საზოგადოება
სამართალი

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„პრეზიდენტმა სახელმწიფოს მართვა იცოდეს , პოეზიის ცოდნას არ ვთხოვ“
„პრეზიდენტმა სახელმწიფოს მართვა იცოდეს , პოეზიის ცოდნას არ ვთხოვ“

"ახა­ლი ცხოვ­რე­ბის ჩვე­ვე­ბი გა­მო­მი­მუ­შავ­და, ახ­ლე­ბუ­რი ცხოვ­რე­ბა ვის­წავ­ლე, ცხოვ­რე­ბა ვა­ხუშ­ტის გა­რე­შე. თა­ვი­დან გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ შემ­დეგ გან­საც­დე­ლი თა­ვად გიჩ­ვე­ნებს გზას, გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბას გას­წავ­ლის. მეც ასე და­მე­მარ­თა, ჩემ­მა საყ­ვა­რელ­მა საქ­მემ მომ­ცა ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის ძალა. ახლა მთლი­ა­ნად მხატ­ვრო­ბა­ზე ვარ გა­დარ­თუ­ლი. პა­რა­ლე­ლუ­რად, სხვა რა­ღა­ცებ­საც ვი­თავ­სებ, ფი­ლო­ლო­გი­ი­თაც ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი, ვწერ­დი, ახ­ლა­ხან მო­თხრო­ბას გა­ვუ­კე­თე რე­დაქ­ტი­რე­ბა, ეს ჩემი მე­ო­რე წიგ­ნია, თუმ­ცა ჩემი მთა­ვა­რი საქ­მე მა­ინც მხატ­ვრო­ბაა. აქ ჩემს გან­წყო­ბას გა­მოვ­ხა­ტავ" , - ამ­ბობს მზეო გო­გო­ჭუ­რი, რო­მე­ლიც, რო­გორ თა­ვად ამ­ბობს, ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ეძებს სიმ­შვი­დეს...

"ვა­ხუშ­ტი ამას არ იმ­სა­ხუ­რებ­და"

- ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა აქ­ტი­უ­რო­ბა­სა და წვრილ­მა­ნი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას ითხოვს. ცხოვ­რე­ბა ადა­მი­ანს აძ­ლი­ე­რებს. არ მიყ­ვარს, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი გა­სა­ცო­დავ­დე­ბა. უნი­ა­თო­ბა სიბ­რა­ლულს კი არა, სიბ­რა­ზეს უფრო იწ­ვევს ჩემ­ში. თუ ცო­ცხა­ლი ხარ, არ უნდა და­ნებ­დე, ყვე­ლა­ნა­ირ გან­საც­დელს უნდა გა­უძ­ლო. მეც ვცდი­ლობ, ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბას არ გა­ვექ­ცე, რო­მე­ლიც და­მე­კის­რა.

- ვიცი, რომ პო­ე­ზი­ა­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში...

- დიახ, ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს პო­ე­ზია. ახ­ლაც ლექ­სე­ბით ვიმ­შვი­დებ თავს და მუდ­მი­ვად ვა­დევ­ნებ თვალ­ყურს იმ სი­ახ­ლე­ებს, რაც ამ სფე­რო­ში ხდე­ბა... პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო­ებ­საც ვეს­წრე­ბი. რაც უნდა ცოტა დრო მქონ­დეს, საქ­მეს გა­დავ­დებ და ჩქა­რი ნა­ბი­ჯით წა­ვალ. ახლა ბევ­რი იწე­რე­ბა, რა­ღა­ცე­ბი კარ­გია, რა­ღა­ცე­ბი ძა­ლი­ან კარ­გია და რა­ღა­ცე­ბი უბ­რა­ლოდ იწე­რე­ბა. ზოგს უბ­რა­ლოდ "ხოც­ვა ნა­დირ­თა მცი­რე­თა" შე­უძ­ლია, რო­გორც ვა­ხუშ­ტი იტყო­და, მა­გას "არ ვჭამ" ... ძა­ლი­ან მომ­წონს გი­ორ­გი არა­ბუ­ლი. მისი ლექ­სე­ბი ზე­პი­რად ვიცი. ამ ახალ­გაზ­რდა ბიჭს ძა­ლი­ან ღრმად აქვს და­ნა­ხუ­ლი ცხოვ­რე­ბა, პო­ე­ზი­ის თე­მა­ტი­კა. ზოგ­ჯერ რა­ღაც სა­კითხს ისე ხე­დავს, რო­გორც დაბ­რძე­ნე­ბუ­ლი, გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნი. მთე­ლი ფი­ლო­სო­ფია აქვს ჩაქ­სო­ვი­ლი, გა­ო­ცე­ბუ­ლი ვკი­თხუ­ლობ ხოლ­მე... მე და ჩემი მე­გო­ბა­რი ლალი მა­ხა­რაშ­ვი­ლი ხში­რად ვსა­უბ­რობთ მას­ზე. ამას წი­ნათ მისი წიგ­ნი მო­მი­ტა­ნა ლა­ლიმ. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მი­დევს, ყო­ველ­დღე ვკი­თხუ­ლობ და ახალ-ახალს ვპო­უ­ლობ. ძა­ლი­ან მინ­და ასე­თი მუხ­ტი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, მე მისი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ვარ... სა­ქარ­თვე­ლო მარ­თლაც პო­ე­ტე­ბი­სა და სა­ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ქვე­ყა­ნაა და მი­ხა­რია, რომ ასე­თი ხა­ლა­სი ნიჭი მო­დის. მე ჩემი ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტი ვარ და ამით ვცხოვ­რობ.

- 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის გამო ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლი ისე­თი პა­ტი­ვით ვერ დაკ­რძა­ლეს, რო­გორ­საც იმ­სა­ხუ­რებ­და... გული არ გწყდე­ბათ ამა­ზე?

- დიახ, იმ უთა­ნას­წო­რო ომმა მარ­თლაც დაჩ­რდი­ლა ვა­ხუშ­ტის სიკ­ვდი­ლი. ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, მაგ­რამ ესეც მისი მძი­მე ბედი იყო, არა­და, ძა­ლი­ან მძი­მეა ასე­თი ხვედ­რი იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მელ­მაც ცხოვ­რე­ბა თა­ვის ხალ­ხსა და ქვე­ყა­ნას მი­უ­ძღვნა. მაგ­რამ ხმას ვერ ვი­ღებ­დი, რად­გან მა­შინ ასზე მეტი ქარ­თვე­ლი მე­ო­მა­რი და უამ­რა­ვი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა. ახ­ლაც მრცხვე­ნია იმა­ზე ლა­პა­რა­კი, ვა­ხუშ­ტის სა­თა­ნა­დო პა­ტი­ვი რა­ტომ არ მი­ა­გეთ-მეთ­ქი. რუ­სუ­ლი ჯარი თბი­ლის­ში შე­მოს­ვლას ლა­მობ­და და რა დროს ამა­ზე ლა­პა­რა­კი იყო... სა­ნამ დაკ­რძა­ლავ­დნენ, წინა ღა­მეს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს თბი­ლის­ში უნდა შე­მო­სუ­ლი­ყო რუ­სე­ბის ჯარი. მა­შინ ვა­ხუშ­ტი ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში ეს­ვე­ნა და მღვდელ­მა კარი დაგ­ვა­კე­ტი­ნა, შე­იძ­ლე­ბა აქაც შე­მო­ვიდ­ნე­ნო... მა­შინ ვთქვი, სახ­ლში წა­ვას­ვე­ნოთ ცხე­და­რი და ეზო­ში დავ­კრძა­ლოთ, აქ მა­ინც მე­ყო­ლე­ბა და მის საფ­ლავს მა­ინც მივ­ხე­დავ-მეთ­ქი. ეს სი­ტყვე­ბი ემო­ცი­უ­რო­ბა­ში ჩა­მო­მარ­თვეს, მაგ­რამ მარ­თლა ასე ვფიქ­რობ­დი...

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

„პრეზიდენტმა სახელმწიფოს მართვა იცოდეს , პოეზიის ცოდნას არ ვთხოვ“

„პრეზიდენტმა სახელმწიფოს მართვა იცოდეს , პოეზიის ცოდნას არ ვთხოვ“

„ახალი ცხოვრების ჩვევები გამომიმუშავდა, ახლებური ცხოვრება ვისწავლე, ცხოვრება ვახუშტის გარეშე. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ შემდეგ განსაცდელი თავად გიჩვენებს გზას, გამოსავლის ძიებას გასწავლის. მეც ასე დამემართა, ჩემმა საყვარელმა საქმემ მომცა ცხოვრების გაგრძელების ძალა. ახლა მთლიანად მხატვრობაზე ვარ გადართული. პარალელურად, სხვა რაღაცებსაც ვითავსებ, ფილოლოგიითაც ვიყავი გატაცებული, ვწერდი, ახლახან მოთხრობას გავუკეთე რედაქტირება, ეს ჩემი მეორე წიგნია, თუმცა ჩემი მთავარი საქმე მაინც მხატვრობაა. აქ ჩემს განწყობას გამოვხატავ“ , - ამბობს მზეო გოგოჭური, რომელიც, როგორ თავად ამბობს, ხელოვნებაში ეძებს სიმშვიდეს...

„ვახუშტი ამას არ იმსახურებდა“

- ყოველდღიური ცხოვრება აქტიურობასა და წვრილმანი პრობლემების მოგვარებას ითხოვს. ცხოვრება ადამიანს აძლიერებს. არ მიყვარს, როდესაც ადამიანი გასაცოდავდება. უნიათობა სიბრალულს კი არა, სიბრაზეს უფრო იწვევს ჩემში. თუ ცოცხალი ხარ, არ უნდა დანებდე, ყველანაირ განსაცდელს უნდა გაუძლო. მეც ვცდილობ, ჩემს მოვალეობას არ გავექცე, რომელიც დამეკისრა.

- ვიცი, რომ პოეზიასაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში...

- დიახ, ბავშვობიდან მიყვარს პოეზია. ახლაც ლექსებით ვიმშვიდებ თავს და მუდმივად ვადევნებ თვალყურს იმ სიახლეებს, რაც ამ სფეროში ხდება... პოეზიის საღამოებსაც ვესწრები. რაც უნდა ცოტა დრო მქონდეს, საქმეს გადავდებ და ჩქარი ნაბიჯით წავალ. ახლა ბევრი იწერება, რაღაცები კარგია, რაღაცები ძალიან კარგია და რაღაცები უბრალოდ იწერება. ზოგს უბრალოდ „ხოცვა ნადირთა მცირეთა“ შეუძლია, როგორც ვახუშტი იტყოდა, მაგას „არ ვჭამ“ ... ძალიან მომწონს გიორგი არაბული. მისი ლექსები ზეპირად ვიცი. ამ ახალგაზრდა ბიჭს ძალიან ღრმად აქვს დანახული ცხოვრება, პოეზიის თემატიკა. ზოგჯერ რაღაც საკითხს ისე ხედავს, როგორც დაბრძენებული, გამოცდილი ადამიანი. მთელი ფილოსოფია აქვს ჩაქსოვილი, გაოცებული ვკითხულობ ხოლმე... მე და ჩემი მეგობარი ლალი მახარაშვილი ხშირად ვსაუბრობთ მასზე. ამას წინათ მისი წიგნი მომიტანა ლალიმ. სამზარეულოში მიდევს, ყოველდღე ვკითხულობ და ახალ-ახალს ვპოულობ. ძალიან მინდა ასეთი მუხტი შეინარჩუნოს, მე მისი თაყვანისმცემელი ვარ... საქართველო მართლაც პოეტებისა და სახელოვანი ადამიანების ქვეყანაა და მიხარია, რომ ასეთი ხალასი ნიჭი მოდის. მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ და ამით ვცხოვრობ.

- 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის გამო ვახუშტი კოტეტიშვილი ისეთი პატივით ვერ დაკრძალეს, როგორსაც იმსახურებდა... გული არ გწყდებათ ამაზე?

- დიახ, იმ უთანასწორო ომმა მართლაც დაჩრდილა ვახუშტის სიკვდილი. ძალიან მწყდება გული, მაგრამ ესეც მისი მძიმე ბედი იყო, არადა, ძალიან მძიმეა ასეთი ხვედრი იმ ადამიანისთვის, რომელმაც ცხოვრება თავის ხალხსა და ქვეყანას მიუძღვნა. მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი, რადგან მაშინ ასზე მეტი ქართველი მეომარი და უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ახლაც მრცხვენია იმაზე ლაპარაკი, ვახუშტის სათანადო პატივი რატომ არ მიაგეთ-მეთქი. რუსული ჯარი თბილისში შემოსვლას ლამობდა და რა დროს ამაზე ლაპარაკი იყო... სანამ დაკრძალავდნენ, წინა ღამეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისში უნდა შემოსულიყო რუსების ჯარი. მაშინ ვახუშტი ქაშუეთის ეკლესიაში ესვენა და მღვდელმა კარი დაგვაკეტინა, შეიძლება აქაც შემოვიდნენო... მაშინ ვთქვი, სახლში წავასვენოთ ცხედარი და ეზოში დავკრძალოთ, აქ მაინც მეყოლება და მის საფლავს მაინც მივხედავ-მეთქი. ეს სიტყვები ემოციურობაში ჩამომართვეს, მაგრამ მართლა ასე ვფიქრობდი...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს