტებ, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მაყურებელი კვლავ მიხილავს ეკრანზე. გარდა ამისა, 10 ოქტომბერს ავთო ვარსიმაშვილის ახალი ფილმის პრემიერაა დაგეგმილი, რომელშიც მეც ვმონაწილეობ.

ზაზა ხუციშვილი, მომღერალი:

-  ზაფხული წყნეთთან ახლოს, ჩემს აგარაკზე გავატარე. ძალიან მიყვარს ჩემს სახლსა და ეზოში, მშვიდ გარემოში ფუსფუსი. სახლს ყოველწლიურად რაღაცით ვალამაზებ. ვზრუნავ ეზოს გამწვანებაზეც. ვუვლი ხეხილს, ბოსტანიც მაქვს, სადაც მწვანილი და ბოსტნეული საკუთარი ხელით მომყავს. ნადირობის სეზონი ჩემთვის მარიამობის შემდეგ იხსნება, თუმცა, ოფიციალურად ბევრად ადრეა ნადირობა ნებადართული. სწორედ დღეს ვიყავით სანადიროდ, მაგრამ წარუმატებელი დღე მქონდა.

სექტემბერში ჩვენი ჯგუფი გააქტიურებას აპირებს, რეპეტიციებს განვაახლებთ, რამდენიმე კლუბში კონცერტს გავმართავთ და მერე უფრო დიდი მასშტაბის კონცერტის ორგანიზებასაც ვეცდებით. რაც შეეხება წამყვანობას, ეკრანზე არა, მაგრამ რადიო "ვინილის" ეთერში რამდენიმე საავტორო გადაცემა მექნება.

სალომე გოგიაშვილი, ტელეწამყვანი:

-  ოჯახთან ერთად, თურქეთში ვიყავი. ჩვენი დასვენება უკვე დასრულდა და თბილისში ჩამოვედით...

-  როგორც ვიცი, თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა - ფეხმძიმობას ვგულისხმობ. დასასვენებელი ადგილის შერჩევა ამ ფაქტის გათვალისწინებითაც მოხდა?

-  არა, მანამდე გვქონდა დაგეგმილი ზღვაზე წასვლა და გადაწყვეტილება აღარ შეგვიცვლია. საერთოდ, როცა ბავშვებთან ერთად მივდივართ, მშვიდ და ოჯახურ გარემოს ვირჩევთ. ასევე, ვცდილობთ, მეგობრებთან ერთად წავიდეთ, რათა უფრო მეტად გავერთოთ. გართობაში კლუბებს არ ვგულისხმობ - ასეთ ადგილებში მე და ჩემი მეუღლე მარტო დავდივართ ხოლმე.

გია ჯაჯანიძე, ფსიქოლოგი:

-  გაგიკვირდებათ და, ზაფხულს ძირითადად, თბილისში ვატარებ. დასვენების ასეთი წესი მაქვს: როცა ქალაქი იცლება, სიმშვიდით ვტკბები. დასასვენებლად მხოლოდ მაშინ მივდივარ, როცა ხალხი დედაქალაქში ბრუნდება და თბილისი ივსება. სავარაუდოდ, დიდ მოგზაურობას დავიწყებ. საერთოდ, ერთ ადგილას ვერ ვჩერდები. კიდევ ერთი რამ მახასიათებს: სხვებისაგან განსხვავებით, ჩემთვის წარმოუდგენელია დასვენება ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად, რადგან შეიძლება, იქ ყოფნისას ჩვენი სურვილები ერთმანეთს არ დაემთხვეს. დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომლებიც დასასვენებლად ნათესავებთან ან მეგობრებთან ერთად წავიდნენ, "ისტერიკით" ჩამოვლენ... დასვენებისას არ მიყვარს არავითარი კლუბი, "ტანციმანცები" და გნიასი - ასეთ მდგომარეობაში ხომ ისედაც, მთელი წელი ვარ... დასვენება რაღაცით უნდა გამოირჩეოდეს ცხოვრების ჩვეული წესისგან! ახლა ერთი განზრახვა მაქვს: ძალიან მინდა წავიდე ჭიათურაში, ჩემს სახლში და დაახლოებით 5 დღე იმ ეზოში ვიარო, სადაც ბავშვობა გავატარე. დიდი ხანია, იქ არ ვყოფილვარ. ეზოში ძალიან ძველი, XVIII საუკუნის ხის ქოხი დგას. ახლა ნათესავები მის დანგრევას აპირებენ. მათ შევუთვალე, რომ ჩასვლას ვაპირებ. მინდა, ერთხელ კიდევ შევიდე ამ პაწაწინა სახლში, ფოტოები გადავიღო და მერე თუ უნდათ, დაანგრიონ.

-  თქვენს სამოგზაურო გეგმებში საზღვარგარეთ წასვლაც შედის?

-  ამის პრობლემა არ არის, მაქვს ვიზები და სადაც მინდა, იქ წავალ.

სოფო ხალვაში, მომღერალი:

-  ახლა ბათუმში ვარ. შეიძლება, ჩემს დასვენებას "პარალელური" დავარქვათ, რადგანაც მუშაობის პარალელურად, ვისვენებ. ახლაც გადაღება მაქვს. ზოგადად, ჩემთვის დასვენება ოჯახთან ერთად ყოფნას ნიშნავს და არ აქვს მნიშვნელობა, სად ვიქნებით. ასე რომ, უპირატესობას ოჯახურ გარემოში დასვენებას ვანიჭებ... ცნობისათვის, მალე ბენდთან ერთად ახალ ალბომზე დავიწყებ მუშაობას.

ლენუკა ყიფშიძე, მოდელი:

-  ეს ზაფხული ჩვენთვის მეტად დაძაბული აღმოჩნდა: შვილთან ერთად კვარიათში ვიყავი, როცა ავად გახდა. აღმოჩნდა, რომ მენინგიტი ჰქონდა. მკურნალობას გარკვეული პერიოდი დასჭირდა. საბედნიეროდ, ახლა ჯანმრთელად არის, გადავრჩით... მერე წყნეთში წავედით და ბავშვები ახლაც იქ არიან. სხვა გეგმები გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩაგვეშალა. ზოგადად, ბავშვთან ერთად, მშვიდ გარემოში ვისვენებ ხოლმე ან მეგობრებთან ერთად სადმე მივდივარ. არ აქვს მნიშვნელობა, ზღვა იქნება თუ მთა - ორივე ძალიან მიყვარს. საზღვარგარეთ დასვენება ჯერ ვერ მოვახერხეთ. ბევრი მეგობარი მყავს და თავისუფალი დრო ყველას ერთდროულად არ გამოგვიჩნდა. ახლა ვგეგმავთ წასვლას და იმედია, გამოგვივა.

-  რას ნიშნავს შენთვის საზღვარგარეთ დასვენება?

-  იცი, რა, აქ ერთფეროვნებაა. მოსაბეზრებელია ყოველ წელს ერთი და იმავე რაღაცის კეთება. პირველი არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ სადმე ევროპაში უფრო კარგად დაისვენებს ადამიანი, ვიდრე საქართველოში.

დათო ტურაშვილი, მწერალი:

-  ბატონო დავით, უკვე დაისვენეთ? მაინტერესებს, რას ნიშნავს თქვენთვის დასვენება?

-  რას ამბობთ, რა დასვენება? მე ცხოვრებაში არ დამისვენია! რომ აღარ ვიქნები, ალბათ მაშინ დავისვენებ (იცინის).

ირმა სოხაძე, მომღერალი:

-  ერთი კვირით ქობულეთში ვიყავი, პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ საბავშვო შემოქმედებით ფესტივალზე ჟიურის წევრად მიმიწვიეს. ნორმალური ამინდი და კარგი გარემო იყო. აგვისტოში, ჩემს ქალიშვილ ნატუკასა და მის ოჯახთან ერთად შეკვეთილში ვიყავი. ახლა მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, როგორმე თავისუფალი დრო დავამთხვიოთ და ერთი კვირით თურქეთის რომელიმე კურორტზე გავემგზავროთ. რეზოს ზღვაზე წასვლისას არ უყვარს რისკი. რამდენჯერაც საქართველოს კურორტებზე წავიყვანე, იმდენჯერვე ცუდი ამინდი დაემთხვა, ეს კი მას ძალიან ცუდ ხასიათზე აყენებს ისევე, როგორც ყველას. ამიტომაც გვინდა თურქეთში წასვლა. ეს ზაფხული ნაყოფიერი იყო იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს ძალიან ბევრი კუთხე მოვიარე. ახლა ისევ ბათუმში მომიწევს წასვლა... ნოემბრის ბოლოს ან დეკემბერში დიდ საკონცერტო დარბაზში სერიოზული კონცერტის გამართვას ვგეგმავ, მაგრამ თუ ყველაფრის ორგანიზება ვერ მოხერხდება, კონცერტს გაზაფხულისთვის გადავდებ.

ია სუხიტაშვილი, მსახიობი:

-  აგარაკზე, წყნარ და მშვიდ გარემოში ვისვენებ - სწორედ ასეთი დასვენება მომწონს. არ მიყვარს ზღვა და შესაბამისად, ცურვაც არ ვიცი. ხმაურში ვერაფრით ვისიამოვნებ. რაც შეეხება მიშას, ჩემგან განსხვავებით, მას ზღვაც უყვარს და მთაც... რეჟისორი გიგა აგლაძე, დათო ტურაშვილის ძალიან საინტერესო სცენარის მიხედვით, ფილმის გადაღებას აპირებს. გადაღებები მალე დაიწყება და მასში მეც მივიღებ მონაწილეობას. გარდა ამისა, სხვა პროექტშიც მიმიწვიეს - ასე რომ, წინ სერიოზული სამუშაო მელის.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება